Archive for ოქტომბერი 10th, 2019

მიხეილ ბატიაშვილი – საერთაშორისო ოლიმპიადებში უპრეცედენტო მიღწევაა – 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად, საქართველოს არასდროს ჰქონია

მიხეილ ბატიაშვილი – საერთაშორისო ოლიმპიადებში უპრეცედენტო მიღწევაა – 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად, საქართველოს არასდროს ჰქონია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი წარმატებები უსურვა. „ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ, წლევანდელი წელი ყველაზე გამორჩეულია – 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად,[სრულად…]

კარლ ჰარცელი: საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ასეთი ღია არასდროს ყოფილა

კარლ ჰარცელი: საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ასეთი ღია არასდროს ყოფილა

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა არასდროს ყოფილა. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ, ამ პროცესში, ბოლო 11 თვეა აქტიურად ვართ ჩართულები და მის დასრულებას ვუახლოვდებით. როგორც ვიცით, შერჩევის[სრულად…]

2019/10/10 პოლიტიკა
ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის

ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ზარდიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ზარდიაშვილი ირწმუნება, რომ მომავალში არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს და არც პარტიაში იქნება. ამასთან, ყოფილი დეპუტატი არ აკონკრეტებს, სად ან რომელ სფეროში გააგრძელებს საქმიანობას მომავალში. „პოლიტიკიდან წავედი! დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში აღარ მოვალ პოლიტიკაში“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.[სრულად…]

2019/10/10 პოლიტიკა
6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ლომჯარიას განცხადებით, ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და “მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული[სრულად…]

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს ტყუილები ივანიშვილმა შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი დაპირებები

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს ტყუილები ივანიშვილმა შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი დაპირებები

ბიძინა ივანიშვილმა ტყუილები შექმნა. ტყუილი სასამართლო, პროკურატურა, დიპლომი, ურთიერთობები, დაპირებები. ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ჩვენი მომავლისთვის საჭირო ურთიერთობები გამჭვირვალე გახადოს. „რაც შეეხება საქმის მასალებს, გთხოვთ ადვოკატს ესაუბროთ, რადგან[სრულად…]

2019/10/10 პოლიტიკა
საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი: ერთია, რომ ტაქსები აშკარად გაძვირდა, ხოლო მეორე ნაწილმა საერთოდ დაკარგა თანხის გამომუშავების შესაძლებლობა

საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი: ერთია, რომ ტაქსები აშკარად გაძვირდა, ხოლო მეორე ნაწილმა საერთოდ დაკარგა თანხის გამომუშავების შესაძლებლობა

დღევანდელ ქართულ რეალობაშიბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ტაქსები და მათთან დაკავშირებული რეგულაციებია. შესაბამისი რეგულაციები ეხება  ტაქსის მძღოლებს და გავლენას ახდენს მოსახლეობაზე.გარკვეული შეზღუდვების პარალელურად, შემცირდა ქუჩაში ტაქსის გაჩერების შესაძლებლობა. უფრო ვრცლად, აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე ესაუბრა. „ტაქსის ყველა მძღოლმა უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია.[სრულად…]

შალვა თადუმაძე – ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ

შალვა თადუმაძე – ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ

მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია, როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ ჩემს უკან არ არის არც ერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო და ა.შ., – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ[სრულად…]

2019/10/10 პოლიტიკა
გადადგომას არ ვაპირებ იმის გამო, რომ არაკვალიფიციური NGO-ები ჩემს დიპლომზე ეჭვიანობენ — თადუმაძე

გადადგომას არ ვაპირებ იმის გამო, რომ არაკვალიფიციური NGO-ები ჩემს დიპლომზე ეჭვიანობენ — თადუმაძე

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი და მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ მის დიპლომთან გაჩენილი კითხვების გამო გადადგომას არ აპირებს და არც საგამოძიებო კომისიის გამოძიებას დაელოდება. მისი თქმით, 18-წლიან კარიერას წყალში არ ჩაყრის იმის გამო, რომ რამდენიმე “არაკვალიფიციური ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო მის დიპლომზე ეჭვიანობს”. “არსად გადადგომას არ ვაპირებ. არ მიცხოვრია ისე,[სრულად…]

2019/10/10 პოლიტიკა
გიორგი გახარია – უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს

გიორგი გახარია – უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებს, გამონათქვამებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „მოგეხსენებათ, ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორიული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების[სრულად…]

2019/10/10 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის  მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 8-9 ოქტომბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. „თანათავმჯდომარეებმა[სრულად…]

2019/10/10 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება – ჟენევის მოლაპარაკებებზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატოში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე

რუსეთის საგარეო უწყება – ჟენევის მოლაპარაკებებზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატოში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ყურადღების ფოკუსში აღმოჩნდა ქართულ-სამხრეთ ოსურ სასაზღვრო რაიონის სოფელ წნელისთან დაძაბულობა, რომლის პროვოცირებაც გამოიწვია თბილისის გადაწყვეტილებამ, განეთავსებინა პოლიციის პოსტი უშუალოდ ამ სოფელთან. ამან აიძულა ცხინვალი, მიეღო საპასუხო ზომები, თავისი ბლოკპოსტის განთავსებისა და საქართველოსთან საზღვრის დროებით ჩაკეტვის ჩათვლით. ჩვენ გავაცანით მხარეებს[სრულად…]

2019/10/10 პოლიტიკა
„ბიბისი“ წყალტუბოს ვრცელ სტატიას უძღვნის

„ბიბისი“ წყალტუბოს ვრცელ სტატიას უძღვნის

„ბიბისი“ წყალტუბოს ვრცელ სტატიას უძღვნის და აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წყალტუბო, საბჭოთა ელიტისთვის ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო. „ულამაზესი ხედები, სუბტროპიკული კლიმატი და თბილი რადონ-კარბონატული წყლები, რომლებიც ქმნიან მრავალ აბანოს საკურორტო მკურნალობისთვის. პაციენტები მიიჩნევდნენ, რომ როდესაც დაშლილი რადონი სხეულში შევიდოდა, ყველა სახის დაავადებას, მათ შორის უნაყოფობასა და დამბლასაც განკურნავდა“, –[სრულად…]

2019/10/10 კულტურა
გიორგი გახარია – ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

გიორგი გახარია – ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან აბსოლუტურად ღია საუბარი შედგა მიმდინარე პრობლემებზე. „ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის[სრულად…]