3 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
3 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
3 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
4 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
4 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

ეკონომიკა

საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. ექსპორტი მაისიდან დაიწყო და დღეისთვის მისი დღიური მოცულობა თურქეთში 2.78 მლნ კვტ.სთ-ს , ხოლო რუსეთში 2.61 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს. ექსპორტის დაწყება საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში გაზრდილ გამომუშავებას უკავშირდება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს საქართველოდან 700 მლნ[სრულად…]

იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინო და 8,4 მლნ ბოთლი ბრენდია ექსპორტირებული

იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინო და 8,4 მლნ ბოთლი ბრენდია ექსპორტირებული

იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული. სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7 პროცენტით მეტია. ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა[სრულად…]

წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში აპრილში წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 2018 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, 2019 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი შეადგინა. აპრილში წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7-პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და[სრულად…]

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 3 მაისიდან სატესტო რეჟიმში დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით მოხდება. ვიზიტორთა ცენტრებში მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები. ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების[სრულად…]

ეროვნულმა ბანკმა ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ეროვნულმა ბანკმა ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპეიკის ნომინალით. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ თარიღს 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების[სრულად…]

ეროვნულმა ბანკმა თბილისში ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 კი დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა თბილისში ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 კი დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში,”ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის”მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო[სრულად…]

პირველი ივნისიდან ახალი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თამბაქოს ბიზნესი დაჯარიმდება

პირველი ივნისიდან ახალი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თამბაქოს ბიზნესი დაჯარიმდება

31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. კერძოდ, 31 მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე[სრულად…]

სესხი რეპეტიტორებისთვის – “ტერაბანკმა” ახალი პროდუქტი შექმნა

სესხი რეპეტიტორებისთვის – “ტერაბანკმა” ახალი პროდუქტი შექმნა

“ტერაბანკმა” კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან. სესხის მიღება მარტივი პირობებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თანხის გაცემისას “ტერაბანკი” არა მხოლოდ ხელფასს, არამედ კერძო მოსწავლეებისგან მიღებულ დამატებით შემოსავლებსაც ითვალისწინებს. „გადავწყვიტეთ, კონკრეტულად რეპეტიტორებისთვისაც შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მათ არა[სრულად…]

ირაკლი ლექვინაძე – ჰესებთან დაკავშირებული პროექტების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას დიდი ჰიდრორესურსები აქვს

ირაკლი ლექვინაძე – ჰესებთან დაკავშირებული პროექტების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას დიდი ჰიდრორესურსები აქვს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განვითარება, რომელიც უკავშირდება ჰესებს, რადგან ქვეყანას გააჩნია ძალიან დიდი ჰიდრორესურსები. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ძირითადი პოტენციალი ამ კუთხით აუთვისებელია. „ვფიქრობ, ნებისმიერი პროექტი, რომელსაც კერძო ინვესტორი საქართველოში ახორციელებს, მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებული პროექტები, რომელსაც ბიზნესმენები ახორციელებენ, მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიდეს და ამით ბიზნესის[სრულად…]

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს. BM.GE–ს ინფორმაციით, სწორედ თურნავა ჩაანაცვლებს ამ პოსტზე გიორგი ქობულიას. ქობულიას ეკონომიკის მინისტრობიდან გათავისუფლების ბრძანებას პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი უკვე მოაწერა. შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2018 წლის 14 სექტემბერიდან მუშაობს. მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:[სრულად…]

პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინო “ჩელთი” გრანდ ოქროს ტიტულის მფლობელი გახდა

პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინო “ჩელთი” გრანდ ოქროს ტიტულის მფლობელი გახდა

პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინო ჩელთი მსოფლიოს 30 საუკეთესო ღვინოში მოხვდა! დუსელდორფში გამართულ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, საერთაშორისო კონკურსზე “MUNDUS VINI”, სადაც 10000 მდე ღვინო იყო წარმოდგენილი, ჩელთიმ 4 ოქროს მედალი და 1 გრანდ ოქრო, 5 ღვინის დამსახურებით მიიღო. ღვინოს პროფესიონალი ექსპერტებითა და სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა. “MUNDUS VINI”-ს კონკურსზე[სრულად…]

2018 წელს ყურძნის წარმოება 44.8 %-ით გაიზარდა

2018 წელს ყურძნის წარმოება 44.8 %-ით გაიზარდა

2018 წელს 261.8 ათასი ტონა ყურძენი იწარმოა, რაც 44.8 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებშია საუბარი. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყანაში 86.2 ათასი ტონა თესლოვანი ხილი იწარმოა, რაც 3.3-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მასთან, საანგარიშო პერიოდში წარმოებულია: 46.0 ათასი[სრულად…]

ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ 12 ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც ქართული ღვინის ორი წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი უძღვებოდნენ.  ანა გოდაბრელიძემ სტუმრებს[სრულად…]

აზიის განვითარების ბანკი კრედო ბანკს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სესხს გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკი კრედო ბანკს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სესხს გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) „კრედო ბანკს“ 60 მილიონი ლარის (22.3 მილიონი აშშ დოლარი) სესხსა და 500,000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტს ახალი სამომხმარებლო პროდუქტების შესაქმნელად გამოუყოფს. როგორც „თბილისი თაიმსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული თანხა სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მათივე ინფორმაციით, სესხები[სრულად…]

საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

საქართველოს ბანკმა,  12-13 აპრილს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. სტუმრები საქართველოს ბანკის ისტორიულ შენობას ეწვივნენ, სადაც დაგროვილი ქონების მართვის ოფისია განთავსებული. სტუმრებმა მოინახულეს პირველი საფინანსო ინსტიტუტის ე.წ „საკრედიტო საზოგადოებ“-ის შენობა, რომელიც საქართველოს ბანკის სათაო ოფისი იყო. შენობას, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა, ისტორიული ძეგლის სტატუსი[სრულად…]

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ თვეში ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ თვეში ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა

საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარი-მარტის თვის ექსპრესმონაცემებს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 826 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.1[სრულად…]

2500 ლარიანი შემოსავლით, 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის შეძენაა შესაძლებელი-ეროვნული ბანკი

2500 ლარიანი შემოსავლით, 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის შეძენაა შესაძლებელი-ეროვნული ბანკი

შესაძლებელია თუ არა ბინის შესაძენად 2500-ლარიანი შემოსავლით იპოთეკური სესხის აღება პირველ იანვარს ამოქმედებული საბანკო რეგულაციების პირობებში, – ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ თუ მოქალაქეს ან ოჯახს შემოსავალი თვეში 2500 ლარი აქვს, 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის შეძენა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის მეშვეობით შეუძლია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს ამ თემაზე კითხვა პარლამენტში[სრულად…]

“დემა”-ვირის რძისაგან დამზადებული ქართული ხელნაკეთი საპნები

“დემა”-ვირის რძისაგან დამზადებული ქართული ხელნაკეთი საპნები

პიგიენა და თავის მოვლა ნებისმიერი ადამიანის უპირველესი საჭიროებაა. დღეს ამ კუთხით, მომხმარებელს საკმაოდ დიდი და ფართო არჩევანი აქვს, რომელსაც ქართული, ხელნაკეთი კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები სთავაზობენ.  რამდენიმე წლის წინ ბაზარზე ნატურალური საპნების მწარმოებელი კომპანია გამოჩნდა. „დემა“ ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ნატურალური და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქციის წარმოებაზე. პროდუქცია ხელნაკეთია, მაქსიმალურად[სრულად…]

Bibbirru მომხმარებლებს  ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ხაზს ერთ თვეში წარუდგენს

Bibbirru მომხმარებლებს ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ხაზს ერთ თვეში წარუდგენს

“BIBBIRRU” ქართული ჩანთების ახალი ბრენდია, რომელიც შექმნის დღიდან საკუთარი კოლექციის გაფართოებასა და გამრავალფეროვნებაზე ზრუნავს. ბრენდი მომხმარებლებს დიდ სიახლეს სთავაზობს და სულ მალე ჩანთებთან ერთად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ახალ კოლექციასაც შესთავაზებს. “თბილისი თაიმსს”  კრისტინე პახომოვა ესაუბრა “BIBBIRRU”-ს შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.  ჩვენს მკითხველს მოუყევუთ  თქვენ შესახებ… “BIBBIRRU” არის ქართული ბრენდი – პრაქტიკოსი  შემოქმედებისთვის[სრულად…]

იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა

იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა 2019 წლის I კვარტლის მდგომარეობით არსებული ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერძო სექტორი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130[სრულად…]

სოფლის მერნეობის მინისტრის მოადგილე – თაფლის ხარისხთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემა ფერმერების მხრიდან ფუტკრის არასწორი მოვლაა

სოფლის მერნეობის მინისტრის მოადგილე – თაფლის ხარისხთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემა ფერმერების მხრიდან ფუტკრის არასწორი მოვლაა

თაფლის ხარისხთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემა ფერმერების მხრიდან ფუტკრის არასწორი მოვლა და თაფლის აღების პროცედურების არასწორად წარმართვაა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა განუცხადა. მინისტრის მოადგილემ  ის მიზეზები განმარტა, რაც ევროკავშირის ბაზარზე ქართველი თაფლის ექსპორტს აფერხებს და ძირითად ფაქტორებად, თაფლის ერთგვაროვანი ხარისხი, რაოდენობა და მეფუტკრეების[სრულად…]

თბილისში სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისში სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისში, ქართველი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი ექსპერტებისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის შემქმნელთა მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ – ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ გაიმართა. როგორც „თბილისი თაიმსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფლის განვითარების კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ღონისძიების[სრულად…]

თბილისში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

თბილისში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

3-5 მაისს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა “Georgian Tourism Fair 2019” გაიმართება. ღონისძიება განახლებული ფორმატით, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ტარდება. „ახალი ტურისტული მიმართულებები, ფასდაკლებების ფესტივალი, საქართველოს ყველა კუთხე ერთ სივრცეში, სემინარები და უორქშოპები ტურიზმისა და მომსახურების სფეროზე. ეს ყველაფერი დამთვალიერებელს გამოფენაზე დახვდება“, – ამბობენ ორგანიზატორები. „ექსპოჯორჯიას“ გარე ტერიტორიზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე,[სრულად…]

ქართულმა „ქარვისფერმა ღვინომ“ OIV-ის მხარდაჭერა მოიპოვა

ქართულმა „ქარვისფერმა ღვინომ“ OIV-ის მხარდაჭერა მოიპოვა

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის“ შეტანის საკითხი განხილვის საბოლოო ეტაპზე გადავიდა. პარიზში, OIV-ის სათაო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრას  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო, სადაც „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის“ სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანის საკითხმა სამუშაო ჯგუფის  მხარდაჭერა მოიპოვა. OIV-ის[სრულად…]

ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში  19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 16%-ით მეტია. ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.[სრულად…]

დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩა N2, პეტრიწის ქუჩა N27ა და პეტრიწის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი, ჯამში, 4 500 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური, თავდადებულის N2-ის მიმდებარედ კი, საფეხმავლო ბილიკი მოწესრიგდა. მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „დიდ დიღომში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული[სრულად…]

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი მარტში სტაბილურობით გამოირჩეოდა

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი მარტში სტაბილურობით გამოირჩეოდა

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – მარტში სტაბილურობის ტენდენციით გამოირჩეოდა და 167 ერთეული შეადგინა. თებერვლის თვესთან შედარებით, მარტში, ინდექსი 2 პუნქტითაა შემცირებული, ხოლო,  2018 წლის მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-ით. FAO-ს ფასების ინდექსის ბალანსი ძირითადად,[სრულად…]

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას IG Development Georgia ახორციელებს. საქართველოს ბანკის მხრიდან სავაჭრო ცენტრის მშებენლობის დაფინანსების მოცულობა 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკის RSF-ის (საშუალო მოცულობის სესხის თანაფინანსირების საკრედიტო ხაზი) პროგრამის ფარგლებში, ბანკთან თანამშრომლობით გაიცა. შესაბამის[სრულად…]

საპონერია-პროდუქციას ვამზადებთ მხოლოდ ნატურალური, მცენარეული და ორგანული ზეთებით, კარაქებით, თიხებით, სხვადასხვა მცენარითა და ეთერზეთებით

საპონერია-პროდუქციას ვამზადებთ მხოლოდ ნატურალური, მცენარეული და ორგანული ზეთებით, კარაქებით, თიხებით, სხვადასხვა მცენარითა და ეთერზეთებით

განურჩევლად ყველას აქვს სურვილი, იყოს საინტერესო, გემოვნებიანი და სურნელოვანი პროდუქციის მომხმარებელი. „საპონერია“ ამზადებს იმ პროდუქტებს, რომლებიც, გარდა განსაკუთრებული ვიზუალისა, სასარგებლო და ჯანსაღი ნივთიერებების შემცველია. მისი წარმოება ჯერ ვიზუალით მიგიზიდავთ, შემდეგ კი თავისი სასარგებლო თვისებებით. „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „საპონერიას“ დამფუძნებელი, ანა კაჭკაჭიშვილი პასუხობს. რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ? ქართულ ბაზარზე[სრულად…]

1-ელი აპრილიდან, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

1-ელი აპრილიდან, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან, „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. „ამ რეგლამენტის[სრულად…]