ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული. საქსტატის მიერ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს[სრულად…]

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – აფხაზეთისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი 600 000 ლარი არსებითი დახმარებაა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – აფხაზეთისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი 600 000 ლარი არსებითი დახმარებაა

აფხაზეთისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი 600 000 ლარი არსებითი დახმარებაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა. მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 2018 წელს, აფხაზეთს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საშუალებები გადასცეს, დახმარების მთლიანი ღირებულება კი 600 000 ლარს შეადგენდა. „აფხაზურ მხარესთან შესაბამის ფორმატში ვთანამშრომლობთ,[სრულად…]

????????????????????????????????????

საქართველოდან ჭაჭის ექსპორტი 61 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან  მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა 67 პროცენტია. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61[სრულად…]

საქსტატის მონაცემებით, მაისში ინფლაცია 4.7%-მდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მაისში ინფლაცია 4.7%-მდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 4.7 % შეადგინა, რაც მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 % შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მაისში ყველაზე მეტად – 21.1%-ით ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფის პროდუქტებზე გაიზარდა. სურსათის ფასების წლიურმა ზრდამ კი 7.9%[სრულად…]

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ხუთივე წევრი უკვე შერჩეულია

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ხუთივე წევრი უკვე შერჩეულია

საინვესტიციო საბჭოს ხუთივე წევრი შერჩეულია და მათ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ბრიფინგზე წარვუდგენთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ყველა კანდიდატი მაღალკვალიფიციურია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საპენსიო სააგენტოების ხელმძღვანელობის გამოცდილება აქვთ. „დღეს ინტერპელაციის პროცედურების ფარგლებში პრემიერს დაუსვეს კითხვები, მათ შორის საპენსიო სააგენტოს მოქმედების და მუშაობის[სრულად…]

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 2019 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებლების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8%-ით განისაზღვრა.რაც შეეხება სექტორებს, გოგიტა თოდრაძის[სრულად…]

„საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო…“ – ქართული ღვინო კრაკოვში წარადგინეს

„საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო…“ – ქართული ღვინო კრაკოვში წარადგინეს

ქართული ღვინო პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ნატურალური ღვინოების პირველ ფესტივალზე “Confetti wine fest” იყო წარდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია „ვინისფერას“  ხელმძღვანელმა მარიუშ კაპჩინსკიმ ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება „საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო…“ გამართა, სადაც ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, რესტორნის მეპატრონეები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. მარიუშ კაპჩინსკი[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა

მამუკა ბახტაძე – კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა

კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფორუმზე – „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დატოვა მემკვიდრეობით, რასაც[სრულად…]

ნათია თურნავა – არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ აქვს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მხარდაჭერა, როგორც ანაკლიის პორტს

ნათია თურნავა – არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ აქვს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მხარდაჭერა, როგორც ანაკლიის პორტს

ანაკლიის პროექტი განწირულია წარმატებისთვის, ერთი რამ გვაკლია, რომ ინვესტორმა შეასრულოს თავისი ვალდებულება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომელიც წინანდალში მიმდინარეობს. მისი თქმით, ანაკლიის პორტს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ აქვს ასეთი მხარდაჭერა. „ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ 300[სრულად…]

მამუკა ხაზარაძე – ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა

მამუკა ხაზარაძე – ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შეჩერების პირასაა. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა.რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი[სრულად…]

ფოთში ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტის გამო, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

ფოთში ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტის გამო, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი. როგორც მინისტრი განმარტავს, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ეს მინისტრთან და მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო. „პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის[სრულად…]

მეღვინე ქალები საქართველოდან WomeninWineExpo-ში მონაწილეობენ

მეღვინე ქალები საქართველოდან WomeninWineExpo-ში მონაწილეობენ

ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენა „WomeninWineExpo 2019” 23-24 მაისს ნიდერლანდებსა და ბელგიაში  იმართება. გამოფენაში საქართველოდან 8 მეღვინე ქალი მონაწილეობს: „ქეთი ვაინი“, „ბაიას ღვინო“, „მარანი საჩინო“, „მადამ ვაინი“, „დემის მარანი“, „ნინო მორის მარანი“,  „მირანდა ჩხეტიანი“ და „თამარის ღვინო“.  სულ გამოფენაში 30 მეღვინე ქალი მონაწილეობს მსოფლიოს 8 ქვეყნიდან. გამოფენა ტარდება ორ ნაწილად:[სრულად…]

საქართველოდან საზღვარგარეთ ძირითადად, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად მოგზაურობენ

საქართველოდან საზღვარგარეთ ძირითადად, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად მოგზაურობენ

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 677.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა. აქედან უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მოგზაურების მიერ. საქსტატმა მთლიან მოგზაურებში, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, ვიზიტორთა რაოდენობაც გამოთვალა და მათმა რაოდენობამ 484.8 ათასი შეადგინა. უწყების განმარტებით, ვიზიტორი არის 15 წლის ან[სრულად…]

აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ზარალი აუნაზღაურდებათ

აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ზარალი აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესულია 1200-ზე მეტი შეტყობინება და ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. ზარალის შეფასების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები დაზარალებულ სოფლებში გაეცნენ.[სრულად…]

“m.j accessorize”-ის ნამუშევრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იყიდება

“m.j accessorize”-ის ნამუშევრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იყიდება

