ეკონომიკა

თანაინვესტირების ფონდში მობილიზებული კაპიტალი 6 მილიარდ დოლარს შეადგენს

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია იმართება. ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს ფონდის მიზნებსა და საქმიანობის სფეროებზე დეტალურ ინფორმაციას წარუდგენს. როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნა, თანაინვესტირების ფონდში მობილიზებული კაპიტალი 6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი განმარტებით, ფონდი თანაინვესტირებას გაუწევს ქართველ და უცხოელ ინვესტორებს, ხოლო პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ენერგეტიკა,[სრულად…]

ირაკლი კოვზანაძე: „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე შეიქმნა სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის პრეცენდენტები“

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნეს-გაერთიანების „საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. კოვზანაძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციით ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენები დაწვრილებით გაეცნენ საპარტნიორო ფონდის მანდატს, მის შესაძლებლობებს და მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს. „ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ფორმატით ჩვენი შეხვედრა, რადგან ბიზნეს ასოციაცია არის ის ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია პრაქტიკულად ყველა[სრულად…]

ნოდარ ხადური: „გეზ-ების გაუქმება არ იგეგმება“

გეზ-ების გაუქმება არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გაფორმების ეკონომიკური ზონები (გეზი) არის ძალიან მარტივი ურთიერთობების ფორმა მებაჟესა და იმპორტიორს, ან ექსპორტიორს შორის. “საბაჟო კანონმდებლობიდან ბევრი დებულება ფინანსთა მინისტრის კომპეტენციაში არის გადასული. ეს არის არასწორი, არ შეიძლება ფინანსთა მინისტრი აწესებდეს რეგულაციებს,[სრულად…]

სსფ-ის მისია ქართული მხარისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ენრიკო აავი ხელმძღვანელობს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მისიის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ერთად საგადასახადო ადმინისტრირების საკითხებზე იმუშავებენ. როგორც ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, სსფ-ის მისია ქართული მხარისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს ისეთ საკითხეზე, როგორიცაა: გადასახადების ადმინისტრირება[სრულად…]

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 1.9%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 1.9%-ით, ანუ 176.8 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 9.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 92.7 მლნ ლარით (3.0%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა  84.0  მლნ ლარით[სრულად…]

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა

2013 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. სებ-ის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.5 მლრდ ლარით, ანუ 3.5 პროცენტით გაიზარდა და 15.6  მლრდ ლარი[სრულად…]

წინათვესთან შედარებით არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა1.9%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი სექტემბრისათვის 8.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 164.9 მლნ ლარით ანუ 1.9%-ით მეტია მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ცნობით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 121.3 მლნ ლარით ანუ 3.1%-ით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 43.6 მლნ ლარით ანუ[სრულად…]

„მაგთის“ წარმომადგენელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაფექტურ და დანაშაულებრივ ოპერირების ნიშნებზე საუბრობს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, ოპერატორი კომპანიების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გამტარებელ ინსტიტუტად გადაიქცა”, – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის მისამართით კომპანია “მაგთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ნათია კახიძემ გააკეთა. კახიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პორტირების პროცესის დანერგვისას მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი მიმართულება არ არის, სადაც[სრულად…]

"სადახლოს" საბაჟოს უფროსი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა “სადახლოს” საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი კახაბერ მუსერიძე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ამავე საბაჟო-გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი კახა არჩვაძე. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 21 სექტემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტი “სადახლოს” უფროსის, კახაბერ მუსერიძის დავალებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, ერთ-ერთი მეწარმისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, ამავე[სრულად…]

რუსულ ბაზარზე კიდევ 34 კომპანია შევა

რუსეთის ბაზარზე კიდევ 34 ქართული კომპანია დაუშვეს. “როსპოტრებნადზორის” ოფიციალურ ვებგრვედზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რუსმა ექსპერტებმა 16-დან 20 სექტემბრამდე, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 41 კომპანია შეამოწმეს, რომელთა შორის ღვინის, მინერალური წყლების და ლუდის მწარმოებლები არიან. “მიღებულია გადაწყვეტილება, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელ 31 კომპანიასა და მინერალური წყლის სამ მწარმოებელს მიეცეს ნებართვა, წარადგინონ დოკუმენტაცია სახელმწიფო[სრულად…]

ჯეოსელის დამფუძნებელი კომპანია "თელიასონერა" საქართველოდან მიდის?

