მსოფლიო

ფედერალური გამოძიების ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სენატს ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე რესპუბლიკელ ჯეიმს კომს წარუდგენს. ფედერალური ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვნელი 68 წლის რობერტ მიულერი პოსტს სექტემბერში დატოვებს. იმ შემთხვევაში, თუ სენატმა კომის კანდიდატურა დაამტკიცა, ახალი შეფი მუშაობას სექტემბრიდან შეუდგება. 52 წლის ჯეიმს კომი ამერიკის გენერალური პროკურორის მოადგილედ ჯორჯ- ბუში-უმცროსის პერიოდში მუშაობდა,[სრულად…]

რითი შეაშინა პუტინმა დასავლეთი დიდი რვიანის სამიტზე

ვლადიმერ პუტინმა დასავლეთს შეახსენა, რომ რუსეთი არის სუვერენული სახელმწიფო და ასრულებს კანონიერ გარიგებას სირიის სუვერენულ რესპუბლიკასთან. მეტიც, დასავლეთის მიერ სიირის ოპოზიციური ბანდფორმირებებისათვის იარაღის მიწოდების პასუხად რუსეთი სირიას მიაწვდის უახლეს იარაღს. ეს იარაღი პირველად იქნება გატანილი რუსეთის ფარგლებს გარეთ და მას გააცილებენ რუსი სამხედრო სპეციალისტები. ეს ახალი საიდუმლო იარაღი, რომელსაც მსოფლიოში[სრულად…]

2013/06/21 მსოფლიო

თურქეთს ევროგაერთიანებაში გაწევრიანების საშუალებას ავსტრია და გერმანია არ აძლევენ

გერმანიის და ავსტიის დიპლომატებმა დაბლოკეს ევროგაერთიანებაში თურქეთის შესვლის შესახებ მოლაპარაკებები. 20 ივნისს მოლაპარაკებები, რომელიც  2005 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს, ისევ დაბლოკილ იქნა. ავსტიელი და გერმანელი დიპლომატების თქმით, ევროგაერთიანებაში გაწევრიანებას თურქეთის ხელისუფლება აღიქვამს, როგორც სხვა ქვეყნების მხრიდან ახლანდელი კურსის  მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია აქციების ჩახშობისაკენ. გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან საუბრის შემდეგ, ავსტრიის ვიცე-კანცლერმა[სრულად…]

„google“-ს ევროპაში პრობლემები აქვს

საფრანგეთი და ესპანეთი ინტერნეტ საძიებო სისტემა გუგლისგან მონაცემთა მოგროვების პოლიტიკის შეცვლას ითხოვს. აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მიერ შემუშავებული სათვალთვალო პროგრამის ირგვლივ ატეხილი სკანდალის ფონზე, სადაც გუგლის მომხმარებელთა ინფორმაციის და კონტაქტების ამოცნობა ხდებოდა, ახლა ევროპაში შექმნილი პრობლემები გუგლისთვის საკმაოდ მგძნობიარე პროცესია. საფრანგეთი გუგლს ფრანგული კანონების დარღვევაში ადანაშაულებს და კომპანიას აძლევს სამთვიან[სრულად…]

ანჯელინა ჯოლი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს გადაჭრან კონფლიქტი სირიაში

ანჯელინა ჯოლიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს დაივიწყონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ, რათა შეაჩერონ ძალადობა სირიაში. მისი თქმით, სირიის ნახევარი მოსახლეობა-10 მილიონი ადამიანი- წლის ბოლოსთვის სურსათის გარეშე დარჩება. ჰოლივუდის მსახიობმა- სააგენტოს  Ассошиэйтед Пресс გადმოცემით –  სირიაში ომს უწოდა ყველაზე სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი მსოფლიოში. ,,მოვუწოდებ საერთაშრისო ლიდერებს: გთხოვთ, გადადეთ თქვენი უთანხმოება, გაერთიანდით იმისათვის, რომ[სრულად…]

NATO ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების მართვას ქვეყნის ხელისუფლებას გადააბარებს

ნატოს სარდლობა სამხედრო ქმედებების მართვას ადგილობრივ ხელისუფლებას, ქვეყნის პირველ პირს გადასცემს,–ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს. 1989 წლიდან, როდესაც ავღანეთი საბჭოთა კავშირის ჯარმა დატოვა, ავღანეთის ხელისუფლება პირველად ამ წლების განმავლობაში, ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურ ცერემონიას ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დაესწრებიან.[სრულად…]

ტიმოშენკო შესაძლოა გაათავისუფლონ და სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავროს

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, – ბრიტანული გაზეთის  The Guardian ინფორმაციით, შესაძლოა გაათავისუფლონ შემოდგომაზე. ყოფილი სახალხო დეპუტატის იური გრიმჩაკის განცხადებით, უკრაინის გენპროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა განაცხადა, რომ უკრანის კანონმდებლობის შესაბამისად ექს-პრემიერი შესაძლოა გააგზავნონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ. იულია ტიმოშენკო ხარკოვის საავადმყოფოში იმყოფება 2012[სრულად…]

“დიდი რვიანის” სამიტი დასრულდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში  „დიდი რვიანის ორდღიანი სამიტი დასრულდა. სამიტზე მიღებული იქნა სირიის შესახებ დოკუმენტი, რომელიც რუსეთსაც აწყობს, თუმცა განსხვავებული შეხედულებები ბევრია, რაც ხელს შეუშლის ახლო მომავალში კრიზისის მოგვარებას. ჩრდილოეთ ირლანდიაში შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები  სირიის კონფლიქტის დასრულების გზებზე მსჯელობენ. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი ლონდონიდან იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „დიდი[სრულად…]

ენ ვასენი: ევროკავშირის დამკვირვებლის გაწვევა ჩვეულებრივი მოვლენაა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სპიკერის ენ ვასენის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი პოსტს ტოვებს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ასე განმარტა ვასენიმ ტიშკევიჩის ვადაზე ადრე გაწვევასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. “გენერალი ტიშკევიჩი ევროკავშირის დამაკვირვებლო მისიას ბოლო ორი წელია, ხელმძღვანელობს. ის პოსტს ტოვებს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მისი შეცვლისა და[სრულად…]

ბაღდადში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში  თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის სედეგადაც  წინასწარი მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი დაიჭრა. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერაყში აღინიშნება მუდმივი სისხლიანი შეტაკებები მუსულმანებს, შიიტებსა და სუნიტებს შორის. ექსპერტების აზრით,  ქვეყანა შეიძლება ჩაითრიოს რელიგიურმა დაპირისპირებებმა. 19.06.13 Please follow and like us:

ჩეხეთის პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

გუშინ ჩეხეთის პრემიერ მინისტრი ქრთამის აღებისა და ჯაშუშობის სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. პეტრ ნეკასი ხელისფულებაში სამი წლის განმავლობაში იყო და ახალი მთავრობის არჩევამდე ქვეყნის ლიდერი უნდა ყოფილიყო. პარასკევს ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერ მინისტრი ნეკასი ბოლო კვირის განმავლობაში მუდმივ ზეწოლას განიცდიდა. დაძაბულობა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც პოლიციის[სრულად…]

The Guardian-ის აზრით ერდოღანი პუტინივით იქცევა

ერდოღანის რეაგირება ქვეყანაში საპროტესტო აქციების მიმართ, პუტინთან სახიფათო პარალელებზე მეტყველებს. ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს. „როცა ის არჩევნის წინ დადგა, შევიდეს დიალოგში ახალ სამოქალაქო მოძრაობასთან თუ დაარბიოს იგი, ერდოღანი წავიდა მეორე გზით. რა თქმა უნდა, მისი რეაქცია მოქალაქეების გამოსვლებზე, მეტყველებს სახიფათო პარალელებზე სხვა ავტოკრატულ ლიდერთან, რომელიც სულ[სრულად…]

ტერაქტების სერია ერაყში გრძელდება

გუშინ  ერაყის სხვდასხვა ქალაქში აფეთქებებსა და თავდასხმებს ორმოცდაათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა. ამ თავდასხმებზე არავის აუღია პასუხისმგებლობა. როგორც ”Associated Press”იტყობინება, ძალადობის ეს ტალღა შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ქვეყანა უბრუნდება რეგულარულ შეტაკებებს რელიგიურ ნიადაგზე. უკანასკნელი კვირების განმავლობაში აფეთქებებისა და თავდასხმების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით წლევანდელი წელი ჰგავს ყველაზე[სრულად…]

დევიდ კამერონი: „სირიაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ეკისრება“

ჩრდილოეთ ირლანდიაში კურორტ ლოხ-ერნში „დიდი რვიანის“ სამიტი იწყება. სამიტი ორი დღე გაგრძელდება და მისი მთავარი თემა სირიის საკითხი იქნება. სამიტის გახსნამდე, კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ორივე მათგანი ასევე შეხვდება ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სირიასთან დაკავშირებით ამერიკის მორიგ[სრულად…]

ახალი სკანდალი მსოფლიოში: აშშ-ს ტოტალური თვალთვალის საიდუმლო სამსახური NSA იშიფრება. ვინ აკვირდება პლანეტის მოქალაქეების ცხოვრებას?

ახალი სკანდალი მსოფლიოში: აშშ-ს ტოტალური თვალთვალის საიდუმლო სამსახური NSA იშიფრება. ვინ აკვირდება პლანეტის მოქალაქეების ცხოვრებას?

