მკითხველის ბლოგი

21-ე საუკუნის პოპულარობა

21-ე საუკუნის პოპულარობა

იყო ცნობილი ეს არა მარტო ბავშვების, არამედ ბევრი უკვე ზრდასრული ადამიანის ოცნებაცაა. ადრე, ასეთი პოპულარულობის მოსახვეჭად ლივერპულელ ოთხეულს – “ბითლზებს“, ერთ ფერად კანიან ბიჭუნას – მაიკლ ჯექსონს და გიტარის ღმერთად წოდებულ ჯიმი ჰენდრიქს, წლები და დაუზოგავი შრომა დასჭირდათ. მათთვის პირველობა, ცნობადობა და თავბრუდამხვევი პოპულარობა წინააღმდეგობებთან თავდაუზოგავ ჭიდილს წარმოადგენდა. ეს იყო[სრულად…]

მეტროში ნაპოვნი მეთევზე

მეტროში ნაპოვნი მეთევზე

უნივერსიტეტიდან უაზრო დღით დაღლილი მეტროში შევჩანჩალდი. კარგა ხანია გრძელი გზის სწრაფად გასალევად გასართობი მოვიფიქრე – ადამიანებს ვათვალიერებ, მათ ქცევას, ემოციას და თვალებს ვაკვირდები ხოლმე. მერე რომელიმეს ამოვიჩემებ, ადამიანის რომელიღაც, ჩემს მიერვე გამოგონილ „ტიპს“  მივაკუთნებ და უცებ პატარა ამბავსაც გამოვაცხობ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში სახალისოა, ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს და[სრულად…]

ანტიკას თანამედროვე ბანალურობით ღვიძავს

ანტიკას თანამედროვე ბანალურობით ღვიძავს

კამერა  თეთრი,  დიდი  დარაბებიდან  ოთახში  შედის… ანტიკას  ღვიძავს…  თეთრი  ქვის ფიგურები  ადამიანის  გამოსახულებით  და  მხოლოდ  ერთი  ქმნილება  ადამიანისგან,  ოსტატი ამ  ერთადრეთთან  და  მისი  მზერა,  შეხება…  ეძებს  იმ  ერთადერთ  სილუეტს,  რომლის  ცივ ქვაშიც  მცხუნვარე  ემოციას  იგრძნობს…  თეთრ,  დიდ  დარაბებიან  ოთახში  გამოფენაა,  შავ-თეთრი  კადრებისა  და  ფერადი  ნახატების  გამოფენაა…  ფოტოგრაფი  ადრენალინს  ეძებს ნეგატივში…[სრულად…]

მოვიწყე მუნკის „ყვირილი“ ჩემთვის…

მოვიწყე მუნკის „ყვირილი“ ჩემთვის…

ფონი იყო იასამნისფერი, წითელ, ლურჯ და ღია ვარდისფერ პასტელის ფერებში ირეოდნენ სილუეტები. ხმაურობდა გამოსახულება… უცებ მოვიწყე მუნკის „ყვირილი“ ჩემთვის… ისე, როგორ მიყვარს ეს ნახატი, ვუყურებ და ჩემი ამოძახილია. ჰოდა, ამ სილუეტებში ვიყავი დაკარგული მარტო, ჩემ თავს ვერ ვხედავდი, უბრალოდ, ფიქრები მესმოდა საკუთარი, ეს ფიქრები აქაც არ მანებებდნენ თავს… იცი, ხშირად[სრულად…]

“თქვენ საკითხში გარკვეული არ ხართ, ვერ დაგეხმარებით!”

“თქვენ საკითხში გარკვეული არ ხართ, ვერ დაგეხმარებით!”

ხანდახან მეკითხებიან რა არის ყველაზე რთული, რისი გაკეთება არ რიყვარსო. ამ კითხვაზე თავიდან დოსტოევსკი მახსენდებოდა ხოლმე – თუ გინდა ადამიანი დასაჯო ყველაზე საშინელი სასჯელით, მაშინ მიეცი მას სრულიად უსარგებლო, არაფრის მომცემი სამუშაო. ამ ბოლო დროს მგონი აზრი შევიცვალე. ყველაზე რთული, დამღლელი, მომაბეზრებელი ადამიანებთან ურთიერთობაა. თან გაითვალისწინეთ, ასოციალური ტიპიც არ ვარ.[სრულად…]

