დიპ.დაიჯესტი

ელგუჯა ხოკრიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ელგუჯა ხოკრიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი თურქეთის ელჩს საქართველოში, ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მათი დაფინანსების წყაროებზე. გარდა ამისა, ელგუჯა ხოკრიშვილმა სხვადასხვა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის ეს პრიორიტეტული[სრულად…]

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უკანონო აქტს წარმოადგენს

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უკანონო აქტს წარმოადგენს

ოფიციალური თბილისის შეფასებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს. “2014 წლის 8 ივნისს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული[სრულად…]

მაია ფანჯიკიძე საქართველოში პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე საქართველოში პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ანკარა) ჯორჯ კაბრალი. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო[სრულად…]

მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას 500-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები,  კონგრესმენები და სენატორები,  ასევე სხვადასხვა ანალიტიკური ჯგუფების წევრები, ექსპერტები, ვაშინგტონში მოღვაწე ქართველები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია[სრულად…]

მაია ფანჯიკიძემ და ვიქტორია ნულანდმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

მაია ფანჯიკიძემ და ვიქტორია ნულანდმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე  ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე  მხარეებმა  საქართველოსა და აშშ-ს  შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს  ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის 27 ივნისს  დაგეგმილ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები.[სრულად…]

საქართველომ და ტოგოს რესპუბლიკამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

საქართველომ და ტოგოს რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიურიდა საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისოსამართლის პრონციპებს და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებშიხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის,სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობისპრინციპებით. ტოგოს რესპუბლიკის მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ამ სახელმწიფოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან მუდმივმა წარმომადგენელმა კოჯო მენანმა, საქართველოსმხრიდან – საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმაწარმომადგენელმა კახა იმნაძემ. ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთანსაქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოსა და ტოგოს რესპუბლიკას შორისდიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი წერილით ეცნობება გაეროსგენერალურ მდივანს ბან კი მუნს. საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს 178 გაეროს წევრ-     სახელმწიფოსთან. 28.05.14 Please follow and like us:

ელგუჯა ხოკრიშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

ელგუჯა ხოკრიშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი ბულგარეთის ელჩს საქართველოში, პლამენ ბონჩევეს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს გადასცა მისი ბულგარელი კოლეგის მიერ გამოგზავნილი წერილი და მემორანდუმის პროექტი, რომელიც მთელ რიგ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც საქართველო ივნისში აწერს ხელს, ევროკავშირის ქვეყნების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის სხვადახვა მიმართულებით გამოცდილების[სრულად…]

გერმანელი პროფესორის ღია წერილი ქართველებს – გადაარჩინეთ თქვენი ისტორია!

გერმანელი პროფესორის ღია წერილი ქართველებს – გადაარჩინეთ თქვენი ისტორია!

7 მაისი, 2014 «გადავარჩინოთ საყდრისი»-ს ორგანიზაციის კომიტეტს საყდრისის ოქროს მაღარო პატივცემულო გადარჩენის კომიტეტის წევრებო, დემოკრატია ეფუძნება ნდობას, სიტყვის თავისუფლებას, სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს და იმ ადამიანთა მონაწილეობას, რომელთაც შესაძლებლობა არ გააჩნიათ, საკუთარ მოთხოვნილებებს ფულით მიაღწიონ. სამართლიანი საზოგადოების მიღწევის გზა, ყოველთვის იოლი არაა. ის, რომ საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო საზოგადოებრივ პროტესტს და[სრულად…]

მაია ფანჯიკიძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა

ვენაში ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკას და, კერძოდ, უკრაინის კრიზისს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობასა და[სრულად…]

მაია ფანჯიკიძე დღეს საბერძნეთს ეწვევა

მაია ფანჯიკიძე დღეს საბერძნეთს ეწვევა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საბერძნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ევანგელოს ვენიზელოსს. შეხვედრის შემდეგ, გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია. გარდა ამისა, მაია ფანჯიკიძე შეხვედრას გამართავს საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან იოანის ტრაგაკისთან, ასევე საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა[სრულად…]

ხვალ თბილისს გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

ხვალ თბილისს გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

23-24 აპრილს, თბილისში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები გაიმართება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის და ლორან ფაბიუსის ვიზიტი საქართველოში ადრეც იყო დაგეგმილი, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო გადაიდო. “ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ[სრულად…]

„საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია“  დაფუძნდა

„საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია“ დაფუძნდა

თბილისში, დიპლომატიური წარმომადგენლობების მხარდაჭერით, „საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია“ დაფუძნდა. აკადემიის მიზანია პიროვნული და პროფესიული უნარებით აღჭურვოს ახალი თაობის პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერები და ხელი შეუწყოს დიპლომატიის მნიშვნელობის ზრდას ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. აკადემიამ პირველი პროექტი „ლიდერთა მასტერკლასები“ უკვე დაიწყო, რომელიც მომავალი ლიდერებისთვის არის განკუთვნილი.„ლიდერთა მასტერკლასები“ უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამაა,[სრულად…]