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) მილიონობით ადამიანის სატელეფონო საუბრიდან ყოველდღიურად აგროვებს ინფორმაციას. Verizon (უმსხვილესი ოპერატორი ამერიკაში) უზრუნველყოფს ყველა სატელეფონო ზარის ჩაწერასა და მათ ბაზაში განთავსებას 19 ივლისამდე, სანამ სატელეფონო საუბრების ჩაწერის შესახებ ბრძანება ძალაშია. მაგრამ, ზუსტად არავინ იცის, რა არის ეს სააგენტო? ვინ ხელმძღვანელობს? ან რა არის მათი მისია? 1) ეროვნული[სრულად…]

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ხასან რუხანი გახდა

BBC-ის ინფორმაციით, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა 64 წლის ზომიერი ლიბერალი, ხასან რუხანი. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ რუხანმა 18 მილიონზე მეტი ამომრჩეველთა ხმით მოიგო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა  იყო მაღალი და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის თითქმის 73 პროცენტმა. 16.06.13 აჩიკო კერესელიძე Please follow and like us:

კოლორადოში ხანძრის გამო 40 000 ადამიანია ევაკუირებული

Associated Press-ის ცნობით კოლორადოში გაჩენილი ხანძრის გამო, 40 000 ადამიანია ევაკუირებული. ცეცხლმა 360 შენობა გაანადგურა, საჭირო გახდა 40 000 ადამიანის ევაკუირება. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა 6000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ხანძრის მთლიანად ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ქვეყნის ავიაციაც. პოლიცია ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს. ხანძარს უკვე ემსხვერპლა ორი ადამიანი.[სრულად…]

არჩევნებს ირანში არც ერთი უცხოელი დამკვირვებელი არ ესწრებოდა

ირანში, სადაც პარასკევს პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა, საარჩევნო უბნები ოთხი საათის დაგვიანებით დაიხურა. ოფიციალური ინფორმაციით ასეთი დაგვიანების მიზეზი გახდა რიგები სარჩევნო უბნებზე, სადაც მოსახლეობამ მოქმედი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმად ინეჟადის შემცვლელი 6 კანდიდატს შორის უნდა გამოავლინოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამარჯვების საუკეთესო შანსები აქვთ ზომიერი კურსის მომხრე სასულიერო პირს, ჰასან როჰანის და კონსერვატიული[სრულად…]

2028 წლისათვის ინდოეთი იქნება ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა

ახალი დემოგრაფიული კვლევის შედეგად, რომელიც აშშ-მ ჩაატარა, ცხადყო, რომ ინდოეთი იქნება ყველაზე დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში 2028 წელს, იგი გადაუსწრებს ჩინეთს, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიო ლიდერია ამ მაჩვენებლით. ექსპერტების ვარაუდით, იმ დროისათვის თითოეული  ამ ქვეყნების მოსახლეობის  რიცხვი შეადგენს  1.5 მილიარდ ადამიანს. შემდეგ მოსახლეობის რიცხვი ინდოეთში გააგრძელებს ზრდას, ხოლო ჩინეთში კი თანდათან[სრულად…]

პრაღაში მაღალჩინოსნები დააკავეს

ჩეხეთის ორგანიზირებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების წარმომადგენელმა დაადასტურა, მაღალჩინოსანთა დაკავების მაშტაბური ოპერაციის ჩატარების ფაქტი, ოპერაცია მზადდებოდა 2 წლის განმავლობაში. დაკავებულია  რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის პრემიერმინისტრის აპარატის ხელმძღვანელი იან ნადიოვა (Jana Nagyová).  ამის შესახებ ინფორმაცია 13 ივნისს České Noviny გაავრცელა. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა და გვარები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა რამოდენიმე მათგანის[სრულად…]

ანდრეი კარაულოვი: „ბერეზოვსკი ცოცხალია მან სიკვდილის იმიტირება მოახდინა რათა გადარჩენილიყო“

ცნობილი ჟურნალისტი, სატელევიზიო პროგრამის «Момент истины»-ის ავტორი და წამყვანი ანდრეი კარაულოვი თვლის რომ, რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, რომლის გარდაცვალების შესახებ მარტში გახდა ცნობილი, სინამდვილეში შეიძლება ცოცხალი იყოს. ამაზე, ჟურნალისტის აზრით, მეტყველებს ოლიგარქის დაკრძალვის ზოგიერთი გარემოება. “ბერეზოვსკის დაკრძალვა უცნაურად წარიმართა: ღიმილი, მინი ქვედა ბოლო, დედა, რომელიც “კმაყოფილია იმით, თუ როგორ მოხდა[სრულად…]

