Archive for მარტი 21st, 2020

ილია მეორე: ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა

ილია მეორე: ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის ოქმს აქვეყნებს. „თბილისი თაიმსი“ წმინდა სინოდის ოქმს უცვლელად გთავაზობთ: „წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას[სრულად…]

2020/03/21 რელიგია
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება. პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მთავრობამ მიმართა, რაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ[სრულად…]

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ „ქრონიკას“ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. „არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი ესპანეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, ტომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი. ონკოლოგიური დაავადება და ამავდროულად კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში,[სრულად…]

გიორგი გახარია – ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება

გიორგი გახარია – ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება

საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებული დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, დაიცვას ბალანსი – ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა. „რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება[სრულად…]

გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება

გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, თუ ქალაქებში ან საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ შემცირდება, მთავრობა უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას დღეს აქვს უფლება, შეზღუდოს სატრანსპორტო გადაადგილება, ჩვენ ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედი და[სრულად…]

10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება

10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება

10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული რეგულაციები განმარტა. კითხვაზე, შეეხება თუ არა 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც და დაუწესდება თუ არა ეკლესიასაც იგივე რეგულაციები, პრემიერმა განმარტა: „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე[სრულად…]

გიორგი გახარია – ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას

გიორგი გახარია – ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას

ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, პირველ რიგში, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მეორე, ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე, რამეთუ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ყველა ამ ქმედებისგან, ამ გლობალური გამოწვევისგან ადგება ჩვენს ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა,[სრულად…]

გიორგი გახარია – 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს

გიორგი გახარია – 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე[სრულად…]

რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ-მინისტრის განმარტება

რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ-მინისტრის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება. „იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული სერვისები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და[სრულად…]

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. „დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.[სრულად…]

ანდრია ჯაღმაიძე – სიტუაციიდან გამომდინარე ეკლესია ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და ადეკვატურად რეაგირებს – შესაძლებელია, სხვა რეკომენდაციებიც გაიცეს

ანდრია ჯაღმაიძე – სიტუაციიდან გამომდინარე ეკლესია ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და ადეკვატურად რეაგირებს – შესაძლებელია, სხვა რეკომენდაციებიც გაიცეს

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სასულიერო პირები მზად არიან, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებთან მივიდნენ და ადგილზე აზიარონ. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „როდესაც ადგილზე ავადმყოფის ზიარება ხდება, იქ ზიარების წესს ცოტა სხვა ფორმა აქვს. მიაქვთ უკვე დამზადებული წმინდა ნაწილი და ეს სხვა სახით ხდება. როდესაც საუბარია იმაზე, რომ[სრულად…]

2020/03/21 რელიგია
„სოკარი“ ყველა ტიპის საწვავზე ფასდაკლებას აცხადებს

„სოკარი“ ყველა ტიპის საწვავზე ფასდაკლებას აცხადებს

კომპანია „სოკარი“ ყველა პროდუქტზე ფასდაკლებას აცხადებს. 21 მარტიდან, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე, ნებისმიერი ტიპის ბენზინის ფასი 10 თეთრით, ხოლო დიზელის ფასი 15 თეთრით შემცირდა. განსხვავებული პირობები იმოქმედებს იმ მომხმარებლებისთვის, ვინც „სოკარის“ ლოიალობის ბარათს, განახლებულ ენერჯი ბარათს ფლობს. ენერჯი ბარათის მფლობელებს დამატებითი ფასდაკლება ეკუთვნით. ვინც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში განახლებული ენერჯი ბარათით ნანო[სრულად…]

დღეიდან თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

დღეიდან თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

საქართველოს თავდაცვის ძალები დღეიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. როგორც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას. „ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით. აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა[სრულად…]

მარინა ეზუგბაია – ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი

მარინა ეზუგბაია – ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, მათ შორის ერთი 80 წელს გადაცილებული პირია, ხოლო ორს მძიმე პნევმონია აღენიშნება. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი. მათ შორის ორი ასაკოვანი პირია, ხოლო ერთს მძიმე პნევმონია[სრულად…]

„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებისთვის 100-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერის გადაცემის ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებისთვის 100-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერის გადაცემის ინიციატივით გამოდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერების 100- ლარიანი სამედიცინო ვაუჩერით უზრუნველყოფას ითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრის დრო არ არის, ვინაიდან საზოგადოება ან ერთად გაიმარჯვებს ამ პანდემიაზე, ან ერთად დამარცხდება. „მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დღეს არ არის დრო, როდესაც ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ ჩასაფრებულის[სრულად…]

2020/03/21 პოლიტიკა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის. Please follow and like us:

A laboratory worker places a test tube containing a patient's sample into a box during coronavirus detection tests in the virology research labs at UZ Leuven university hospital in Leuven, Belgium, on Friday, Feb. 28, 2020. China has kick-started a clinical trial to speedily test a drug for the novel coronavirus infection as the nation rushes therapies for those afflicted and scours for vaccines to protect the rest. Photographer: Geert Vanden Wijngaert/Bloomberg via Getty Images

უკვე მესამე დღეა ჩინეთში კორონავირუსის ადგილობრივი გავრცელების ფაქტი არ დაფიქსირებულა

ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე უკვე მესამე დღეა კორონავირუსის ადგილობრივი გავრცელების ფაქტი არ დაფიქსირებულა. გუშინდელი 41 ახალი შემთხვევიდან, ყველა იმპორტირებული იყო. ცნობისთვის, ჩინეთში მთლიანობიაში კორონავირუსით ინფიცირების 81 008 შემთხვევაა დაფიქსირებული. 71 740 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. Please follow and like us: