Archive for ოქტომბერი, 2019

 „გული ყოველთვის გამომიწევს აქეთ, რადგან მტკვრის წყალი ვიგემე”

 „გული ყოველთვის გამომიწევს აქეთ, რადგან მტკვრის წყალი ვიგემე”

ქალაქ თბილისის ისტორიული შენობები ინახავს უამრავ გაუხმაურებელ ამბავს, ისტორიასა თუ სტუმარს. განსაკუთრებით საინტერესოა სასტუმროები, სადაც გამოჩენილი პირები სახლდებოდნენ და იწყებდნენ ქალაქის იერსახის, მასპინძლობისა თუ მისი ისტორიის აღწერას. XIX საუკუნის თბილისში, დიდ ყურადღებას იქცევდა სასტუმრო „ ლონდონი „სადაც მოგზაურების უმეტესობა ჩერდებოდა. სასტუმროში სხვადასხვა დროს სახლობდნენ კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი,  ინდოეთის ვიცე-მეფე –[სრულად…]

დონალდ ტრამპის „ჭიკჭიკი“Twitter-ზე

დონალდ ტრამპის „ჭიკჭიკი“Twitter-ზე

ჩვენთვის ცნობილია, რომ სოციალური ქსელი დღესდღეობით მთელ მსოფლიოსაა მოდებული. 2020 წლისთვის კი, როგორც ელონ მასკმა თქვა ინტერნეტი მალე მთელ მსოფლიოს ექნება და შესაბამისად სოციალური ქსელის ზეგავლენის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, სოციალური ქსელი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაზე, კულტურის, მოდის, პოლიტიკისა და კიდევ უამრავი სოციალური თუ[სრულად…]

ხმალაძე: მეტროში მგზავრთა ნაკადი ყოველწლიურად 11%-ით იზრდება

ხმალაძე: მეტროში მგზავრთა ნაკადი ყოველწლიურად 11%-ით იზრდება

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, მეტროში მგზავრთა ნაკადის მატება სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან მგზავრთა ნაკადი ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად 11%-ით იზრდება. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუშაობს მეტროში მგზავრთა გადაადგილების ახალ გეგმაზე, რათა მოძრაობის რეგულირებით შესაძლებელი გახდეს მოზღვავებული ნაკადის მართვა და[სრულად…]

2020 წელს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეებისათვის პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ პილოტირება ჩატარდება

2020 წელს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეებისათვის პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ პილოტირება ჩატარდება

2020 წელს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეებისათვის პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ პილოტირება ჩატარდება. პილოტირება გაზაფხულზე იგეგმება და მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლე ჩაერთვება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეები ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში გაივლიან. არსებული ინფორმაციით, იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც[სრულად…]

ბანგლადეშში 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ბანგლადეშში 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ბანგლადეშში 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აზიური სახელმწიფოს სასამართლომ განაჩენი ჩვეულზე ბევრად ადრე გამოიტანა, რადგან მსგავსი საქმეების წარმოების დროს განაჩენის გამოტანას, როგორც წესი, წლები სჭირდება ხოლმე. „ბიბისის“ ცნობით, დამნაშავეებს შორის არიან 19 წლის დაღუპული გოგონას, ნურსათ ჯაჰან რაფის სკოლის[სრულად…]

2019/10/24 მსოფლიო
„გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში კიდევ 17 ქართული ფილმი ბრუნდება

„გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში კიდევ 17 ქართული ფილმი ბრუნდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად გრძელდება რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება. მათ შორის არის სურათი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა: მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც ასევე პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა[სრულად…]

2019/10/24 კულტურა
ელიზაბეთ რუდი – აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას

ელიზაბეთ რუდი – აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის მტკიცე. „შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის განცხადებას,[სრულად…]

2019/10/24 პოლიტიკა
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკე დარგის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იქნება. „2020 წლისთვის ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას მსოფლიო ბრენდების 78% გეგმავს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომაც უნდა დაიწყოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განვითარება და გამოავლინოს ეკონომიკის ის დარგები და სეგმენტი, რომელშიც ამ მიმართულებით[სრულად…]

იაპონიაში ტახტზე იმპერატორ ნარუჰიტოს ასვლის აღსანიშნავად 500 000-ზე მეტი პატიმარი შეიწყალეს

იაპონიაში ტახტზე იმპერატორ ნარუჰიტოს ასვლის აღსანიშნავად 500 000-ზე მეტი პატიმარი შეიწყალეს

იაპონიაში ქრიზანთემის ტახტზე იმპერატორ ნარუჰიტოს ოფიციალურად ასვლის აღსანიშნავად წვრილმანი დანაშაულისთვის გასამართლებული 500 000-ზე მეტი პირი შეიწყალეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის წესების დაღვევის გამო გაასამართლეს. 59 წლის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიალს 2 ათასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, 180-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.[სრულად…]