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი უახლოეს პერიოდში თბილისს ეწვევა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გუშინ ბერლინში კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  “ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ერთი კვირის წინ შევხვედროდით ერთმანეთს ბრიუსელში, დღეს ჩვენ ვხვდებით აქ, ბერლინში, ხოლო უახლოეს ორ კვირაში ბატონი შტაინმაიერი თბილისს ეწვევა. ივნისის[სრულად…]

მაია ფანჯიკიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

მაია ფანჯიკიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

დღეს იწყება საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან ქრისტოფ ჰოისგენთან, ასევე ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრიდრიხ-ებერტის ფონდში გამოვა მოხსენებით თემაზე  „საქართველოს საგარეო პოლიტიკის[სრულად…]

დღეს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

დღეს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

დღეს,  დაგეგმილია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგორდის ვიზიტი საქართველოში. საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება დანიელი მინისტრის შეხვედრა თავის ქართველ კოლეგასთან, მაია ფანჯიკიძესთან. შეხვედრის შემდეგ შედგება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია; მაია ფანჯიკიძე და მარტინ ლიდეგორდი გვირგვინით შეამკობენ 9 აპრილის მემორიალს; დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მისი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან[სრულად…]

საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის  საელჩო გაიხსნა

საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა

საქართველოში სლოვაკეთის  რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. საელჩოს შენობის ინაუგურაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მაია ფანჯიკიძემ და მიროსლავ ლაიჩაკმა მიმართეს. „სლოვაკეთსა და საქართველოს ძალიან თბილი და მეგობრული[სრულად…]

გიორგი მარგველაშვილმა ოთხ სახელმწიფოში საქართველოს ელჩების დანიშვნის განკარგულებებს მოაწერა ხელი

გიორგი მარგველაშვილმა ოთხ სახელმწიფოში საქართველოს ელჩების დანიშვნის განკარგულებებს მოაწერა ხელი

 საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ. ხელმოწერილი განკარგულებების მიხედვით 2014 წლის 1 მაისიდან სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ბექაია, 2014 წლის 1 ივნისიდან წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება თამარ გრძელიძე, ხოლო 2014[სრულად…]

ტუვალუ აფხაზეთისა და ე.წ. სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს

ტუვალუ აფხაზეთისა და ე.წ. სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს

ტუვალუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღო. ამის შესახებ ტუვალუს სამთავრობო დელეგაციის საქართველოში სტუმრობის ფარგლებში გახდა ცნობილი, რომელმაც ქართულ მხარესთან ქვეყნებს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი გააფორმა. უფრო კონკრეტულად, ოქმს ტუვალუს მხრიდან ხელი გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ, ხოლო[სრულად…]

საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს საფოსტო მარკა მიუძღვნეს

საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს საფოსტო მარკა მიუძღვნეს

საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილე საფოსტო მარკისგამოშვებთ აღინიშნა. ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტში გაიმართა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილისადმიმიძღვნილი საფოსტო მარკის გამოშვების ცერემონია. პრეზენტაცია ოფიციალურად გახსნა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,თეიმურაზ ჯანჯალიამ და ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ, სოლვიტა აბოლტინამ. საიუბილეო საფოსტო მარკისპრეზენტაცია ასევე ლატვიის ფოსტაშიც შედგა. ახალი საფოსტო მარკა, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროსა და ლატვიის ფოსტის მხარდაჭერით შეიქმნა. მარკის დიზაინი მხატვარ გიორგი ქართველიშვილს ეკუთვნის. მარკაზე გამოსახულია თავისუფლების სიმბოლოები. ლატვიის „თავისუფლების ქანდაკება – „მილდა“ და საქართველოს – „ქართლის დედა“. ლატვიური მარკა გამოიცემა 50000 ეგზემპლიარად. მისი ღირებულება შეადგენს 0,85 ევროს და მას გამოიყენებენ Aკლასის წერილის გასაგზავნად ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ამავე თემატიკაზე დაიბეჭდება სპეციალური კონვერტი (1500 ეგზემპლიარი), რომლის ავტორია ლატვიელი ხელოვანიგირტს გრივა. ლატვიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 11 მარტს. შესაბამისად, 2013 წელს ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინიციტივით დაიწყო ერთობლივ მარკაზე მუშაობა. ხოლო 2013 წლისნოემბერის დასაწყისში, მარკის ესკიზის პრეზენტაცია შედგა ლატვიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის,დავით უსუფაშვილის  ვიზიტისას. 29.03.14   Please follow and like us:

ლადო ჭანტურია გერმანიაში საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების ხელმძღვანელს შეხვდა

ლადო ჭანტურია გერმანიაში საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლადო ჭანტურია საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების (DGAP) ბერტოლდ ბაიტცის ცენტრის ხელმძღვანელს, დოქტ. ევალდ ბოელკეს (Dr. Ewald Boehlke) შეხვდა. შეხვედრა ბერლინში, საქართველოს საელჩოში შედგა. მხარეებმა განიხილეს უახლოეს მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე. საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში[სრულად…]

