Archive for ოქტომბერი 16th, 2019

თბილისის მერიამ პარასპორტსმენებისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა

თბილისის მერიამ პარასპორტსმენებისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა

თბილისის მერიამ პარასპორტის განვითარების ცენტრისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა დედაქალაქში პარასპორტის განვითარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამი ადაპტირებული მიკროავტობუსის შესაძენად მერიამ დაახლოებით, 410 ათასი ლარი გამოყო. „პარასპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობა მისი დაარსებიდან დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.[სრულად…]

კახა კალაძე – მეეჭვება, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, ამისთვის არ აქვს არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობები

კახა კალაძე – მეეჭვება, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, ამისთვის არ აქვს არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობები

დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე ჭორაობით არის დაკავებული. „გავაკეთე შეფასებები მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი ახალი[სრულად…]

2019/10/16 პოლიტიკა
ქუთაისის სკოლიდან სამი მოსწავლე მეორე სართულიდან გადახტა, ერთ მათგანს ფეხი დაუზიანდა

ქუთაისის სკოლიდან სამი მოსწავლე მეორე სართულიდან გადახტა, ერთ მათგანს ფეხი დაუზიანდა

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან სამი მოსწავლე გადმოხტა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამი მეათეკლასელი მეორე სართულის ფანჯრიდან იმის გამო გადმოხტა, რომ ისინი მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა. ერთმა მოზარდმა ფეხი დაიზიანა. ის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. Please follow and like us:

პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსებს ქიმწმენდის ვაუჩერებს ისევ დაურიგებენ

პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსებს ქიმწმენდის ვაუჩერებს ისევ დაურიგებენ

პირველი ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა,  ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები მიიღონ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ვაუჩერები უფასოდ დარიგდება, ისე, რომ ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც ბიუჯეტზე. „ჩვენ გვქონდა სარეკლამო კომპანიასთან კოორდინაცია, რამდენიმე შეხვედრა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ[სრულად…]

ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში არსებულ „ათონის დარბაზში“ ნინო ჩიფჩიურის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში არსებულ „ათონის დარბაზში“ ნინო ჩიფჩიურის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში არსებულ „ათონის დარბაზში“ ნინო ჩიფჩიურის პერსონალური გამოფენა „სიყვარულის კონცეფცია“ გაიხსნა. გამოფენაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილ ინსტალაციები – „მექანიკური ფორთოხალი“, „ოსტატი და მარგარიტა“, „ძმები კარამაზოვები“, „პატარა უფლისწული“, „დანტეს სამოთხე“ არის წარმოდგენილი. გამოფენა 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. Please follow and like us:

2019/10/16 კულტურა
მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს

მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სავარაუდო მსხვერპლს, თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს დებატებში იწვევს. მთავარი არხის წამყვანსა და დირექტორს, ნიკა გვარამიას ეთერის დათმობის თხოვნით მან Facebook-ის საშუალებით მიმართა. “ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის!” — წერს კუბლაშვილი. მისი[სრულად…]

2019/10/16 პოლიტიკა
პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმას, სავარაუდოდ, გაუუქმებენ

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმას, სავარაუდოდ, გაუუქმებენ

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული გადასახდელისგან გათავისუფლდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ახალი ნებართვის აღება ვერ მოასწრეს და ამ მიზეზის გამო 2019 წლის პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ. “ცალმხრივად პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან რეგულაციები, რომლებიც ეხება ტაქსის მძღოლების სალიცენზიო[სრულად…]

Safety in the car - Smiling baby boy safely sitting in a car seat

ავტომობილში ბავშვის სპეციალური სავარძლის გამოყენება სავალდებულო ხდება

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ბავშვის ავტომანქანით გადაყვანისას შესაძლოა სავალდებულო გახდეს სპეციალური სავარძლის გამოყენება. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.  აღნიშნული წესის დარღვევა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი,[სრულად…]

თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი შეემატება

თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი შეემატება

სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის, რაც მეტროს სისტემაში ათი ახალი მატარებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეტროსადგურებისა და ვაგონების რეაბილიტაცია სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. „მეტროს დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, იქ არსებული[სრულად…]

B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა “აქსელი” ფუძნდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ, „აქსელი“ ისეთივე ტაქსის გამოძახების სერვისი იქნება, როგორიც მაგალითად, ტაქსი „მაქსიმი“, My Taxi, „თბილისი ტაქსი“, „იანდექსი“ და სხვა, რომლებიც საქართველოში გამოძახებით მუშაობენ. ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ აგლაძის თქმით, “აქსელის”[სრულად…]

მამუკა ხაზარაძე – ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო

მამუკა ხაზარაძე – ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო

ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო, – აცხადებს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ინტერვიუში, რომელიც ციფრულმა მედიაპლატფორმა The Movement TV-მ გაავრცელა. მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად არ წასულა. „ჩვენ არ დავპირდებით ადამიანებს არარეალურ ამბავს. ჩვენ ვეტყვით, სად ვართ, ჩვენ ვეტყვით სიმართლეს, უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს, სად[სრულად…]