ჩიტი გაიჭედა ცაში…

ჩიტი გაიჭედა ცაში…

ცივი  წვეთებით  წვიმდა. ჩიტი  გაიჭედა  ცაში… არა,  მართლა  გაიჭედა, ფრთების  მოქნევა-ერთი, ორი, სამი  და  სრული  უძრაობა, ისევ  უძრაობა – ჩიტი  გაიჭედა  ცაში… თითქოს  მსუბუქი  და  უფერული  ჰაერი. უსასრულო  სივრცე… როგორ  უნდა  გაიჭედო  ცაში?! ჩიტი გაიჭედა  ცაში  და  მე  მომეშვა, მომეშვა, რადგან  ჩიტში  საკუთარი  თავი  დავინახე. მეც ვიჭედები  ხოლმე,  ოღონდ  გზაში[სრულად…]

ბოქლომი ჭიშკარზე ანუ ბილეთი ქაოსური სიცარიელისკენ

ბოქლომი ჭიშკარზე ანუ ბილეთი ქაოსური სიცარიელისკენ

ბაბუა მაშინ 78 წლის იყო. სახლში იგის ბელადივით წელში მოხრილი მოვიდა, თავდამძიმებული და დაბნეული, გარშემო ვერავის და ვერაფერს ცნობდა. ამ დღის მერე, მხოლოდ დედამისი, ძმა და მეგობარი ტიტე ახსოვდა. ალცჰაიმერი თანდათან გაუძლიერდა. დაავიწყდა ცოლ-შვილი, შვილიშვილები, ნათესავები… აღარ ახსოვდა, როდის ჭამდა ან სად ცხოვრობდა. სახლიდან იპარებოდა და თავის ბავშვობის სახლში მიდიოდა.[სრულად…]

დასადარბაზოებული

დასადარბაზოებული

დღესაც დამხვდნენ სადარბაზოსთან. ხომ ვიცი არა, მომენტით სარგებლობენ. ამ სემესტრში ადრე ღამდება, ლექციების უმეტესობასაც 9 საათზე ვამთავრებ, თან ჩემს სადარბაზოში შუქი მხოლოდ მესამე სართულის შემდეგ ინთება. არა, არც დასაკეცი დანა გაუშლია რომელიმეს და არ ტყავის „კურტკის“ გახდა მოუთხოვია, მით უმეტეს, რომ არც მაქვს ეს უკანასკნელი. უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ჩემი გამოჩენისთანავე[სრულად…]

სუადი – ცოცხლად დამწვარი

სუადი – ცოცხლად დამწვარი

გსმენიათ “ღირსების დანაშაულის” შესახებ? გსმენიათ, იმის შესახებ, რომ ასეთი დანაშაული, ოჯახის ” შელახული ღირსების ” აღსადგენად, ადამიანის მკვლელობასაც კი ამართლებს? ახლა არ იკითხავთ “შელახულ ღირსებად” რა მიიჩნევა?  რა ითვლება სიკვდილის ტოლფასად? ქორწინებამდელი სიყვარული ! ცოტა დაიბნევით, მაგრამ სწორედ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში ხდება ეს. საუკუნეში , რომელიც ასეთ აზროვნებას და[სრულად…]

რა ელის მსოფლიოს 28 მარტს – თანამედროვე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება

რა ელის მსოფლიოს 28 მარტს – თანამედროვე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება

ბლოგერი არტიომ დრაგუნოვი, რომელსაც მკითხველმა თანამედროვე ნოსტრადამუსი შეარქვა, სავსებით გამოირჩევა სხვა ბლოგერებისგან. ის აქვეყნებს საკუთარ სიზმრებს, რომლებიც, როგორც წესი, დიდი სიზუსტით ხდება. არტიომ დრაგუნოვი არის გერმანიის მოქალაქე, ეროვნებით რუსი. მან იწინასწარმეტყველა არაერთი გლობალური მოვლენა, მათ შორის იაპონიის მიწისძვრა, კიევის მეიდანის მოვლენები, არაბული სამყაროს „აჯანყება“, პეტროზავოდსკის ავიაკატასტროფა, ვენესუელის პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემები,[სრულად…]

+ მარიანის ღრმული გულში

+ მარიანის ღრმული გულში

“There’s a lesson hidden in everything. You just have to find it”- არვიცი, ვინ თქვა, ვის მოაფიქრდა, მაგრამ ამ სიტყვების სიმართლეს თითქმის ყოველდღე ვგრძნობ. ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც. მაშინაც კი ვფიქრობ ამ სიტყვებზე, როდესაც ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება. ამ სიტყვების გვერდით ყოველთვის არის კიდევ ფრაზა, რომელსაც სულ ვიმეორებ,[სრულად…]

“იქნებ სხვა რამე გეცადა”

