9 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
9 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
9 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
10 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
12 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ეკონომიკა

შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზას" ახალი დირექტორი ყავს

შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზას” ახალი დირექტორი ყავს. “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” დირექტორად ოლეგ ბიჭიაშვილი დაინიშნა. ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით , ბიჭიაშვილი “საქართველოს რკინიგზაში” მუშაობდა. ბიჭიაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი წულაია შეცვალა, რომელიც დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. ირაკლი წულაიას გათავისუფლების მიზეზებზე პრესსამსახურში ინფორმაცია არ აქვთ. ბიჭიაშვილი დირექტორის პოსტზე მუშაობას ორშაბათიდან შეუდგა. 21.08.13 Please follow and like us:

ნოდარ ხადური ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური  ევროკავშირის თანამშრომლობის/ტვინინგის პროექტის ექსპერტს, ვერნერ გრასმანს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა. ამჟამად, გერმანელი ექსპერტი სამუშაო შეხვედრებს მართავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რათა პროექტის ფარგლებში განისაზღვროს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის დახმარებით დაიწყო დაძმობილების,[სრულად…]

ფინანსთა სამინისტროში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – eDocument ახალი ვერსია დაინერგა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპსაფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – eDocument-ის ახალი ვერსია დანერგა. ფინანსტა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სისტემით ისარგებლებს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო ხაზინის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დასაფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ოთხი ათასამდემომხმარებელი. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – eDocument-ისმიზანია, დოკუმენტბრუნვის პროცესების მაქსიმალურიგამარტივება და ხელმისაწვდომობა. ის უზრუნველყოფსსაოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას, საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფწვდომას. სისტემის საშუალებით მარტივად ხორციელდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვაორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესი. სისტემის დანერგავამდე საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებმა პერსონალს ჩაუტარეს ერთკვირიანი ტრენინგები. ახლო მომავალში დაგეგმილია სისტემის განახლება კიდევ 22 სახელმწიფოორგანიზაციაში. 19.08.13 Please follow and like us:

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 16.4%-ით გაიზარდა

2013 წლის ივლისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 136.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 225.8 მლნ ლარი შეადგინა . ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებლი 19.3 მლნ აშშ დოლარით (31.9 მლნ ლარით), ანუ 16.4 პროცენტით მეტია 2012 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ[სრულად…]

„ქართული კვების კომპანის“ ახალმა მენეჯმენტმა სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა

დღეს „ქორთიარდ მერიოტში“ შპს „ქართული კვების კომპანიამ“ პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე  კომპანიის  ახალმა მენეჯმენტმა სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა. მათ ასევე, განხორციელებულ ცვლილებებზე და ამ დროისთვის მიმდინარე, კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზეც ისაუბრეს. როგორც „ქართული კვების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი როგავამ განაცხადა, კომპანიის ახალ მენეჯმენტს ბევრი პრობლემა დახვდა.  მათ უკვე შიესწავლეს ეს პრობლემები და დაწყებულია[სრულად…]

აუქცუინზე 235 000 000 ლარის ნომინალური ღირებულება სესხი გაიცა

ეროვნული ბანკის 7-დღიან #31-ე, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 235 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი ორ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 4.00 პროცენტით, მაქსიმალური – 4.05 პროცენტით, ხოლო, საშუალო შეწონილი – 4.00 პროცენტით განისაზღვრა. 01.07.13 Please follow and like us:

გიორგი ქადაგიძემ ჩინეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

დღეს, საქართველოს ეროვნულს ბანკს ჩინეთის სახალხო ბანკის დელეგაცია ესტუმრა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიიღო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჩინეთის სახალხო ბანკის ურუმჩის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი იუ იონგშენგი (Mr. Yue Yongsheng), მონეტარული თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის მოადგილე თანგ ხინუი (Ms. Tang Xinyu) და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვანგ დანი (Ms. Wang[სრულად…]

2013 წლის ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8% შეადგინა

2013 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა მინუს 0,8 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტის თანახმად, რომელიც “საქსტატმა” დღეს გამოაქვეყნა, 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო[სრულად…]

სასტუმრო „როიალ ბატონის“ მშენებლობისთვის 2,3 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა

ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ სასტუმრო „როიალ ბატონი“ გაიხსნა, რომელიც “საპარტნიორო ფონდის” და კომპანია „ვინივერია ჯგუფის“ ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. თბილისიდან 150 კილომეტრის დაშორებით, მაღალი პოტენციალის ტურისტულ ზონაში განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 2,3 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და რეგიონული[სრულად…]

ყოფილ ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში სასტუმრო განთავსდება

