მკითხველის ბლოგი

დიდი გაქცევის თეორია

დიდი გაქცევის თეორია

დავიღალე, თანაც როგორ დავიღალე. კიბეზე ამოსვლისას ქოშინი, მომატებულ წონასთან ერთად, მომატებული დარდის სიმპტომი უნდა იყოს. მტკივა, თანაც როგორ მტკივა. ვგრძნობ, როგორ ცდილობს სიბრძნის კბილი კანი ამოჭრას და ამოვიდეს. ამასობაში სარკეში ჩემს თავთან დიპლომატიურ დიალოგს ვმართავ: – დღეს უნდა მოხდეს რაღაც დიდი, – ვეუბნები. – იჯექით, ქალბატონო,  არ ასწიოთ მძიმე უკანალი[სრულად…]

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა…

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა…

ვლადიკავკაზი. სადგურში ვიჯექი და დედას მინიშნებას ველოდებოდი. მამაც სადღაც გაქმქრალიყო, ალბათ მესაზღვრეებს ელაპარაკებოდა.ზამთარი იყო, მაგრამ მზე სხივებით უხვად გვიმასპინძლებოდა ,მთებიც, თავის ბინადართა მსგავსად, სტუმარტმოყვარეობას არ იშლიდა. ამ სიწყნარეში ვერც იფიქრებდი, რომ რამდენიმე თვეში უბრალო მარშრუტკების მაგივრად აქ ტანკები გაივლიდნენ. ჩემი დაბრუნების ისტორიაც ერთი შემთხვევის წყალობით მოხდა.ოთახში ორნი ვიყავით: მე და[სრულად…]

მსოფლიო საზოგადოება, შენ მე მომკალი

მსოფლიო საზოგადოება, შენ მე მომკალი

მთელი დღე საბინაზე (სახელი შეგნებულად შეცვლილია) ვფიქრობდი, მერე დამესიზმრა, რომ გამათხოვეს. მე საბინა ვიყავი, გოგო, რომელიც მშობლებმა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში თავიანთი სურვილით ვიღაც ბიჭზე დანიშნეს. საბინასთვის არაფერი უკითხავთ. მას არჩევანის უფლება არ ჰქონია. გუშინ დედამ მითხრა, საბინას ქორწილი ჰქონდაო. გამიხარდა, რომ იმ კორპუსში აღარ ვცხოვრობ და არ ვნახე საბინა[სრულად…]

გამოსავალი?? გაქცევა?? გაქცევა რაც შეიძლება შორს, ოკეანის გადაღმა…

,,ირლანდია არის ღორი, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს” მთელი დღე ამ სიტყვებაკვიატებული დავდივარ,- ვერ ამოვიგდე ჯოისი თავიდან… გონებიდან… დღეს, ზუგდიდში პატარა გოგონამ, 16 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო სამი წლის წინ, იგივე მცდელობა ქონდა ჩემ 15 წლის ძმისშვილს, რომელსაც 24 წლის (მაშინ 21 წლის) ეპილეფსიანი ძმა, უეცარი ცეცხლისგან დამწვარი სახლი, გაყრილი დედ-მამა[სრულად…]

“დიდი თურქობა”

“დიდი თურქობა”

თბილი დღეა, ნოემბრისთვის უჩვეულოდ. ბადრი კი ჩვეულებისამებრ ზის სკვერში და ტიტველქალებიანი ბანქოთი ჯოკერს თამაშობს. ცოტა ანერვიულებულია, დარიგება მოუწია და მისდაუნებურად ერთი ათქმევინეს, სამოცდაათი პროცენტი “ხიშტზეა”. ასე, რომ შეიძლება ითქვას, ახლა ის მისი მეუღლის – თამილას ბედს იზიარებს; თამილაც “ხიშტზეა”, ოღონდ ბადრისგან განსხავებით ის უფრო ადამიანურ “ხიშტზეა” (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით).[სრულად…]

