კულტურა

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სახელწოდებით Schubert, საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტში ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი Facebook-ზე თვითონ ავრცელებს. Please follow and like us:

2019/03/25 კულტურა
ნიკო ფიროსმანის და ვან გოგის ერთობლივი გამოფენა

ნიკო ფიროსმანის და ვან გოგის ერთობლივი გამოფენა

1 მარტს საფრანგეთის ქალაქ არლში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ვან გოგის ნახატებთან ერთად გამოიფინა. გამოფენა 1 ივნისამდე გაგრძელდება. არლის მუზეუმში დამთვალიერებელი ნახავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914″. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“. Please[სრულად…]

2019/03/16 კულტურა
ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

იაპონიაში პროექტის – „საქართველო-ღვინის სამშობლო“ – ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. გამოფენის ოფიციალური გახსნისთვის ანსამბლი ,,ბასიანი” რამდენიმე ქართულ ტრადიციულ სიმღერას შეასრულებს. ,, ქართული მრავალხმიანობა, ღვინო, ვაზი განუყოფელია ერთმანეთისაგან. ღვინის უნიკალური გამოფენა იაპონიაში –[სრულად…]

2019/03/13 კულტურა
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი რემი მალეკმა გახდა

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი რემი მალეკმა გახდა

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვება რემი მალეკმა მოიპოვა. ეს მსახიობის პირველი „ოსკარია“. მალეკს „ოსკარი“ ელისონ ჯენიმ და ლეგენდარულმა ინგლისელმა მსახიობმა, გარი ოლდმენმა გადასცეს. რემი მალეკი ფილმ „ბოჰემურ რაფსოდიაში“ ლეგენდარულ მუსიკოსს, ფრედი მერკურის განასახიერებს. Please follow and like us:

2019/02/25 კულტურა
საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმანი გახდა

საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმანი გახდა

საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმანი გახდა. კოლმანმა „ოსკარი“ ფილმ „ფავორიტში“ შესრულებული როლისთვის დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ როგორც მსახიობისათვის, ასევე „ფავორიტისთვის“ ეს პირველი „ოსკარია“. Please follow and like us:

2019/02/25 კულტურა
საუკეთესო რეჟისურისთვის „ოსკარი“ ალფონსო კუარონმა მიიღო

საუკეთესო რეჟისურისთვის „ოსკარი“ ალფონსო კუარონმა მიიღო

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ ალფონსო კუარონმა მიიღო. კუარონმა „ოსკარი“ ფილმ „რომათვის“ მიიღო. მექსიკელ რეჟისორს „ოსკარი“ ასევე მექსიკელმა რეჟისორმა, გილერმო დელ ტორომგადასცა. ალფონსო კუარონის ფილმი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის გამარჯვებულიც გახდა. Please follow and like us:

2019/02/25 კულტურა
ფოტოები 2019 წლის ოსკარის ხალიჩიდან

ფოტოები 2019 წლის ოსკარის ხალიჩიდან

ელსი ფიშერი         ემილია კლარკი   სტეფან ჯეიმსი   იალიცა აპარისიო   ოქტავია სპენსერი   ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი   ლედი გაგა რეიჩელ ვაისი ვიგო მორტენსენი რეჯინა კინგი მელისა მაკარტი გლენ ქლოუზი ტინა ფეი ჯეიმს მაკევოი ემი ადამსი შარლიზ ტერონი           Please[სრულად…]

2019/02/25 კულტურა
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო. ფილმი წლევანდელ დაჯილდოებაზე 5 ნომინაციაში იყო ნომინირებული. ოსკარის“ მთავარი ნომინაციის წარმდგენად ლეგენდარული მსახიობი ჯულია რობერტსი აარჩიეს. სწორედ მან გაამხილა, ვინ გახდა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს რჩეული და წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიის გამარჯვებული. Please follow and like us:

2019/02/25 კულტურა
კინოთეატრ „რუსთაველის” წინ დღეს რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება

კინოთეატრ „რუსთაველის” წინ დღეს რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება

კინოთეატრ „რუსთაველის” წინ დღეს რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კერძო კომპანიები. ვარსკვლავის გახსნა რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. დღესვე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში რეზო ესაძის ნახატების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.[სრულად…]

2019/02/21 კულტურა
არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საფრანგეთში, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება. გამოფენა “NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds”, ვენაში, ალბერტინას მუზეუმში სამი თვით იყო[სრულად…]

2019/02/19 კულტურა
დუბლინში ტრინიტი კოლეჯში თანამედროვე ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

დუბლინში ტრინიტი კოლეჯში თანამედროვე ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

-საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ტრინიტი კოლეჯის ლიტერატურულ კლუბში თანამედროვე ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შემოქმედებით საღამოზე ზურაბ ქარუმიძემ დამსწრე აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის შესახებ, ისაუბრა ახლახან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის, მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული და კულტურული პროგრამის წარმატებაზე. მწერალმა მიმოიხილა საკუთარი შემოქმედება და[სრულად…]

2019/02/14 კულტურა
მარიამ ჯაში: „ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“

მარიამ ჯაში: „ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018-2019 წლებში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები გაწია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ბორჯომში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს. ანგარიში, 2019 წლის სამოქმედო გეგმასთან და[სრულად…]

2019/02/14 კულტურა
დუბლინში ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის ლიტერატურულ-შემოქმედებით საღამო გაიმართა

დუბლინში ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის ლიტერატურულ-შემოქმედებით საღამო გაიმართა

ირლანდიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამო თანამედროვე ქართველ მწერალთან ზურაბ ქარუმიძესთან ერთად, სადაც მოწვეულნი იყვნენ ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს. მან ისუბრა ისაუბრა ქართული ლიტერატურის, ენისა და დამწერლობის შესახებ. გიორგი ზურაბაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრის, რომელიც მწერლის[სრულად…]

2019/02/13 კულტურა
BBC საქართველოში ისტორიულ დრამას გადაიღებს

BBC საქართველოში ისტორიულ დრამას გადაიღებს

გაზაფხულზე, BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას “Gentleman Jack”-სგადაიღებს. ამის შესახებ ბრიტანულმა სამოგზაურო ჟურნალმა Contemporary Class Magazine-მა დაწერა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ჟურნალმა საქართველო 2019 წლის 19 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. როგორც სტატიაში წერია: “საქართველოში მოგზაურობა ნებისმიერ დროს არის კარგი. მაგრამ 2019 წელი განსაკუთრებულია. გაზაფხულზე, BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას “Gentleman Jack”-ს გადაიღებს, ფილმი მე-19[სრულად…]

2019/02/13 კულტურა
როგორ მუშაობდა და რას კრძალავდა საბჭოთა ცენზურა?

როგორ მუშაობდა და რას კრძალავდა საბჭოთა ცენზურა?

საბჭოთა შვიდი ათწლეული და საქართვველო, როგორც ამ კავშირის წევრი – თაროზე შემოწყობილი სიმართლე კადრად, ფურცლად და მელოდიად. კულტურა, ხელოვნება, რომელსაც ავტორები საბჭოთა პერიოდში ქმნიდნენ და რომელიც საზოგადოებამდე ვერ აღწევდა, რადგან ეს ცენზორის ინტერესებში სულაც არ შედიოდა. ამ მხრივ, კავშირის ინტერესებზე “თბილისი თაიმსს” უშიშროების არქივის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ ბელქანია ესაუბრა:[სრულად…]

2019/02/11 კულტურა
გიორგი შველიძე ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების რჩეული და დაჯილდოვების ცერემონიის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

გიორგი შველიძე ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების რჩეული და დაჯილდოვების ცერემონიის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

ASC Awards ოპერატორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც წელს ლოს ანჯელესში 33-ედ გაიმართა. ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების წლევანდელ ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა. ერთ-ერთ ნომინაციაში Spotlight Award წარდგენილი იყო ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ზაზა ხალვაშის ფილმისთვის[სრულად…]

