ექსკლუზივი

გავრცელებული ვირუსული ინფექციები – როგორ ვებრძოლოთ მათ?!

გავრცელებული ვირუსული ინფექციები – როგორ ვებრძოლოთ მათ?!

ზამთრის სეზონზე ვირუსული ინფექციით დაავადების შემთხვევები ორმაგდება. მათგან დასაცავად დროული რეაგირებაა საჭირო. ადამიანები გრიპსა თუ სხვადასხვა ვირუსული ინფექციებს თავისებურად ებრძვიან. „თბილისი თაიმსი“ პედიატრ ინგა მამუჩიშვილს დაუკავშირდა. რომელია  გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებელი ყველაზე ეფექტური საშუალება, რა არის საჭირო მისი პრევენციისთვის და, ზოგადად, რა სიმპტომები ახასიათებს ამ სეზონზე გავრცელებულ ვირუსებს, ინტერვიუდან შეიტყობთ.[სრულად…]

სად მიდის ტურიზმის სფეროდან მიღებული თანხები?

სად მიდის ტურიზმის სფეროდან მიღებული თანხები?

გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. დეკემბერში ტურიზმიდან შემოსავლებმა 186 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 33 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის განმავლობაში ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ აგვისტოში მიიღო და ის 395 მლნ დოლარს შეადგენდა. 2016 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 584 მლნ დოლარითაა[სრულად…]

გაძვირდება თუ არა პური – პურპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების პროგნოზები

გაძვირდება თუ არა პური – პურპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების პროგნოზები

ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების მატება შესაძლოა პურის ფასზეც აისახოს. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ესაუბრა. მან ასევე თქვა, რომ კომპანიებს შეიძლება პურის წონის ან ხარისხის შემცირებაც მოუწიოთ. „ბევრ მწარმოებელს პურზე დაბალი ფასი აქვს, შედარებით არარეალური. მაგალითად, პურის საშუალო ფასი, თუ ავიღებთ საქარხნო პურს, ძირითადად არის[სრულად…]

რუსთავის მერია სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებით ახალ პროექტს იწყებს

რუსთავის მერია სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებით ახალ პროექტს იწყებს

“რუსთავის მერია, დედაქალაქის მიმართულებით, სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებულ ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას,” – ამის შესახებ,  “თბილისი თაიმსს” რუსთავის მერიაში განუცხადეს. ქალაქ რუსთავის მერია: ,, რუსთავის მერია, დედაქალაქის მიმართულებით, სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებულ ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რუსთაველ სტუდენტებს შეხვდა,  პროექტის განხორციელების გზები განიხილა და მათთან[სრულად…]

შეიცვლება თუ არა მთავრობა 2018 წელს?! – ექსპერტები მთავრობის მუშაობას აფასებენ

შეიცვლება თუ არა მთავრობა 2018 წელს?! – ექსპერტები მთავრობის მუშაობას აფასებენ

2017 წელს ჩვენს ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მთავრობის მისამართით კრიტიკასთან ერთად გვესმის დადებითი შეფასებებიც. ასევე, მედიაში აქტიურად განიხილავენ მინისტრთა კაბინეტის შეცვლას და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წასვლასაც. სწორედ ამ საკითხების შესახებ „თბილისი თაიმსი“ ექსპერტებს, გია ხუხაშვილსა და რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. მთავრობის პლუსებსა და მინუსებზე, 2018 წლიდან  მინისტრთა კაბინეტის შესაძლო შეცვლაზე ექსპერტებმა საკუთარი მოსაზრებები[სრულად…]

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა დედაქალაქის ქუჩებში არ ჩატარდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა დედაქალაქის ქუჩებში არ ჩატარდება

  მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა თბილისის ქუჩებში არ ჩატარდება. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს. კონკრეტულად რა ადგილებში მოუწევთ მოქალაქეებს პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩაბარება, უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუმცა, ამბობენ, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის შერჩეული ადგილების შესახებ. შსს-ს მომსახურების სააგენტოში ასევე თქვეს, რომ[სრულად…]

მედიკამენტების ანოტაციის ქართულ ენაზე მითითება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

მედიკამენტების ანოტაციის ქართულ ენაზე მითითება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

