Archive for დეკემბერი 11th, 2019

2012 წლიდან დღემდე არცერთი პრემია, დანამატი და წახალისება არ აუღია – საჯარო მოხელე გიორგი კეკელიძე

2012 წლიდან დღემდე არცერთი პრემია, დანამატი და წახალისება არ აუღია – საჯარო მოხელე გიორგი კეკელიძე

“აიპრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ერთადერთია, რომელსაც დღიდან მუშაობის დაწყებისა, დღემდე, არცერთხელ აუღია პრემია და დანამატი. მათ მიერ  გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, გიორგი კეკელიძეს, რომელიც 2012 წლიდან დღესმდე დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, არცერთხელ აუღია არც პრემია, არც დანამატი და არც რაიმე სხვა სახის ფულადი წახალისება. ყოველთვიური ხელფასიდან[სრულად…]

111 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

111 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით, 9,0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. მათი ცნობით, 2019 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111 400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო[სრულად…]

გაიცანით ბიჭი, რომლის  მიერ   შექმნილი ქართული ანბანის დიზაინი 6 თვის განმავლობაში სტრასბურგის ტრამვაიზე იქნება დატანილი

გაიცანით ბიჭი, რომლის  მიერ   შექმნილი ქართული ანბანის დიზაინი 6 თვის განმავლობაში სტრასბურგის ტრამვაიზე იქნება დატანილი

ქართული დამწერლობა გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით.  საქართველოს გააჩნია მდიდარი კალიგრაფიული სკოლა და ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. „თბილისი თაიმსი“ გაგაცნობთ 19 წლის კალიგრაფს ნიკა ღუნაშვილს, რომლის  მიერ   შექმნილი ქართული ანბანის დიზაინი 6 თვის განმავლობაში სტრასბურგის ტრამვაიზე იქნება დატანილი.  ნიკა, გვესაუბრეთ როგორ გაგიჩნდათ ინტერესი გესწავლათ კალიგრაფიის შექმნის ტექნოლოგიები.  როცა 8 წლის ვიყავი[სრულად…]

2019/12/11 პერსონა
„მოგზაურობებში აღმოვაჩინე, რა უნიკალურ და მრავალფეროვან ორნამენტებს ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები“

„მოგზაურობებში აღმოვაჩინე, რა უნიკალურ და მრავალფეროვან ორნამენტებს ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები“

ქვეყნის ისტორია და მისი მახასიათებლები ნარჩუნდება ადამიანებით – ადამიანებით, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი იდეებით გააცოცხლონ და შეინახონ ის. ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია საინტერესო და მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელი ორნამენტები. „მორთულმა“ ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოიტანა. „თბილისი თაიმსს“„მორთულის“ დამფუძნებელი, კომპანიის დიზაინერი თეა რამიშვილი ესაუბრა. რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ? ქართულ ბაზარზე ჩვენ ვართ Start[სრულად…]

კახა კალაძე – ჯარზე საუბრისას პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება

კახა კალაძე – ჯარზე საუბრისას პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება

დედაქალაქის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა ჯართან დაკავშირებით საუბრობს. კალაძის თქმით, საქართველოს ღირსეული ჯარისკაცები ჰყავს. „პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა საუბრობს ჯარზე, რადგან ის გახლავთ მთავარსარდალი. გვყავს ჯარი, ღირსეული ჯარისკაცები, გმირები, ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ[სრულად…]

2019/12/11 პოლიტიკა
თამარ ხულორდავა – პრეზიდენტმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ისაუბროს ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება საზოგადოებაში გაუგებრობები შექმნას

თამარ ხულორდავა – პრეზიდენტმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ისაუბროს ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება საზოგადოებაში გაუგებრობები შექმნას

პრეზიდენტმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ისაუბროს ისეთ თემებზე, რამაც შეიძლება საზოგადოებაში გაუგებრობები შექმნას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა. „არ ვიცი რა კონტექსტში თქვა პრეზიდენტმა, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ალბათ სიტყვები და ფრაზები არასწორად იყო შერჩეული. ამას საქართველოს პრეზიდენტისგან არავინ არ ელოდება. ვინაიდან, პრეზიდენტის ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა.[სრულად…]

2019/12/11 პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. ​„საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ[სრულად…]

2019/12/11 პოლიტიკა
პრეზიდენტი – ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა

პრეზიდენტი – ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა

ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად თავდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული პრობლემებისა, საქართველოს ის[სრულად…]

2019/12/11 პოლიტიკა
გიორგი გახარია – ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და მოვიხაროთ ქედი მათი გმირობის წინაშე

გიორგი გახარია – ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და მოვიხაროთ ქედი მათი გმირობის წინაშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე. გახარიამ ქართული ჯარის სიძლიერეზე გაამახვილა ყურაღება და აღნიშნა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა ყოველდღიურად იზრდება. „დღეს ქართულმა არმიამ, ქართულმა ჯარმა [რაც ხდება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე] კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და ანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება.[სრულად…]