გა (და) წყვეტა

გა (და) წყვეტა

სიცხისგან დახეთქილ ასფალტზე გველივით მიცოცავს ჯაჭვი. ხრიგინებენ რკინის რგოლები. ჯაჭვს მიათრევს ქალი. შავი, გრძელი, ქვედაბოლო ფეხებთან დასთრევს. ძირითადად წითელი ზედა მოურიდებლად გამოკვეთს დამჭკნარ ყელს და მკლავებზე ჩამოსავარდნად გამზადებულ ხორცს. სიარულის მანერა აქვს უცნაური: თეძოები იმდენს ქანაობენ, დრო მოვა და ამოვარდებიან. ასეთია ქალი – ასაკს ჯერ ვერშეგუებული. ჯაჭვის ერთი ბოლო მის[სრულად…]

Worlds in my eyes

Worlds in my eyes

პირი ჰგავს? ჰგავს.ცხვირი ჰგავს? ჰგავს.თვალები? თვალები თუ ჰგავს? ჰგავს. არა,მე მაინც არ ვგავარ მამაჩემს. იშვიათი შემთხვევაა-სარკეში ჩავიხედე. მაღაზიის ვიტრინაში ვიღაცის ფიგურა აირეკლა. ვცნობ, მაგრამ დაჯერება მიჭირს-თვალები ჩემია, მაგრამ მე არ ვარ. მამა მიყურებს. თვალები მართლაც ჩემია, ოღონდ მამა მიყურებს. არა, მე მაინც არ ვგავარ მამაჩემს. სახელმწიფოში,სახელად ოჯახი, 2 ბანაკია. მამა[სრულად…]

As Time Goes By

As Time Goes By

  ერთხელ ლექტორმა მკითხა- შენი ცხოვრება რომ რომანის ფაბულა გახდეს, როგორ ფიქრობ, რომანი საინტერესო თუ გამოვაო. მე დავფიქრდი და მივუგე- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველ პირში დაიწერება-მეთქი. გამიღიმა. ხშირად მსაყვედურობენ, რომ მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ყველაფერს. ჰო, კიდევ ადამიანების გაიდეალება მჩვევია… წლების წინ ერთ ბიჭს ვიცნობდი. ის[სრულად…]

ტარაკნები თავში

ტარაკნები თავში

შენ ტარაკნებს წამლავდი იმ ღამეს, მერი… ფრაზა იმედდაკარგული ლექსიდან. *** -ბოლოს და ბოლოს, ამ ოხერი კრანის დაკეტვა რა ვერ ისწავლეთ?! კარგად ვიცი, გესმით. ხოდა, ყური დამიგდეთ, თქვე ვითომ ყრუებო! დაკეტეთ ეს დედააფეთქებული კრანი! თავს რომ იყრუებთ, იმათ გასაგონად ვამბობ, მეტი არ გამამეორებინოთ. ქუსლების ბრაზიანი, გვერდებზე წონამომატებული კაკუნი ისმის. ნევროტიკი ლაურა წავიდა,[სრულად…]

სად წახვედი?

სად წახვედი?

ცოტა ხნით დავკარგე მეხსიერება… ასე მითხრა ექიმმა. დამამშვიდა, თუ იმკურნალებ, გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნდებაო. მისი ნათქვამი საერთოდ არ მახსოვს, დედის მიერ გადმოცემულს ვიწერ სიტყვა-სიტყვით, რომ ფურცელზე შევინახო. ის, რომ დედაჩემია, თვითონ მითხრა. ”წერისას ფანქარი გადაგივარდა, ამდგარს კი უცნაური მზერა გქონდა. მიყურებდი და არ მამჩნევდი. ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი და ტელევიზორის ყურება[სრულად…]

