ანალიტიკა

მთავრობის სხდომაზე ოთხით ნაკლები სკამი და ქვეყანაში ოთხით ნაკლები სამინისტრო – რას მოგვიტანს ცვლილებები

მთავრობის სხდომაზე ოთხით ნაკლები სკამი და ქვეყანაში ოთხით ნაკლები სამინისტრო – რას მოგვიტანს ცვლილებები

მთავრობის სხდომაზე ოთხით ნაკლები სკამი და საქართველოში ოთხით ნაკლები სამინისტრო იქნება. 13 ნოემბერს გაჟღერებული ცვლილებით, ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვის, ევროინტეგრაციის სამინისტროები უქმდება და ფუნქციები გადანაწილდება. ეკონომიკის მინისტრი ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სფეროსაც ჩაიბარებს, მიხეილ ჯანელიძეს კი საგარეო საქმეებთან ერთად ევროინტეგრაციის გამოწვევებთან ბრძოლა მოუწევს. გარემოს დაცვა მომავალში სოფლის მეურნეობისსრულად…

რუსული მითები და ანტიდასავლური მედია ნატო-სთან დაახლოების მთავარი „მტრებია“

რუსული მითები და ანტიდასავლური მედია ნატო-სთან დაახლოების მთავარი „მტრებია“

„მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“ – ამ სიტყვებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიზნები ერთი შეხედვითაც არის დეკლარირებული. შესაძლოა „მიზანი ერთია, დიადი და ნათელი“, თუმცა ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესს ახლავს გამოწვევები, რომლებიც სატელევიზიო ეთერებით ხშირად განიხილება.  საგარეო პოლიტიკური კურსის დასავლური ვექტორი,როგორც ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხის საფუძველი, რუსული მითები, პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავლენა ქართულისრულად…

სელექციურ აბორტზე გართულებული კანონი კულტურული სტერეოტიპების პირისპირ

სელექციურ აბორტზე გართულებული კანონი კულტურული სტერეოტიპების პირისპირ

ქეთევანი (სახელი შეცვლილია) ოჯახში მეორე შვილია ის 23 წლის წინ თბილისში დაიბადა.  საკუთარ ისტორიას იხსენებს – „მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ძმა მყავს, მამას გოგოს დაბადება მაინც არ სურდა. როდესაც გაიგო, რომ დედა ორსულად იყო, ირწმუნა, რომ ისევ ბიჭი ეყოლებოდა. რომ დავიბადე სამშობიაროში არც ვუნახივარ, ეზოში იჯდა დიდი ხნის განმავლობაში დასრულად…

შრომითი ბაზრის და განათლების სისტემის პრობლემები

შრომითი ბაზრის და განათლების სისტემის პრობლემები

“საქართველოში არსებული შრომითი ბაზარი ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩება. ქვეყანაში თითქმის ყველა კვლევის მიხედვით უმუშევრობა უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის 2014-2015 წლების რეიტინგის თანახმად ინვესტორთა უმრავლესობა (21%) საკუთარი საქმიანობის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სამუშაო ძალის არაკვალიფიციურობას თვლის. გასაკვირია, რომ  ამის ფონზე,  არსებობს უამრავი აკრედიტირებული უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ერთი შეხედვით, სხვადასხვასრულად…

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში – ვის ექნება წვდომა უფასო მედიკამენტებზე?

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში – ვის ექნება წვდომა უფასო მედიკამენტებზე?

ქალბატონი ქეთევანი (ქეთო ბებო) პენსიონერია, რომელიც მარტო ცხოვრობს. გასულ წელს მხედველობის გაუარესების გამო ოპერაცია გაიკეთა. როგორც თავად ამბობს, თანხის 80% სახელმწიფომ დაუფინანსა, დანარჩენი ნაწილი კი დაახლოებით 260 ლარი  შვილებმა გამოუგზავნეს. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით კმაყოფილია, ვინაიდან საშუალება ჰქონდა ქირურგიული ოპერაცია ისე გაეკეთებინა, რომ შვილების ბიუჯეტისთვის „არ ევნო.“  ქეთო ბებოს პენსია  180სრულად…

