Archive for ოქტომბერი 22nd, 2019

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 დოლარს გადარიცხავს

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 დოლარს გადარიცხავს

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ამაზონის დამწვარი ტყის აღსადგენად მილიონ ასი ათას დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც ბრაზილიელი ხალხისთვის ჩაწერა. მან საზოგადოებას ამაზონის ტყეების გადასარჩენად მოქმედებისკენ მოუწოდა. “გამარჯობა ბრაზილია, მე მაქვს გზავნილი თქვენთვის და ყველასთვის, ვინც ბუნების მომავალზე ფიქრობს”, – წერს ბერა ივანიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე. Please follow and like[სრულად…]

2019/10/22 მსოფლიო
„შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელია!

„შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელია!

რეჟისორ დიტო ცინცაძის მიერ გადაღებული ფილმი “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დააჯილდოვეს. ინფორმაცია ფილმის პროდიუსერმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა გაავრცელა: “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი გრანპრის მფლობელია! (საუკეთესო ფილმი) დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდ ჯილდო გადაეცა სურათის რეჟისორსაც. Please follow and like[სრულად…]

2019/10/22 კულტურა
მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, „112“-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება. „ჩვენი ქალაქისთვისმნიშვნელოვანი[სრულად…]

გოდერძი ბერდელიძე ევროპის ჩემპიონია

გოდერძი ბერდელიძე ევროპის ჩემპიონია

რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ დასძლია და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ძალოსანმა თავი აკვრაშიც გამოიჩინა. ბერდელიძემ 144/149/153 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა! ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი 277 დაუგროვდა და აქაც ჩემპიონობა იზეიმა. დღესვე 67 კილში საქართველოს სახელით გოგა ჩხეიძე იასპარეზებს. ქართველი ძალოსანის გამოსვლა 17:30 საათზე დაიწყება.[სრულად…]

2019/10/22 სპორტი
სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

სოფელ ჩოხში ქართველი ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა. 2-სართულიან შენობაში ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. ახლადაშენებული მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული[სრულად…]

2019/10/22 კულტურა
იცით რამდენი საოცარი ადგილი გვაქვს საქართველოში? სუნთქვას რომ შეგიკრავს ბედნიერებისგან აი ისეთები!-მირანდუხტ დავითულიანი

იცით რამდენი საოცარი ადგილი გვაქვს საქართველოში? სუნთქვას რომ შეგიკრავს ბედნიერებისგან აი ისეთები!-მირანდუხტ დავითულიანი

მოგზაურობა ყოველთვის დიდ ხარჯთან ასოცირდება, თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის ბილეთები, სასტუმრო, კვება, ექსკურსიები-არაერთი საფიქრალი და ამიტომ უმრავლესობისთვის ისევ სადმე ახლოს წასვლა და იქ დასვენება სჯობს, თუმცა რა შეედრება იმ გრძნობას, როდესაც უცხო ქალაქში ჩადიხარ, ეცნობი განსხვავებული ცხოვრების სტილს, ტრადიციებს, კულტურას და ხალხს, იკვლევ ახალ გარემოს, როგორ არ უნდა განიცადოს ადამიანმა ეს?[სრულად…]

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს სალეჩოს ორგანიზებით, „Korean Film Archive“-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კორეის მხარეს პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ფილმის ჩვენებაზე მოსულ სტუმრებს, ქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ[სრულად…]

2019/10/22 კულტურა
დავით ნარმანია 2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავს

დავით ნარმანია 2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავს

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს. ამის შესახებ სემეკის ახალმა თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ზრდა, ნარმანია ამის შესაძლებლობას 2020 წლისთვის არ გამორიცხავს. „ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ[სრულად…]

საქართველოში მენტორის სტატუსი 248 პედაგოგს აქვს

საქართველოში მენტორის სტატუსი 248 პედაგოგს აქვს

საქართველოში დღეის მონაცემებით, 248 მენტორი მასწავლებელია, მათგან 230 საჯარო სკოლებში ასწავლის, 18 კი, კერძოში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, უფროსი მასწავლებლის სტატუსი 29 693 პედაგოგს აქვს. მათგან 26 732 საჯარო სექტორში, 2 961 კი, კერძო სკოლებში მუშაობს. წამყვანის სტატუსი 2 967 პედაგოგს[სრულად…]

გიორგი გახარია – ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, ევროპის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის

გიორგი გახარია – ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, ევროპის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის

ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა. „მნიშვნელოვანია[სრულად…]

2019/10/22 პოლიტიკა
„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ – საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ – საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) საქართველოს შესახებ მეოთხე სტატიას აქვეყნებს. „არ არსებობს მსგავსი ადგილი დედამიწაზე, როგორიც საქართველოა“ – ამ სიტყვებით იწყება „Off the beaten track in Georgia“. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მოგზაურობა[სრულად…]

2019/10/22 კულტურა
დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს[სრულად…]

2019/10/22 პოლიტიკა
გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მოეწყობა ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა, ასევე იქნება ყველის კერძების მომზადება. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ადგილობრივი ეთნო-ანსამბლები,მოწვეული მომღერლები და დიჯეი. ფესტივალის დასკვნით ნაწილში კიბოკუზ დოღის (Bocuse d’Or) ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება. მეღვინეობისა[სრულად…]

2019/10/22 კულტურა
A Russian soldier stands guard in the ancient city of Palmyra in the central Homs province, Syria, Thursday, April 14, 2016. Russian combat engineers are in Syria on a mission to clear mines in Palmyra, which has been recaptured from Islamic State militants in an offensive that has proven Russia's military might in Syria despite a drawdown of its warplanes. (AP Photo/Hassan Ammar)

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს იწურება

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს საღამოს იწურება. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული 120-სათიანი ზავის ვადა 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე იწურება. მანამდე სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებია დაგეგმილი. აღნიშნულ შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის საკითხის განხილვას გეგმავს. როგორც თურქეთის ლიდერმა მანამდე განაცხადა, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის[სრულად…]

დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ. ლელოვანის სკოლას მეტყვე-სპეციალისტების მიერ მომზადებული სანერგეს პროექტიც გადაეცათ, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე[სრულად…]

მაიკ პომპეო – აუცილებლობის შემთხვევაში, აშშ მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

მაიკ პომპეო – აუცილებლობის შემთხვევაში, აშშ მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო CNBC -ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად იქნება სამხედრო ძალა გამოიყენოს თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა მისი თქმით, მას „მშვიდობა ურჩევნია“. „ჩვენ ქურთებთან ერთად დავამარცხეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ეს მათი დამსახურებაც იყო, ეს შეერთებული შტატების დამსახურება იყო მსოფლიო კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა პომპეომ და დასძინა,[სრულად…]

ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე არ შეუშვეს

ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე არ შეუშვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, არ შეუშვეს. როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,მას მანდატურის სამსახურმა განუმარტა, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და შესაბამისად, მას სხდომაზე დასწრება დარბაზში არსებულ ე.წ აივანზე შესთავაზა. ანა დოლიძის თქმით, აღნიშნულით ცდილობენ, რომ გიორგი მიქაუტაძეს კომფორტი შეუქმნან. „სხდომა არის[სრულად…]

გიორგი გახარია – საქართველო ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში

გიორგი გახარია – საქართველო ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში

ახალი აბრეშუმის გზის კონფერენცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი და საამაყოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერა აღნიშნა, დღევანდელი ფორუმი მისი ორი წინამორბედი ფორუმის წარმატების გამოძახილია. „მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს ასეთი მნიშვნელოვან ღონისძიების მასპინძლობას. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს[სრულად…]

2019/10/22 პოლიტიკა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60 %-იან წილს ყადაღა დაადო

სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60 %-იან წილს ყადაღა დაადო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის 60 %-ს ყადაღა დაადო. „სარჩელის შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელი არის თუ არა ფორმალურად გამართული. მტკიცებულებები, მოთხოვნები და ა.შ. შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის განსახილველად[სრულად…]

რა უნდა ვიცოდეთ სირიის კონფლიქტის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ სირიის კონფლიქტის შესახებ

-როდის და რატომ დაიწყო სამოქალაქო ომი? 2010-2011 წლებში არაბული სამყარო საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რასაც შემდგომ „არაბული გაზაფხული“ უწოდეს. სახალხო მოძრაობები  ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთშიც იმართებოდა. მოსახლეობა ითხოვდა მთავრობების დამხობას და ქვეყნებში დემოკრატიის დამყარებას. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელშიც „არაბულმა გაზაფხულმა“ არა მარტო საპროტესტო აქციები, არამედ სამოქალაქო ომიც კი გამოიწივა სირიაა. სირიაში[სრულად…]

2019/10/22 პოლიტიკა