ეკონომიკა

საქსტატში 2011 წლის საერთაშორისო შედარებების პროგრამის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს

2011 წლის რაუნდის საერთაშორისო შედარებების პროგრამის (2011 International Comparison Program) დასკვნითი ეტაპის განხორციელებისთვის, საქსტატში 15-19 ივლისის სამუშაო ვიზიტით სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტები იმყოფებიან. საერთაშორისო შედარებების პროგრამის 2011 წლის რაუნდში მსოფლიოს 200 ქვეყანა მონაწილეობს. პროგრამის მიზანია მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტების შედარება ვალუტების მსყიდველობითუნარიანობის[სრულად…]

გიორგი ქადაგიძემ EBRD-ის პრეზიდენტს ქართულ საბანკო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო

საქართველოს ეროვნულ ბანკს  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გიორგი ქადაგიძესთან  შეხვედრისას სტუმარი ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს გაეცნო. EBRD – ის პრეზიდენტმა შეაფასა ეროვნული ბანკის როლი საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილური განვითარების პროცესში. შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი ქადაგიძემ და[სრულად…]

"საქართველოს რკინიგზა": სამგზავრო ბილეთების ფასების გაზარდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება

“საქართველოს რკინიგზა” სამგზავრო ბილეთების გაძვირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ს.ს. “საქართველოს რკინიგზის” მიერ სამგზავრო ბილეთების ფასების ტოტალურად გაზარდის შესახებ სინამდვილეს არ შეეფერება. მათი განმარტებით, “საქართველოს რკინიგზის” ახალმა მენეჯმენტმა ათ თვიანი ფასდაკლების სისტემა შეიმუშავა. კერძოდ თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ დღის ახალ[სრულად…]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კიდევ ერთმა ბიზნესმენმა მიმართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კიდევ ერთმა ბიზნესმენმა მიმართა. საქმე „დაბი ჯგუფს“ ეხება, რომელის საქმიანობას, 2010 წლიდან გიორგი სეთურიძე წარმართავდა. თუმცა, როგორც სეთურიძე განმარტავს, მას წინა ხელისუფლების პირობებში, მართვის უფლება ძალადობრივი მეთოდებით ჩამოართვეს. საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება რამდენიმე თვის წინ შეიტანა. თუმცა, როგორც ის აცხადებს, პროკურატურისგან მის[სრულად…]

შეიზღუდება თუ არა მობილური ოპერატორების უფლებები?

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სამი მობილური ოპერატორის, „ჯეოსელის“, „მაგთიკომისა“ და „მობიტელისთვის“, მობილური კავშირგაბმულობის სხვა კომპანიებთან თანაბარ რეჟიმში ჩაყენებას აპირებს. მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს ინიციატივა, მობილურ კავშირგაბმულობის ბაზრის მონოპოლიზაციისგან დაცვას ემსახურება. ხატია ყურაშვილის განმარტებით, არ შეიძლება ბაზარზე, კომპანიის გაძლიერების ხარჯზე, სხვა კომპანიის დისკრიმინაცია მოხდეს. მარეგულირებელი კომისიის ინიციატივას[სრულად…]

გენადი ონიშჩენკო კმაყოფილია ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ხარისხით

“როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო კმაყოფილია რუსეთში შეტანილი ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ხარისხით. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური პროდუქციის 141 პარტია შევიდა, რომლის საერთო მოცულობაც 600 ათას ლიტრს შეადგენს. „ყველაფერი იმ პარამეტრების ფარგლებშია, რომლებიც მოქმედი ნორმატივებითაა დადგენილი“, – აღნიშნა ონიშჩენკომ. 16.07.13 Please follow and like us:

ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ  ხადური. მემორანდუმს ხელი მოაწერს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ. ,,ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას რათა საფინანსო სისტემაში დასაქმებული[სრულად…]

იანვარ-ივნისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4713 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2013 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4713 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.   “საქსტატის” ცნობით, აღნიშნული ციფრი წინა წლის მაჩვენებელზე 3 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტი 1236 მლნ აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3477 მლნ აშშ დოლარი (7 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა[სრულად…]