“ვითიბი ბანკი” და შპს “სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი” რუსთაველის 31-ში მდებარე ყოფილი ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში “Park Inn”-ის ბრენდის სასტუმროს განსათავსებლად კრედიტის გამოყოფის პირობების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ხელმოწერის ცერემონია ხვალ, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიას” Ball Room-ში გიმართება. მიმდინარე წლის 23 აპრილს შპს “სილქ როუდ ბიზნეს ცენტრმა” და Rezidor Hotels APS Danmark-მა[სრულად…]

სენაკს 800 000 ლარამდე ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა

სენაკს გუშინდელი სტიქიის შედეგად 800 000 ლარამდე ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა, – ამის შესახებ რეგიონური განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განუცხადა. მისივე განმარტებით, სტიქიის შედეგად უმეტეს წილად საგზაო და წყლის სისტემები დაზიანდა. “სენაკში გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით დათვლილია. საუბარია 800[სრულად…]

თბილისში მდებარე პარლამენტისთვის ავეჯის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტი თბილისში მდებარე პარლამენტის შენობისთვის ახალი ავეჯის შეძენას 1 300 000 ლარად გეგმავს. სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესაძენად პარლამენტის აპარატმა ტენდერი უკვე გამოახცადა. სატენდერო პირობების მიხედვით, საოფისე, სათათბირო, კომპიუტერისა და ტელევიზორის მაგიდები, საოფისე კარადები და ტუმბოები ძირითადად დამზადებული უნდა იყოს ლამინირებული მდფ-ით ან მერქან-ბურბუშელოვანი ფილით. რაც შეეხება სავარძლებს, სატენდერო[სრულად…]

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა. შემაჯამებელი პრესკონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობამ დღეს ერთობლივად გამართეს. დავით ნარმანიას თქმით, კომპანიის მენეჯმენტი 2012 წლის ბოლოს შეიცვალა და ახალ ხელმძღვანელობას წყალმომარაგებაში რთული მდგომარეობა დახვდა. “კომპანიის ხელმძღვანელობა შეიცვალა გასული წლის ბოლოს. ერთი მხრივ[სრულად…]

საპარტნიორო ფონდს ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკის“ დელეგაცია ესტუმრა

საპარტნიორო ფონდს ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკის“ დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცვეტელინა ბორისლავოვა ხელმძღვანელობს. ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკი“ წარმოადგენს ბულგარეთის ერთ-ერთ განვითარებულ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელსაც გააჩნია მუშაობის წარმატებული გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სოფიის საფონდო ბირჟაზე კოტირებული ბულგარულ-ამერიკული „კრედიტ ბანკი“ ფოკუსირებულია მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე კრედიტებისა და სხვა საბანკო პროდუქტების[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მზად სექტემბრისთვის იქნება“

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მზად სექტემბრისთვის იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ექსპერტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, “ცოტა გაგვიჭიანურდა, თუმცა გეგმა მუშავდება და სექტემბერისთვის იქნება”. “ამ შემთხვევაშიც საყვედური მივიღეთ, რომ გაგვიჭიანურდა, მაგრამ რა თქმა უნდა ობიექტური პრობლემები არსებობს, ვიდრე სუბიექტური. ცოტა გაგვიჭიანურდა,[სრულად…]

ლადო პაპავა: „ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს“

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ექსპერტებს შორის შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსულმა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავამ განუცხადა. ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობს საბიუჯეტო, საინვესტიციო პოლიტიკის და ინსტიტუციური რეფორმის კოორდინაციის შესახებ. ამასთან, როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია რაც შეიძლება მალე[სრულად…]

ბოლო ერთ თვეში რუსეთის ბაზარზე ორი მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ღვინის სექტორში პროგრესი შეიმჩნევა. ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ამბობს, მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 25%-ით  არის გაზრდილი. ხოლო რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგად, ბოლო ერთ თვეში რუსეთის ბაზარზე ორი მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა. დავითაშვილის თქმით, მიმდინარე[სრულად…]

საკრედიტო დაბანდების მოცულობა ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 2.2 %-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 2.2 %-ით, ანუ 197.5 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 9.2 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 78.0 მლნ ლარით (2.6%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა  –[სრულად…]

საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. სებ-ის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 277.2 მლნ ლარით, ანუ 1.9%-ით გაიზარდა და 14.9  მლრდ ლარი შეადგინა.[სრულად…]

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა ივლისში 2.5%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი ივლისისათვის 8.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 208.4 მლნ ლარით ანუ 2.5 %-ით მეტია მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 11.9 მლნ ლარით ანუ 0.3%-ით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 196.5 მლნ[სრულად…]

დღეს ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა

25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა. აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება. სწორედ 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა სტატისტიკის პირველი სამსახური, 1921 წელს კი დამტკიცდა პირველი დებულება “საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების შესახებ”. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკოსსა და მის მომხმარებელს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს პროფესიულ წარმატებებს. სტატისტიკოსთა[სრულად…]