თანაბარი შრომის არათანაბარი ანაზღაურება – ქალთა დისკრიმინაციის ფორმა შრომით ურთიერთობაში

თანაბარი შრომის არათანაბარი ანაზღაურება – ქალთა დისკრიმინაციის ფორმა შრომით ურთიერთობაში

„დაუფასებელია ქალის შრომა, როგორც დასაქმების ადგილებზე, ისე ოჯახში, რომელიც აუნაზღაურებელ შრომას გულისხმობს და ქალის ვალდებულებად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, მათი წილი შრომის ბაზარზე მამაკაცების შემოსავალზე ნაკლებია“,– ეს განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქალთა საერთაშორისო დღეს გააკეთა. მილოცვის ტექსტში ომბუდსმენი ხაზს უსვამს ფაქტს, რომსრულად…

გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და საკანონმდებლო ახალი რეგულაციები

გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და საკანონმდებლო ახალი რეგულაციები

თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევებზე, სადაც საუბარია დაზარალებულებისა  და გარდაცვლილების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ორი თვის განმავლობაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84  და დაშავდა 1 277 ადამიანი. ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებსსრულად…

„აშშ წუხილის და შეშფოთების ფაზიდან მოქმედების ფაზაში გადადის“- ნოდარ ხარშილაძე

„აშშ წუხილის და შეშფოთების ფაზიდან მოქმედების ფაზაში გადადის“- ნოდარ ხარშილაძე

„ეს იყო მკაფიო სიგნალი,რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გაუგზავნა მთელ სამყაროს. მან დაანახა,რომ აშშ გადადის შეშფოთების და წუხილის გამოხატვის ფაზიდან მოქმედების ფაზაში. მათ აქვთ ძალის გამოყენების სრული და ლეგიტიმური უფლება“. აშშ–ის მიერ სირიაში სამხედრო ბაზის დაბომბვაზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა. „დიდი ხანია აშშ–სსრულად…

“პრეზიდენტის შენიშვნებიც ვერ იქნება ქმედითი, თუ ვინმე მოინდომებს გადაცდომას” – გიორგი მიქანაძე

“პრეზიდენტის შენიშვნებიც ვერ იქნება ქმედითი, თუ ვინმე მოინდომებს გადაცდომას” – გიორგი მიქანაძე

„ყველა თანხმდება, რომ ეს კანონი და რეგულაცია არის მისაღები, მაგრამ როგორ? ნესბისმიერ კანონს ისე მოირგებ, როგორც გაგიხარდება“. ე.წ მოსმენების კანონპროექტზე, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი მიქანაძემ ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერში ისაუბრა. „თემა ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანია. არ მინდა არავინ არანაირი მიზეზით მომისმინოს. თუმცა, დღეს მსოფლიო იცნობს ჯულიან ნასენჟის, ედვარდ სნოუდენის მოვლენას, მათსრულად…

შრომის კოდექსი და დეკრეტული შვებულება მამაკაცებისთვის

შრომის კოდექსი და დეკრეტული შვებულება მამაკაცებისთვის

ალბათ ბევრ თქვენგანს არც სმენია, რომ საქართველოში მამაკაცებს დეკრეტული შვებულების აღების უფლება აქვთ და ამ უფლებით რამდენიმე ერთეულმა ისარგებლა კიდეც. თუმცა, საერთო ფონი მაინც სტერეოტიპულია და ბევრი დამსაქმებელი იმდენად წარმოუდგენლად მიიჩნევს დასაქმებული მამაკაცის დეკრეტულ შვებულებაში გაშვებას, რომ რიგი საჩივრებისა ომბუდსმენის აპარატამდე აღწევს. საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებით, ოჯახში მთავარი მზრუნველი – დედა,სრულად…

რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?

რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?

