კულტურა

ფოტოკონკურსი „ქოლგა“ გაიხსნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ყოველწლიური ფოტოკონკურსი „ქოლგა“ ოფიციალურად გაიხსნა. მათივე ცნობით, 2013 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ  გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ კლასიკური ფოტოხელოვანების ნამუშევრებს, ისე თანამედროვე ამერიკელ, ესპანელ, გერმანელ და ქართველ ფოტოხელოვანების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს. „თიბისი“ გალერეაში „ქოლგა თბილისი ფოტო 2013” ალექსანდრე კოტორაშვილის გამოფენას სახელწოდებით:[სრულად…]

საქართველო-უკრაინის კულტურული თანამშრომლობის ფონდი შეიქმნება

ქართულ-უკრაინული მხარეების გადაწყვეტილებით, ვაჟა ფშაველასა და ლესია უკრაინკას სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურული თანამშრომლობის ფონდი შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ დღეს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე გაცხადდა. ფონდის საპატიო თავმჯდომარე სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი იქნება, ხელმძღვანელობას კი ქართული მხრიდან ლელა რაზიკაშვილი გაუწევს. “საქართველო-უკრაინის კულტურული თანამშრომლობის ფონდი არის ორი ქვეყნის ურთიერთობის სასიამოვნო შედეგი, კულტურა ყველაზე გასაგები ენაა ერებს შორის[სრულად…]

ქართველი პიანისტის თამარ ლიჩელის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

„თიბისი გალერეაში“ ქართველი პიანისტის თამარ ლიჩელის წიგნის – „თენგიზ ამირეჯიბი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობა „უნივერსალისა“ და თიბისი ბანკის“ ხელშეწყობით გამოიცა. მუსიკოსმა წიგნი სახელწოდებით „თენგიზ ამირეჯიბი“ თავის პედაგოგს, ცნობილ ქართველ პიანისტს და სახალხო არტისტს თენგიზ ამირეჯიბს მიუძღვნა. პრეზენტაციის პარალელურად, გაიმართა მუსიკალური საღამო, რომელშიც პიანისტ თამარ[სრულად…]

“საქართველოს ბანკი” ინკასაციის სამსახურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბანკი განცხადებაში ამ სამსახურის დაცვის პოლიციისთვის გადაცემას უსაფრთხოების მეტი გარანტიით ხსნის. “საქართველოს ბანკი გადადის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზებული სამსახური – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს, რომელმაც ეს სერვისი[სრულად…]

ილია მეორე: „ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაგვაჯილდოვა ქართულითა ენითა”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართული ენის მნიშვნელობასა და ძალაზე იქადაგა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ქართული ენა არის ერთ-ერთი უდიდესი მადლი, რომელიც უფალმა ქართველ ერს და საქართველოს მიანიჭა. “უდიდესი სიმდიდრეა ჩვენი ქართული ენა, რომლის დღესასწაულიც დღეს არის და, ასევე, ჩვენი სარწმუნოება – მართლმადიდებლობა. უდიდესი ჯილდოა[სრულად…]

თურქული მხარე თანახმაა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქული მხარე თანახმაა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე. მარინე მიზანდარისა და ოზგურ ოზასლანის შეხვედრაზე ასევე, შედგა სიტყვიერი შეთანხმება -თურქეთის მხარის კეთილი ნების ნიშნად, ქართველი სპეციალისტები იშხანთან ერთად ოშკსაც მოინახულებენ, განმარტავენს სამინისტროში. მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული[სრულად…]