“იქნებ სხვა რამე გეცადა”

გასაუბრების მოლოდინში მოვლენების განვითარების ათას შესაძლო ვარიანტზე ვფიქრობ. პერანგი ნერვიულობისგან უსიამოვნოდ მეკვრის ტანზე. დერეფანში ჩემ გარდა სამსახურის ათი მაძიებელია დაახლოებით. რამდენიმე მათგანი ზედმეტად გადაპრანჭული მეჩვენება. (რატომღაც მახსოვდა, რომ ტუჩსაცხი მხოლოდ ტუჩებისთვის იყო განკუთვნილი). კონკურენტის თვალით სინჯავენ ერთმანეთს და წუთში რამდენჯერმე ათვალიერებენ თავიდან ფეხებამდე და პირიქით. თეთრი კარიდან ახალგაზრდა გამოვიდა უმეტყველო[სრულად…]

უკულტურობა

უკულტურობა

დღეს დილით სანამ უნივერსიტეტში მივიდოდი… მე დავინახე როგორ გამოფრინდა მეშვიდე სართულის აივნიდან პოლიეთილენის ცელოფნის პარკი და იქვე ახლომდებარე ხის ტოტს შემოეხვია; მე დავინახე როგორ მოისროლა სიგარეტის ნამწვი სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა; მე დავინახე როგორ წააწერა ბიჭმა კორპუსის კედელს, სავარაუდოდ,საკუთარი სახელი; მე შევესწარი დიალოგს: – მამი,მიყიდე რა კოკა-კოლა უყიდა. – მამი, ეს[სრულად…]

კვადრატების ხაზვის დღე

კვადრატების ხაზვის დღე

დღეს კვადრატების ხაზვის დღეა. ვზივარ ჩემს ოთახში, თეთრ თაბახის ფურცელზე კვადრატებს ვხაზავ, თან, ჩემს გაურკვეველ მომავალზე ვფიქრობ. კვადრატების ხაზვის წესი მარტივია: ფურცელზე საშუალო ზომის კვადრატს დახაზავ, შემდეგ კუთხეებიდან შემოყვები, დაშტრიხავ. მერე თვალის ზომით ორ ტოლ ნაწილად გაყოფ. ერთ დაშტრიხულ ნაწილს გააფერადებ, მეორეს – არა. როცა მიხვდები, რომ კვადრატზე დასაშტრიხი ან[სრულად…]

თქვენ გაებით მახეში

თქვენ გაებით მახეში

ზოგჯერ ჩამოწვება გრძელი დღეები, ბურუსიანი, მოგიტანს სევდასა და შიშს, რომელსაც სახელად მომავალი ჰქვია. ჩემი უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსს ჩავუარე და „ილიაუნისკენ“ გავემართე. გასაუბრების მოლოდინში ვგრძნობ, ხელები მეყინება და  ჰაერი აღარ მყოფნის. არ მიყვარს უცხო ადამიანებთან თავის წარდგენა. ერთხელ წავიკითხე, საკუთარ თავზე საუბარი იდიოტების ჩვევააო და ეს აზრი არასდროს მტოვებს, განსაკუთრებით, ამგვარი[სრულად…]

როგორ ჩაიცვა დედამ ფერადად

როგორ ჩაიცვა დედამ ფერადად

სახლში ორნი არიან მხოლოდ: ის და დედა. დედის აზრით, მას მხოლოდ ორი რამ აკლია: წინა კბილი და ჭკუა. სინამდვილეში კი, მხოლოდ მამის ნაკლებობას განიცდის. დედა კარტოფილის მთლელი ქალია, ძლიერად აწვება ხოლმე საჩვენებელი თითით დანას და ჩაღმავებაც უჩნდება. მას მოსწონს ეს ჩაღრმავება, ხელებზე დამჩვეული ძარღვები და დედის პერანგის სუნი, ბავშვობიდან ასე[სრულად…]

გასართობად თუ ხალხით გასართობად ?!

გასართობად თუ ხალხით გასართობად ?!

