დიპ.დაიჯესტი

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებების განახლების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებების განახლების თაობაზე. “ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფ. ღოღეთისა[სრულად…]

პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა გაიმართა

პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა გაიმართა

პოლონეთში, საქართველოს საელჩოში პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.  როგორც “თბილისი თაიმს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ესწრებოდა პოლონეთის სეიმისა და სენატის 30-ზე მეტი დეპუტატი. მათივე ინფორმაციით, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, მიხალ შჩერბამ. სამინისტროს ცნობით, შეხვედრის[სრულად…]

ორთვინ ჰენიგი: „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი საქართველოს დემოკრატიული ტრანზაქციის აღიარებაა“

ორთვინ ჰენიგი: „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი საქართველოს დემოკრატიული ტრანზაქციის აღიარებაა“

„ბოლო 15 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აუმჯობესებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს, რაც  უცხოელი ბიზნესმენებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს“ – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა ქართულ-გერმანული ბიზნეს ფორუმის გახსნისას განაცხადა. ელჩის თმით საქართველო  ეკონომიკურ ზრდას განიხდის, „ შედარებით დაბალი გადასახადები და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ასევე[სრულად…]

გიუნტერ ოტინგერი: “საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება”

გიუნტერ ოტინგერი: “საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება”

“საქართველო და ევროკავშირი ავითარებენ ძლიერ პარტნიორობას და ამ ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. გასული წლის ნოემბერში მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე და ვფიქრობ,  ოქტომბრამდე ჩვენ გვექნება კონკრეტული შედეგი თქვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და[სრულად…]

ლადო ჭანტურიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ლადო ჭანტურიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს იოაჰიმ გაუკს რწმუნებათა სიგელი გადასცა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. საქართველოს მიერ განხორციელებულ დემოკრატიუულ რეფორმებს, საქართველოს სწრაფვას  ევროპასა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ და გერმანიის ფედრაციის როლს ამ პროცესში. გერმანიის პრეზიდენტმა დადებითან შეაფასა საქართველოში[სრულად…]

“უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ 18 თებერვალს კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო”

“უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ 18 თებერვალს კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში განვითარებულ გუშინდელ  მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თბილისის თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ: “სასტიკად ვგმობთ ძალის გამოყენების ფაქტს და უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ 18 თებერვალს კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეცაა.[სრულად…]

მაია ფანჯიკიძე  ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

მაია ფანჯიკიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ბრიუსელში გაიმართა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომა, რომელზეც ევროპარლამენტართა წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. გამოსვლაში მინისტრმა ძირითადად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებზე, შემდგომ გეგმებსა და მიზნებზე, ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, რომელიც[სრულად…]

დავით ზალკალიანი ჩინეთის ელჩს შეხვდა

დავით ზალკალიანი ჩინეთის ელჩს შეხვდა

 დღეს ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს იუ ბინს შორის. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური[სრულად…]

სოლვიტა აბოლტინია: „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ლატვიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“

სოლვიტა აბოლტინია: „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ლატვიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს, სოლვიტა აბოლტინიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში სამომავლო ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  გაწევრიანების საკითხში ლატვიასთან თანამშრომლობას და ამ კუთხით  გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. სოლვიტა აბოლტინიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას[სრულად…]

დიპლომატები, რომლებიც სამი თვის ვადაში აგრემანს ვერ მიიღებენ, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან

დიპლომატები, რომლებიც სამი თვის ვადაში აგრემანს ვერ მიიღებენ, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან

ელჩი და კონსული, რომელიც დანიშვნიდან სამი თვის ვადაში შესაბამისი სახელმწიფოს მხრიდან თანხმობას ვერ მიიღებს, თანამდებობიდან იქნება გათავისუფლებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი ხდება, მთავრობას დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართოს, თუკი ის აგრემანის მისაღებად დოკუმენტაციის გაგზავნიდან[სრულად…]

ამერიკელი კონგრესმენები ნატოს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთის MAP-ის მინიჭებას ემხრობიან

ამერიკელი კონგრესმენები ნატოს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთის MAP-ის მინიჭებას ემხრობიან

ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ნატო-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ და მიესალმებიან აშშ-ს ძალისხმევას აღნიშნულ სამიტზე პრიორიტეტად გახადოს ნატო-ს გაფართოების პერსპექტივა. კონგრესმენები მოუწოდებენ ამერიკის სახელმწიფო მდივანს  მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს  ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა[სრულად…]

საქართველოს საელჩომ ეთიოპიაში აფრიკის კავშირის აღმასრულებელ საბჭოს ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საელჩომ ეთიოპიაში აფრიკის კავშირის აღმასრულებელ საბჭოს ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილმა და მრჩეველმა შალვა დათიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს  ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბაბაში ჩატარებულ აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს 24-ე სამიტსა და 22-ე ასამბლეაში. ღონისძიების ფარგლებში 34 აფრიკული სახელმწიფო ოყო წარმოდგენილი. საქართველოს საელჩომ აფრიკული ქვეყნების დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე,  კერძოდ ბოლო პერიოდში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა[სრულად…]