  მედიკამენტების ანოტაციაზე დატანილი ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში თბილისის საკრებულომ წარადგინა. მომხმარებელს უფლება ექნება მოითხოვოს ფარმაცევტული პროდუქტის პირველადი შეფუთვის გამოყენების ინსტრუქციის ქართულენოვანი ვერსია. ხოლო აფთიაქი, ავტორიზებული თუ სპეციალიზირებული სავაჭრო ობიექტი,  ვალდებული იქნება მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მსურველს მედიკამენტის ანოტაცია ქართულ ენაზე. „საქართველოს კანონი[სრულად…]

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური: დიდ ავტობუსებთან ერთად შეძენილი იქნება პატარა ავტობუსებიც

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური: დიდ ავტობუსებთან ერთად შეძენილი იქნება პატარა ავტობუსებიც

თბილისში ჰაერის დაბინძურება უკვე დიდი ხანია სცდება დასაშვებ ზღვარს. ტექნიკურად გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი ნაწილია. 2016 წლის 6 ოქტომბრიდან დედაქალაქში ლურჯი ფერის გერმანული ავტობუსები  გამოჩნდა. ახალი ავტობუსები ბუნებრივ აირზე მუშაობს. ის, დიზელზე მომუშავე ყვითელ ავტობუსებთან შედარებით, მცირე გამონაბოლქვს გამოყოფს. თბილისის მერიამ „მანის“ მარკის 143 ავტობუსი შეიძინა, რომელიც ეტაპობრიად[სრულად…]

საინფორმაციო გამოშვება უნდა განსხვავდებოდეს მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისაგან – ჟურნალისტი ნინო ცხოიძე

საინფორმაციო გამოშვება უნდა განსხვავდებოდეს მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისაგან – ჟურნალისტი ნინო ცხოიძე

დღეს ხშირად ვისმენთ საყვედურებს მედიის მისამართით. რა მდგომარეობაა ქართულ ჟურნალისტიკაში და რით განსხვავდება იგი წინა საუკუნის ვითარებისაგან, ამ საკითხზე სასაუბროდ ,,თბილისი თაიმსმა“  ინტერვიუ სთხოვა საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციისა და ეთიკის ქარტიის წევრს, ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრს, მედიამკვლევარს ემიგრაციის საკითხებში – ნინო ცხოიძეს. ქალბატონო ნინო,[სრულად…]

დავით მესხიშვილი: „ავზები, სადაც საწვავია განთავსებული, არ ირეცხება“

დავით მესხიშვილი: „ავზები, სადაც საწვავია განთავსებული, არ ირეცხება“

2018 წლის 1 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდება ტექნიკური ინსპექტირების პროცედურის გავლა. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარე დავით მესხიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ავზები, რომელშიც საწვავი ინახება, არ ირეცხება და პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებამდე საჭიროა საწვავის ხარისხის კონტროლი. მან ასევე ისაუბრა ზიანზე, რომელიც შეიძლება ამით გარემოსა და[სრულად…]

უფასო მედიკამენტების პროგრამაში შესაძლოა კორექტივები განხორციელდეს

უფასო მედიკამენტების პროგრამაში შესაძლოა კორექტივები განხორციელდეს

უფასო მედიკამენტების პროგრამას შესაძლოა ახალი წამლები დაემატოს. სახელმწიფო პროგრამა უფასო მედიკამენტებით სარგებლობის თაობაზე ანალიზდება და არ არის გამორიცხული, რომ ამ პროგრამაში კორექტივები შევიდეს. რა კორექტივები შევა? კონკრეტულად, რომელი დასახელების მედიკამენტები დაემატება არსებუილ ჩამონათვალს? – ამ და სხვა კითხვებით „თბილისი თაიმსმა“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა: “ეს პროგრამა ივლისიდან[სრულად…]

ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვი იზრდება

ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვი იზრდება

ქართული ღვინო, მსოფლიო მასშტაბით, სახელს დღითიდღე იხვეჭს. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვმა, საგრძნობლად იმატა. რომელი ქვეყნები არიან ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესებულნი და რამდენად აქვს ამ ბიზნესს გასაქანი, ამ და სხვა საკითხებზე  The Tbilisi Times ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ქვევრის შესაძენად ჩამოსული[სრულად…]

რატომ არ უნდა გავამჟღავნოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები სოციალურ ქსელებში?!

რატომ არ უნდა გავამჟღავნოთ ჩვენი პერსონალური მონაცემები სოციალურ ქსელებში?!