553 ხმით 66-ის წინააღმდეგ – საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ევროპარლამენტის დეპუტატებმა  დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს. ესეც იმ ქვეყნების სია, რომლის ევროპარლამენტარების ნაწილმაც არ დაგვიჭირა მხარი: ავსტრია – 4 ხმა, ბელგია – 1სრულად…

მორიგი არეულობა თსუ-ში ანუ გრძელვადიანი პერსპექტივით პიკეტირებული მე-6 კორპუსი

მორიგი არეულობა თსუ-ში ანუ გრძელვადიანი პერსპექტივით პიკეტირებული მე-6 კორპუსი

  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში არეულობების სეზონი განახლდა. თუკი, ერთი შეხედვით, მარტში დაწყებული საპროტესტო აქციები მომდევნო სემესტრში აღარავის ახსოვდა, უკვე ნოემბერი აღმოჩნდა არანაკლებ ცხელი და მე-6 კორპუსიც კვლავ პიკეტირებული. ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს ლექციები არ უტარდებათ, როგორც ,,აუდიტორია #115-ის“  აქტივისტები ამბობენ, ისინი კვლავ დარჩებიან ამ მიმართულების სასწავლო კორპუსში დასრულად…

,,ქვეყანა, სადაც ოცნებები ხდება“- მოკლედ აშშ-ის არჩევნების შესახებ

,,ქვეყანა, სადაც ოცნებები ხდება“- მოკლედ აშშ-ის არჩევნების შესახებ

,,ეს არის ქვეყანა, სადაც ოცნებები ხდება“, – ასეთი შეფასება მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ რიგით 45-ე საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც, ბევრისთვის მოულოდნელად, ექსცენტრულობით ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა – დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.  რესპუბლიკელების კანდიდატმა  ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, როცა მისმა ოპონენტმა, დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი  კლინტონმა – 218. არადა, კლინტონმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტოსრულად…

ვის მისცეს ხმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა?

ვის მისცეს ხმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა?

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 49 694 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 4 816-მა პირმა მიიღო. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, საზღვარგარეთ არჩევნები დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა. გამოქვეყნებული  მონაცემების  მიხედვით, 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა   40 ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს შეეძლო. სულ  გახსნილი იყო 55  საარჩევნო უბანი. არჩევნებში მონაწილეობა შეძლეს სამშვიდობოსრულად…

ქუთაისიდან თბილისში თუ კვლავ ქუთაისში?- რა ელის პარლამენტის შენობას?

ქუთაისიდან თბილისში თუ კვლავ ქუთაისში?- რა ელის პარლამენტის შენობას?

ბოლო რამდენიმე კვირაა პოლიტიკაში  ხშირად  ისმის საუბარი პარლამენტის ახალი ლოკაციის შესახებ. ზოგის ვარაუდით, საკანონმდებლო ორგანოს შენობას ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა ელის, ზოგი კი ამას უახლოეს პერსპექტივაშიც ვერ ხედავს. განსხვავებულია  შეხედულებები თავად მმართველ გუნდშიც.  საკონსტიტუციო ცვლილება ,,ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა  არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე დაანონსა, თუმცა, ამ ინიციატივას მმართველ გუნდში არცთუ ისე ბევრისრულად…

საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგმა მედიის პოლარიზება ცხადყო! – არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები

საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგმა მედიის პოლარიზება ცხადყო! – არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ქართულ მედიასივრცეში მთავარ მოვლენას წარმოადგენდა. ტელევიზია, რადიო, პრესისა და ონლაინ მედიის წარმომადგენლები უწყვეტრეჟიმში ავრცელებდნენ ინფორმაციას პარტიების, მათი მუშაობის, ეგზიტპოლის შედეგებისა და ბოლოს, არჩევნების შედეგების შესახებ. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობდა არჩევნების გაშუქების პროცესი სხვადასხვა მედიაში და რა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვეთასრულად…

საქართველოს გამქრალი გოგონები – სელექციური აბორტების რიცხვი საგანგაშოა

საქართველოს გამქრალი გოგონები – სელექციური აბორტების რიცხვი საგანგაშოა

საქართველოში სელექციური აბორტების ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამ ტრადიციის თანხმად, ყველა  ოჯახში უნდა იყოს ბიჭი.  სწორედ ის არის გვარის გამგრძელებლი და ოჯახის სიამაყე.  ამ ტრადიციის შენარჩუნებას გარშემომყოფი ადამიანების უმეტესობა