დიპ.დაიჯესტი

აგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

აგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას ასევე აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 2003-2004 წლებში, მიხეილ ჯანელიძე სამინისტროს[სრულად…]

გიორგი კვირიკაშვილი: “აშშ-მ საქართველოში მოავლინა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი“

გიორგი კვირიკაშვილი: “აშშ-მ საქართველოში მოავლინა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი“

აშშ-ს ახლადდანიშნულმა ელჩმა იენ კელიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, სიგელების ასლების გადაცემის შემდგომ ელჩსა და მინისტრს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა და იენ კელიმ განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. „ტრადიციისამებრ,[სრულად…]

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ვიცე-პრემიერის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერს. საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე. საუბრისას მხარეებმა აგრეთვე ყურადღება დაუთმეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს,[სრულად…]

საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ეწვევა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი 7-8 სექტემბერს  მონაწილეობას მიიღებს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის დროსაც  განიხილება მსოფლიოში არსებული ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი  შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც “თბილისი თაიმსს” ლიტვის საელჩოდან აცნობეს, კონფერენცია „ევროპის[სრულად…]

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

2015 წლის 5 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და  არგენტინისრესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება.   როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობს, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის  ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმალობაში დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი 2015 წლის   ივნისში მოეწერა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. როგორც “თბილისი თაიმსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები და დასახეს მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრაზე  ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა სახელმწიფოს  წინაშე არსებულ გამოწვევებზე და[სრულად…]

გიორგი მარგველაშვილმა 3 ახალი ელჩი დანიშნა

გიორგი მარგველაშვილმა 3 ახალი ელჩი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიაში, კუბასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ. განკარგულებათა მიხედვით, 2015 წლის 1 აგვისტოდან მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ერისთავი, ასევე[სრულად…]

რიჩარდ ნორლანდის შემცვლელი იან კელი იქნება

რიჩარდ ნორლანდის შემცვლელი იან კელი იქნება

აშშ-ის სენატმა საქართველოში ახალ ელჩად იან კელი დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათი განმარტებით, ელჩი კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა თბილისში ჩამოსვლას სექტემბრისთვის  გეგმავენ. საელჩოს ცნობით, ელჩმა ნორლანდმა იან კელის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და საქართველოდან გასამგზავრებლად მზადება დაიწყო. “სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველო და ქართველები მუდამ  მერის და[სრულად…]

დანიაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა

დანიაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა

დანიის სამეფოში, იუტლანდიის რეგიონში საქართველოს საკონსულო დაწესებულება ოფიციალურად გაიხსნა. წარმომადგენლობას ჰორსენსის მუნიციპალიტეტში საქართველოს საპატიო კონსული მარიანე ბოლსი ხელმძღვანელობს. როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ჰორსენსის მერი პიტერ სორენსენი და ჰორსენსის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ტორბენ ბუსკი დაესწრნენ, ასევე, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს,[სრულად…]

ირაკლი ღარიბაშვილი: “გადავწყვიტეთ, რომ აბუ-დაბიში გავხსნათ საელჩო, დუბაიში კი გენერალური საკონსულო”

ირაკლი ღარიბაშვილი: “გადავწყვიტეთ, რომ აბუ-დაბიში გავხსნათ საელჩო, დუბაიში კი გენერალური საკონსულო”

არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმის შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ ქართული მხარის გადაწყვეტილებით აბუ-დაბიში საქართველოს საელჩო, დუბაიში კი გენერალური საკონსულო გაიხსნება. “არაბეთის გაერთიანებული საემიროების დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დადასტურებაა იმის, რომ ჩვენი ქვეყნის[სრულად…]

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნას დაესწრო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნას დაესწრო

ისრაელში  ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს საპატიო საკოონსულო. წარმომადგენლობას იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსული იგალ ამედი უხელმძღვანელებს. საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ღონისძიებას ისრაელის მხრიდან ესწრებოდნენ  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავეგდორ ლიბერმანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ბენ შიტრიტი და ქვეყნის საგარეო უწყების სხვა მაღალჩნოსნები. საქართველოს მხრიდან სპატიო საკონსულოს წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ მინისტრის[სრულად…]

სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მოქალაქეები ჩილეში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ

სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მოქალაქეები ჩილეში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ

ჩილეს და საქართველოს შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება იმოქმედებს. როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმება, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეების ჩილეს რესპუბლიკაში უვიზოდ მგზავრობა შეეძლებათ, ძალაში მიმდინარე წლის 1 მაისიდან შედის. ჩილეს მხარემ ქართულ მხარეს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესასვლელად[სრულად…]

ალექსანდრე ლუკაშენკო: “ვისაუბრეთ საქართველოში ბელორუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნის შესახებ”

ალექსანდრე ლუკაშენკო: “ვისაუბრეთ საქართველოში ბელორუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნის შესახებ”

ბელორუსის პრეზიდენტ ს განცხადებით, საქართველოში ბელორუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა უნდა გაიხსნას. ამის შესახებ ლუკაშენკომ საქართველოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ურთიერთობას, მინდა აღვნიშნო, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა ქვეყნებს შორის, ეს შეიძლება იყოს ეუთო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ პარლამენტის დიალოგზე და ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე.[სრულად…]

შს მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შს მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბრის დასაწყისში თურქეთის ელჩმა ღრმა მწუხარება გამოხატა ქართველი პოლიციელის დაღუპვის გამო. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. შს მინისტრმა და ელჩმა ყურადღება გაამახვილეს[სრულად…]

დავით შავლიაშვილმა საქართველოში ავსტრიის ელჩთან მაღალმთიანი რაიონების განვითარების პერსპექტივები განიხილა

