ეკონომიკა

ეროვნული ბანკი სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებულ საქმეს შეისწავლის

სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობის სერვისის გაძვირების გამო მობილურ ოპერატორებთან “კითხვის ნიშნები” არსებობს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძის განუცხადა. “ამ თემაზე არის კითხვის ნიშნები ყველა მონაწილის, მათ შორის მობილური ოპერატორების მიმართ. თუ როგორ მოხდა, რომ ერთ დღეს სამივე მობილურმა ოპერატორმა გადაწყვიტა თავის სადისტრიბუციო პოლიტიკის შეცვლა და ერთ დღეს[სრულად…]

ნოდარ ხადურმა „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური განაგრძობს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ადგილობრივი საწარმოების დათვალიერებას. ფინანსთა მინისტრმა გასვლითი შეხვედრა გამართა მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში. ნოდარ ხადურმა დაათვალიერა  „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოები:  „მარნეული აგრო“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“,  თელეთის „ფერმა მარგებელი.“ „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილზე გავეცნოთ რა პრობლემები აქვთ ბიზნესმენებს, რაში შეუძლია მთავრობას მათი დახმარება.[სრულად…]

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის“ კანონში ცვლილების პროექტი, უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს

მრგვალი მაგიდა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), საქართველოში ევროგაერთიანების  წარმომადგენლობის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI), საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (GDRI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და საქართველოში პოლონეთის საელჩოს ორგანიზატორობითა და პარტნიორობით. „რეგიონალური მრგვალი მაგიდა – კონფერენცია“ თემაზე – „კონკურენციის კანონმდებლობა და პოლიტიკა“[სრულად…]

„სმარტი“ მომხმარებელს კომპანიის წარმოების სააღდგომო პასკებს სთავაზობს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ მომხმარებელს „სმარტის“ წარმოების სააღდგომო პასკებს სთავაზობს. ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო, შოკოლადისა და მინანქრით მორთულ პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება  6.5 ლარიდან იწყება. „სმარტში“ იტალიური წარმოების პასკებიც იყიდება, აცხადებენ კომპანიაში. გარდა ამისა „სმარტი“ 2 მაისიდან 7 მაისამდე[სრულად…]

ნოდარ ხადური არ გამორიცხავს კვერცხის მწარმოებლებისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების გავრცელებას

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არ გამორიცხავს კვერცხის მწარმოებლებისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების გავრცელებას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე თავს შეიკავებს კონკრეტიკისგან. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობს და დეტალებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. 29.04.13   Please follow and like us:

„Airzena-Georgian Airways“ ”ოდესა-ბათუმის” მიმართულებით იწყებ ფრენებს

ავიაკომპანია “Airzena-Georgian Airways” დღეიდან  ხსნის პირდაპირ, რეგულარულ რეისს ახალი მიმართულბით ”ოდესა-ბათუმი”. აღნიშნული ფრენები კომპანიის ინფორმაციით შესრულდება კვირაში ერთხელ-შაბათობით. 8 მაისიდან ავიაკომპანია გეგმავს, ამ მარშრუტზე რეისების რაოდენობის გაზრდას, მათი ინფორმაციით, დამატებით ფრენები შესრულდება  ასევე ოთხშაბათობით. რეგულარული, პირდაპირი რეისები ”ოდესა-ბათუმი-ოდესა”  შესრულდება  მთელი ზაფხულის  განმავლობაში, კომპანიაში აცხადებენ , რომ აღნიშნულ ფერნებზე  დიდი მოთხოვნაა[სრულად…]

სომხეთიდან შემოსული დაავადებული კარტოფილი უკან გააბრუნეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან, 12000 კგ სათესლე კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის ფიტოსანიტარმა ოფიცერმა, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო პროცედურების განხორციელებისას, ეჭვის საფუძველზე ტვირთიდან აიღო ნიმუში, რომელიც სპეციალურ ლაბორატორიაში გაიგზავნა ექსპერტიზაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ნიმუშში  კარტოფილის საკარანტინო დაავადება (Ralstonia solanacearum)[სრულად…]

ეკონომიკის სამინისტროს, ვარშავის საფონდო ბირჟასთან თანამშრომლობა სურს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვარშავის საფონდო ბირჟასთან თანამშრომლობას გეგმავს, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყების ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა. ”კაპიტალის ბაზრის გამდიდრების საკითხი, საქართველოსთვის ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენთვის ეს საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან,  ვარშავის ბირჟა ევროპაში, ერთერთი ყველაზე დინამიურია და ჩვენ ვთვლით რომ, მოლაპარაკებები მასთან საქართველოსთვის წარმატებით[სრულად…]