თურქეთმა გადასახადის გადახდა საქართველოს დროებით შეუჩერა

თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტად გამავალ “დროებით სანომრე ნიშნიანი დახურული ფურგონის ტიპის“ სატრანსპორტო საშუალებებზე (ე.წ. “PANEL VAN“ ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე) საქართველოსთვის 2013 წლის 1 ივლისიდან დაწესებული გადასახადის (600 ევრო ცარიელი, 1200 ევრო დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარება) დროებით შეჩერდა. აღნიშნულის გამო, თურქული მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ სამუშაოების დასრულებამდე ხსენებული[სრულად…]

სადახლოზე საქართველოს მოქალაქე 5875 ლართ დააჯარიმეს

TAX FREE-ით ქვითრით დღგ-ს დაბრუნების შემდეგ, ნივთი ერთ საათში უკან, საქართველოში შემოიტანეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ს.გ.პ. “სადახლოს” ტერიტორიაზე სომხეთიდან ფეხით მოსიარულეთა დარბაზში საქართველოს მოქალაქე ლეილა ა. შემოვიდა, რომელსაც ხელზე თეთრსამაჯურიანი თვლებით გაწყობილი საათი ეკეთა. შემთხვევამდე 1 საათით ადრე მსგავს საათზე TAX FREE-ით თანხის დაბრუნების პროცედურა განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის[სრულად…]

DBR: 2012 წლის მონაცემებით საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში სახიფათო ზონაში იმყოფება

დღეს გაიმართა „დოქტრინა ბიზნეს რევიუ”-ს  (DBR)  კვლევის პრეზენტაცია – თემაზე „სოციალური უთანაბრობის (ჯინის) ინდექსი და საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში“. DBR-ის კვლევას საფუძვლად უდევს ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების ,მიერ მომზადებული  THE FAILED STATES INDEX  მონაცემები და იტალიერი მეცნიერის კორადო ჯინის მიერ მსოფლიო აპრობირფებული სოციალური უთანაბრობის დათვლის მეთოდოლკოგია ე.წ.“ჯინის[სრულად…]

Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ რეგიონში საუკეთესო ინტერნეტ ბანკისთვის დააჯილდოვა

ჟურნალმა Global Finance 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ინტერნეტ ბანკებს შორის კვლავ „თიბისი ბანკი„ დაასახელა. ჟიურის გადაწყვეტილებით, თიბისი დაჯილდოვდა ერთდროულად სამ ნომინაციაში: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით როგორც “საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი” და „ინტერნეტ ბანკის კომუნალური გადასახადების საუკეთესო სისტემა“. ხოლო საქართველოს მასშტაბით, როგორც “საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი”. გამარჯვებული ბანკები შეირჩა ინტერნეტ[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი უცხოელ ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უცხოელ ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. “პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო”, – განმარტავენ პრემიერის ადმინისტრაციაში. 23.07.13 Please follow and like us:

მსოფლიო ბანკი საქართველოს კვლავ ეხმარება, ამჯერად 60 მილიონ დოლარით

მსოფლიო ბანკი საქართველოს 60 მილიონ დოლარს გამოუყოფს. პროექტი კონკურენტუნარიანი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის წარმოებული რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი ქერალიმ მოაწერეს ხელი. როგორც ხადური განმარტავს, მსოფლიო ბანკის შეღავათიანი ფინანსური დახმარება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას მოხმარდება. 23.07.13 Please[სრულად…]

DBR: „საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში 2012 წლის მონაცემებით სახიფათო ზონაში იმყოფება“

23 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „დოქტრინა ბიზნეს რევიუ” (DBR) წარმოადგენს კვლევის პრეზენტაციას თემაზე –  „სოციალური უთანაბრობის (ჯინის) ინდექსი და საქართველო სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მსოფლიო რეიტინგში.“ როგორც DBR-ში აცხადებენ,  ჯინის ინდექსი წარმოადგენს მონაცემთა გაფანტულობის საზომს. ის ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის[სრულად…]

ნოდარ ხადური: „უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე რეალურად შევძლებთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შექმნას“

ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში კარგი დოკუმენტები შეიქმნება. “შედგა ძალიან საინტერესო დიალოგი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა, იმ გზებზე თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ პრობლემებიდან და[სრულად…]

ვალეს საბაჟოზე არადეკლარირებული 100 000 აშშ დოლარი ირანის მოქალაქეს სამალავებით შემოქონდა

სამართალდამცველებმა, ვალეს საბაჟო პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს არადეკლარირებული 100 ათასი აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის საბაჟოს გვერდის ავლით ,მალულად შემოტანას ცდილობდა 42 წლის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ირანის მოქალაქეს  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი-ჯარიმა შეეფარდა და არადეკლარირებული თანხა სრულად ჩამოერთვა. შსს არალეგალურად გადმოტანილი[სრულად…]