დავით შავლიაშვილმა საქართველოში ავსტრიის ელჩთან მაღალმთიანი რაიონების განვითარების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ბაქო) აქსელ ვეჰი ეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, ელჩს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და მინისტრის პირველი მოდგილე გიორგი ამაშუკელი შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მინისტრმა აქსელ ვეჰს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ასევე[სრულად…]

პორტუგალურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს აკრედიტებული ელჩი ეყოლება

პორტუგალურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს აკრედიტებული ელჩი ეყოლება

საქართველოს ელჩმა პორტუგალიის რესპუბლიკაში გიორგი გორგილაძემ პორტუგალურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობის  CPLP-ის აღმასრულებელ მდივანს მურადე მურარგეს აკრედიტაციის სიგელი გადასცა. აკრედიტაციის სიგელის ოფიციალურად გადაცემის შემდეგ, საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დაინტერესებულია და მზადაა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის CPLP-ისთან როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მხარეებმა ღნიშნეს, რომ პორტუგალიაში საქართველოს ელჩის CPLP-ში აკრედიტაცია ხელს შეუწყობს საქართველოსა[სრულად…]

ხორვატიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა

ხორვატიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა

ხორვატიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა. როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა. “საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ხორვატიის პარლამენტმა 2014 წლის 12 დეკემბერს მოახდინა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების გამო[სრულად…]

საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

საქართველომ და ტონგას სამეფომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს მოაწერეს ხელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდობიან რა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით. ტონგას სამეფოს[სრულად…]

დავით ნარმანია ავსტრიის ელჩს შეხვდა

დავით ნარმანია ავსტრიის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ავსტრიის ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ბაქო) აქსელ ვეხს შეხვდა. შეხვედრას ავსტრიის საპატიო კონსული საქართველოში, ევა ბერგერი ესწრებოდა. შეხვედრაზე ვენასა და თბილისს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ნარჩენების მართვის, ტრანსპორტისა და ეკონომიკის მიმართულებით. „ვისაუბრეთ ავსტრიული გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით. რამდენიმე მიმართულება გამოვყავით – ქალაქის მარკეტინგი,[სრულად…]

ნოდარ ხადური სომხეთის ელჩს შეხვდა

ნოდარ ხადური სომხეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იური ვარდანიანს. ფინანსტა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.

საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა

საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა

საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა. ელექტრონული ვიზის ახალი ვებ-სისტემის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზის აღების ახალი სისტემის მეშვეობით ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა. სავიზო განაცხადის შევსება ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი[სრულად…]

თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში

თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს  აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.  საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ამერიკის წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლებს.[სრულად…]

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩომ ფუნქციონირება დაიწყო

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩომ ფუნქციონირება დაიწყო

საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში საქართველოს საელჩომ ფუნქციონირება დაიწყო. საელჩოს შენობა განთავსებულია მისამართზე რიადი, ალ-ვურუდი, პრინც ფეისალ ბინ საად ბინ აბდულრაჰმანის ქუჩა N 60 შენობაზე 12 იანვარს ქართული ხუთჯვრიანი დროშა ოფიციალურად აღიმართა. საქართველოს მისია საუდის არაბეთში 2014 წლის თებერვალში დაფუძნდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულდა საელჩოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პროცედურა.[სრულად…]

დავით ნარმანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

დავით ნარმანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა. თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო. დავით ნარმანიას განცხადებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით. მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის ინიციატივა – “მერების შეთანხმება”, რომელიც 2020[სრულად…]

ალექსანდრე ჭიკაიძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

ალექსანდრე ჭიკაიძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბარდ ივარ სვენდსენთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ერთობლივი ინტერესის სფეროებში შემავალი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო ღონისძიებები შეათანხმეს, აგრეთვე შეეხნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. შეხვედრის დროს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას[სრულად…]

დავით ბაქრაძე საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა

დავით ბაქრაძე საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩთან, ელეფთერიოს პროიოსისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.  საბერძნეთის ელჩმა დავით ბაქრაძეს სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-საბერძნეთს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების[სრულად…]

იუვალ ფუქსი: “მშვიდობის მსურველმა ნებისმიერმა ქვეყანამ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმა უნდა დაგმოს”

იუვალ ფუქსი: “მშვიდობის მსურველმა ნებისმიერმა ქვეყანამ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმა უნდა დაგმოს”

“მშვიდობის მსურველმა ნებისმიერმა ქვეყანამ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმა უნდა დაგმოს”, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა განაცხადა. ისრაელის საელჩოს ცნობით, იუვალ ფუქსი უკვე ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ჯალაღანიას. ელჩის თქმით, “მას ღრმად სწამს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის დამყარება სურს, იერუსალიმში მომხდარ ამ სისხლიან თავდასხმას[სრულად…]

ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში ნორვეგიის ელჩს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში ნორვეგიის ელჩს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს ბარდ ივარ სვენდსენს შეხვდა. როგორც “თბილისი თაიმსს” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები და მათი დროულად[სრულად…]

ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის ელჩს ნატაშა პრაჰს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის ელჩს ნატაშა პრაჰს შეხვდა

დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით კიევში) ნატაშა პრაჰს შეხვდა. ალექსი პეტრიაშვილმა სლოვენიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების  მხარდაჭერისათვის. სლოვენიის ელჩმა  განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის[სრულად…]

პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა საქართველოსა და თურქეთის საგარეო უწყებებს შორის

პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა საქართველოსა და თურქეთის საგარეო უწყებებს შორის

თბილისში შედგა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო თურქეთის დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (deputy undersecretary) ალი ქემალ აიდინი. პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში საქართველოში სტუმრად მყოფი თურქეთის დელეგაცია მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.[სრულად…]