Archive for ნოემბერი 14th, 2019

ირაკლი კობახიძე – იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები

ირაკლი კობახიძე – იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები

იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა. „ეს მათი სტილია. გახსოვთ, რომ ივნისის ბოლოს გამოცხადდა ინიციატივა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავათ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამი[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის

მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის

სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის, როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ძალიან აქტიურად იყო ჩართული, როგორც განათლების კომპლექსური რეფორმის შექმნაში, ასევე დაგეგმვასა და[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა

ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა

მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს. ივანიშვილი დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პროპორციული საარჩევნო სისტემისადმი[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!

მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!

დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი. „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მამუკა ხაზარაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაფრად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა. „მეგობრებო! დღეს, საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება

კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება

არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შესაძლოა, გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეს უმრავლესობის დაშლის სურვილი, მაგრამ ეს არ მოხდება. „ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები უმრავლესობიდან გასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება. რა თქმა უნდა,[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რითაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
რომელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვინ შეიკავა თავი

რომელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვინ შეიკავა თავი

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი – ჩვენ არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და წასვლა სწორად მიმაჩნია

თამარ ჩუგოშვილი – ჩვენ არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და წასვლა სწორად მიმაჩნია

„მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია, პასუხი კითხვაზე სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, არ მაქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობოდან გადამდგარმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის დეპუტატთა გარკვეულ რაოდენობასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას და[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
რომან გოცირიძე – პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ

რომან გოცირიძე – პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. გოცირიძის შეფასებით, მაჟორიტარი დეპუტატების პროტესტი დადგმულია. „რაც ახლა ხდება, შეიძლება, ვუწოდით უჩინართა ბუნტი. ეს ადამიანები გინახავთ? ვინმეს გჯერათ, რომ პაიკები მეფეს უპირისპირდებიან? ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, დღეს ივანიშვილს უპირისპირდებიან? თქვენ[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
კარლ ჰარცელი მიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის

კარლ ჰარცელი მიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კომენტარი გააკეთა პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. „ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა.[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი – საზოგადოება არ შეარჩენს ბიძინა ივანიშვილს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება არ შეასრულა

ირმა ნადირაშვილი – საზოგადოება არ შეარჩენს ბიძინა ივანიშვილს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება არ შეასრულა

ეს ყველაფერი იყო ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლი და წარმოჩენილი ისე, თითქოს მას მაჟორიტარები არ ემორჩილებიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. „ეს პირდაპირ შეურაცხყოფაა, ამ ვერსიის შეთავაზება ქართული საზოგადოებისთვის. ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ზუსტად[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე – 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით

არჩილ თალაკვაძე – 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით

2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე დეპუტატების ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი. „2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს,[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა – თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს. აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. „ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვეზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის

ირაკლი კობახიძე – არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვეზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის

არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა. უნდა მოვეზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ესაა ის დღის წესრიგი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შედეგად, რჩება ის მოცემულობა, რომელიც გვქონდა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ.[სრულად…]

2019/11/14 პოლიტიკა
მიხეილ ჩხენკელი – კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს

მიხეილ ჩხენკელი – კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს

კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე, – ეს განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჩხენკელმა განაცხადა, სპორტი დაკავშირებულია სკოლებთან, ამიტომ ამ სფეროებს შორის განსაკუთრებული ბმაა. „გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს, შემიძლია ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გეცნობებათ.[სრულად…]

თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს უჩივის

თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს უჩივის

თბილისის საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც ამავე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით უჩივის. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავად ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, თოდაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განცხადებით მიმართა. “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განცხადებით მიმართა თამთა თოდაძემ მისი მონაცემების დამუშავების კანონიერების[სრულად…]

მოძრაობა “სირცხვილიას” და “შეცვალეს” მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს

მოძრაობა “სირცხვილიას” და “შეცვალეს” მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს

მოძრაობა “სირცხვილიას” და “შეცვალეს” მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს. როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, ისინი იქამდე გამართავენ აქციებს, ვიდრე არ ექნებათ გარანტია, რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. „ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, ბიძინა ივანიშვილია, იმიტომ რომ ყველა მას ემორჩილება. როგორც გაადაფურთხეს, ისე ალოკონ”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა. ამასთან, როგორც გიგა[სრულად…]