2019/10/16 პოლიტიკა
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2019“ იწყება

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2019“ იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო „მუზეუმში“ პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის 2019 წლის პროგრამაზე და სიახლეებზე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ და გენერალურმა მენეჯერმა სოფო თორთლაძემ ისაუბრეს. პრესკონფერენციას ესწრებოდენ ესპანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ხორხე ლუჩინი სერანო დე ჰარო,[სრულად…]

2019/10/16 კულტურა
თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა

თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების საგანმანათლებლო პროგრამების 200-მდე კოორდინატორს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთა გადამზადება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულით განხორციელდა და მასში საქართველოს მასშტაბით, 600-მა დასაქმებულმა მიიღო მონაწილეობა. გადამზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო. პროექტი მიზნად ისახავს ახალი სტანდარტის სრულფასოვან დანერგვას სააღმზრდელო პროცესში, თითოეული აღსაზრდელისათვის[სრულად…]

ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო ხდება

ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო ხდება

სამშენებლო პროექტის მომზადების დროს ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტებასავალდებულო იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესშიშედის. კახა კალაძის განცხადებით, აქამდე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას არ იყო გათვალისწინებული, თუ სად განთვსდებოდა ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები, რაც[სრულად…]

კახა კალაძე –  იკვეთებოდა, რომ კონსორციუმი ვერ შეძლებდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას

კახა კალაძე – იკვეთებოდა, რომ კონსორციუმი ვერ შეძლებდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეძლო წარმოედგინა ის თანხა, რომლითაც სამომავლოდ ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელებულიყო. „პროექტის განხორციელება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რამდენიმეჯერ მოხდა ვადის გადაწევა. იყო ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათ მოეტანათ გარკვეული ინვესტიცია, კაპიტალი, რათა პროექტი განეხორციელებინათ. დღეს ჰქონდათ ბოლო ვადა, რომ წარმოედგინათ უკვე ეს თანხები იმისთვის, რომ სამომავლოდ ეს[სრულად…]

სვანეთის ფოტო Windows-ის მილიონობით მომხმარებლის ეკრანზე ჩანს

სვანეთის ფოტო Windows-ის მილიონობით მომხმარებლის ეკრანზე ჩანს

საქართველო Microsoft Windows-ის ეკრანზე. სვანეთის შესახებ ფოტოს რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებელი იხილავს. „დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს“, – ამ აღწერით ავრცელებს სქრინს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თუმცა, უცნობია, როდის აღმოჩნდა სვანეთის ფოტო[სრულად…]

რუსთავში სოციალურად დაუცველი 52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში შესახლდა

რუსთავში სოციალურად დაუცველი 52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში შესახლდა

რუსთავში სოციალურად დაუცველმა, თავშესაფრის მაძიებელმა ოჯახებმა საცხოვრისი მიიღეს. 52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში დღეიდან შესახლდა. სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა. 2019 წლის თებერვალში შეიქმნა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები[სრულად…]

17 წლის მოქალაქეები მართვის მოწმობას ვეღარ აიღებენ

17 წლის მოქალაქეები მართვის მოწმობას ვეღარ აიღებენ

17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის,[სრულად…]

ადგილობრივი მედია- კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე მაღალი, წმინდა მთა ცხენით დალაშქრა

ადგილობრივი მედია- კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე მაღალი, წმინდა მთა ცხენით დალაშქრა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე დიდი მთა ცხენით დალაშქრა. KCNA-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი თეთრ ცხენზე ამხედრებული თოვლით დაფარულ მთა პექტუსანზე დაჯირითობს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კიმ ჩენ ინი 2 750 მეტრის სიმაღლის მთაზე ადის. BBC-ის ინფორმაციით, მსგავს ჟესტს ყოველთვის მოსდევს[სრულად…]

2019/10/16 მსოფლიო
ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

დედაქალაქის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. „ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება. თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. აქედან გამომდინარე, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური[სრულად…]

ქაშვეთის ეკლესიაში დღეს მიხეილ კობახიძის სამოქალაქო პანაშვილი გაიმართება

ქაშვეთის ეკლესიაში დღეს მიხეილ კობახიძის სამოქალაქო პანაშვილი გაიმართება

კინორეჟისორ მიხეილ კობახიძეს დღეს ქაშვეთის ეკლესიაში დაასვენებენ. 18:00 საათიდან ტაძარში სამოქალაქო პანაშვილი გაიმართება. რეჟისორს ქაშვეთის ტაძრიდან ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში, 13 ოქტომბერს გარდაიცვალა. Please follow and like us:

გლდანში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

გლდანში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი მისთვის უცნობმა პირმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. უცნობია, თუ რა გახდა დანაშაულის მიზეზი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დაჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულია ერთი პირი[სრულად…]

საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანია

საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანია

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა. უფრო კონკრეტულად, ცენტრის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის ბოლოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, რეგისტრირებული იყო ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 76 508 შემთხვევა,[სრულად…]