ქართული სატელევიზიო სივრცე  კარგი, საინტერესო და ყურებადი  გადაცემების დეფიციტს განიცდის. ხშირად მაყურებელი რომელიმე კონკრეტული გადაცემით უკმაყოფილოა, თუმცა კი მაინც დაწყვრილებით იცის რომელ გადაცემაში რამდენი სტუმარი ჰყავდა, ვინ არის მსხვერპლი, ვინ დამნაშავე  და ამასთანავე რა საზიზღარი გადაცემაა მისივე წამყვანთან ერთად. ერთ–ერთი გადცემის ბლოკში  მორიგი  სტუმარი ყვებოდა, როგორ ძალადობდნენ  მასზე წლების განმავლობაში,[სრულად…]

ჩვენ და სხვებით განვრცობილი სამყარო

ჩვენ და სხვებით განვრცობილი სამყარო

თავიდან  ჩვენ ვიყავით ორნი და სულ ეს იყო მთელი სამყარო. მერე ეს სამყარო სხვა ადამიანებით განივცრო, რომლებსაც ერქვათ: დედა, მამა, ძმა, და, მეგობარი … და ყველაფერი  ჩვენ ორს შორის მოექცა. სამყარო არც თავიდან იყო მარტივი, მაგრამ, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო რთულდებოდა, ისვრებოდა, იღვრებოდა, სკდებოდა…უფრო და უფრო მუნჯდებოდა და იკეტებოდა[სრულად…]

„ფიქრები ჰარომონიის სკვერიდან“

„ფიქრები ჰარომონიის სკვერიდან“

„ჰარმონიის“ სკვერში ერთადერთი თავისუფალი სკამი იყო, ისიც განაპირას. ბევრი არ მიფიქრია, ჯერ ჩემი ჩანთა დაეშვა მძიმედ (უფრო დაეხეთქა) ხის ზედაპირზე, შემდეგ –  მე. შეყვარებულმა წყვილებმა უცნაურად ამათვალიერეს.  შეიძლება იმიტომ, რომ „ჰარმონიის“ სკვერში მარტო თითქმის არავინ დადის ან იქნებ იმიტომ, რომ უბრალოდ მათი ჰარმონია დავარღვიე. საბედნიეროდ, მალე მობეზრდათ ჩემი ამ ქმედების[სრულად…]

ცხოვრება ისეთია, როგორიც არის…

ცხოვრება ისეთია, როგორიც არის…

2014 წლის 30 დეკემბერი იყო. გარემო სიცივეს დაეპყრო, განწყობა-ახალი წლის სურნელს. მე მოხალისე მერქვა და ფიფქიას ფორმაში გამოწყობილი დედაქალაქის ქუჩებში ტკბილეულს ვურიგებდი გამვლელებს, ძირითადად პატარებს. აქა-იქ მოხუცებიც დადიოდნენ და დათვის ფორმის ორცხობილების დანახვაზე თვალები უბრწყინდებოდათ. ვფიქრობ, მხოლოდ ასეთ მოხუცებს შეუძლიათ ისეთი გულწრფელი დალოცვა, ნაჩუქარ შოკოლადებზე ბევრად მეტად რომ დაგიტკბობს დღესასწაულს.[სრულად…]

არტისტები ვართ ეს ქართველები

არტისტები ვართ ეს ქართველები

“ცხოვრება – სცენა, დახეული სცენის ფარდები. ამ სცენის გარეთ ვიღუპები, ვკვდები, ვთავდები…” უცნობი ავტორი  ო, როგორ გვიყვარს თამაში, საკუთარ და სხვის ნერვებზე, თუმცა სცენაზე ყველაზე მეტად. თუ ვაღიარებთ, ამას მხოლოდ ერთი რამისთვის ვაკეთებთ- აპლოდისმენტებისთვის. სულ ველოდებით, რომ ვიღაც დარბაზში ისე აღფრთოვანდება, რომ მხოლოდ ორი მტევნის ერთმანეთზე გაწითლებამდე ტყაპა-ტყუპით არ შემოიფარგლება[სრულად…]

ცარიელი ბაზრობა ვარკეთილში

ცარიელი ბაზრობა ვარკეთილში

„ყველაფერი მაინც ჩინურია, რაც უფრო იაფად იყიდი მით უკეთესი“ ვარკეთილის მეტრო, ეს არის ადგილი, სადაც ერთდროულად შეგიძლია ნახო კაზინო “Las Vegas”-ი და  „თათრების ბაზრობა”. ასე მგონია მხოლოდ საქართველოში თუა მსგავსი კომბინაციები. ეჭვი მეპარება ამერიკის ან ევროპის რომელიმე ქალაქში პოკერის სასახლე და „გეტრის“ გამყიდველი ერთად მდგარიყოს. თუმცა ვარკეთილში რას არ ნახავ[სრულად…]

