Archive for დეკემბერი 12th, 2019

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები სახდელისგან ოფიციალურად გათავისუფლდნენ

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები სახდელისგან ოფიციალურად გათავისუფლდნენ

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ადმინისტრაციული სახდელისგან ოფიციალურად გათავისუფლდნენ. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და შესაბამისად, ძალაში შევიდა. ადმინისტრაციული სახდელისგან ის მძღოლები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ახალი ნებართვის აღება ვერ მოასწრეს და სწორედ ამ მიზეზით, 2019 წლის პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ. ჯარიმის გადახდა 700-მდე მძღოლს აღარ მოუწევს. Please follow[სრულად…]

ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3[სრულად…]

2019/12/12 პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ფიცი დადეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ფიცი დადეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფიცი დადეს. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა, თუმცა ფიცი მხოლოდ ხუთმა მათგანმა დადო, ვინაიდან დანარჩენი ცხრა უკვე მოქმედი მოსამართლეა და მათ მოსამართლის ფიცი აქამდე ჰქონდათ დადებული. საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადეს ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ, მამუკა ვასაძემ, ქეთევან ცინცაძემ და ალექსანდრე წულაძემ. “ღვთისა და ერის[სრულად…]

პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა

პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი. პარლამენტმა 14 კანდიდატი დაამტკიცა უვადოდ, ეს ის კანდიდატები არიან, რომლებსაც რეკომენდაცია იურიდიულმა კომიტეტმა გაუწია. თითოეულ კანდიდატს უზენაეს სასამართლოში განწესებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. დაამტკიცეს: მერაბ გაბინაშვილი (86 მომხრე, 1 წინააღმდეგი); მირანდა ერემაძე (83 მომხრე, 1 წინააღმდეგი); მამუკა ვასაძე (88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი);[სრულად…]

2019/12/12 პოლიტიკა
ისტორიული მნიშვნელობის თვითმკვლელობები

ისტორიული მნიშვნელობის თვითმკვლელობები

ბუდ დვეიერი – პენსილვანიის სახაზინოს მმართველი. 1987 წლის იანვარში, მთელმა მსოფლიომ პირდაპირი ეთერის საშუალებით იხილა პოლიტიკოსის თვითმკვლელობა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დვეიერს სახელმწიფომ ბრალი დასდო  ადამიანების მოსყიდვასა და განსაკუთრებით დიდი ფულის აღებაში. ის ბრალს არ აღიარებდა და სასამართლო პროცესების დროს მკაცრად უარჰყოფდა ბრალდებებს. რ.ბუდ დვეიერმა სასამართლო განაჩენამდე ერთი კვირით ადრე[სრულად…]

,,თითოეული ნახატი გადმოსცემს ჩემს ხასიათს, მიყვარს ჭრელი ფერები და ვცდილობ ყველა ჩემს ნამუშევარს შევძინო პოზიტიური და დადებითი  განწყობა“

,,თითოეული ნახატი გადმოსცემს ჩემს ხასიათს, მიყვარს ჭრელი ფერები და ვცდილობ ყველა ჩემს ნამუშევარს შევძინო პოზიტიური და დადებითი  განწყობა“

მხატვრობა  ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ერთიანობაა, რომელიც საშუალებს აძლევს მათ ნათლად გამოხატონ თავისი გრძნობები. დღესდღეობით საკმაოდ დიდია დაინტერესება ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართ. ჩვენს ქვეყანას გამორჩეული და წარმატებული ადამიანები ჰყავს კულტურის ამ მიმართულებაში. თბილისი თაიმსი  გაგაცნობთ ახალგაზრდა თვითნასწავლ მხატვარს – თიკა ნინუას, რომლის ნახატებიც დიდ მოწონებებს იმსახურებს ინტერნეტსივრცეში. ქალბატონო თიკა, მოგვიყევით[სრულად…]

2019/12/12 პერსონა
ანა დოლიძე – სასამართლო არ არის არც ჩინჩალაძის, არც მურუსიძის, არც „ოცნების“ და არც ივანიშვილის, ქართული სასამართლო – ჩვენია

ანა დოლიძე – სასამართლო არ არის არც ჩინჩალაძის, არც მურუსიძის, არც „ოცნების“ და არც ივანიშვილის, ქართული სასამართლო – ჩვენია

პარლამენტთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად მივიდა. როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი აპროტესტებენ პარლამენტში მიმდინარე პროცედურას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიას კენჭი უნდა უყარონ. ანა დოლიძის განცხადებით, არც ერთი კანდიდატი არ უნდა განმწესდეს უზენაეს სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ თავისი კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმის გათვალისწინებით, არც ერთი მათგანი[სრულად…]

რეჟისორ ზაზა ურუშაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

რეჟისორ ზაზა ურუშაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

რეჟისორ ზაზა ურუშაძეს დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ზაზა ურუშაძე 7 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზაზა ურუშაძე 1999-2000წწ. იყო სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა” (1989), “აქ თენდება” (1998), “სამი სახლი” (2008), “დარჩი ჩემთან”[სრულად…]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება

მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ასევე არ დასტურდება, რომ შალვა თადუმაძის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდებოდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, შალვა თადუმაძეს მოუწოდებს, ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი[სრულად…]

2019/12/12 პოლიტიკა
ბიუროს გადაწყვეტილებით, დღეს პლენარულ სესიაზე ნიკა მელიასა და აკაკი ზოიძის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებენ, ასევე კენჭს უყრიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს

ბიუროს გადაწყვეტილებით, დღეს პლენარულ სესიაზე ნიკა მელიასა და აკაკი ზოიძის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებენ, ასევე კენჭს უყრიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატები ნიკა მელიასა და აკაკი ზოიძის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებენ და ასევე კენჭს უყრიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, დღესვე, სესიაზე უზენაესი სასამართლოს უკვე არჩეული წევრები ფიცს დადებენ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილების[სრულად…]

2019/12/12 პოლიტიკა