პერსონალური მონაცემების ხსენებისას, ალბათ, უმრავლესობას მხოლოდ სახელი, გვარი და პირადი ნომერი გაახსენდება, თუმცა პერსონალური მონაცემები ამ სამის გარდა კიდევ ბევრ რამეს მოიცავს. მაგალითად: ელექტრონული ფოსტა, ფიზიკური მახასიათებლები – წონა, სიმაღლე, რეზიუმე – რომელიც, თავის მხრივ, უამრავ პერსონალურ მონაცემს შეიცავს და სხვა. სხვისი მონაცემების უკანონოდ მოპოვება განსაზღვრულია „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“[სრულად…]

მშვილებელი ოჯახებისათვის მოსამზადებელი კურსების გავლა სავალდებულო გახდა

მშვილებელი ოჯახებისათვის მოსამზადებელი კურსების გავლა სავალდებულო გახდა

შვილი რომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამაზე არავინ დაობს.  სამწუხაროდ, ყველა ადამიანს ამ ბედნიერების შეგრძნების შესაძლებლობა არ აქვს. საქართველოში საკმაოდ ბევრი უშვილო წყვილია, არიან ისეთებიც, რომლებიც დაოჯახებულნი არ არიან, მაგრამ დედობა/მამობა სურთ.  ამგვარი პიროვნებები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ მშვილებელთა უზარმაზარ რიგს უერთდებიან და ბავშვის მოლოდინში მრავალ წელს ითვლიან. იმის გასარკვევად, თუ[სრულად…]

რომელი გასახდომი აბებია რეგისტრირებული?!

რომელი გასახდომი აბებია რეგისტრირებული?!

ჭარბწონიანობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ათასობით ადამიანი ებრძვის. ზედმეტი წონის მოშორების მრავალი ხერხი არსებობს, მაგრამ ადამიანთა გარკვეული კატეგორია ყველაზე მარტივს ირჩევს, თუმცა ეს „იოლი გზა“ დიდ რისკებთან ასოცირდება. გასახდომი აბებით ადამიანის ორგანიზმი შინაგანადაც სუსტდება, ხშირად მომხარებლის სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დგება. ოფიციალურად რეგისტრირებული პრეპარატების სიის დასადგენად „თბილისი თაიმსი“ სამედიცინო საქმინაობის[სრულად…]

ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრები შეიზღუდება

ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრები შეიზღუდება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების შეზღუდვაზე. რატომ არის მნიშვნელოვანი დიდი სავაჭრო ცენტრებისა და არეალების შეზღუდვა, როგორ აისახება ეს დედაქალაქზე, ელიავას ბაზრობის ტერიტორია შედის თუ არა გენგეგმაში და რისი მოწყობა იგეგმება მის ადგილას? ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ თბილისის გენგეგმის პროექტის  კოორდინატორს, “სიტი[სრულად…]

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საგნები თამაშ-თამაშით ისწავლონ – განათლების სამინისტრო

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საგნები თამაშ-თამაშით ისწავლონ – განათლების სამინისტრო

საქართველოს მასშტაბით 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წელი სხვადასხვა ცვლილებებთან, ახალ იდეებთან, მიზნებსა თუ შემართებასთან ასოცირდება. საინტერესოა, ამ მხრივ, ქართველ მოსწავლეებს რა სიახლეები ელოდებათ. იგეგმება თუ არა, სასწავლო სისტემაში, ახალი საგნის დამატება, რა სახის პროექტების განხორციელებაა მოსალოდნელი სკოლებში და ზოგადად, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ახალ სასწავლო წელს? აღნიშნულ საკითხებზე[სრულად…]

საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების წესი იცვლება

საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების წესი იცვლება

  საჯარო მოხელეების ხელფასისა და დანამატების საკითხი ხშირად გამხდარა განხილვისა და კრიტიკის საგანი.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებასა და დანამატებს. იმის გასარკვევად, თუ რას მოიცავს კანონპროექტი და როდიდან შევა ძალაში „თბილისი თაიმსმა“ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართა. რას მოიცავს საჯარო დაწესებულებებში შრომის[სრულად…]

2017 წელს მოთხოვნადი პროფესიები და უნივერსიტეტები – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ანალიზი

2017 წელს მოთხოვნადი პროფესიები და უნივერსიტეტები – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ანალიზი

უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო წელი ახლოვდება. აბიტურიენტები, რომლებმაც გრძელი და დატვირთული გზა განვლეს უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, უკვე იციან, საკუთარი შედეგები და ამ ეტაპზე სტუდენტის სტატუსის მიღებას  ელოდებიან. თუმცა სანამ უმაღლესი სასწავლებლები კარს გაუღებენ მომავალ სტუდენტებს, „თბილისი თაიმსი“ შეეცედა გამოერკვია, როგორი იყო აბიტურიენტების გადაწყვეტილება და არჩევანი მომავალი ცხოვრების დაგეგმვის პროცესში – რა[სრულად…]

,,მთავარი ინტრიგაა, მეორე ტური შედგება თუ არა“ – გია ხუხაშვილი თბილისის მერობის კანდიდატთა შანსებს აფასებს

,,მთავარი ინტრიგაა, მეორე ტური შედგება თუ არა“ – გია ხუხაშვილი თბილისის მერობის კანდიდატთა შანსებს აფასებს

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირებულ კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაიწყო, თუმცა არჩევნები 2017 გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამომრჩეველის ნება 21 ოქტომბერს გაირკვევა. ყველაზე დაძაბული ბრძოლა მერობისთავის დედაქალაქში გაიმართება. თბილისის მერობის კანდიდატთა შანსებს “თბილისი თაიმსთან” ექსპერტი, გია ხუხაშვილი, აფასებს. სექტემბრის დადგომასთან ერთად წინასაარჩევნო ციებცხელება კიდევ უფრო გააქტიურდა. სულ მალე თვითმართველობის არჩევნები იქნება.[სრულად…]

როგორ აფასებენ ექსპერტები მთავრობის მუშაობას?!

როგორ აფასებენ ექსპერტები მთავრობის მუშაობას?!

2012 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მთავრობის მისამართით გვესმის როგორც კრიტიკა, ასევე დადებითი შეფასებები. მართალია, წლის ბოლო არაა და შესაბამისად, ამჯერად ეს არ არის წლის შემაჯამებელი საკითხი, მაგრამ საზოგადოებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს ქვეყნის მთავრობა. საინტერესოა, როგორ აფასებს ექსპერტთა ნაწილი ამ საკითხს, რაში მდგომარეობს მთავრობის მუშაობის პლიუსები[სრულად…]

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს

  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შეიძლება ცვლილებები შევიდეს. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა. კონკრეტულად რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, მინისტრის თქმით, ყველა ის ზომა იქნება მიღებული, რომელიც  შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაში ჯდება. “არ არის გამორიცხული, მომავალში ჩვენ ვიმუშავოთ გარკვეულ[სრულად…]

„საქართველოში ჟურნალისტთა უფლებები იშვიათად ირღვევა“ – ია ანთაძე

„საქართველოში ჟურნალისტთა უფლებები იშვიათად ირღვევა“ – ია ანთაძე

ყოველ ქვეყანას განსხვავებული მედიასტანდარტი გააჩნია, განსხვავებულია მაყურებლის შეხედულებაც ამა თუ იმ საკითხის გარშემო. ის, რაც ჩვენს ქვეყანაში სრულიად ჩვეულებრივად შეიძლება  აღვიქვათ, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში სამაუწყებლო კოდექსის დარღვევად ჩაითვალოს. ამას ახალახანს მომხდარი ფაქტიც ადასტურებს – რუსეთთან დონალდ ტრამპის მრჩევლის საიდუმლო კავშირის შესახებ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიის გამო, ამერიკული ტელეკომპანია CNN-იდან სამი თანამშრომლი[სრულად…]

“საქართველოსთვის ოპტიმალური იქნება თუ მოვახერხებთ ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანებას” – ბიძინა ლებანიძე

“საქართველოსთვის ოპტიმალური იქნება თუ მოვახერხებთ ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანებას” – ბიძინა ლებანიძე

ბოლო დროს მსოფლიო პოლიტიკაში ერთდროულად ბევრი მოვლენა ვითარდება. ეს მოვლენები თითოეული ქვეყნის ურთიერთობებზე, კავშირებსა და სხვა მდგომარეობაზეც აისახება. ზოგადად საგარეო პოლიტიკა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოც ამ მოვლენების მონაწილეა. საინტერესოა, უახლოეს პერიოდში ჩვენი ქვეყნის პერსპექტივები მსოფლიო პოლიტიკაში – ურთიერთობები დასავლეთთან, რუსეთთან… ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ პოლიტოლოგი ბიძინა ლებანიძე ესაუბრა.[სრულად…]

რა პირობებს სთავაზობს შიდა ტურისტული კომპანიები მომხმარებელს?!

რა პირობებს სთავაზობს შიდა ტურისტული კომპანიები მომხმარებელს?!

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმიანისტრაციის, მთვარ მიზანს შიდა ტურიზმის განვითარება, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების მობილიზება წარმოადგენს. ზემოთხსენებული ფაქტი ნათლად გამოკვეთს ეკონომიკის ზრდაში  შიდა ტურიზმის როლს. საქართველოში არაერთი ტურისტული კომპანია არსებობს, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ტურებს აწყობს. „თბილისი თაიმსი“ საკუთარ მკითხველს ექსკლუზიურად სთავაზობს შიდა ტურისტული კომპანიების მიდგომებს: ტურის სპეციფიკა,[სრულად…]

დაწყებითი საფეხურის ახალი სასწავლო გეგმა მომავალი წლიდან ამოქმედდება

დაწყებითი საფეხურის ახალი სასწავლო გეგმა მომავალი წლიდან ამოქმედდება

საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლიდან, სასწავლო პროგრამაში ახალი საგანი – სექსუალური განათლება შეიძლება შეიტანონ. იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი სიმართლეს და ზოგადად, რა ცვლილებების განხორციელება იგეგმება სასწავლო სისტემაში, The Tbilisi Times საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში სექსუალური განათლების სწავლების პრაქტიკა შეიძლება დაინრეგოს. ეს[სრულად…]

”ორასწლიანი წყვეტის შემდეგ მონარქიის აღდგენის მაგალითი, შეიძლება მსოფლიო ისტორიაშიც ვერ მოვნახოთ” – მიხეილ ბახტაძე

”ორასწლიანი წყვეტის შემდეგ მონარქიის აღდგენის მაგალითი, შეიძლება მსოფლიო ისტორიაშიც ვერ მოვნახოთ” – მიხეილ ბახტაძე

ბოლო დროის გახმაურებული თემის შესახებ, რომელიც მონარქიის აღდგენას ეხება, “თბილისი თაიმსი“ ისტორიკოს მიხეილ ბახტაძეს ესაუბრა. როგორც იცით, პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ ასეთი განცხადება გააკეთა: ’’საქართველო არის უძველესი მონარქიული ქვეყანა, მას მეფე მართავდა და დღესაც ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე[სრულად…]

1 აგვისტოდან სურსათში ტრანსიზომერების რაოდენობა გაკონტროლდება

1 აგვისტოდან სურსათში ტრანსიზომერების რაოდენობა გაკონტროლდება

კვება ადამიანის ჯანმრთელობაზე უდიდეს გავლენას ახდენს, შესაბამისად, სურსათში მავნე ნივთიერებების შემცველობის დოზის გაკონტროლება, ერთობლ, სავალდებულოა. როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში განგვიცხადეს, სურსათში ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმის შესახებ დადგენილება ძალაში 1 აგვისტოდან შედის. ტრანსიზომერული ცხიმები სურსათში არასწორი ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით წარმოიქმნება და ისინი გულსიხლძარღვთა დაავადებებს იწვევენ. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მასთან[სრულად…]

„ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლების მფარველობის გარეშე სერიოზული ნარკობიზნესის კეთებაა შესაძლებელი“ – გია ხუხაშვილი

„ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლების მფარველობის გარეშე სერიოზული ნარკობიზნესის კეთებაა შესაძლებელი“ – გია ხუხაშვილი

ბოლოდროინდელ გახმაურებულ ნარკოდანაშალების საქმის შესახებ, „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი, გია ხუხაშვილი ესაუბრა. ბოლო დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბევრი ადამიანი დააკავეს. არჩევნების წინ მუდმივად გვესმის დაპირება, რომ ნარკოპოლიტიკა შეიცვლება და უფრო ლიბერალური გახდება, თუმცა ხელისუფლება არ დგამს ამ ნაბიჯებს. თქვენი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების უამრავი მოწოდების მიუხედავად, რატომ არ დგება დღისწესრიგში ეს საკითხი? რაში[სრულად…]

თბილისში 10 ადგილზე მრავალსართულიანი პარკინგი მოეწყობა

თბილისში 10 ადგილზე მრავალსართულიანი პარკინგი მოეწყობა

„მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია, ესენია: რკინიგზის სადგურის, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის, ისნის მეტროს, დინამო სტადიონის, თბილისის მერიის, გულუას მოედნის, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიები.“ – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს. მრავალსართულიანი ავტოსადგომის  მშენებლობა როდის დაიწყება ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თბილისის მერია[სრულად…]