არაჰიგიენური წინათგრძნობა

არაჰიგიენური წინათგრძნობა

ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, ეს პოსტი არ შეიცავს სექსუალურ სცენებს, რომლებსაც შსს პორნოგრაფიად შერაცხავს, არც მემეებს დიკაპრიოსა და ოსკარის ინტიმური განმარტოების შესახებ. ნაწერი არ ჩაგიყვანთ ჯოჯოხეთში დიქტატორებთან სალაყბოდ და არც მარსზე წაგიყვანთ ზიგის მოსანახულებლად. ფენტეზის ტოლკიენთან ეზიარეთ, ან ჰარი პოტერთან ივარჯიშეთ კვიდიჩში. დასაბოლებლად ბულგაკოვს ესტუმრეთ, ყელამდე მორფინი აქვს. თუ მიშა არ[სრულად…]

მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში

მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში

  ვიღაცისთვის ორი კილომეტრი სარბენად გათვლილი დიდი მანძილია, ვიღაცისთვის კი საზღვრამდე ორი ნაბიჯი. ვწერ მავთულხლართებიდან ორიოდე ნაბიჯში. ადგილიდან, სადაც არც ისე თბილი სახლები და ზედმეტად ბევრი სიჩუმე დგას. სოფლამდე მისასვლელი გზა იმაზე ცარიელი და გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ჩასვლისთანავე სახეში ცივი ქარი შემომეხალა, მერე უცხო სახეებიც ჯარივით დამიდგნენ თვალწინ. დიდხანს[სრულად…]

ჩვენს ხელთ არსებული “ჯადოსნური ტყვიები”

ჩვენს ხელთ არსებული “ჯადოსნური ტყვიები”

წლის მანიპულატორი ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას. მეოცე საუკუნის დასაწყისში სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლებს და მათთან ერთად ხალხსაც, სჯეროდათ,რომ იმდროინდელი დიდტირაჟიანი გაზეთი ძლიერი იარაღი იყო, რომელსაც მასობრივი საზოგადოების წევრების აზრებისა და ქცევის კონტროლი და მართვა შეეძლო. როგორც ფრანგი სოციოლოგი გუსტავ ლე ბონი 1895 წელს აღნიშნავდა, ეს იყო ბრბოს[სრულად…]

აღსაზრდელი აღმზრდელები

აღსაზრდელი აღმზრდელები

  რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქალბატონი  არასრულწლოვან  ბავშვს მოკიდებულ სიგარეტს პირში უდებს. ფაქტი შემზარავი აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რაც, თავისთავად, აღშფოთებული კომენტარებით გამოხატეს. თუმცა ეს „ტრადიცია“ ახალი არ არის და ჩვენს მასკულინურ საზოგადოებას მსგავსი ხერხებით „ვაჟკაცების“ აღზრდა გათავისებული აქვს. ალბათ თქვენს გარშემო ხშირად შეხვდებით ისეთ[სრულად…]

ჩემებურად ნიკი ლაუდაზე

ჩემებურად ნიკი ლაუდაზე

უმაღლესი კლასის ავტომობილები, წამებში გავლილი ურთულესი გზები, ავტოსამყაროს მოყვარულთა შეძახილები, ადრენალინი, არაპროგნოზირებადი შედეგები – ეს ფორმულა ერთია. პატარაობიდან რაღაც დიდებულად აღვიქვამდი, მაშინ ჯერ ნანახიც არ მქონდა, „დიდი კაცებისგან“ გამეგონა. როცა პირველად ვუყრუე, ეკრანიდან გავხდი ამ ყველაფრის მონაწილე, მივხვდი ჩემს ცხოვრებაში რაღაცამ დიდი ადგილი დაიკავა და წინ მაგარი თავგადასავალი მელოდა. ნელ-ნელა[სრულად…]