საქართველოს ელჩი ინდონეზიის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს ელჩი ინდონეზიის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიაში ზურაბ ალექსიძე პრეზიდენტის მრჩეველს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰასან ვირაჯუდას შეხვდა. როგორც “თბილისი თაიმს” საგარეო უწყებიდან აცნობეს,  შეხვედრისას ზურაბ ალექსიძემ პრეზიდენტის მრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს  საინვესტიციო პოტენციალსა  და ბოლო დროს გატარებულ მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებზე. მხარეები[სრულად…]

ეთიოპიაში საქართველოს ელჩი მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს შეხვდა

ეთიოპიაში საქართველოს ელჩი მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილი ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, მის უწმინდესობა მათიასს შეხვდა. მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი მიესალმა ეთიოპიაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გახსნას და გამოხატა რწმენა, რომ საელჩოს საქმიანობა ხელს შეუწყობს ეთიოპელი და ქართველი ხალხის დაახლოებას. ელჩმა და პატრიარქმა აღნიშნეს    ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და გააქტიურების აუცილებლობა.[სრულად…]

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ გზამკვლევში, ესტონეთის მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. ესტონეთის საგარეო უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ამ ტერიტორიებზე ყოფნა უკანონო და დასჯადია. „აფხაზეთსა და ოსეთში არალეგალური შესვლა (რუსეთის საზღვრიდან)  სისხლის სამართლის დანაშაულია. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო[სრულად…]

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული კოლექცია იქმნება

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული კოლექცია იქმნება

საქართველოს საელჩომ ქალაქ პრეტორიაში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართული ლიტერატურის ინგლისურენოვანი ნიმუშები გადასცა. როგორც საგარეო უწყებიდან “თბილისი თაიმს” აცნობეს, წიგნების გადაცემა  2013 წლის 25 იანვარს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სამხრეთ აფრიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საქართველოს მდიდარი[სრულად…]

ბოგდან აურესკუ:  “რუმინეთი მხარს უჭერს, რომ საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მალე მოეწეროს ხელი”

ბოგდან აურესკუ: “რუმინეთი მხარს უჭერს, რომ საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მალე მოეწეროს ხელი”

“რუმინეთი მომხრეა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას რაც შეიძლება მალე მოეწეროს ხელი” – აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ბოგდან აურესკუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ. “შეხვედრაზე ჩვენ ინტენსიური საუბარი და კონსულტაცია გვქონდა იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც ევროკავშირი-საქართველოსა და რუმინეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება.  ჩვენს საგარეო უწყებებს დადატვირთული დღის[სრულად…]

საქართველოს ელჩი ყაზახეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ელჩი ყაზახეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

ყაზახეთის რესპუბლიკის სენატში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარეს  კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა, სადაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების გზები. მხარეებმა მიმოიხილეს ტურიზმის სფეროში არსებული მიღწევებიც, სტატისტიკის[სრულად…]

რუმინეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს ოლიმპიადის მიმდინარეობისას არ მოინახულონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

რუმინეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს ოლიმპიადის მიმდინარეობისას არ მოინახულონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  იმ თანამოქალაქეთათვის, ვინც ზამთრის ოლიმპიადაზე დასასწრებად სოჭში გამგზავრებას გეგმავს, სპეციალური გზამკვლევი  გამოსცა. გზამკვლევში, სადაც  მოქალაქეთა უსაფრთხოებისათის აუცილებელი ინფორმაციაა მოცემული, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუმინეთის მოქალქეებს, სოჭის ოლიმპიადიაზე დასწრების დროს,  თავი შეიკავონ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონახულებისაგან. რუმინეთის ხელისუფლება აფრთხილეს მოქალაქეებს საქართველო-რუსეთის[სრულად…]

საქართველოში იტალიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოში იტალიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოში იტალიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატი უწყებაში ახსნა-განმარტებებისთვისაა დაბარებული. მიზეზი ოკუპირებულ ცხინვალსა და იტალიურ ქალაქ- ლანუზეის შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებაა. მაია ფანჯიკიძის უწყებამ იტალიაში საქართველოს საელჩოს უკვე დაავალა ვითარების ადგილზე გარკვევა. ინფორმაცია ცხინვალსა და ლანუზეის შორის ხელმოწერილ დოკუმენტზე სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა[სრულად…]

ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო

ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო

დღეს თბილისში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგზე  მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო. “ჩვენ დღეს ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გვაქვს. დღის წესრიგი არის დოკუმენტი, რომელსაც 3 წლის მოქმედების ვადა ექნება და რომელიც ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას და დაგვეხმარება ყველა ეტაპზე. როგორც მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულებას არაუგვიანეს სექტემბრისა მოეწერება[სრულად…]