“თელიასონერა” საქართველოდან გასვლისა და ინვესტიციების გატანის საკითხს განიხილავს, – შესაბამისი განცხადება კომპანია “ჯეოსელის” წარმომადგენელმა, ლევან გიორგაძემ პარლამენტში , კონუმიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა. გიორგაძემ კომისიის სხდომაზე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ლიცენზიის გაგრძელებისას საფასურის გამოთვლის წესსა და ამ მიმართულებით კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება.[სრულად…]

იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1769 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6640 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0,1 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1761 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4879 მლნ აშშ დოლარს (4 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა[სრულად…]

„გებრიუდერ ვაისი” -ს პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა 10 მილიონი ევრო დაუჯდა

ავსტრიულმა კომპანიამ „გებრიუდერ ვაისი” საქართველოში პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ტერმინალი საზეიმოდ გახსნა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტერმინალის მშენებლობა 7 თვეში დასრულდა. ინვესტორ კომპანიას პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა საქართველოში 10 მილიონი ევრო დაუჯდა. მიმდინარე წლის ბოლომდე ლოგისტიკური ცენტრში 100 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი, რომელთა უდიდესი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლე იქნება. ტერმინალის გახსნის[სრულად…]

მალავის სარეზერვო ბანკის წარმომადგენლები ეროვნულ ბანკში ბოლო პერიოდში დანერგილ რეფორმებს გაეცნენ

დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს მალავის რესპუბლიკის სარეზერვო ბანკის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ამერიკული კომპანია „მონტრანის“ რეკომენდაციით დაიგეგმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი რეფორმების გაცნობას. განსაკუთრებული ინტერესის საგანს ანგარიშსწორების მაღალტექნოლოგიური სისტემების ადგილზე გაცნობა წარმოადგენს, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ გადარიცხვები. სტუმრები ქართველი კოლეგებისაგან მიიღებენ[სრულად…]

ესპანურმა კომპანიებმა სათამაშო და სასტუმრო ბიზნესი ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი ესპანური საინვესტიციო კომპანიების “პერფაკო გრუპისა” და “მეტრონიას” პრეზიდენტებსა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიები დაინტერესებულები არიან ინვესტირებით ტურიზმის სფეროში, სასტუმროების ბიზნესითა და გასართობი ცენტრების ინდუსტრიით. “ესპანური საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს სურთ ინვესტირება სათამაშო და სასტუმრო ბიზნესში. მათთვის საინტერესოა ის ბიზნესგარემო, რომელიც ამ[სრულად…]

ნოდარ ხადური ნიდერლანდების ელჩს საქართველოში შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დღეს, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰანს ჰორბახს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ელჩს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გააცნო, ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც[სრულად…]

ვალერი კატუკოვი: „სასიამოვნოდ გაოცებული ვართ, რამდენი რამის გაკეთება შეძლეს ქართულმა საწარმოებმა მოკლე პერიოდში“

ქართული ღვინო, მოსკოვში მოთხოვნის კუთხით, იტალიური და ფრანგული ღვინის შემდეგ, მესამეა. ამის შესახებ საქართველოში მყოფმა “როსპოტრებნადზორთან” არსებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვალერი კატუკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოში ორშაბათიდან იმყოფება და დღეს რუსეთში “როსპოტრებნადზორის” სპეციალისტების მესამე ჯგუფთან ერთად მიემგზავრება. როგორც კატუკოვი ამბობს, რუსი სპეციალისტების მესამე[სრულად…]

"საქართველოს რკინიგზაში" სამგზავრო ბილეთებზე 10 თვიან ფასდაკლება გამოცხადდა

სს “საქართველოს რკინიგზა” სამგზავრო ბილეთებზე 10 თვიან ფასდაკლებას აცხადებს. “საქართველოს რკინიგზა” ახალ სამგზავრო ელექტრომატარებელზე თბილისი-მახინჯაური-თბილისის მიმართულებით ტარიფებს ცვლის. ფასდაკლება 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ძალაშია 16 სექტემბრიდან 9 ივლისის ჩათვლით. ფასდაკლების დამთავრების შემდგომ ამოქმედდება 2010 წლიდან დადგენილი ტარიფები. 1 კლასის ბილეთის ფასი 40 ლარის ნაცვლად იქნება 25 ლარი; 2 კლასის[სრულად…]

2014 წელს ექსპორტის განვითარების სააგენტო შეიქმნება

მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს ქვაკუთხედი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ექსპო-ჯორჯიაში” ბიზნესის განვითარების პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომელიც თავად გახსნა. მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ ტექნიოლოგიებზე წვდომა ჰქონდეს. “მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს ქვაკუთხედი[სრულად…]