ორი გონების რომანი

ორი გონების რომანი

,,ჩემი თავიდან მოშორება იმიტომ უნდოდა, რომ ეშინოდა თავდავიწყებით არ შევყვარებოდი. არ მესმოდა, რატომ  არ უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის სიყვარულის უფლება. ჯერ 30 წლისაც არ იყო, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ნაადრევად დაბერება. საკუთარი თავისთის რაღაცის აკრძალვა ისევე აღელვებდა, როგორც სურვილების დაკმაყოფილება. ბოლოს დავრწმუნდი, რომ ჩემგან ყველაზე მეტად ინტელექტუალური პარტნიორობა უნდოდა – ორი[სრულად…]

ნოემბრისფერი, ანუ დედა

ნოემბრისფერი, ანუ დედა

  ალბათ, ვცხოვრობთ სამნი, მე, დედა და სევდა – ერთმანეთის. დედას შავი თმა აქვს, მოყავისფრო, წყლიანი თვალები; მაჯებზე იმდენი ლურჯი ზოლი ეტყობა და თან ისეთი სიმკვეთრით, ზოგჯერ ყურებაც მიჭირს. ხალებს ვუთვლი-ხოლმე ხელებზე; ვერც წარმოიდგენთ, ისე უხდება. დედას ზურგით მოაქვს მთელი თავისი 39 წელი და კიდევ კარგი, წელში არ მოიხარა ნოემბერივით[სრულად…]

მკითხველის ბლოგი – ა-ნ-ნ-ა

მკითხველის ბლოგი – ა-ნ-ნ-ა

ბავშვობიდან დამჩემდა ძველი, ნანგრევებად ქცეული შენობების სიყვარული. თუმცა სიყვარული შეიძლება არც დავარქვათ იმ იდუმალ მიზიდულობას, რაც ჩემსა და ნასახლარ, ხავსით მოსილ სახლებს შორის არსებობს. აუხსნელი გრძნობით ვათვალიერებ ასეთ შენობებს, მერე საათობით ვდგავარ და ჩუმად ვესაუბრები მათ. დიახ, მე მწამს რომ თითოეული ძველი, ნანგრევებად ქცეული შენობა ატარებს უდიდეს ისტორიას..წარსულს, როცა იყო..როცა[სრულად…]

მახსოვს

მახსოვს

კარგი მახსოვრობა მაქვს. ხშირად ეს ხელს მიშლის, რადგან ჩემი ცხოვრების სამარცხვინო მომენტები სრულიად შეუფერებელ დროს მახსენდება და უკვე მერამდენედ ვდარდობ ამის გამო. სადარდებელი გახსენება კი არა, ის დროა, როცა მეგონა რომ იმაზე უკეთესს ვიმსახურებდი, ვიდრე მქონდა. ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერება მიუჯობესდება. სკოლაში, მეოთხე კლასში, ზამთრის ცივ დილას ჩამოტარებული ფუნთუშების სუნი[სრულად…]

წერილი ბავშვობიდან გამოყოლილს

წერილი ბავშვობიდან გამოყოლილს

ჩემო  მეგობარო, ჩემო მეგობარო, რის დაწერასაც ახლა ვფიქრობ, შეიძლება არასრდოს მითქვამს, შეიძლება არასდროს გამომიხატავს, მაგრამ ახლა მომინდა შენთვის ჩემი ნაფიქრალის ნაწილი გადმომელაგებინა. შეიძლება ფიქრობდე, რომ ყველაფერი კარგად იცი და ამას თქმა არ სჭირდება, როგორც ამბობენ ხოლმე, ხშირად, რომ გრძნობებს ლაპარაკი არ სჭირდება და ა.შ. ჩვენ იმდენი ხანია ერთად ვართ, უკვე[სრულად…]

ნანუცა

ნანუცა

  ისევ შავი სვიტერი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი ეცვა, შავი სათვალე ეკეთა. როცა ჩაიარა, უბნის ბიჭებმა ცინიკურად გააყოლეს თვალი და black is always elegant-ო მიაძახეს. ამას მოჰყვა უნიჭო სიცილი და ტუჩების პრუწვა, ისევ უნიჭო მიბაძვის მცდელობით. მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას მისთვის?! დიდი არაფერი, ესეც ხომ გაივლიდა. (ბრძენისგან განსხვავებით,[სრულად…]