2019/02/11 კულტურა
საქმიანი ჟრიამული ,,ჩვენს ეზოში“

საქმიანი ჟრიამული ,,ჩვენს ეზოში“

თბილისის ძველ უბანში სასიამოვნო სიახლეა. ივანე ჯავახიშვილის 88 ნომერში მდებარე შემოქმედებითი სივრცე ექსპერიმენტული თეატრი საქმიან, შემოქმედებით  ჟრიამულზე გეპატიჟებათ. თბილისი თაიმსი დაინტერესდა ამ საქმიანი ამბით, გავესაუბრეთ ექსპერიმენტული თეატრის პროგრამების მენეჯერს – თიკო ქოიავას და მისგან პოზიტიური და კარგი ინფორმაცია მოვისმინეთ. თეატრის პროგრამა,,ჩვენი ეზო“ გიწვევთ შემოქმედებით ჟრიამულზე. თქვენ გელოდებათ ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების[სრულად…]

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერია 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით. თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს,[სრულად…]

„ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებაშია აღნიშნული. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“, – აღნიშნულია ბრძანებაში. Please follow and like us:

2019/02/04 კულტურა
1 მარტს თბილისში ილუზიის მუზეუმი გაიხსნება

1 მარტს თბილისში ილუზიის მუზეუმი გაიხსნება

თბილისში 1 მარტს ილუზიის მუზეუმი გაიხსნება. „ლიბერალი“მუზეუმის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ნატალია ანანიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ილუზიის მუზეუმში ყველა ოპტიკური, პროექციული და სენსორული ილუზია იქნება თავმოყრილი. ილუზიების მუზეუმი ბეთლემის #10 ნომერში განთავსდება. ნატალია ანანიაშვილის თქმით, მუზეუმის შენობაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ექსპონატებიც უკვე საქართველოშია. მარკეტინგის ხელმძღვანელმა „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ მუზეუმის შექმნის იდეა ჯერ კიდევ[სრულად…]

მეჩვიდმეტე „საბა“ დაიწყო

მეჩვიდმეტე „საბა“ დაიწყო

ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“  მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო.   წელს „საბას“  საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარს იქნება. ცვლილებებია ჟიურის შერჩევის წესშიც. ჟიურის შემადგენლობას „საბას” საკონსულტაციო[სრულად…]

2019/02/01 კულტურა
დღეს ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ძველი კიმონოს“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ძველი კიმონოს“ პრეზენტაცია გაიმართება

29 იანვარს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის“ ორგანიზებით, ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ძველი კიმონოს“ პრეზენტაცია გაიმართება. „ძველი კიმონო“ ძიუდოს კლუბების, ქართული „ბლექ თაიგერისა“ და ლატვიური „ლიდოს“ ერთობლივი პროექტია. ფილმის გადაღება 2016 წელს დაიწყო. პროექტი სრულად დააფინანსა ბიზნესმენმა, დავით ხახუტაშვილმა. „ძველი კიმონო“ ორი[სრულად…]

2019/01/29 კულტურა
“21-ე საუკუნის მუზეუმის დაპროექტება და მართვა” – უორკშოფი ეროვნულ მუზეუმში გაიმართება

“21-ე საუკუნის მუზეუმის დაპროექტება და მართვა” – უორკშოფი ეროვნულ მუზეუმში გაიმართება

28 იანვარს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (მის. ა. ფურცელაძის ქ. 1) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი გახსნიან უორკშოფს სახელწოდებით – „21-ე საუკუნის მუზეუმის დაპროექტება და მართვა”. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და[სრულად…]