ნოდარ ხადური ინვესტორებს ზედმეტი ბიუროკრატიის და ბარიერების გარეშე საბაჟო-საგადასახო მოემსახურებას პირდება

საქართველოს აქვს საუკეთესო საბაჟო და საგადასახადო სისტემა, სულ ექვსი გადასახადი გაგვაჩნია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმენებისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმზე განაცადა. “მოხარული ვარ, რომ უკრაინელ მეგობრებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბრო იმ პოტენციალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მე დღეს ამ დარბაზში უამრავ პოტენციურ ინვესტორს ვხედავ. მათთვის[სრულად…]

ნოდარ ხადური: აშშ-ს ხაზინა კვლავ გააგრძელებს დახმარებას შემოსავლების სამსახურის როგორც ტექნიკურ ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის ასოცირებულ დირექტორთან,  უილიამ რემინგტონთან. სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის პრეზიდენტის მრჩეველი ანა გრინი. განიხილეს ამერიკის ხაზინასა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის ფარგლებში[სრულად…]

თბილისში დღეს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმს ბიძინა ივანიშვილი გახსნის

თბილისში დღეს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმი საქართველო-უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს , საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საპარტნიორო ფონდისა და უკრაინული კომპანია Soft Rating Consult-ის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახსნის. ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. ფორუმს 50-მდე უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი[სრულად…]

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 8.7 მლრდ ლარს გადააჭარბა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით , ანუ 74.0 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისთვის 8.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 84.7 მლნ ლარით (3.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური[სრულად…]

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 12.7 %-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ნაბკის ინფიორმაციით,  2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 3 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.6 მლრდ ლარით, ანუ 12.7 %-ით გაიზარდა[სრულად…]

ტრანსელექტრიკას რომელმაც "ხუდონეჰესი" უნდა ააშენოს, სამშენებლო ნებართვის მიღების ვადა გაუხანგრძლივდა

ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანია ტრანსელექტრიკას, რომელმაც “ხუდონეჰესი” უნდა ააშენოს, სამშენებლო ნებართვის მიღების ვადა 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაუხანგრძლივა.საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულების პროექტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. “სამთვიანი მორატორიუმი გამოცხადებული იყო ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გადაწყვეტილებით, რათა ჩვენ შეგვესწავალა ის ხელშეკრულება, რომელიც “ტრანსელექტრიკასთან” 2011 წელს დაიდო, ჩვენ უნდა გაგვეგო ამ ხელშეკრულების დადებითი[სრულად…]

ნოდარ ხადური: სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებით, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ანაბრების რაოდენობის დადგენაზე მუშაობს

ძველი, დაკარგული ანაბრების თემაზე მთავრობა ინფორმაციის სრულად შესწავლამდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა და არნიშნა, რომ ეს არის სახელწიფოს საშინაო ვალი , რომელიც სახელწიფოს აღიარებული აქვს. მისი განმარტებით, სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებით, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ანაბრების რაოდენობის დადგენაზე მუშაობს.[სრულად…]

საქართველოს ბანკი: „ბანკის საინკასაციო მომსახურების განხორციელებას დაცვის პოლიცია უკვე შეუდგა“

“საქართველოს ბანკის” საინკასაციო მომსახურება შეუფერხებლად ხორციელდება, – ამის შესახებ “საქართველოს ბანკის” ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ბანკის ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” საინკასაციო მომსახურების განხორციელებას დაცვის პოლიცია უკვე შეუდგა. “საქართველოს ბანკი” გადავიდა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზირებული სამსახური- ამ კონკრეტულ შემთხვევაში,[სრულად…]

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა აპრილის თვეში წინათვესთან შედარებით 75.7 მლნ ლარით გაიზარდა

საქრთველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი აპრილისათვის 8.0 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 75.7 მლნ ლარით (ანუ 1.0%-ით) მეტია მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას 7.8 მლნ ლარით (ანუ 0.2 %-ით) და ვადიანი დეპოზიტების ზრდას –[სრულად…]

ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე დღს გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 31 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური – 6.450%, მაქსიმალური – 6.550%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.495%. 24.05.13 Please follow and[სრულად…]

ნოდარ ხადური ესტონური საინვესტიციო კომპანიის „ტრიგონ კაპიტალის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური შეხვდა უმსხვილესი ესტონური საინვესტიციო კომპანიის „ტრიგონ კაპიტალის“ დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს იოაკიმ ჰელენიუსს. კომპანია დაინტერესებულია პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებით რეგიონის მასშტაბით, ისეთ სფეროებში როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ენერგო სექტორი და უძრავი ქონების ბაზარი. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს. კომპანიის[სრულად…]

