განათლება და მეცნიერება

საქართველო  მეცნიერების განვითარებისთვის იაპონიასთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველო მეცნიერების განვითარებისთვის იაპონიასთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნული უნივერსიტეტი (SOKENDAI) სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. შესაბამის მემორანდუმებს დღეს მოეწერა ხელი. „დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და იაპონურ მხარეს  შორის გაფორმდა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჩვენი დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე აკადემიური პერსონალის იაპონიის იმ წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში[სრულად…]

განათლების რეფორმამ რა ჰქმნა ….

განათლების რეფორმამ რა ჰქმნა ….

დიდი რეზონანსი მოჰყვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებას მე-11 კლასელების სააატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ეტაპობრივად გაუქმდა დამამათავრებელ კლასებში გამოსაშვები გამოცდები, ხოლო ეროვნულ გამოცდებზე უნარები გახდა არჩევითი საგანი. როგორც უწყების ხელმძღვანელი განმარტავს ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება, რამაც ბევრი მოსწავლე გაახარა, გამოცდების ახალი მოდელის ნაწილია. ბატიაშვილის განმარტებით, რომელიც მან[სრულად…]

“საქართველოში საშუალო სკოლა აღარ არსებობს. ის ამერიკულმა  “ფაბლიკ სკულმა” შეცვალა, ეს სკოლა  კი ამერიკაში გონებრივი პრობლემების მქონე ბავშვებითვის არის შექმნილი”-მერაბ ჯიბლაძე

“საქართველოში საშუალო სკოლა აღარ არსებობს. ის ამერიკულმა “ფაბლიკ სკულმა” შეცვალა, ეს სკოლა კი ამერიკაში გონებრივი პრობლემების მქონე ბავშვებითვის არის შექმნილი”-მერაბ ჯიბლაძე

მერაბ ჯიბლაძე -პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,  განათლების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ საუბრობს: ,,საქართველოში საშუალო სკოლა აღარ არსებობს. ის საჯარო სკოლამ შეცვალა, რომელიც იგივე ამერიკული “ფაბლიკ სკულია”. ეს სკოლა ამერიკაში გონებასუსტი ბავშვებითვის არის შექმნილი, სათანადო სასწავლო პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით. ასეთი სკოლების მიზანია ბავშვებისათვის წერა-კითხვისა და ელემენტარული უნარ-ჩვევების სწავლება. მაგრამ იქ გარდა “ფაბლიკ[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სკოლების როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს“

მიხეილ ბატიაშვილი: „სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სკოლების როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს“

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა,  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს. „სიტუაციის შესწავლისა და პრობლემათა გამოსწორების მიზნით სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს. რაც შეეხება უშუალოდ სკოლებს,[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მიმართ მოთხოვნები არ ყოფილა ვირტუალური, მასში საუბარი იყო კანონის დარღვევზე, რომლის დაცვაც ყველას მოეთხოვება“

მიხეილ ბატიაშვილი: „ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მიმართ მოთხოვნები არ ყოფილა ვირტუალური, მასში საუბარი იყო კანონის დარღვევზე, რომლის დაცვაც ყველას მოეთხოვება“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბარიაშვილმა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროში შემოსულ წერილებთან დაკავშირებით დეპუტატებს პროცედურა განუმარტა, რომ სამინისტროში უამრავი წერილი შემოდის და სამინისტრო ვალდებულია ყველა მათგანზე რეაგირება მოახდინოს . კონკრეტულად ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით შემოსულ წერილზე, თითქოს ის ანონიმური იყო, მინისტრმა განაცხადა, რომ შეუძლებელია[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი:„ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად“   

მიხეილ ბატიაშვილი:„ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად“  

„მაღალი ხარისხის განათლება იწყება მეცნიერებით. ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად. რეფორმა იქნება მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდები. ამ მიმართულებით წელს უკვე 32 მილიონი ლარი გამოყოფილი. რეფორმა გულისხმობს ერთიან ევროპულ სივრცეში ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას და თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ მეცნიერებს ჰქონდეთ წვდომა[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „თითქმის 3-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ახალი სკოლების მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას“

მიხეილ ბატიაშვილი: „თითქმის 3-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ახალი სკოლების მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას“

„თითქმის 3-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ახალი სკოლების მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას. თუმცა ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, რომ მაქსიმალურად დროულად მოვაგვაროთ ინფრასტრუქტურული პრობლემები.რეფორმის ფარგლებში სკოლებში ინფრასტრუქტული პრობლემებლის მოგვარების მიზნით განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა სისტემური მიდგომა, სრულად შეისწავლა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის პროფილური საგნები, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ“

მიხეილ ბატიაშვილი: „უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის პროფილური საგნები, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ“

„უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის პროფილური საგნები, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ,“– ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა. 2020 წლიდან მისაღები გამოცდები  სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა – ტექნიკური,[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების და სხვა უნარების განვითარება მოსწავლეებში გახდება სასკოლო სასწავლო პროცესის უმთავრესი ნაწილი

მიხეილ ბატიაშვილი: ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების და სხვა უნარების განვითარება მოსწავლეებში გახდება სასკოლო სასწავლო პროცესის უმთავრესი ნაწილი

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გასახორიცხელებელ სიახლეებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დაინერგება „ახალი სკოლის“ მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე . ახალი მოდელი გულისმობს სკოლების[სრულად…]

მასწავლებლის  ხელფასი სექტემბრიდან გაიზრდება

მასწავლებლის ხელფასი სექტემბრიდან გაიზრდება

 „მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია – სკოლების გაძლიერება – ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ხშირად ისმება კითხვა – რითი განსხვავდება ეს რეფორმა წინა რეფორმებისგან – ამჯერად რეფორმა არის კომპლექსრური, ერთიანი სისტემის განათლების ყველა საფეხურისა და მიმართულებისთვის“

მიხეილ ბატიაშვილი: „ხშირად ისმება კითხვა – რითი განსხვავდება ეს რეფორმა წინა რეფორმებისგან – ამჯერად რეფორმა არის კომპლექსრური, ერთიანი სისტემის განათლების ყველა საფეხურისა და მიმართულებისთვის“

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სისტემაში მიმდინარე რეფორმეზე და მის მნიშვნელობაზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა ისაუბრა  განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმაზე, რომელიც განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე,  ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის[სრულად…]

ნიკოლოზ ბირკაძეზე ერთაშორისო ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში აბსოლუტური შედეგი აჩვენა და უმაღლესი ქულა დაიმსახურა

ნიკოლოზ ბირკაძეზე ერთაშორისო ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში აბსოლუტური შედეგი აჩვენა და უმაღლესი ქულა დაიმსახურა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად საზოგადოებას განათლების სფეროში მიმდინარე შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მშენებლობაც მარტში დაიწყება. მინისტრის თქმით, ეს იქნება 15 ჰექტარზე განთავსებული მართლაც მომავალი ქალაქი, სადაც ფუნქციონირებას დაიწყებს დასავლური სტანდარტების სახლელმწიფო სკოლა.[სრულად…]

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მედიაწიგნიერება

კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ტრეინინგი ჩაუტარა

უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ4 და 5 თებერვალს მოზარდებისთვის ტრენინგი „ჩვენი ინტერნეტი ჩვენი არჩევანია – ინფორმირებული დასტურის მნიშვნელობა ციფრულ სამყაროში“ ჩაატარა. ერთდღიანი ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი, რომელიც 2 ეტაპისგან შედგება 2 საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებს და ასევე, რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ. ტრენინგი, რომელიც პროცესში ბავშვების[სრულად…]

საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

საქართველოს ეროვნულმა  უნივერსიტეტმა 3 თებერვალს საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაზე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გიორგი ცხვედიანმა, ხოლო საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა კონფერენციის საორგანიზაციო საბჭოს თავჯდომარემ ვალერი მოსიაშვილმა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა: ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი, საერთაშორისო ურთიერთობები და[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ”

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ”

„ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ”, – ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების წარდგენისას განაცხადა. მინისტრის თქმით, კერძო სექტორის მხრიდან არსებობს დიდ ინტერესი, ამოქმედდეს ისეთი პროფესიული პროგრამები, რომელიც გარკვეულ[სრულად…]

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები წარადგინა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება, შედეგად კი საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (ვისაც მხოლოდ 9 კლასი აქვს დამთავრებული),[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „კერძო სექტორის ჩართულობით ზუგდიდში სტუმარმასპონძლობის სასწავლებელი გაიხსნება“

მიხეილ ბატიაშვილი: „კერძო სექტორის ჩართულობით ზუგდიდში სტუმარმასპონძლობის სასწავლებელი გაიხსნება“

რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორცილებელი პროექტების წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კერძო სექტორის ჩართულობაზე და  მათთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. „პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნერლოვანი კომპონენტია. ჩვენი  ხედვით,  მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული.[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „რეგიონებში უნდა გაიზაროს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ“

მიხეილ ბატიაშვილი: „რეგიონებში უნდა გაიზაროს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ“

 პროფესიული განათლების მიმართულებით  პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთ-ერტი მთავარი აქცენტი გააკეთა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რაც ახალგაზრდებს ადგილზე განათლების მიღების და  რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს. მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანია პროფესიული განათლება ორიენტირებული იყოს რეგიონულ საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტებში უკვე არსებობს 11[სრულად…]

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელსვე მოიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება. სწორედ ეს გახლავთ განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. სკოლებში დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება არ[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიით რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია”

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიით რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია”

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ  ბატიაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და  და საზოგადოებას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვა  წარუდგინა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც რეფორმის ფარგლებში თანმიმდევრულად განხორციელდება. „ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ სარგებელით, რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია. საქართველო რამდენიმე წელიწადში[სრულად…]

რას შეცვლის CAT-ის გამოცდის მოხსნა მასწავლებლებისა და სკოლისთვის?

