3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

Archive for მარტი 6th, 2020

საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა

საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის საზღვარზე ინტენსიური შემოწმების შემდეგ 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ ჯანმრთელობის შემოწმების სპეციალური ცნობა. მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევა: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კარანტინში გადასვლის საკითხს, საზღვარზე[სრულად…]

საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა

საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა,[სრულად…]

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე წერია. მათი ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 9 ; კარანტინის რეჟიმშია – 162 ადამიანი ; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 45 პირი. Please follow and like us:

ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში შეიძლება, გაიზარდოს ინფიცირებულთა რიცხვი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში კვლევები

ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში შეიძლება, გაიზარდოს ინფიცირებულთა რიცხვი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში კვლევები

ჩვენ უნდა ველოდოთ რომ ქვეყანაში შეიძლება გაიზარდოს ინფიცირებულთა რიცხვი, ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს ლუგარში კვლევები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემია არ გამოუცხადებია, თუმცა გამოაცხადა პანდემიური მზადყოფნა. „პანდემია სხვა რამეა, ეპიდემია სხვა რამეა. პანდემია გახლავთ ის,[სრულად…]

ჯანდაცვის მინისტრი – ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ, რადგან იქ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან და ამით მათ დამატებით პრობლემებს შევუქმნით

ჯანდაცვის მინისტრი – ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ, რადგან იქ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან და ამით მათ დამატებით პრობლემებს შევუქმნით

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით. „თუმცა, ავიაკომპანიები თვითონ აჩერებენ ფრენებს, რაც ძალიან გონივრულია მათი მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ იტალიასთან ამ ეტაპზე ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ამით[სრულად…]

5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  2020 წლის 5 თებერვლის მონაცემებით, დაფიქსირებულია – 102 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 87 ახალი შემთხვევა. მათივე ინფორმაციით, სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8204 აივ ინფიცირებული პირი, მათ შორის 6125 მამაკაცია და 2079[სრულად…]

ნათია თურნავა – იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას სახელმწიფო მოახდენს და ხარჯებსაც სახელმწიფო გაიღებს

ნათია თურნავა – იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას სახელმწიფო მოახდენს და ხარჯებსაც სახელმწიფო გაიღებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო იზრუნებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ასეთი მოქალაქეების დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. “მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ[სრულად…]