2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ეკონომიკა

1 მაისიდან რეგიონებში გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურად დაიწყება

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორ რადოსლავ დუდოლენსკისთან შეხვედრა გამართა და რეგიონების გამრიცხველიანების გეგმა განიხილა. კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინდივიდუალურ მრიცხველს 50 ათასს აბონენტს დაუმონტაჟებს, გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურ ფაზაში 1 მაისიდან შევა. შემდგომი ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 140 ათასი[სრულად…]

23 აპრილს საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით,  23 აპრილს სასტუმრო “რედისონში” საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. მაათივე ცნობით, ღონისძიებას 40-მდე ჩინური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. “ისინი გაეცნობიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. ფორუმში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო”, – აცხადებენ სააგენტოში. ფორუმის ორგანიზატორები არიან[სრულად…]

“SilkNet”-მა ადგილზე მომსახურების სერვისი დანერგა

ოპერატორ SilkNet-ის ცნობით, დღეიდან აბონენტებს შეუძლია ისარგებლოს სპეციალისტთა ჯგუფის გამოძახების სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს ბინაზე ან ოფისში მოწყობილობებისა და აპარატურის გადაადგილება-რეორგანიზაციას. აღნიშნული სერვისის საფასური მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო გადასახადთან ერთად: ფიზიკურ პირს – 30 ლარი, იურიდიულ პირს – 50 ლარი. სილქნეტის  Wireless Acces Point–ს აპარატურის შეძენისას თბილისელ მომხმარებელს 30 დღის განმავლობაში უფასოდ  მოემსახურებიან.[სრულად…]

2013 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი რუსეთის ფედერაციაზე მოდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2013 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 187.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.6 მლნ აშშ დოლარით (8.2 მლნ ლარით), ანუ 4.3 %-ით მეტია 2012 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე[სრულად…]

2013 წლის იანვარ–მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 5 %-ით ნაკლებია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ–მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე)  2144 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 %-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 565 მლნ. აშშ დოლარი იყო (5 %-ითმეტი), ხოლო იმპორტი – 1579 მლნ. აშშ დოლარი (8 %-ით  ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013[სრულად…]

ნოდარ ხადური მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეკრებაში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის  სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეიდან დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრდძელედება.  ვაშინგტონში, ნოდარ ხადური მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეკრებაში, აცხადებენ სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს: მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან – ლე რუსთან, ფრანკ[სრულად…]

ვისოლი „შევრონის“ საავტომობილო ზეთების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა

ხვალ 11 საათზე სასტუმრო „რედისონში“ „ვისოლ ჯგუფსა“ და მსოფლიოში წამყვან  ნავთობკომპანია „შევრონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რის შედეგად „ვისოლ ჯგუფი“ „შევრონის“ საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდება საქართველოში. „მომხმარებელს „შევრონის“ ზეთებისა და საპოხი მასალების შეძენა „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ვიანორის“ მომსახურების ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ. „ვიანორი“[სრულად…]

"ნატახტარის ლიმონათი" სამი სხვადასხვა გემოს ლიმონათს გამოუშვებს

“ნატახტარის ლიმონათი” ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.უკვე ქართულ ბაზარზე “ნატახტარის ლიმონათი” ჟოლოს, კოწახურისა და ვაშლის არომატით გამოჩნდა. “გვინდოდა მომხმარებლისთვის უფრო დიდი არჩევანი და მეტი მრავალფეროვნება შეგვეთავაზებინა. ყველა დამატებული არომატი არის ბავშვებისთვისა და მათი მშობლებისთვის საყვარელი”, – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, თორნიკე ნიკოლაიშვილი. ამ დრომდე “ნატახტარის” ასორტიმენტი შვიდი[სრულად…]

ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების ახალი დამოუკიდებელი ორგანო – ეროვნული კომისა იქმნება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების ახალი დამოუკიდებელი ორგანო – ეროვნული კომისა იქმნება, შესაბამისად  ეროვნული ბანკის კომპეტენციიდან აღნისნული სამსახური გამოეყოფა. ამ საკითხტან დაკავსირებით პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი უკვე ინიცირებულია, რომელსაც ხვალ ორი კომიტეტი – იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები პირველი მოსმენით განიხილავენ. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის[სრულად…]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დონეცკის მიმართულებით ფრენები შესრულდება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დონეცკის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია “ვიზაირი” შეასრულებს. ფრენას პირველი რეისი ქუთაისი-დონეცკის მიმართულებით 23 აპრილს შესრულდება. რეისის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ჟურნალისტებსაც შეუძლიათ, აცხადებენ ავიაკომპანიაში. რეისი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან 9:45 სთ-ზე შესრულდება, უკან გამოფრენის დრო კი 13:20 საათია. 15.04.13 Please follow and[სრულად…]