დასასრული

დასასრული

დილით, როგორც კი კარი გავიხურე და კიბეებზე დავეშვი, ორი შეტყობინება მომივიდა. ერთი ჩემს მეზობელს ეკუთვნოდა, რომელიც მთხოვდა, დავლოდებოდი და უნივერსიტეტში ერთად წავსულიყავით, მეორე – მეგობარს, რომელიც შემდეგ სიტყვებს მწერდა: „რა არის დასასრული?“. არ მეუცნაურა ერთი შეხედვით უცნაური კითხვა. გეგა ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს და ალბათ  მორიგი შეტევა აქვს. ისე, ვიღაცამ ხომ[სრულად…]

შემთხვევა

შემთხვევა

„როდესაც ფურცელსა და კალმს იღებ ხელში და წერას იწყებ, უნდა გახსოვდეს, რომ იმაზე ღირებული რამ შექმნა, ვიდრე ეს ნივთებია თავად“, – ეს სიტყვები ქართულის მასწავლებელმა გაკვეთილზე თქვა და ჩემი თემის კითხვას შეუდგა. დიდხანს ვფიქრობდი რას ნიშნავდა მისი ნათქვამი და როგორ უნდა გამეგო, მაგრამ ამაოდ. იქნებ ოდესმე ამაზე სასაუბროდ ორივემ გამოვნახოთ[სრულად…]

აფიორა სახელწოდებით სამსახური

აფიორა სახელწოდებით სამსახური

აპლიკაციის აღმოჩენის დღე – „სასწრაფოდ! გვესაჭიროება ოპერატორი“ – დასაქმების ერთ-ერთ ვებ-გვერდზე ვხსნი ამ სახელწოდებით გამოქვეყნებულ ვაკანსიას  და დაუფიქრებლად ვეცნობი პირობას, რომელშიც რამდენიმე წინადადებითაა ინფორმაცია მოცემული. თანამშრომლად დაიშვებიან 18-28 წლამდე პირები, ექნებათ არასრული სამუშაო განაკვეთი და დაწინაურების პერსპექტივა. აპლიკაციის ფორმაში არ არის მითითებული რა კომპანიაა, რა პროდუქტს უწევს პიარს, კონკრეტულად რა[სრულად…]

Porto Bello

Porto Bello

წითელი ორშაბათი შავ კარებზე თეთრი ასოებით იყო გამოსახული “ფსიქოანალიტიკოსი”. დედ-მამამ სახელური ჩამოსწია და 7 წლის ბიჭუნა ძალდატანებით ოთახში შეიყვანა. – რა სიმპტომები აღენიშნება პაციენტს?,- კითხულობს შავ მაგიდასთან მჯდომი თეთრხალათიანი ექიმი. – ჩვენი შვილი ტანსაცმელს სულ უკუღმა იცვამს მაისურს, შარვალს, ქურთუკს… -ფეხსაცმელსაც კი სიტყვას აწყვეტინებს მამა, რომელსაც შუბლზე ძარღვი ისე დასჭიმოდა,[სრულად…]

რას სწერს სტუდენტი ბიძინა ივანიშვილს?!

რას სწერს სტუდენტი ბიძინა ივანიშვილს?!

ზღაპრების გჯერათ? აქამდე, რომ ეს გეკითხათ გიპასუხებდით, რომ კი. ახლა კი გიპასუხებთ, რომ  არ ვიცი. რამდენიმე წლის წინ მესმოდა ამბები მდიდარ ადამიანზე, რომელიც საკუთარ სოფელში გლეხის ტანსაცმელში ჩაცმული დადიოდა, ვინაობას მალვდა და გლეხებს მიწის დამუშავებაში ეხმარებოდა. მესმოდა ისტორია ადამიანზე, რომელმაც იპოვა და დაასაჩუქრა ნაყინის გამყიდველი, რომელმაც პატარაობაში ნაყინი აჩუქა, როდესაც[სრულად…]

“პირველ რიგში მე მინდა ხალხი გავაცინო და ბედნიერი გავხადო. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი ახლა”

“პირველ რიგში მე მინდა ხალხი გავაცინო და ბედნიერი გავხადო. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი ახლა”

რაშია სიცოცხლის ფასი „დღეს ბევრი მეგობარი მეკითხება თუ რატომ წამოვედი ასეთ ახალგაზრდა ასაკში სახელმწიფო დეპარტამენტიდან და რატომ ვამჯობინე მსოფლიოს ყვცელაზე ძლიერი ქვეყნის საჯარო სამსახურში კარგ კარიერას 25 წლის ასაკში შემოქმედის რისკით და სიღარიბით სავსე გზის არჩევა. ბევრი ედგარ პოს ან გალაკტიონ ტაბიძის მაგალითს მისახელებს და მეუბნება რომ ეს არ არის[სრულად…]