საშკამაშკა

საშკამაშკა

“კურიცა მეორე, ვიხილები და მოვდივარ, ვინც არ არის დამალული ჩემი ბრალი არ არის” – მთელი ძალით გაჰკიოდა ერთ-ერთი ჩვენგანი, დანარჩენები კი წინასწარმოფიქრებული სამალავებისკენ მივრბოდით და ასე დაუსრულებლად, სანამ შეწუხებული მეზობელი ქალების ყვირილი არ დაგვშლიდა, თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათად თუ აღწევდა საწადელს, ერთადერთი, ვისაც თამაშიდან ჩვენი წამიერი გამოთიშვა შეეძლო – ბატების[სრულად…]

პეპი, ჰოლდენი და გაყვითლებული სიგარეტი

პეპი, ჰოლდენი და გაყვითლებული სიგარეტი

ცამეტი წლის ვიყავი, როცა პომადა პირველად ავიღე ხელში და გავაცნობიერე, რომ გოგო ვარ. ეს ჩემდა უნებურად მოხდა, უფრო სწორად, ჩემს ქვემოთ ოცი წლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ბიჭი გადმოვიდა საცხოვრებლად. მანამდე ჰოლდენ კოლფილდზე ვიყავი შეყვარებული, თუმცა, როცა იმედი გადამეწურა მასთან ერთად ნიუ-იორკის წვიმიან ქუჩებში ხეტიალზე, გადავწყვიტე, „ტრფობის ობიექტად“ შედარებით რეალური პერსონა[სრულად…]

ჩვენ – თეორეტიკოსი ჟურნალისტები და არამხოლოდ ჟურნალისტები

ჩვენ – თეორეტიკოსი ჟურნალისტები და არამხოლოდ ჟურნალისტები

ჩვენ სტუდენტები ვართ. ვაბარებთ უნივერსიტეტში, ვირჩევთ პროფესიას, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ მთელი ცხოვრება უნდა ვემსახუროთ და მომავლის იმედით შევესევით ხოლმე სალექციო კურსებს. მე ჟურნალისტი ვარ მანამ, სანამ ვინმე მეტყვის, რა დროს შენი ჟურნალისტობაა, ჯერ მესამე კურსზე ხარო და მართალი აღმოჩნდება. თსუ-ში ჟურნალისტებიც არიან (ჩემი არ იყოს), პოლიტოლოგებიც, ფსიქოლოგებიც და  სხვა პროფესიის[სრულად…]

გილოცავთ, ბონ!

გილოცავთ, ბონ!

არ ვაპატიე-არ მაპატიეს, არ ვაპატიე-არ მაპატიეს, არ ვაპატიე-არ მაპატიეს, გადამიარეს- გადავუარე, გადამიარეს-გადავუარე, გადამიარეს-ბუხ! – კითხულობს ხმამაღლა მოლი და თან, ხელს აყოლებს ნაჯღაბნის მწკრივს- 102, როგორც ცხოვრება, ცემენტის ვალსი, დრო, გამოღვიძების აპოგეა, სულთმოძრავი კამერტონების შეუვსებელი ანალიზი წინ და 12, ამასთანავე, გაზაფხულის ლურჯი და იასამნისფერი დილა. აი, ასეთია სუნთქვა მოკვდავებში და ჩასაფრებული[სრულად…]