2019/12/11 პოლიტიკა
როდის გამოჩნდება თბილისში საახალწლო სოფელი

როდის გამოჩნდება თბილისში საახალწლო სოფელი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, იზრდება ინტერესი იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც დედაქალაში მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად არის დაგეგმილი. სამზადისის განუყოფელი ნაწილია როგორც ცენტრალურ, ისე გარეუბნებში არსებული ქუჩების განათებებითა და დეკორაციებით მოწყობა, რასაც საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია აგვირგვინებს, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. რაც შეეხება განათების კონსტრუქციებისა და აქსესუარების ღირებულებას, ჯამში მათი[სრულად…]

Amorphophallus titanum – მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი საშინელი სურნელით

Amorphophallus titanum – მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი საშინელი სურნელით

იცით, რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი და როგორი სურნელი აქვს მას? Amorphophallus titanum – ასეთ საშინელ სურნელს, ალბათ, ვერსად იგრძნობდით. მეცნიერების თვალსაზრისით, Amorphophallus titanum ყვავილთა ერთობლიობას წარმოადგენს. მისი მიწისქვეშა ნაწილი, დაახლოებით, 23 კილოგრამს იწონის, ხოლო მიწის ზევით ჩვენ ერთ, საკმაოდ მსხვილ ღეროს დავინახავთ. Amorphophallus titanum ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ყვავილია დედამიწაზე. კუნძულ სუმატრას[სრულად…]

2019/12/11 მსოფლიო
დაშბაშის კანიონზე უნიკალური მინის ხიდის მოწყობა იგეგმება

დაშბაშის კანიონზე უნიკალური მინის ხიდის მოწყობა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლზე – დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური მინის ხიდის მოწყობა იგეგმება. ხიდზე ინფორმაცია ვებგვერდმა vesty.co.il-მა განათავსა და პროექტის ამსახველი ფოტო-მასალაც დაურთო. პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND (იგივე Kass Group) ახორციელებს. პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი დოლარია, ხოლო უშუალოდ ხიდის[სრულად…]

თეა წულუკიანი – სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს

თეა წულუკიანი – სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 2019 წლის 9 დეკემბერს იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც[სრულად…]

2019/12/11 პოლიტიკა
ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი გაიხსნა

ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი გაიხსნა

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ტალინის მერმა, მიხაილ კილვარტმა ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი „რაუას მწვანე სივრცე“ გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ასევე ტალინის ცენტრალური უბნის გამგებელმა, ვლადიმერ სვეტმა და არქიტექტორმა, ტიინა ტუულიკმა. საქართველოსადმი მიძღვნილ სკვერში გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი[სრულად…]

2019/12/11 მსოფლიო
როგორ ვიმოგზაუროთ სტუდენტებმა დიდი ხარჯების გარეშე?

როგორ ვიმოგზაუროთ სტუდენტებმა დიდი ხარჯების გარეშე?

სტუდენტობა არის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც გაქვს ბევრი ენერგია, ძალიან ცნობისმოყვარე ხარ და გაინტერესებს სხვადასხვა ქვეყანა, რამდენის ოცნებაა პარიზი, რომი, მადრიდი, ბარსელონა, ლონდონი და ა.შ. რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი, როდესაც არსებობს არაერთი საშუალება ამ ოცნებების ასასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა დიდ ხარჯებთან ასოცირდება. The Tbilisi Times გაესაუბრა თბილისის სახელმწიფო[სრულად…]

რას გულისხმობს არაფორმალური განათლება

რას გულისხმობს არაფორმალური განათლება

ადამიანები, მსოფლიო მასშტაბით, აბარებენ გამოცდებს, სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში და, საბოლოოდ, იღებენ ხარისხს. ეს ასეა საქართველოშიც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ, ფორმალური განათლებისგან განსხვავებით, არაფორმალური განათლების ხარისხი ძალიან დაბალია. რთულიც კია, არაფორმალური განათლების საფუძველზე რეალიზდე, აკეთო საყვარელი საქმიანობა და ამ გზით მიიღო შემოსავალი. ზოგადად, კონკრეტულ პიროვნებაში განათლების იდეის არსებობა მისი განვითარების გარკვეული[სრულად…]

ნათია თურნავა – ლარი მყარდება და მჯერა, რომ გამყარებას განაგრძობს

ნათია თურნავა – ლარი მყარდება და მჯერა, რომ გამყარებას განაგრძობს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ლარი მყარდება და ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობა ყველა შესაძლო მიმართულებით მუშაობს. ნათია თურნავა ლარის გამყარებას მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას უკავშირებს. „ლარის გამყარება არის ფაქტი. ეს არის მიმდინარე პროცესი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და არა მხოლოდ იმედი, რწმენა მაქვს, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას. ეს არის შედეგი[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილი – რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს

სალომე ზურაბიშვილი – რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით შენარჩუნებულია თვითმყოფადობა, მაგრამ გლობალიზაციის პერიოდში საქართველო დაიკარგა, მისი ხმა ისე აღარ ისმის, როგორც უნდა ისმოდეს და საჭიროა ამ ყველაფრის[სრულად…]

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით, საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით, 14 მილიარდ 432 მილიონ 866 ათას ლარამდე გაიზარდა. ეს 2019 წლის ბიუჯეტში ჩადებულ მაჩვენებელზე დაახლოებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. ბიუჯეტში სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოყოფილია 300 მილიონი ლარი. პირველი იანვრიდან[სრულად…]