Archive for ნოემბერი 6th, 2019

თბილისში შემოსული 30 ახალი ავტობუსი, ძირითადად, დედაქალაქის გარეუბნებს მოემსახურება

თბილისში შემოსული 30 ახალი ავტობუსი, ძირითადად, დედაქალაქის გარეუბნებს მოემსახურება

მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა, რომლებიც თერთმეტ მარშრუტზე გავლენ. ახალი ავტობუსები 6 ნოემბერს N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო 8 ნოემბერს – N1, N31, N124 მარშრუტებზე. 12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე. ახალი ავტობუსების უმრავლესობა[სრულად…]

ინგლისური ენის ცოდნით საქართველო ევროპაში ბოლოდან მესამე, გლობალური მასშტაბით კი, 56-ე ადგილზეა

ინგლისური ენის ცოდნით საქართველო ევროპაში ბოლოდან მესამე, გლობალური მასშტაბით კი, 56-ე ადგილზეა

ინგლისური ენის ცოდნით საქართველო ევროპაში ბოლოდან მესამე ადგილზეა.  ამის შესახებ „ინგლისური ენის ცოდნის ინდექსშია“ აღნიშნული, რომელიც უცხო ენების შესწავლის მსოფლიო კომპანიამ (Education First) გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში ტესტირება თითოეულ ქვეყანაში ჩატარდა. შედეგად დადგინდა, რომ ევროპაში ყველაზე ცუდად ინგლისური ენა აზერბაიჯანში იციან, ბოლოდან მეორეა თურქეთი, ხოლო მესამე საქართველო. რაც შეეხება გლობალურ მასშტაბს, ამ შემთხვევაში,[სრულად…]

საქართველო ფრანგული კულინარიული გილდიის ოფიციალური წევრია

საქართველო ფრანგული კულინარიული გილდიის ოფიციალური წევრია

საქართველო 2019 წელს ბოკუს დორის, იგივე ფრანგული კულინარიული გილდიის, ოფიციალური წევრი გახდა. მანამდე კი კონკურსი გაიმართა, რომელიც რევოლუციურ გასტრონომიულ შეჯიბრებად ითვლება და საქართველოში პირველად ჩატარდა. შიდა შესარჩევ კონკურსზე მონაწილეებმა საინტერესო კერძები წარადგინეს ჟიურის წინაშე, რომლის წევრები ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულები იყვნენ. გამარჯვებული 8 გუნდიდან გამოვლინდა, რომელიც 2020 წლს ტალინში, კონტინენტურ ჩემპიონატში გაემგზავრება. ბოკუს დორი[სრულად…]

ქართული სტარტაპი Pulsar AI სილიკონის ველის ინვესტორებმა $1.2 მილიონით დააფინანსეს

ქართული სტარტაპი Pulsar AI სილიკონის ველის ინვესტორებმა $1.2 მილიონით დააფინანსეს

Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც “სილიკონ ველის” ინვესტორებისგან $1.2-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Entrepreneur საქართველო” ავრცელებს. Pulsar AI 2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს. უკვე 1 წელიწადში, ისინი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიად იქცნენ საქართველოში. Pulsar AI ქართული ბაზრისთვის ქმნიდა ტექნოლოგიებს, რომლებიც მანამდე არ არსებობდა – ქართული[სრულად…]

მე-17 და მე-18 საუკუნეების სამ ისტორიულ დოკუმენტს რესტავრაცია ჩაუტარდება

მე-17 და მე-18 საუკუნეების სამ ისტორიულ დოკუმენტს რესტავრაცია ჩაუტარდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ ისტორიულ საბუთებს რესტავრაცია/კონსერვაცია ჩაუტარდება. მე-17 და მე-18 საუკუნის სამი ისტორიული დოკუმენტი გასული საუკუნის 60-იან წლებშია რესტავრირებული. ბოლო წლებში დოკუმენტების რესტავრაციის, მასალისა და მეთოდების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების შემდეგ, რესტავრატორებმა საბუთების ხელახალი კონსერვაციის გადაწყვეტილება მიიღეს. დოკუმენტები, რომელსაც უახლოეს პერიოდში რესტავრაცია/კონსერვაცია ჩაუტარდება, შემდეგია: საგარეჯოს შემოსავლის ნახევრის შეწირულების განახლების წიგნი[სრულად…]

2019/11/06 კულტურა
ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება

6-7 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) მასპინძლობს. რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ტარდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში მონაწილეობას[სრულად…]

2019/11/06 პოლიტიკა
პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა

პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კანონპროექტის მიზანია საქართველოში კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილების გარანტი იქნება, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია. ასევე, კანონის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელი მშრომელთა გაერთიანებამ „სოლიდარობის ქსელი“,[სრულად…]

2019/11/06 პოლიტიკა