21-ე საუკუნის პოპულარობა

21-ე საუკუნის პოპულარობა

იყო ცნობილი ეს არა მარტო ბავშვების, არამედ ბევრი უკვე ზრდასრული ადამიანის ოცნებაცაა. ადრე, ასეთი პოპულარულობის მოსახვეჭად ლივერპულელ ოთხეულს – “ბითლზებს“, ერთ ფერად კანიან ბიჭუნას – მაიკლ ჯექსონს და გიტარის ღმერთად წოდებულ ჯიმი ჰენდრიქს, წლები და დაუზოგავი შრომა დასჭირდათ. მათთვის პირველობა, ცნობადობა და თავბრუდამხვევი პოპულარობა წინააღმდეგობებთან თავდაუზოგავ ჭიდილს წარმოადგენდა. ეს იყო[სრულად…]

მეტროში ნაპოვნი მეთევზე

მეტროში ნაპოვნი მეთევზე

უნივერსიტეტიდან უაზრო დღით დაღლილი მეტროში შევჩანჩალდი. კარგა ხანია გრძელი გზის სწრაფად გასალევად გასართობი მოვიფიქრე – ადამიანებს ვათვალიერებ, მათ ქცევას, ემოციას და თვალებს ვაკვირდები ხოლმე. მერე რომელიმეს ამოვიჩემებ, ადამიანის რომელიღაც, ჩემს მიერვე გამოგონილ „ტიპს“  მივაკუთნებ და უცებ პატარა ამბავსაც გამოვაცხობ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში სახალისოა, ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს და[სრულად…]

ანტიკას თანამედროვე ბანალურობით ღვიძავს

ანტიკას თანამედროვე ბანალურობით ღვიძავს

კამერა  თეთრი,  დიდი  დარაბებიდან  ოთახში  შედის… ანტიკას  ღვიძავს…  თეთრი  ქვის ფიგურები  ადამიანის  გამოსახულებით  და  მხოლოდ  ერთი  ქმნილება  ადამიანისგან,  ოსტატი ამ  ერთადრეთთან  და  მისი  მზერა,  შეხება…  ეძებს  იმ  ერთადერთ  სილუეტს,  რომლის  ცივ ქვაშიც  მცხუნვარე  ემოციას  იგრძნობს…  თეთრ,  დიდ  დარაბებიან  ოთახში  გამოფენაა,  შავ-თეთრი  კადრებისა  და  ფერადი  ნახატების  გამოფენაა…  ფოტოგრაფი  ადრენალინს  ეძებს ნეგატივში…[სრულად…]

მოვიწყე მუნკის „ყვირილი“ ჩემთვის…

მოვიწყე მუნკის „ყვირილი“ ჩემთვის…

ფონი იყო იასამნისფერი, წითელ, ლურჯ და ღია ვარდისფერ პასტელის ფერებში ირეოდნენ სილუეტები. ხმაურობდა გამოსახულება… უცებ მოვიწყე მუნკის „ყვირილი“ ჩემთვის… ისე, როგორ მიყვარს ეს ნახატი, ვუყურებ და ჩემი ამოძახილია. ჰოდა, ამ სილუეტებში ვიყავი დაკარგული მარტო, ჩემ თავს ვერ ვხედავდი, უბრალოდ, ფიქრები მესმოდა საკუთარი, ეს ფიქრები აქაც არ მანებებდნენ თავს… იცი, ხშირად[სრულად…]

“თქვენ საკითხში გარკვეული არ ხართ, ვერ დაგეხმარებით!”

“თქვენ საკითხში გარკვეული არ ხართ, ვერ დაგეხმარებით!”

ხანდახან მეკითხებიან რა არის ყველაზე რთული, რისი გაკეთება არ რიყვარსო. ამ კითხვაზე თავიდან დოსტოევსკი მახსენდებოდა ხოლმე – თუ გინდა ადამიანი დასაჯო ყველაზე საშინელი სასჯელით, მაშინ მიეცი მას სრულიად უსარგებლო, არაფრის მომცემი სამუშაო. ამ ბოლო დროს მგონი აზრი შევიცვალე. ყველაზე რთული, დამღლელი, მომაბეზრებელი ადამიანებთან ურთიერთობაა. თან გაითვალისწინეთ, ასოციალური ტიპიც არ ვარ.[სრულად…]