საბაჟოებზე გამოვლენილი სამართალდარღვევა ოთხჯერ გაიზარდა

სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ  გამოვლენილ სამართალდარღვევათა რიცხვი, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. ეს ტენდენცია გამოიკვეთა იმ ანგარიშში, რომელიც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა  მიმდინარე წლის ორი კვარტალის განმავლობაში გამოვლენილი და აღკვეთილი კანონდარღვევების შესახებ წარმოადგინა. ანგარიშის მიხედვით, სამართალდარღვევათა უდიდესი წილი მოდის საქართველოს[სრულად…]

ზურაბ გვასალია: „საბანკო სექტორის მოგება 2012 წელს წინა წელთან შედარებით 60%-ით შემცირდა“

„2012 წელს სისტემის მომგებიანობის შემცირება დაკავშირებულია საკრედიტო აქტივობის შემცირებასთან, რომელიც შეინიშნებოდა როგორც ბოლო კვარტალში, ასევე ზოგადად მთელი წლის მანძილზე“, – აცხდებს “თბილისი თაიმსთან”  საუბრისას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია. გვასალიას განმარტებით, სექტორის წმინდა მოგებამ 2012 წელს შეადგინა 134 მლნ ლარი, რაც თითქმის 60 %-ით ნაკლებია წინა წლის წმინდა მოგების მაჩვენებელზე,[სრულად…]

ხვალ EBRD-ის პრეზიდენტი სამ დღიანი ვიზიტით საქართველოს ესტუმრება

ხვალიდან საქართველოში იწყება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის (Suma Chakrabarti) სამდღიანი ვიზიტი.  ფინანსთა სამინისტროს ინფოპრმაციით,  ვიზიტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ფინანსთა მინისტრი, EBRD-ში საქართველოს მმართველი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.[სრულად…]

ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის თემაზე ეროვნულ ბანკში ერთკვირიანი სემინარი გაიხსნა

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინიციატივით, ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის თემაზე ერთკვირიანი სემინარი გაიხსნა. როგორც ეროვნული ბანკიდან „თბილისი თაიმსს“ აცნობეს, შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფინანსური მარეგულირებლების და ზედამხედველების კვალიფიკაციის ამაღლების ინიციატივის ფარგლებში იმართება, რომელშიც 25 ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობენ – ავღანეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან,[სრულად…]

ზურაბ გვასალია: „საბანკო სექტორი ჩვენთან საკმაოდ მდგრადი განვითარების ტენდენციებით ხასიათდება“

„საბანკო სექტორი ჩვენთან საკმაოდ მდგრადი განვითარების ტენდენციებით ხასიათდება, რომლის განვითარების პრიორიტეტებს ტრანსფარენტულობა და კორპორატიული მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა წარმოადგენს, ამის შესახებ  განაცხადა „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ. მისი განცხადებით, დღეს ეკონომისტებისა და ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ  საქართველოს ეკონომიკის არც ერთი სხვა დარგი ისე არ არის[სრულად…]

ალექსი პეტრიაშვილმა და შტეფან ფულემ ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას

დღეს, ბათუმში ევროკავშირის ახალი ინიციატივის „მეტი მეტისათვის“ ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმებით, საქართველოსთვის 16 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. დახმარება მიმართული იქნება საქართველოში საზღვრის მართვისა და მიგრაციის საკითხებზე[სრულად…]

ნოდარ ხადური საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს ევროპული გზა“ ესწრება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობს მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაში – “საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები – ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ”, რომელიც  11-12 ივლისს ქ. ბათუმში იმართება. ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ ევროპული სამეზობლოს წარმომადგენლები განიხილავენ ევროინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელებას, ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელ პროცესსა და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის‘‘ ფარგლებში მიღწეულ[სრულად…]

დაყადაღებულია – "ცენტრ პოინტ ჯგუფის“, შპს "დექსუსისა" და "ალიანს კაპიტალის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება

“ცენტრ პოინტ ჯგუფის” გარდა მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირებისა და კომპანიების არაერთი უძრავი ქონებაც დაყადაღებულია. ასევე დაყადაღებულია შპს “დექსუსისა” და მასთან დაკავშირებული კომპანიის შპს “ალიანს კაპიტალის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც. პროკურატურის ინფორმაციით, რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარედგინა, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ[სრულად…]