„ხელისუფლება მზად არის გააქტიუროს  რეფორმების პროცესი, რათა მომზადდეს მტკიცე საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის“

„ხელისუფლება მზად არის გააქტიუროს რეფორმების პროცესი, რათა მომზადდეს მტკიცე საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის“

“საქართველო განუხრელად მისდევს ევროპული ინტეგრაციის კურსს, რაც ქვეყნის, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან: პერსპექტივები და შესაძლებლობები“ გამოსვლისას. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი მიესალმა ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნას, რომელშიც ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს ხელი მოაწეროს საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას არაუგვიანეს 2014 წლის[სრულად…]

მაია ფანჯიკიძე ამერიკელ კონგრესმენს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ამერიკელ კონგრესმენს შეხვდა

საქართველოს ვიზიტით ეწვია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის  დელეგაცია დაზვერვის საკითხებში მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის, კონგრესმენ მაიკ როჯერსის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში,  21 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ  ამავე კომიტეტის აპარატის წევრები. კონგრესმენმა როჯერსმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას[სრულად…]

ზარარ აჰმად ოსმანი: „საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა ჩვენთვის საინტერესოა“

ზარარ აჰმად ოსმანი: „საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა ჩვენთვის საინტერესოა“

დარწმუნებული ვარ, რომ 2014 წლის შემდეგაც საქართველოს ავღანეთში ახალ მისიაში ექნება თავისი ღირსეული ადგილი, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზარარ აჰმად ოსმანმა თავის ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ[სრულად…]

არარეზიდენტი ელჩები საქართველოს სტუმრობენ

არარეზიდენტი ელჩები საქართველოს სტუმრობენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს შეხვედრები გაიმართა საქართველოში ჩამოსულ არარეზიდენტ ელჩებთან.  მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანს და მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ირლანდიის, მალტის, სერბეთის, ავსტრალიის, ომანის სასულთნოს, თურქმენეთისა და ფილიპინების ელჩებმა. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.[სრულად…]

საქართველოს ელჩი ლიტვაში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ელჩი ლიტვაში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქრთველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში, ხათუნა სალუქვაძე ლიტვის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გედიმინას კირკილასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ლიტვა-საქარტველოს ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. გედიმინას კირკილასმა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა აღნიშნა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების სრული მხარდაჭერა და დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე[სრულად…]

მაია ფანჯიკიძე ვანუატუს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ვანუატუს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა ვანუატუს პრემიერ-მინისტრთან, მოანა კალოსილთან. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი სურვილი განავითარონ მეგობრული ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში. ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 25-ე სხდომას ესწრება, რომლის[სრულად…]

ირაკლი ალასანიას იაპონიაში მოსალოდნელი ვიზიტის საკითხი განიხილება

ირაკლი ალასანიას იაპონიაში მოსალოდნელი ვიზიტის საკითხი განიხილება

იაპონიის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა იაპონიაში საქართველოს ელჩის ლევან ცინცაძის შეხვედრა იაპონიის თავდაცვის მინისტრთან  იცუნორი ონოდერასთან. განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას იაპონიაში მოსალოდნელი ვიზიტის საკითხი. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იცუნორი ონოდერამ ხაზი გაუსვა  იაპონიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი იაპონიაში მეტად ნაყოფიერი იქნება.[სრულად…]

უზბეკეთში საქართველოს ელჩმა ქვეყნი პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

უზბეკეთში საქართველოს ელჩმა ქვეყნი პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ჟღენტმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა, სადაც უზბეკეთის პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის შუა აზიასა და სამხრეთ[სრულად…]

თამარ ბერუჩაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

თამარ ბერუჩაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

 „მალტა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას. განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც მას ბევრი გამოწვევა ელის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე“ – ამის შესახებ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ ანჯელო ფარუჯამ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მალტის მხრიდან ეს პირველი მაღალი დონის ვიზიტი იყო, რომლის ფარგლებშიც ანჯელო ფარუჯამ[სრულად…]

შვეიცარიაში საქართველოს ელჩი აარგაუს კანტონს ეწვია

შვეიცარიაში საქართველოს ელჩი აარგაუს კანტონს ეწვია

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი  ირაკლი ყურაშვილი ოფიციალური ვიზიტით  აარგაუს კანტონს ეწვია. ელჩმა შეხვედრა კანტონის პრეზიდენტთან  როლანდ ბროგლისთან გამართა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ინოვაციებითა და მზარდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე  კანტონთან სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ირაკლი ყურაშვილმა როლანდ ბროგლი ციურიხში დაგეგმილ ქართულ-შვეიცარიულ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიპატიჟა. ბიზნეს-ფორუმი შვეიცარიის[სრულად…]