2019/10/23 მსოფლიო
კრწანისის ტყეპარკში საქართველოს წითელი ნუსხისა და ტყისშემქნელი სახეობის ნერგებით ხეივანი გაშენდა

კრწანისის ტყეპარკში საქართველოს წითელი ნუსხისა და ტყისშემქნელი სახეობის ნერგებით ხეივანი გაშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყეპარკში საქართველოს წითელი ნუსხისა და ტყისშემქნელი სახეობის ნერგებით ხეივანი გაშენდა. ჯამში 200-მდე ტუიას, ძელქვისა და თელას ნერგი დაირგო. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ჟურნალისტები, “ჯი–ელ–სის” სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მწვანე მოხალისეები და კომპანია “ზედაზენი“, რომელიც პროექტის “ჩერო[სრულად…]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ

სირიის საკითხზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა სოჭში, ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა. მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. ორივე მხარე ადასტურებს მის ვალდებულებას სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ . ასევე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ; 2. ისინი ხაზს[სრულად…]

ნათია თურნავა – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ანაკლიის პროექტს მხარი დავუჭიროთ, მაგრამ კერძო ინვესტორის გასაკეთებელს ვერ გავაკეთებთ

ნათია თურნავა – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ანაკლიის პროექტს მხარი დავუჭიროთ, მაგრამ კერძო ინვესტორის გასაკეთებელს ვერ გავაკეთებთ

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ანაკლიის პროექტს მხარი დავუჭიროთ, მაგრამ კერძო ინვესტორის გასაკეთებელს ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს პროქტი ჩაფიქრებულია, როგორც კერძო საჯარო პარტნიორობა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ “ანაკლიის პორტის პროექტი ზედმეტად დაგვიანებულია”. მინისტრის განმარტებით, მან[სრულად…]

გიორგი მიქაუტაძე – ნამდვილად არ მიღირს ჩემი ღირსება არც ერთ თანამდებობად, არც ერთ პოზიციად და საერთოდ არაფრად

გიორგი მიქაუტაძე – ნამდვილად არ მიღირს ჩემი ღირსება არც ერთ თანამდებობად, არც ერთ პოზიციად და საერთოდ არაფრად

ნამდვილად არ მიღირს ჩემი ღირსება არც ერთ თანამდებობად, არც ერთ პოზიციად და საერთოდ არაფრად, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულებისას, შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა. მიქაუტაძე დეპუტატების მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკული შეფასებებს და კითხვებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღევანდელი საუბრები „ყოველგვარ საზღვარს გასცდა“.[სრულად…]

2019/10/23 პოლიტიკა
გიორგი გახარია – მასპინძლობა ჩვენს გენშია, ეს არის ქვეყანა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს

გიორგი გახარია – მასპინძლობა ჩვენს გენშია, ეს არის ქვეყანა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს

ჩვენთვის დიდი პატივია, მესამედ ვუმასპინძლოთ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელზეც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “აბრეშუმის გზის ფორუმის” მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში ჩანიშნულია 300-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა, რასაც დიდი[სრულად…]

2019/10/23 პოლიტიკა
ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 დოლარს გადარიცხავს

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 დოლარს გადარიცხავს

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ამაზონის დამწვარი ტყის აღსადგენად მილიონ ასი ათას დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც ბრაზილიელი ხალხისთვის ჩაწერა. მან საზოგადოებას ამაზონის ტყეების გადასარჩენად მოქმედებისკენ მოუწოდა. “გამარჯობა ბრაზილია, მე მაქვს გზავნილი თქვენთვის და ყველასთვის, ვინც ბუნების მომავალზე ფიქრობს”, – წერს ბერა ივანიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე. Please follow and like[სრულად…]

2019/10/22 მსოფლიო
„შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელია!

„შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელია!

რეჟისორ დიტო ცინცაძის მიერ გადაღებული ფილმი “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დააჯილდოვეს. ინფორმაცია ფილმის პროდიუსერმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა გაავრცელა: “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი გრანპრის მფლობელია! (საუკეთესო ფილმი) დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდ ჯილდო გადაეცა სურათის რეჟისორსაც. Please follow and like[სრულად…]

2019/10/22 კულტურა
მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, „112“-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება. „ჩვენი ქალაქისთვისმნიშვნელოვანი[სრულად…]

გოდერძი ბერდელიძე ევროპის ჩემპიონია

გოდერძი ბერდელიძე ევროპის ჩემპიონია

რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ დასძლია და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ძალოსანმა თავი აკვრაშიც გამოიჩინა. ბერდელიძემ 144/149/153 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა! ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი 277 დაუგროვდა და აქაც ჩემპიონობა იზეიმა. დღესვე 67 კილში საქართველოს სახელით გოგა ჩხეიძე იასპარეზებს. ქართველი ძალოსანის გამოსვლა 17:30 საათზე დაიწყება.[სრულად…]