2012 წლის უმდიდრეს რუს ბიზნესმენთა რეიტინგში სამი ქართველი ბიზნესმენი მოხვდა

რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „forbes.ru“ რუსეთში მოღვაწე მულტიმილიონერების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც  3 ქართული გვარიც ფიგურირებებს. 2012 წლის უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების 200-კაციან ახალ რეიტინგში მოხვდნენ: ალექსანდრე ჯაფარიძე, დავით იაკობაშვილი და ვიაჩესლავ მირილაშვილი. 51-ე პოზიციას იკავებს ნავთობგადამამუშავებელი ბიზნესის სოლიდური მოთამაშე, ალექსანდრე ჯაფარიძე. მის ქონებას  „forbes“-ი 1,8 მლრდ დოლარად აფასებს, რომელიც გასულ წელთან შედარებით[სრულად…]

თბილისის ბიუჯეტი 83 მლნ ლარით გაიზრდება

თბილისის ბიუჯეტი 83 მლნ ლარით გაიზრდება. ცვლილება ბიუჯეტში 26 აპრილს გამართულ თბილისის საკრებულოს სხდომაზე შევა. როგორც საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტის ზრდა შეეხება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სოციალურ პროექტებს. 24.04.13 Please follow and like us:

საქართველო-ბაქოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი წითელ ხიდთან ახლომდებარე, დამატებითი გამშვები პუნქტის ამოქმედების მიმართულებით იმუშავებს

ბაქოში საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის, ლაშა ხუციშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, აიდინ ალიევის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობის ჭრილში აზერბაიჯანისა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა და დაგეგმვა[სრულად…]

მიმდინარე წლის იანვარ–მარტში საქართველოს 3 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამმართვბელოს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ–მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 2144 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 565 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1579 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები).[სრულად…]

ვახტანგ ბუცხრიკიძე: "ჩვენ ძალიან გვეამაყება, რომ მივიღეთ 2012 წლის საუკეთესო ბანკის წოდება ჟურნალისგან – EMEA Finance“

ჟურნალმა EMEA Finance “თიბისი ბანკს” 2012 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მიანიჭა. “ჩვენ ძალიან გვეამაყება, რომ მივიღეთ 2012 წლის საუკეთესო ბანკის წოდება ჟურნალისგან – EMEA Finance. ეს პრესტიჟული ჯილდო არის არა მხოლოდ ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგების, არამედ 2012 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების აღიარებაც,” – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ჟურნალის მთავარი რედაქტორის[სრულად…]

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მთავრობა გეგმავს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ექსპორტის მოცულობა ჩინეთში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლები მიიღო. ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჭან ვეი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც სახელმწიფო ასევე ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის[სრულად…]

1 მაისიდან რეგიონებში გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურად დაიწყება

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორ რადოსლავ დუდოლენსკისთან შეხვედრა გამართა და რეგიონების გამრიცხველიანების გეგმა განიხილა. კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინდივიდუალურ მრიცხველს 50 ათასს აბონენტს დაუმონტაჟებს, გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურ ფაზაში 1 მაისიდან შევა. შემდგომი ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 140 ათასი[სრულად…]

23 აპრილს საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით,  23 აპრილს სასტუმრო “რედისონში” საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. მაათივე ცნობით, ღონისძიებას 40-მდე ჩინური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. “ისინი გაეცნობიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. ფორუმში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო”, – აცხადებენ სააგენტოში. ფორუმის ორგანიზატორები არიან[სრულად…]

“SilkNet”-მა ადგილზე მომსახურების სერვისი დანერგა

ოპერატორ SilkNet-ის ცნობით, დღეიდან აბონენტებს შეუძლია ისარგებლოს სპეციალისტთა ჯგუფის გამოძახების სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს ბინაზე ან ოფისში მოწყობილობებისა და აპარატურის გადაადგილება-რეორგანიზაციას. აღნიშნული სერვისის საფასური მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო გადასახადთან ერთად: ფიზიკურ პირს – 30 ლარი, იურიდიულ პირს – 50 ლარი. სილქნეტის  Wireless Acces Point–ს აპარატურის შეძენისას თბილისელ მომხმარებელს 30 დღის განმავლობაში უფასოდ  მოემსახურებიან.[სრულად…]

2013 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი რუსეთის ფედერაციაზე მოდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2013 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 187.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.6 მლნ აშშ დოლარით (8.2 მლნ ლარით), ანუ 4.3 %-ით მეტია 2012 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე[სრულად…]

2013 წლის იანვარ–მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 5 %-ით ნაკლებია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ–მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე)  2144 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 %-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 565 მლნ. აშშ დოლარი იყო (5 %-ითმეტი), ხოლო იმპორტი – 1579 მლნ. აშშ დოლარი (8 %-ით  ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013[სრულად…]