უკვე რამდენიმე წელია,  ხელნაკეთი აქსესუარების ქართული ბრენდი m.j accessorize მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლითა და განსხვავებული კოლექციით ანებივრებს. ბრენდი დებმა, იურისტმა ანა ჯიბუტმა და ინტერიერის დიზაინერმა მარიამ ჯიბუტმა შექმნეს და სულ მალე საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. “თბილისი თაიმსს” ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ჯიბუტი ესაუბრა.  მომიყევით თქვენ[სრულად…]

ნათია თურნავამ მოლდოველ კოლეგასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრ

ნათია თურნავამ მოლდოველ კოლეგასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოლდოველ კოლეგასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. ევროკავშირი – DCFTA ქვეყნების არაოფიციალური მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ჩირილ გაბურიჩს შეხვდა და მასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოლდოვას, საქართველოს მსგავსად, 5 წელია,[სრულად…]

2019 წლის ოთხი თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის ოთხი თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის ოთხი თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა და 113 251 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54 პროცენტი ქართველია, ხოლო 46 უცხოელი. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 2019 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: თბილსის ეროვნულ პარკს[სრულად…]

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას AIR MALTA იწყებს

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას AIR MALTA იწყებს

4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია AIR MALTA იწყებს. რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ იუწყებიან, საქართველოს ავიაბაზარზე AIR MALTA-ს შემოსვლასთან დაკავშირებით 16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმროში HOLIDAY INN პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ავიაკომპანიის წარმომადგენლები და საქართველოში AIR MALTA-ს[სრულად…]

EBRD-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

EBRD-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა” (EBRD) „თიბისი ბანკი” საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეხუთედ მიიღო. დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2018 წლის წარმატებულ პარტნიორ[სრულად…]

ნათია თურნავა – ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა

ნათია თურნავა – ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა

ბოლო დღეებში ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა და კურსი დასტაბილურდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა. „ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. არცერთი ფუნდამენტური მაჩვენებლის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს გაუფასურებასთან“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით,  საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება.[სრულად…]

“კუმპა”-ქართული ეკოლოგიურად სუფთა ხელნაკეთი საპნები საქართველოს ფარგლებს ცდება

“კუმპა”-ქართული ეკოლოგიურად სუფთა ხელნაკეთი საპნები საქართველოს ფარგლებს ცდება

პიგიენა და თავის მოვლა ნებისმიერი ადამიანის უპირველესი საჭიროებაა. დღეს ამ კუთხით, მომხმარებელს საკმაოდ დიდი და ფართო არჩევანი აქვს, რომელსაც ქართული, ხელნაკეთი კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები სთავაზობენ.  რამდენიმე წლის წინ ბაზარზე ნატურალური საპნების მწარმოებელი კომპანია გამოჩნდა. „კუმპა“ ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ნატურალური და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქციის წარმოებაზე. პროდუქცია ხელნაკეთია, მაქსიმალურად[სრულად…]

“კოსმო”-ქართული ბრენდი  საქართველოს ფარგლებს გარეთ რამდენიმე ქვეყანაში  იყიდება

“კოსმო”-ქართული ბრენდი საქართველოს ფარგლებს გარეთ რამდენიმე ქვეყანაში იყიდება

„კოსმო“ დეიდაშვილების სოფო მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც  2015 წელს შეიქმნა. გოგონებმა ბიზნესი  5 ლარით დაიწყეს,დაარსებიდან  სამი წლის შემდეგ  „კოსმოს“ აქვს სამი მაღაზია,საგამოფენო დარბაზი, ჰყავს 25 თანამშრომელი,  თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სახელოსნო და რაც მთავარია პროდუქციის „კოსმოსური“ არჩევანი. „თბილისი თაიმსს“   Cosmo-ს  წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სოფო მუხულიშვილი ესაუბრა. „კომპანია[სრულად…]

საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის მაგისტრები ესტუმრებიან

საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის მაგისტრები ესტუმრებიან

მიმდინარე კვირას საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 70-მდე ღვინის პროფესიონალი ეწვევა, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „ზერო კომპრომაისი’’ და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს“ დაესწრებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის მაგისტრები, სომელიეები, ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს იტალიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან,[სრულად…]

საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. ექსპორტი მაისიდან დაიწყო და დღეისთვის მისი დღიური მოცულობა თურქეთში 2.78 მლნ კვტ.სთ-ს , ხოლო რუსეთში 2.61 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს. ექსპორტის დაწყება საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში გაზრდილ გამომუშავებას უკავშირდება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს საქართველოდან 700 მლნ[სრულად…]

იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინო და 8,4 მლნ ბოთლი ბრენდია ექსპორტირებული

იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინო და 8,4 მლნ ბოთლი ბრენდია ექსპორტირებული

იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული. სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7 პროცენტით მეტია. ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა[სრულად…]

წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში აპრილში წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 2018 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, 2019 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი შეადგინა. აპრილში წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7-პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და[სრულად…]

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 3 მაისიდან სატესტო რეჟიმში დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით მოხდება. ვიზიტორთა ცენტრებში მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები. ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების[სრულად…]

ეროვნულმა ბანკმა ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ეროვნულმა ბანკმა ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპეიკის ნომინალით. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ თარიღს 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების[სრულად…]

ეროვნულმა ბანკმა თბილისში ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 კი დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა თბილისში ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 კი დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში,”ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის”მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო[სრულად…]

პირველი ივნისიდან ახალი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თამბაქოს ბიზნესი დაჯარიმდება

პირველი ივნისიდან ახალი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თამბაქოს ბიზნესი დაჯარიმდება

31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. კერძოდ, 31 მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე[სრულად…]