2009-2012 წლებთან შედარებით მიმდინარე წელს ძირითადი მოხმარების საგნებზე და პროდუქტზე ფასები 30-40% შემცირდა

საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები 2008 წლის ნიშნულს უბრუნდება. ხორცი, ბურღულეული, შაქარი, პურის ფქვილი თუ სხვა საკვები პროდუქტების ფასი, 2009-12 წლებთან შედარებით, დაახლოებით 30-40%-ით არის შემცირებული – წერს გაზეთი „რეზონანსი“. ექსპერტების მოსაზრებით, ფასების კლება დაკავშირებულია ბაზარზე თავისუფალი მოთამაშეების გამოჩენასთან და მსოფლიოში ფასების შემცირებასთან. მეტიც, არ არის გამორიცხული, რომ[სრულად…]

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მომავალი წლის ბოლოსთვის იგეგმება

შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზის დირექტორის ირაკლი წულაიას განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მომავალი წლის ბოლოსთვის იგეგმება. ბრიფინგზე წულაიამ უარყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ამ პროექტის ფარგლებში არსებული დაბრკოლებების შესახებ. როგორც სააკაშვილმა გუშინ, სამუშაოების ადგილზე გაცნობისას, განაცხადა, „პროექტის განხორციელების პროცესში მთავრობა გაურკვეველ, ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნის, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით“. „ეს რკინიგზა[სრულად…]

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში 3 139 სესხი გაიცა

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში დღეის მდგომარეობით 3 139 სესხი, ჯამური ღირებულებით 48 826 334 ლარი გაიცა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ შორის: I კომპონენტში – 849 003 ლარის საერთო ღირებულების 1 644 სესხი, II კომპონენტში – 1 399 სესხი, ჯამური ღირებულებით 27 199 825 ლარი და III კომპონენტში _ ახალი[სრულად…]

თურქეთში საზღვარზე შეჩერებული ავტომანქანები საქართველოში დღეს შემოვლენ

თურქეთში საზღვარზე შეჩერებული დროებითი (ტრანზიტული) სანომრე ნიშნიანი ე.წ. “Panel Van” დახურული ფურგონის ტიპის მცირე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები ყოველგვარი საფასურის გარეშე დღესვე გადმოკვეთენ საქართველოს საზღვარს – ეს გადაწყვეტილება თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრომ ქართულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ  თურქულმა მხარემ სატრანზიტო საფასურის გადახდის მოთხოვნით[სრულად…]

SOCAR-ის წლიურმა მოგებამ 2012 წელს 18%-ს მიაღწია

2012 წლის შედეგებით კომპანია SOCAR-ის წლიურმა მოგებამ 740 478 000 $ შეადგინა,  რაც 2011 წელთან (635 050 240 $) შედარებით  105 427 760 $-ით მეტია, ეს შედეგები გამოაქვეყნა პარასკევს აუდიტორულმა კომპანიამ Ernst&Young-მა. კომპანიის შემოსავლები გასულ წელს თითქმის ორჯერ გაიზარდა და მიაღწია რა 13 444 616 000 $-ს. SOCAR სახელმწიფო კომპანია აზარბაიჯანსი და იგი ნავთობპროდუქტების ერთადერთი მწარმოებელია, გარდა ამისა კომპანია[სრულად…]

გასულ თვესთან შედარებით ივნისში ინფლაციის დონემ 0,6 %-ი შეადგინა

2013 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6 პროცენტი შეადგინა. “საქსტატის” ინფორმაციით,  მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 1,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ივნისის ინფლაციაში -0,56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე –[სრულად…]

