ეკონომიკა

2013 წლის ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8% შეადგინა

2013 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა მინუს 0,8 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტის თანახმად, რომელიც “საქსტატმა” დღეს გამოაქვეყნა, 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო[სრულად…]

სასტუმრო „როიალ ბატონის“ მშენებლობისთვის 2,3 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა

ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ სასტუმრო „როიალ ბატონი“ გაიხსნა, რომელიც “საპარტნიორო ფონდის” და კომპანია „ვინივერია ჯგუფის“ ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. თბილისიდან 150 კილომეტრის დაშორებით, მაღალი პოტენციალის ტურისტულ ზონაში განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 2,3 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და რეგიონული[სრულად…]

ყოფილ ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში სასტუმრო განთავსდება

“ვითიბი ბანკი” და შპს “სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი” რუსთაველის 31-ში მდებარე ყოფილი ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში “Park Inn”-ის ბრენდის სასტუმროს განსათავსებლად კრედიტის გამოყოფის პირობების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ხელმოწერის ცერემონია ხვალ, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიას” Ball Room-ში გიმართება. მიმდინარე წლის 23 აპრილს შპს “სილქ როუდ ბიზნეს ცენტრმა” და Rezidor Hotels APS Danmark-მა[სრულად…]

სენაკს 800 000 ლარამდე ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა

სენაკს გუშინდელი სტიქიის შედეგად 800 000 ლარამდე ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა, – ამის შესახებ რეგიონური განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განუცხადა. მისივე განმარტებით, სტიქიის შედეგად უმეტეს წილად საგზაო და წყლის სისტემები დაზიანდა. “სენაკში გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით დათვლილია. საუბარია 800[სრულად…]

თბილისში მდებარე პარლამენტისთვის ავეჯის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტი თბილისში მდებარე პარლამენტის შენობისთვის ახალი ავეჯის შეძენას 1 300 000 ლარად გეგმავს. სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესაძენად პარლამენტის აპარატმა ტენდერი უკვე გამოახცადა. სატენდერო პირობების მიხედვით, საოფისე, სათათბირო, კომპიუტერისა და ტელევიზორის მაგიდები, საოფისე კარადები და ტუმბოები ძირითადად დამზადებული უნდა იყოს ლამინირებული მდფ-ით ან მერქან-ბურბუშელოვანი ფილით. რაც შეეხება სავარძლებს, სატენდერო[სრულად…]

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა. შემაჯამებელი პრესკონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობამ დღეს ერთობლივად გამართეს. დავით ნარმანიას თქმით, კომპანიის მენეჯმენტი 2012 წლის ბოლოს შეიცვალა და ახალ ხელმძღვანელობას წყალმომარაგებაში რთული მდგომარეობა დახვდა. “კომპანიის ხელმძღვანელობა შეიცვალა გასული წლის ბოლოს. ერთი მხრივ[სრულად…]

საპარტნიორო ფონდს ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკის“ დელეგაცია ესტუმრა

საპარტნიორო ფონდს ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკის“ დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცვეტელინა ბორისლავოვა ხელმძღვანელობს. ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკი“ წარმოადგენს ბულგარეთის ერთ-ერთ განვითარებულ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელსაც გააჩნია მუშაობის წარმატებული გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სოფიის საფონდო ბირჟაზე კოტირებული ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკი“ ფოკუსირებულია მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე კრედიტებისა და სხვა საბანკო პროდუქტების[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მზად სექტემბრისთვის იქნება“

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მზად სექტემბრისთვის იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ექსპერტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, “ცოტა გაგვიჭიანურდა, თუმცა გეგმა მუშავდება და სექტემბერისთვის იქნება”. “ამ შემთხვევაშიც საყვედური მივიღეთ, რომ გაგვიჭიანურდა, მაგრამ რა თქმა უნდა ობიექტური პრობლემები არსებობს, ვიდრე სუბიექტური. ცოტა გაგვიჭიანურდა,[სრულად…]

ლადო პაპავა: „ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს“

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ექსპერტებს შორის შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსულმა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავამ განუცხადა. ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობს საბიუჯეტო, საინვესტიციო პოლიტიკის და ინსტიტუციური რეფორმის კოორდინაციის შესახებ. ამასთან, როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია რაც შეიძლება მალე[სრულად…]

ბოლო ერთ თვეში რუსეთის ბაზარზე ორი მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ღვინის სექტორში პროგრესი შეიმჩნევა. ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ამბობს, მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 25%-ით  არის გაზრდილი. ხოლო რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგად, ბოლო ერთ თვეში რუსეთის ბაზარზე ორი მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა. დავითაშვილის თქმით, მიმდინარე[სრულად…]

საკრედიტო დაბანდების მოცულობა ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 2.2 %-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 2.2 %-ით, ანუ 197.5 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 9.2 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 78.0 მლნ ლარით (2.6%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა  –[სრულად…]

საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. სებ-ის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 277.2 მლნ ლარით, ანუ 1.9%-ით გაიზარდა და 14.9  მლრდ ლარი შეადგინა.[სრულად…]

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა ივლისში 2.5%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი ივლისისათვის 8.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 208.4 მლნ ლარით ანუ 2.5 %-ით მეტია მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 11.9 მლნ ლარით ანუ 0.3%-ით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 196.5 მლნ[სრულად…]

დღეს ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა

25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა. აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება. სწორედ 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა სტატისტიკის პირველი სამსახური, 1921 წელს კი დამტკიცდა პირველი დებულება “საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების შესახებ”. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკოსსა და მის მომხმარებელს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს პროფესიულ წარმატებებს. სტატისტიკოსთა[სრულად…]

თურქეთმა გადასახადის გადახდა საქართველოს დროებით შეუჩერა

თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტად გამავალ “დროებით სანომრე ნიშნიანი დახურული ფურგონის ტიპის“ სატრანსპორტო საშუალებებზე (ე.წ. “PANEL VAN“ ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე) საქართველოსთვის 2013 წლის 1 ივლისიდან დაწესებული გადასახადის (600 ევრო ცარიელი, 1200 ევრო დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარება) დროებით შეჩერდა. აღნიშნულის გამო, თურქული მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ სამუშაოების დასრულებამდე ხსენებული[სრულად…]

სადახლოზე საქართველოს მოქალაქე 5875 ლართ დააჯარიმეს

TAX FREE-ით ქვითრით დღგ-ს დაბრუნების შემდეგ, ნივთი ერთ საათში უკან, საქართველოში შემოიტანეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ს.გ.პ. “სადახლოს” ტერიტორიაზე სომხეთიდან ფეხით მოსიარულეთა დარბაზში საქართველოს მოქალაქე ლეილა ა. შემოვიდა, რომელსაც ხელზე თეთრსამაჯურიანი თვლებით გაწყობილი საათი ეკეთა. შემთხვევამდე 1 საათით ადრე მსგავს საათზე TAX FREE-ით თანხის დაბრუნების პროცედურა განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის[სრულად…]

DBR: 2012 წლის მონაცემებით საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში სახიფათო ზონაში იმყოფება

დღეს გაიმართა „დოქტრინა ბიზნეს რევიუ”-ს  (DBR)  კვლევის პრეზენტაცია – თემაზე „სოციალური უთანაბრობის (ჯინის) ინდექსი და საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში“. DBR-ის კვლევას საფუძვლად უდევს ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების ,მიერ მომზადებული  THE FAILED STATES INDEX  მონაცემები და იტალიერი მეცნიერის კორადო ჯინის მიერ მსოფლიო აპრობირფებული სოციალური უთანაბრობის დათვლის მეთოდოლკოგია ე.წ.“ჯინის[სრულად…]

Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ რეგიონში საუკეთესო ინტერნეტ ბანკისთვის დააჯილდოვა

ჟურნალმა Global Finance 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ინტერნეტ ბანკებს შორის კვლავ „თიბისი ბანკი„ დაასახელა. ჟიურის გადაწყვეტილებით, თიბისი დაჯილდოვდა ერთდროულად სამ ნომინაციაში: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით როგორც “საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი” და „ინტერნეტ ბანკის კომუნალური გადასახადების საუკეთესო სისტემა“. ხოლო საქართველოს მასშტაბით, როგორც “საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი”. გამარჯვებული ბანკები შეირჩა ინტერნეტ[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი უცხოელ ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უცხოელ ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. “პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო”, – განმარტავენ პრემიერის ადმინისტრაციაში. 23.07.13 Please follow and like us:

მსოფლიო ბანკი საქართველოს კვლავ ეხმარება, ამჯერად 60 მილიონ დოლარით

მსოფლიო ბანკი საქართველოს 60 მილიონ დოლარს გამოუყოფს. პროექტი კონკურენტუნარიანი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის წარმოებული რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი ქერალიმ მოაწერეს ხელი. როგორც ხადური განმარტავს, მსოფლიო ბანკის შეღავათიანი ფინანსური დახმარება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას მოხმარდება. 23.07.13 Please[სრულად…]

DBR: „საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში 2012 წლის მონაცემებით სახიფათო ზონაში იმყოფება“

23 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „დოქტრინა ბიზნეს რევიუ” (DBR) წარმოადგენს კვლევის პრეზენტაციას თემაზე –  „სოციალური უთანაბრობის (ჯინის) ინდექსი და საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში.“ როგორც DBR-ში აცხადებენ,  ჯინის ინდექსი წარმოადგენს მონაცემთა გაფანტულობის საზომს. ის ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის[სრულად…]

ნოდარ ხადური: „უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე რეალურად შევძლებთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შექმნას“

ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში კარგი დოკუმენტები შეიქმნება. “შედგა ძალიან საინტერესო დიალოგი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა, იმ გზებზე თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ პრობლემებიდან და[სრულად…]

ვალეს საბაჟოზე არადეკლარირებული 100 000 აშშ დოლარი ირანის მოქალაქეს სამალავებით შემოქონდა

სამართალდამცველებმა, ვალეს საბაჟო პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს არადეკლარირებული 100 ათასი აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის საბაჟოს გვერდის ავლით ,მალულად შემოტანას ცდილობდა 42 წლის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ირანის მოქალაქეს  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი-ჯარიმა შეეფარდა და არადეკლარირებული თანხა სრულად ჩამოერთვა. შსს არალეგალურად გადმოტანილი[სრულად…]

საქართველოში კვალიფიციური აგრონომების არ არსებობა არის უდიდესი პრობლემა

კომპანია “კარტლისი” მიმდინარე წელს რეკორდული რაოდენობის ხორბლის მოსავალის აღებას გეგმევს, მას იტალიური კომპანია “პიონერი” აწარმოებს, რა ხორბალზეა  საუბარი, არის თუ არა ეს გენმოდიფიცირებული ჰიბრიდული, რა რაოდენობის ხორბილის მოყვანა იგეგმება და რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნული ხორბლით ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ და სხვა საკითხევზე „თბილისის თაიმსს“ კომპანია „კარტლისის“ აგროსისტემების დირექტორი რობერტ[სრულად…]

ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის თემაზე ეროვნულმა ბანკმა ერთკვირიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის თემაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთკვირიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული და ფინანსური მარეგულირებლებისა და ზედამხედველების კვალიფიკაციის ამაღლების ინიციატივის ფარგლებში ტარდება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობენ – ავღანეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, პაკისტანიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან,  ასევე ფინანსთა სამინისტროებისა და[სრულად…]

საქსტატში 2011 წლის საერთაშორისო შედარებების პროგრამის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს

2011 წლის რაუნდის საერთაშორისო შედარებების პროგრამის (2011 International Comparison Program) დასკვნითი ეტაპის განხორციელებისთვის, საქსტატში 15-19 ივლისის სამუშაო ვიზიტით სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტები იმყოფებიან. საერთაშორისო შედარებების პროგრამის 2011 წლის რაუნდში მსოფლიოს 200 ქვეყანა მონაწილეობს. პროგრამის მიზანია მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტების შედარება ვალუტების მსყიდველობითუნარიანობის[სრულად…]

გიორგი ქადაგიძემ EBRD-ის პრეზიდენტს ქართულ საბანკო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო

საქართველოს ეროვნულ ბანკს  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გიორგი ქადაგიძესთან  შეხვედრისას სტუმარი ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს გაეცნო. EBRD – ის პრეზიდენტმა შეაფასა ეროვნული ბანკის როლი საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილური განვითარების პროცესში. შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი ქადაგიძემ და[სრულად…]

"საქართველოს რკინიგზა": სამგზავრო ბილეთების ფასების გაზარდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება

“საქართველოს რკინიგზა” სამგზავრო ბილეთების გაძვირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ს.ს. “საქართველოს რკინიგზის” მიერ სამგზავრო ბილეთების ფასების ტოტალურად გაზარდის შესახებ სინამდვილეს არ შეეფერება. მათი განმარტებით, “საქართველოს რკინიგზის” ახალმა მენეჯმენტმა ათ თვიანი ფასდაკლების სისტემა შეიმუშავა. კერძოდ თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ დღის ახალ[სრულად…]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კიდევ ერთმა ბიზნესმენმა მიმართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კიდევ ერთმა ბიზნესმენმა მიმართა. საქმე „დაბი ჯგუფს“ ეხება, რომელის საქმიანობას, 2010 წლიდან გიორგი სეთურიძე წარმართავდა. თუმცა, როგორც სეთურიძე განმარტავს, მას წინა ხელისუფლების პირობებში, მართვის უფლება ძალადობრივი მეთოდებით ჩამოართვეს. საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება რამდენიმე თვის წინ შეიტანა. თუმცა, როგორც ის აცხადებს, პროკურატურისგან მის[სრულად…]

შეიზღუდება თუ არა მობილური ოპერატორების უფლებები?

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სამი მობილური ოპერატორის, „ჯეოსელის“, „მაგთიკომისა“ და „მობიტელისთვის“, მობილური კავშირგაბმულობის სხვა კომპანიებთან თანაბარ რეჟიმში ჩაყენებას აპირებს. მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს ინიციატივა, მობილურ კავშირგაბმულობის ბაზრის მონოპოლიზაციისგან დაცვას ემსახურება. ხატია ყურაშვილის განმარტებით, არ შეიძლება ბაზარზე, კომპანიის გაძლიერების ხარჯზე, სხვა კომპანიის დისკრიმინაცია მოხდეს. მარეგულირებელი კომისიის ინიციატივას[სრულად…]