მაია ფანჯიკიძე აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და სენატორების მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა

მაია ფანჯიკიძე აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და სენატორების მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა

2014 წლის 21 იანვარს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და სენატორების მრჩეველთა დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე საკითხები, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების პრობლემატიკა, ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს[სრულად…]

დავით ზალკანიანმა საქართველოში ჩინეთის ელჩი მიიღო

დავით ზალკანიანმა საქართველოში ჩინეთის ელჩი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მიიღო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები ისევე როგორც მიმდინარე აქტუალური საკითხები. გამოითქვა კმაყოფილება ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა ჩინეთიდან საქართველოში[სრულად…]

საქართველოს ელჩი სერბეთის პატრიარქს შეხვდა

საქართველოს ელჩი სერბეთის პატრიარქს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში დავით ბაქრაძე, 2014 წლის  16 იანვარს სერბეთის პატრიარქ  ირინეოსს შეხვდა.  შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრეს  სერბ და ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიან ხალხს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საქართველოს ელჩმა პატრიარქს კულტურული თანამშრომლობის განვითარების  თვალსაზრისით საელჩოს გეგმები გააცნო და აღნიშნა მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ორივე[სრულად…]

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიის საგარეო უწყების გენერალურ მდივანს შეხვდა

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიის საგარეო უწყების გენერალურ მდივანს შეხვდა

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ჯანჯღავამ, გამართა შეხვედრა ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან, დევიდ კუნისთან. გიორგი ჯანჯღავამ  გენერალურ მდივანს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის წერილი ირლანდიის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის იმონ გილმორის  საქართველოში მოწვევის თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მინისტრის ვიზიტის უაღრესად დიდ მნიშვნელობას, როგორც ირლანდიის[სრულად…]

საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა

19 იანვარს, საქართველოს ვიზიტით ეწვევა აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა, ასევე შეერთებული შტატების სენატის სხვადასხვა კომიტეტების წამყვანი თანამშრომლებისა და მრჩევლებისგან შემდგარი სამი დელეგაცია. როგორც საგარეო უწყებიდან „თბილისი თაიმსს“ აცნობეს, აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციაში, რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს, შედიან: სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი[სრულად…]

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მონაკოს პრინცს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მონაკოს პრინცს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა იუნესკოში,  ეკატერინე სირაძე-დელონემ   მონაკოს სამთავროს პრინცს, მის აღმატებულება ალბერტ II-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა. როგორც საგარეო უწყებიდან “თბილისი თაიმსს” აცნობეს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი  მონაკოს სამთავროს მთავარ სასახლეში გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდა მონაკოს სამთავროს სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი ჟაკ ბუასონი და საგარეო საქმეთა მინისტრი[სრულად…]

პრეტორიაში სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატა დაფუძნდა

პრეტორიაში სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატა დაფუძნდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა „სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის (სასსპ)“დამფუძნებელ შეხვედრას. ორი ქვეყნის ურთიერთობებში ამ საეტაპო მოვლენას დაესწრო და სავაჭრო პალატის დამფუძნებელ წევრებად დარეგისტრირდა 20-მდე სამხრეთ აფრიკული და ქართული კომპანიის წარმომადგენელი და ინდივიდუალური მეწარმე. შეხვედრას თავმჯდომარეობდა და ორგანიზაციის დაფუძნებისთვის საჭირო პროცედურების ჩატარებას უძღვებოდა პრეტორიაში მოქმედი ავტორიტეტული იურიდიული კომპანიის Weavand[სრულად…]

საბერძნეთში ქართული კულტურულ-ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

საბერძნეთში ქართული კულტურულ-ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით კუნძულ კერკირაზე ქართული კულტურულ-ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა იონიის ზღვის კუნძულების რეგიონულ გუბერნატორთან სპირიდონ სპირუსთან და ვიცე-გუბერნატორთან ხრისტოს-ირაკლის სკურტისთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ქალაქ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის „კავკასია“ ხელმძღვანელი ავთანდილ მიქაბერიძე და სინიელთა[სრულად…]

ფრანგულმა ტელეარხმა ქართული ღვინოზე დოკუმენტური ფილმი უჩვენა

ფრანგულმა ტელეარხმა ქართული ღვინოზე დოკუმენტური ფილმი უჩვენა

საფრანგეთის წამყვანმა კულტურულ-შემეცნებითმა ტელეარხმა ARTE-მ ქართულ ღვინოს, მისი ტრადიციების, ქვევრსა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოაწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფილმში სათაურით “საქართველო ღვინის სიყვარულისთვის” მთავარი აქცენტი საქართველზე, როგორც რეგიონში ღვინის ტრადიციულ მწარმოებელზეა გაკეთებული.  ფილმში აღნიშნულია, რომ კომუნისტურ ეპოქაში საქართველო მიჩნეული იყო, როგორც საბჭოთა კავშირის მარანი. მისი ჩამოშლის[სრულად…]