2013 წელს კომპანია ,,ბორჯომი’’ რუსუთში 30 მილიონი ბოთლის გაყიდვას გემავს

IDS Borjomi International-ის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ჟადანოვის განცხადებით, ერთი თვის მონაცემებით რუსეთში უკვე შეტანილი და გადანაწილებულია 1,9 მილიონი ბორჯომი. მისივე განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ივლისის ბოლომდე კიდევ მოხდება  5 მილიონი ბოთლის შეტანა ბაზარზე, რომლების განაწილებაც წინასწარ არის დაგეგმილი. კომპანია მომდევნო  7 თვეში გეგმავს გაყიდოს დაახლოებით მესამედი იმისა, რაც გასულ წლებში ერთ[სრულად…]

საქართველოსა და ირანის ბიზნეს სექტორი საქმიან შეხვედრებს გამართავენ

მსხვილი ირანული კომპანიები ქართულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაეცნობიან. ირანის ისლამური რესპუბლიკის სავაჭრო დელეგაცია საქართველოს 1-5 ივლისს ეწვევა. 2 ივლის საგამოფენო კომპლექს “ექსპო ჯორჯიაში” (მე–3 პავილიონი) ქართულ–ირანული ბიზნეს ფორუმი გაიმართება. “ექსპო ჯორჯიაში” ორი დღის განმავლობაში ირანული პროდუქციის გამოფენა მოეწყობა. ამასთან ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრები გაიმართება.[სრულად…]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით ფერნები განხორციელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ხარკოვის მიმართულებით ახალი რეისი დაემატახარკოვში რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ, ავიაკომპანია „ვიზეარი“ უზრუნველყოფს. ომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული ავიაკომპანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი კომპანიააამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ვარშავის, ტატოვიცას, კიევის, მოსკოვისა და დონეცკის მიმართულებით ხორციელდება. ხარკოვის მიმართულებით ფრენის ღირებულება 70 დოლარი იქნება. 01.07.13 Please[სრულად…]

საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 31,8 % – ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.ცენტრის ინფორმაციით, 2013 წლის მარტის თვეში 363286 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 37 %-ით მეტია. “2012 წელს საქართველოს 4 389 256 საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ზრდამ 56% შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს,[სრულად…]

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო.  დირექტორთა საბჭომ რამდენიმე დღის წინ ეს კომპაქტი, სხვანაირად, პროექტი, დაამტკიცა.  გუშინ ვაშინგტონში ამ საკითხზე პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საბჭოს რამდენიმე წევრი და უშუალოდ კი ქვეყნებთან გაფორმებული კომპაქტების ხელმძღვანელი პირები საუბრობდნენ.  სხდომას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი-აშშ-ში არჩილ გეგეშიძეც. ლაპარაკია ხუთ წლიან დაფინანსებაზე,[სრულად…]

საქართველოს საგარეო ვალი 13.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2013 წლის 31 მარტის მდგომარეობით 13.4 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 83.9 პროცენტია; აქედან, 4.2 მლრდ აშშ დოლარი (7.0 მლრდ ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (მშპ-ს 26.5 პროცენტი), 500.2 მლნ აშშ დოლარი (829.2 მლნ ლარი; მშპ-ს 3,1 პროცენტი) – ეროვნული ბანკის, 2.4[სრულად…]

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სარეკლამო ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სარეკლამო ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. პოლიტიკა აღარ თამაშობს მნიშვნელოვან როლს  სარეკლამო თანხების განაწილებაში და კომპანიები ახლა უკვე თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი დანახარჯების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოს“   ანგარიშში „საქართველოს სარეკლამო ბაზარი -ახლა უკვე კონკურენციის პირობებში?“ , რომლის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო ამბასადორში გაიმართა.[სრულად…]

კომპანია „ასკანელი ძმები“ უკრაინაში BEST DRINK 2013-ზე დაჯილდოვდა

”BEST DRINK” საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსია, რომელიც უკრაინაში მეოთხე წელია იმართება, წელს კონკურსში მონაწილეობდა 21 კომპანია, მათ წარმოადგინეს საკუთარი პროდუქციის 58 ნიმუში, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიებში. კომპანია „ასკანელი ძმები“-მა  “Best Drink”-ზე  5 სხვადასხვა ნომინაციაში გავიდა პირველ ადგილზე. „ასკანელი ძმების“ პროდუქცია „Best Drink“-ის ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იყო „ასკანელი ძმების“ 2 სახეობის[სრულად…]