გიორგი პერტაიას ვარაუდით 2014 წელს ინვესტიციების ბუმია მოსალოდნელი

მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, – ამის შესახებ “ექსპო ჯორჯიაში” ბიზნესის განვითარების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, თუკი ქვეყანაში პოლიტიკური რყევები გაივლის და არჩევნები სტაბილურ გარემოში ჩატარდება, მომავალი წლის მეორე კვარტალში აღნიშნული კუთხით კიდევ უფრო უკეთეს ციფრებს ელოდებიან.[სრულად…]

WIZZAIR-ი ვილნიუსიდან საქართველოს მიმართულებით ახალ ავია რეისებს შეასრულებს

უნგრული კომპანია WIZZAIR-ის თვითმფრინავები ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით რეისებს განახორციელებენ. ვილნიუსიდან საქართველოს მიმართულებით ახალი ავია რეისის დაწყების შესახებ საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ, ლიტვის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ არიანდას შლიუპასმა, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა გედემინას ალმანტასმა და ავიაკომპანია WIZZAIR-ის დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ ოფიციალურად გამოაცხადეს. 2014 წლის 1 მაისიდან, უნგრული კომპანია WIZZAIR-ის თვითმფრინავები[სრულად…]

საქართველოში რეგისტრირებულია – 3 644 ბიზნესსუბიექტი

2013 წლის აგვისტოში საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 3 644 შეადგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათგან 95,2 % სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4,8 % – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული[სრულად…]

ნოდარ ხადური KfW-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ვიცე-პრეზიდენტს ევა ვიტის შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განიხილეს KfW-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია გერმანული მხარის და კონკრეტულად, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ის დახმარება, რომელსაც ისინი გვიწევენ ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის. KfW-ის დაფინანსებით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ბათუმსა[სრულად…]

ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამიჯვნაზე იწყებს მუშაობას

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამიჯვნაზე იწყებს მუშაობას. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს გაუწევს კოორდინაციას.  საგადასახადო კოდექსი, რომელშიც საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა გაერთიანდა 2011 წელსაა მიღებული. ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა, მომავალი საბაჟო კოდექსის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ ექსპერტებმა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა. დისკუსია საჯარო[სრულად…]

აგვისტოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა

საქართველოში 2013 წლის აგვისტოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 129.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.3 მლნ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ციფრი 2012 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.0 მლნ აშშ დოლარით (21.6 მლნ ლარით), ანუ 11.2 პროცენტით მეტია. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე[სრულად…]

სადახლოზე არადეკლარირებული ძვირფასი ნაკეთობები იქნა ამოღებული

სადახლოზე არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის “სადახლო” ტერიტორიაზე , სომხეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქე ზინა მ. შემოვიდა. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას გამოვლენილ იქნა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები, კერძოდ: ბეჭედი 9 ცალი, მონეტა 1 ცალი, ჯვარი 1 ცალი, საყურე 3 წყვილი, სამაჯური 1 ცალი, ყელსაბამი[სრულად…]

ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის დირექტორს შეხვდა

დღეს,  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს ენტონი ბეიკერს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული პროექტები. როგორც შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას და აღნიშნულ[სრულად…]

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,2 პროცენტით გაიზარდა

2013 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,2 პროცენტით გაიზარდა. “საქსტატის“ ცნობით, 2012 წლის აგვისტოსთან შედარებით ინდექსი 2,8 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 58,8 პროცენტით გაზრდილია. 2013 წლის აგვისტოში 2013 წლის ივლისთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე – სამთომოპოვებითი[სრულად…]

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მარკ გრიფიტსთან, საქართველოში ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან ედუარდ მარტინთან და ფისკალური მისიის ხელმძღვანელთან დიმიტრი რადევთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საპარტნიორო ფონდის პარტნიორობით დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობას და საპარტნიორო ფონდის ბაზაზე სუვერენული ფონდის ჩამოყალიბების პროცესს. სავალუტო ფონდი[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმისსა და მის ბიზნესჯგუფს უმასპინძლა. ბიძინა ივანიშვილის “ფეისბუქის “ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებიც დაესწრნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პარტნიორი შეიხი საუდ ბინ საქრ ალ ქასიმიც არის. “სტუმრებმა თავიანთი პრობლემები გაგვაცნეს, რაც[სრულად…]