ეკონომიკა

ჩინეთში ღვინის გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა ახალი ინვესტორები იპოვეს

ჩინეთში ღვინის გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა ახალი ინვესტორები იპოვეს

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა, ჩინეთის ბაზარზე ახალი ინვესტორები იპოვეს. 21-23 მარტს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 100th China Food & Drinks Fair“ იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. „The China Food & Drinks Fair“ 1955 წლიდან ტარდება და  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენად[სრულად…]

საქსტატი – საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

საქსტატი – საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 41 077.5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.7%-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3.6 პროცენტით განისაზღვრა. მთლიანი შიდა პროდუქტის[სრულად…]

„საქართველოს ბანკი“ ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“ ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. როგორც „თბილისი თაიმსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ბანკი აქტიურად მონაწილეობს და თავადაც უწევს ორგანიზებას ისეთ ღონისძიებებს, სადაც ხდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ქალებისთვის, მათთვის, ვინც უკვე ფლობს ან ახლა სურს ბიზნესის დაწყება. „ამ ინიციატივის ფარგლებში, „საქართველოს[სრულად…]

ქართული ღვინო მსოფლიოს უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

ქართული ღვინო მსოფლიოს უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში „ProWein-2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. გამოფენა “ProWein“ წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენას მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 60 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და დაინტერესებული სტუმარი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების საუკეთესო შესაძლებლობაა. გამოფენაზე[სრულად…]

„საქსტატი“ – კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატება

„საქსტატი“ – კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატება

„საქსტატი“ 2018 წლის IV კვარტლის ხელფასების სტატისტიკას აქვეყნებს.  2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების[სრულად…]

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა. 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და[სრულად…]

ქართულმა გუნდმა ესპანური ღვინის ბრენდინგზე იმუშავა

ქართულმა გუნდმა ესპანური ღვინის ბრენდინგზე იმუშავა

“Kollektiv”-ის ქართულმა გუნდმა ესპანური ღვინის, “გურუს” ბრენდინგის საშუალება მიიღო. რეკომენდაციის საფუძველზე დაწყებული შესაბამისი პროცედურები საინტერესო სამუშაო პროცესამდე მივიდა. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს “Kollektiv”-ის არტდირექტორი, გიორგი კალმახელიძე პასუხობს. “გარუს, ესპანური ღვინის ბრენდის კონცეფცია, კოლექტივისა და მარმალადსის საერთო მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა”. როგორ მოხდა, რომ ესპანური პროდუქტის ბრენდინგზე თქვენ მუშაობთ? ჩვენი “გარუსთან” თანამშრომლობა ზურაბ[სრულად…]

კახეთში ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა

კახეთში ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა მალხაზ ჩუგოშვილმა ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემგურჯაანის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ბაღები დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს – ნერგის ფორმირებას, კულტივირებას, სარწყავი სისტემის მოდერნიზებას გაეცნო. მალხაზ ჩუგოშვილი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 7.3 ჰა-ზე კაკლის ინტენსიური ბაღის[სრულად…]

ვინ შემოდის ტურისტად ჩვენს ქვეყანაში?

ვინ შემოდის ტურისტად ჩვენს ქვეყანაში?

არაერთხელ გვსმენია, რომ საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. თუმცა, სხვა საკითხია, რეალურად, რომელი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და ხარჯავენ თანხებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს ტურიზმის ექსპერტი, მალხაზ ჭეშმარიტაშვილი პასუხობს. ზოგადად, საქართველოში შემოსულ ტურისტებში, რა ეროვნების ადამიანები ჭარბობენ? ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები აქტიურობენ. მონაცვლეობით, პირველ და[სრულად…]

ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება

ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება

ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, გამოფენა 7 მაისამდე გასტანს. „ქართული ღვინის საინტერესო გამოფენა გაიმართება ტოკიოში, რომელიც მარტის თვეში გაიხსნება და გასტანს 7 მაისამდე. ეს იქნება ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, უწყვეტი ტრადიციების[სრულად…]

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019“ გაიმართა

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019“ გაიმართა

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019“ გაიმართა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 14-მა კომპანიამ წარადგინა. კვების პროდუქტებისა და სასმელების 44-ე საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2019” ტოკიოში 5-8 მარტს ტარდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მონაწილეობის მიღების[სრულად…]

ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია. ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია[სრულად…]

იტალიაში ქართული ღვინის საღამო  გაიმართა

იტალიაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

იტალიაში საქართველოს საელჩოს, რომის სომელიეთა ასოციაციის “დივინამენტე რომა”-ს და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია – “ყველაფრის დასაწყისი” გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციების[სრულად…]

წიგნის მთავარი გმირი შენი შვილია

წიგნის მთავარი გმირი შენი შვილია

ბავშვობა არის ის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული და სწორი მიდგომებია საჭირო. დღესდღეობით, სულ ცოტა ხანია, არსებობს წიგნები, რომელთა მთავარი გმირიც ბავშვი თავადაა – ის იქმნება მისთვის და მის შესახებ. „შენია“  2019 წლის 7 დეკემბერს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე.  „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს მისი მფლობელი და მმართველი მენეჯერი, მარიკა წულუკიძე პასუხობს: რას აწარმოებთ? „შენია“[სრულად…]

საქართველოს ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება

ბოლო დღეების განმავლობაში, დეტალურად ვიხილავდით თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს, რაზეც გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:  თიბისი ბანკის განცხადება გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი[სრულად…]

„თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

„თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

„თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, ერთ მილიონ ლარს გადაიხდის. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ბანკის ოფიციალურ გვერდსა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში საუბარია, რომ „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას წყვეტს. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა.[სრულად…]

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ აქციების გაყიდვას არ გეგმავს

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ აქციების გაყიდვას არ გეგმავს

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ აქციების გაყიდვას არ გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას “თიბისი ბანკი” ავრცელებს. როგორც ბანკში განმარტეს, ხაზარაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, თუმცა აქციონერად რჩება. როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და[სრულად…]

2019 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებები გზარდილია

2019 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებები გზარდილია

გამოქვეყნდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (FY19 Consolidated Appropriations Act), იგივე აშშ-ს 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების მნიშვნელოვან ზრდას. ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის[სრულად…]

დღეიდან, ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია

დღეიდან, ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია

დღეიდან, გადასახადის გადამხდელებს საშუალება ეძლევათ, დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ​უწყების ცნობით, დღგ-ის ავტომატური დაბრუნება ითვალისწინებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილი ზედმეტობის ახალი და გამარტივებული სისტემით დაბრუნებას დეკლარაციის ჩაბარებისთანავე. აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრისა და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება, მოხდება ავტომატიზებული სისტემის[სრულად…]

„თიბისი ბანკი“ – გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად

„თიბისი ბანკი“ – გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად

„თი-ბი-სი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება. „დღეს „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.[სრულად…]

ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაწვევას ითხოვს

ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაწვევას ითხოვს

საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას ორთვიან ვადას აძლევს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე  საბჭოდან გაიწვიონ. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. „ამასთანავე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას[სრულად…]

FAO და ევროკავშირი საქართველოში ფასების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას ხელს უწყობენ

FAO და ევროკავშირი საქართველოში ფასების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას ხელს უწყობენ

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების მონიტორინგის სისტემას აუმჯობესებს. მონიტორინგის სისტემა საქართველოში 2015 წლიდან ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი 100-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე ქვეყნის[სრულად…]

2018 წელს საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.8%-ით მეტია

2018 წელს საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.8%-ით მეტია

2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.8 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას  სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.5 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7.2 მილიონი შეადგინა, რაც[სრულად…]

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი. საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური[სრულად…]

ჯანსაღი პოპსები დიდებსა და პატარებს

ჯანსაღი პოპსები დიდებსა და პატარებს

მთლიანი სამყარო მიდრეკილია ბუნებრივისკენ. ადამიანები ყველგან სიჯანსაღესა და ხარისხს ეძებენ. დიდებიც პატარებისთვის სასარგებლოს ეძებენ. “ცუმბო პოპსი”, დაახლოებით, ორი წლის წინ შეიქმნა და, სწორედ ამ დროიდან მოყოლებული, ადამიანებს ჯანსაღ, ფერად და დიდი სიყვარულით დამზადებულ პოპსებს სთავაზობს. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს „ცუმბო პოპსის“ დამფუძნებელი, მარი ჭუმბურიძე პასუხობს: საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა? დიდი[სრულად…]

Scope Ratings GmbH-მა „ლისი დეველოპმენტის“ საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

Scope Ratings GmbH-მა „ლისი დეველოპმენტის“ საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიის „ლისი დეველოპმენტის“ (სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“) ობლიგაციას BB რეიტინგი მიანიჭა. ამავდროულად, Scope Ratings GmbH-მა განაახლა კომპანიის რეიტინგის პროგნოზი B+ პოზიტიური პერსპექტივით. ამის შესახებ ინფორმაციას „ლისი დეველოპმენტი“ ავრცელებს. „საქართველოში „ლისი დეველოპმენტი“ ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა.საერთაშორისო კორპორაციული[სრულად…]

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები და უარი განვადებაზე

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები და უარი განვადებაზე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი რეგულაცია გაატარა. ადრე არსებული ის პროცესები, რომლებიც მოსახლეობას ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებდა, დღეს შეზღუდული და გართულებულია. ერთი მხრივ, საზოგადოების საჭიროებები და, მეორე მხრივ, საფინანსო სექტორის ინტერესები, ცხადია, ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ამჯერად, რეგულაცია მოსახლეობისთვის განვადებაზე უარის თქმას ეხება. აღნიშნულ საკითხზე, “თბილისის თაიმსის” შეკითხვებს “საზოგადოება და ბანკების”დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე[სრულად…]

იანვარში ქართული ღვინის ექსპორტის 22%-აინი ზრდა დაფიქსირდა

იანვარში ქართული ღვინის ექსპორტის 22%-აინი ზრდა დაფიქსირდა

2019 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33%-ით მეტია. „წლის დასაწყისში ექსპორტის ზრდის გასული წლების ტენდენცია შენარჩუნებულია. 2018 წელი დასრულდა რეკორდული ციფრებით,[სრულად…]

ლევან დავითაშვილი იაპონელ მეღვინეებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი იაპონელ მეღვინეებს შეხვდა

მეღვინეობით სახელგანთქმული იაპონური ქალაქის კაცუნუმას და ქალაქ თელავის მეგობარი ქალაქების სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და  იაპონელი მეღვინეების დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. დელეგაციას იამანაშის პრეფექტურაშე მდებარე კაცუნუმა ჯოზოს მეღვიონეობის პრეზიდენტი არუგა იუჯი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლებისსაჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება

მამუკა ბახტაძე – სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლებისსაჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მიღებულია პროექტების შერჩევაში სოფლის მოსახლეობის აქტიურიჩართულობის და გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით. „მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და[სრულად…]