რას შეცვლის CAT-ის გამოცდის მოხსნა მასწავლებლებისა და სკოლისთვის?

„ზედმეტი ემოციების გარეშე მივუდგეთ საკითხს, რას შეცვლის CAT-ის გამოცდის მოხსნა?“ – წერს მანანა რატიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე და პედაგოგებთან თუ პედაგოგებისთვის არაერთწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საკუთარ მოსაზრებას გამოსაშვები გამოცდების მოხსნის თაობაზე სხვადასხვა ჭრილში გვთავაზობს: 1. იმ მასწავლებლებთან, ვისთანაც გამოცდა იყო მოსწავლის გაკვეთილზე დამაკავებელი იარაღი, პროცესს დროებით ჩამოშლის, ვიდრე მასწავლებელი[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია“

მიხეილ ბატიაშვილი: „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია“

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან, ირინა აბულაძესთან და  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, საზოგადოებას მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. ამის მაგალითი არცერთ ქვეყენაში არ არსებობს. შესაბამისად, ვფირობთ[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ქართული ენის და ლიტერატურის ცოდნის დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია“

მიხეილ ბატიაშვილი: „ქართული ენის და ლიტერატურის ცოდნის დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია“

ახალი საგამოცდო სისტემის პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ყურადღება ქართული ენისა და ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის თქმით, 2020  წელს, ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „2020 ში ახალი მოდელის მთავარი პრინციპი იქნება – ეროვნული გამოცდების საკითხების დაახლოება სასკოლო პროგრამასთან“

მიხეილ ბატიაშვილი: „2020 ში ახალი მოდელის მთავარი პრინციპი იქნება – ეროვნული გამოცდების საკითხების დაახლოება სასკოლო პროგრამასთან“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ახალი საგამოცდო სისტემის ახალი მოდელის პრეზინტაციისას ყურადღება გაამახვილა სკოლის როლის გაძლიერებაზე, რომ მოსწავლეებლმა, ხარისხიანი განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ: „2020 ში ახალი მოდელის მთავარი პრინციპი იქნება  ეროვნული გამოცდების საკითხების  სასკოლო პროგრამასთან დაახლოება. ჩვენ თუ ვსაუბრობთ ძირეულ რეფორმებზე, განათლების ხარისხის ორიენტაციაზე პირველ[სრულად…]

საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის მზის ფოტოელექტრო სისტემა 61-ე სკოლაში დამონტაჟდა

საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის მზის ფოტოელექტრო სისტემა 61-ე სკოლაში დამონტაჟდა

28 იანვარს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი N61-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და სკოლის სახურავზე დამონტაჟებული, საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის, მზის სისტემა დათვალიერეს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის[სრულად…]

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები)[სრულად…]

????????????????????????????????????

2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. ამასთან,[სრულად…]

სამეგრელოს რეგიონში სასკოლო ინფრასტრუქტურა ბევრ სკოლაში მოწესრიგდება

სამეგრელოს რეგიონში სასკოლო ინფრასტრუქტურა ბევრ სკოლაში მოწესრიგდება

მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერათად, 20-ზე მეტ საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტულ სამუშაოს განახორციელებს. პროექტი მოიცავს როგორც სამშენებლო, ისე გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტების ნაწილი პროცესშია, ნაწილი უახლოეს პერიოდში დაიწყება. მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,[სრულად…]

განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

25 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2019-2020 სასწავლო წლისათვის სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი – ნინო ჭელიძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი – პიერ კლუე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი – მაგდა მაღრაძე, სან-დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი –  ჰალილ გუვენი, ასევე იტალიის, საფრანგეთის, აშშ-სა და[სრულად…]

მუმიაზე ჩატარებული დნმ-ის ანალიზით უძველესი ეგვიპტელები საქართველოდან არიან

მუმიაზე ჩატარებული დნმ-ის ანალიზით უძველესი ეგვიპტელები საქართველოდან არიან

მაქს პლენკის ინსტიტუტისა (Max Planck Institute for the Science of Human History) და ტიუბინგენის უნივერსიტეტის (University of Tuebingen) გერმანელმა მეცნიერებმა ნაწილობრივ აღადგინეს 90 ეგვიპტური მუმიის გენომი, რომელთა ასაკი 1500-დან 3500 წლამდე მერყეობდა. გულდასმით გამოიკვლიეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უძველესი ეგვიპტელები არ იყვნენ აფრიკელები. ისინი წარმოშობით სამხრეთ ევროპიდან იყვნენ და[სრულად…]