2019/10/22 სპორტი
სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

სოფელ ჩოხში ქართველი ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა. 2-სართულიან შენობაში ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. ახლადაშენებული მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული[სრულად…]

2019/10/22 კულტურა
იცით რამდენი საოცარი ადგილი გვაქვს საქართველოში? სუნთქვას რომ შეგიკრავს ბედნიერებისგან აი ისეთები!-მირანდუხტ დავითულიანი

იცით რამდენი საოცარი ადგილი გვაქვს საქართველოში? სუნთქვას რომ შეგიკრავს ბედნიერებისგან აი ისეთები!-მირანდუხტ დავითულიანი

მოგზაურობა ყოველთვის დიდ ხარჯთან ასოცირდება, თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის ბილეთები, სასტუმრო, კვება, ექსკურსიები-არაერთი საფიქრალი და ამიტომ უმრავლესობისთვის ისევ სადმე ახლოს წასვლა და იქ დასვენება სჯობს, თუმცა რა შეედრება იმ გრძნობას, როდესაც უცხო ქალაქში ჩადიხარ, ეცნობი განსხვავებული ცხოვრების სტილს, ტრადიციებს, კულტურას და ხალხს, იკვლევ ახალ გარემოს, როგორ არ უნდა განიცადოს ადამიანმა ეს?[სრულად…]

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს სალეჩოს ორგანიზებით, „Korean Film Archive“-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კორეის მხარეს პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ფილმის ჩვენებაზე მოსულ სტუმრებს, ქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ[სრულად…]

2019/10/22 კულტურა
დავით ნარმანია 2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავს

დავით ნარმანია 2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავს

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს. ამის შესახებ სემეკის ახალმა თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ზრდა, ნარმანია ამის შესაძლებლობას 2020 წლისთვის არ გამორიცხავს. „ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ[სრულად…]

საქართველოში მენტორის სტატუსი 248 პედაგოგს აქვს

საქართველოში მენტორის სტატუსი 248 პედაგოგს აქვს

საქართველოში დღეის მონაცემებით, 248 მენტორი მასწავლებელია, მათგან 230 საჯარო სკოლებში ასწავლის, 18 კი, კერძოში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, უფროსი მასწავლებლის სტატუსი 29 693 პედაგოგს აქვს. მათგან 26 732 საჯარო სექტორში, 2 961 კი, კერძო სკოლებში მუშაობს. წამყვანის სტატუსი 2 967 პედაგოგს[სრულად…]

გიორგი გახარია – ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, ევროპის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის

გიორგი გახარია – ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, ევროპის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის

ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა. „მნიშვნელოვანია[სრულად…]

2019/10/22 პოლიტიკა
„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ – საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ – საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) საქართველოს შესახებ მეოთხე სტატიას აქვეყნებს. „არ არსებობს მსგავსი ადგილი დედამიწაზე, როგორიც საქართველოა“ – ამ სიტყვებით იწყება „Off the beaten track in Georgia“. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მოგზაურობა[სრულად…]

2019/10/22 კულტურა
დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს[სრულად…]

2019/10/22 პოლიტიკა
გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მოეწყობა ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა, ასევე იქნება ყველის კერძების მომზადება. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ადგილობრივი ეთნო-ანსამბლები,მოწვეული მომღერლები და დიჯეი. ფესტივალის დასკვნით ნაწილში კიბოკუზ დოღის (Bocuse d’Or) ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება. მეღვინეობისა[სრულად…]

2019/10/22 კულტურა
A Russian soldier stands guard in the ancient city of Palmyra in the central Homs province, Syria, Thursday, April 14, 2016. Russian combat engineers are in Syria on a mission to clear mines in Palmyra, which has been recaptured from Islamic State militants in an offensive that has proven Russia's military might in Syria despite a drawdown of its warplanes. (AP Photo/Hassan Ammar)

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს იწურება

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს საღამოს იწურება. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული 120-სათიანი ზავის ვადა 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე იწურება. მანამდე სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებია დაგეგმილი. აღნიშნულ შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის საკითხის განხილვას გეგმავს. როგორც თურქეთის ლიდერმა მანამდე განაცხადა, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის[სრულად…]

დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ. ლელოვანის სკოლას მეტყვე-სპეციალისტების მიერ მომზადებული სანერგეს პროექტიც გადაეცათ, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე[სრულად…]

მაიკ პომპეო – აუცილებლობის შემთხვევაში, აშშ მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

მაიკ პომპეო – აუცილებლობის შემთხვევაში, აშშ მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო CNBC -ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად იქნება სამხედრო ძალა გამოიყენოს თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა მისი თქმით, მას „მშვიდობა ურჩევნია“. „ჩვენ ქურთებთან ერთად დავამარცხეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ეს მათი დამსახურებაც იყო, ეს შეერთებული შტატების დამსახურება იყო მსოფლიო კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა პომპეომ და დასძინა,[სრულად…]