2019/01/28 კულტურა
რუმინეთში ქართველი პოეტის  ბესიკ გაბაშვილის ძეგლი გაიხსნა

რუმინეთში ქართველი პოეტის ბესიკ გაბაშვილის ძეგლი გაიხსნა

რუმინეთში მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში, ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, პირველად იქნა წარმოდგენილი რუმინულ ენაზე თარგმნილი ბესიკის ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც. ასევე გაიმართა ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი ფოტო-სურათების გამოფენა და თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიღვნილი გამოფენა – „თბილისი,[სრულად…]

2019/01/25 კულტურა
თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა

თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით და  გამომცემლობა „ინტელექტთან“ თანამშრომლობით, თბილისს  ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა. ვიზიტის მხარდამჭერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. პროექტის სპონსორია “სასტუმრო სტამბა”. თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას[სრულად…]

2019/01/24 კულტურა
ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა

ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა

017 წლის დეკემბერში UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში უკვე მესამედ მოხვდასაქართველოს ეროვნულ არქივში დაცული  ხელნაწერი, სახარება-პალიმფსესტი, რომლის ნახვაც არქივში მისულ დამთვალიერებელს 11 თებერვლამდე  შეეძლება, აქვე წარმოდგენილია UNESCO-ს მიერ 2013 და 2015 წლებში შესული უძველესი ხელნაწერებიც, რომელთა შესახებაც არქივის წარმომადგენელმა – ლიკა აბრალავამ გვიამბო. გამოფენაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი სთავაზობს დამთვალიერებელს, წარმოდგენილია  UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერებისა და ისტორიული[სრულად…]

2019/01/24 კულტურა
ოპერის თეატრის წინ თენგიზ ზაალიშვილის ვარსკვლავი იხსნება

ოპერის თეატრის წინ თენგიზ ზაალიშვილის ვარსკვლავი იხსნება

23 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნება გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ ზაალიშვილის ვარსკვლავი. ეს ღირშესანიშნავი ფაქტი კი საზეიმო გალა-კონცერტით აღინიშნება. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი. კონცერტს უდირიჟორებენ: ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე, დავით მუქერია, პაპუნა ღვაბერიძე, კახი სოლომნიშვილი.[სრულად…]

2019/01/23 კულტურა
ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი პარიზში სპექტაკლს გამართავს

ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი პარიზში სპექტაკლს გამართავს

ქართული თეატრის დღეს, 2019 წლის 14 იანვარს, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი და პარიზში არსებული ქართული თეატრალური ასოციაცია TAM’ART ერთობლივ სპექტაკლს დაარქვი, რაც გინდა“ გამართავენ. ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი სპეციალური მიწვევით პარიზში იმყოფება. სპექტაკლი პარიზის Théâtre “Darius Milhaud” -ში გაიმართება. პიესა ოთარ ქათამაძეს ეკუთვნის, სპექტაკლის რეჟისორი კი,[სრულად…]

2019/01/12 კულტურა
“ცის კიბე” – გამოფენა სმირნოვების მუზეუმში მოეწყობა

“ცის კიბე” – გამოფენა სმირნოვების მუზეუმში მოეწყობა

11 იანვარს, 15:00 სთ-ზე, სმირნოვების მუზეუმში  მოეწყობა ხელოვნების თერაპიარზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით, „ცის კიბე“. ექსპოზიცია იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. ნამუშევრების გაყიდვით შემოსული თანხა ბავშვებისთვის სახატავი რვეულებისა და ფერადი საღებავების შეძენას მოხმარდება. Please follow and like us:

2019/01/11 კულტურა
2 ქართული ფილმი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი

2 ქართული ფილმი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი

წელს როტერდამის კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი. ორივე მათგანი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი. ნინო ჟვანიას სადებიუტო ნამუშევრის „აღლუმი“ ევროპული პრემიერა სექციაში Totally Bright Future გაიმართება. ფილმი ბავშვობის 3 მეგობრის შემთხვევითი შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი ციხიდან ახლადგამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, მესამე მათგანი კი ავანტურისტი მექალთანე მსახიობი. ფილმის[სრულად…]

2019/01/10 კულტურა