The Washington Post: კავკასიის რადიკალ-ისლამისტებს შეუძლიათ ”გააფუჭონ” სოჩის 2014 წლის ოლიმპიადა

კავკასიის რადიკალ-ისლამისტებს შეუძლიათ ”გააფუჭონ” სოჩის 2014 წლის ოლიმპიადა, მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების ყველა მცდელობისა ძალაში რჩება ტერორისტული საფრთხე, რომელიც ემუქრება ზამთრის XXII ოლიმპიადას სოჭში, წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი. რუსეთის ოფიციალური პირები მსოფლიო თანამეგობრობას არწმუნებენ, რომ სოჭის ოლიმპიადა “ყველაზე უსაფრთხო იქნება ოლიმპიური თამაშების ისტორიაში”.  სადაზვერვო ანალიზის ექსპერტები კი აცხადებენ, რომ[სრულად…]

საბერძნეთის ხელისუფლება ეკონომიკას ტელევიზიის და რადიოს დახურვით აჯანსაღებს

საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელმა სიმოს კედიკოგლუმ განაცხადა რომ, სახელმწიფო ტელევიზია და რადიო დაიხურება, საზოგადოებრივი ფულის ფლანგვისა და კორუფციისთვის საბერძნეთის მთავრობამ ბიუჯეტის დასაზოგად მოულოდნელ ზომას მიმართა – საზოგადოებრივი მაუწყებელი დახურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათ საღამოს გამოაცხადეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყვიტა როგორც საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, ისე რადიომ. მართალია, გაკეთდა განცხადება, რომ საბერძნეთში მიმდინარე[სრულად…]

თურქეთის ხელისუფლებამ მომიტინგეებს გეზის პარკის დატოვოვებისთვის ერთი დღის ვადა მისცა

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯელ ტაილ ერდოგანი გეგმავს “უსაფრთხოების ზომების” მიღებას, იმ შემთხვევაში თუ მომიტინგეები გეზის პარკიდან არ დაიშლებიან. ამის შესახებ განაცხადა, თურქულმა მსახიობმა და საზოგადო მოღვაწემ ხულია ავშარმა, რომელსაც მინისტრთან შეხვედრა ჰქონდა. შეხვედრა ჩატარდა იმის შემდეგ, რაც წინა ოთხშაბათს ერდოგანმა სიტუაცია მასწავლებლებთან, კულტურის წარმომადგენლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან განიხილა. განცხადებებმა, მომიტინგეები კიდევ[სრულად…]

ლუიზიანაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა

გუშინ, ლუიზიანაში, ქალაქ გისმარში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. ადგილზე ახლაც გრძელდება ცეცხლის აღმოფხვრის სამუშაოები. ახლომდებარე ქალაქებიდან დამატებითი სახანძროები არის გამოყვანილი. ქიმიური ქარხანა Williams Olefins ქალქის ცენტრიდან დაშორებით, სამრეწველო ზონაში მდებარეობს და პლასტმასს აწარმოებს. ეს არ არის პირველი აფეთქება ამეკაში ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 17 აპრილს, ღამით[სრულად…]

გოგონამ ბრიტანეთიდან თურქეთის საზღვარი სთამაშო პასპორტით გადაკვეთა

9 წლის ბრიტანელმა გოგონამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში, აეროპორტში საზღვარი სათამაშო პასპორტით გაიარა, რომელიც სათამაშო მარტორქას მოჰყვებოდა.  ემელი ჰარისის მშობლებმა, ბავშვს შემთხვევით ნამდვილი საბუთის მაგივრად, სათამაშო მარტორქის პასპორტი გაატანეს. ” ვერ მივხვდი, რა მოხდა, მანამ საბუთების ალაგება არ დავიწყე. პანიკამ ჩავვარდი, მეგონა გაგვაჩერებდნენ” – განაცხადა ბავშვის დედამ. მისი თქმით, სათამაშო პასპორტი[სრულად…]

იაპონიაში პლანეტის უხუცესი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

BBC-ის ცნობით, პლანეტის უხუცესი ადამიანი იაპონელი ძიროემონ კიმურა 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიმურა დაიბადა 1897 წელს. იგი იყო ყველაზე  ხანდაზმული  ადამიანი მსოფლიოში, და  მისი  დაბადების მოწმობა ექვემდებარება შემოწმებას. მან თავისი უკანასკნელი დაბადების დღე საკუთარ  სახლში აპრილში აღნიშნა. იაპონიაში ასევე ცხოვრობს პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი  115 წლის მისაო ოკავა. 13.06.13 Please[სრულად…]

ნელსოონ მანდელას მდგომარეობა გაუმჯობესდა

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, გასულ შაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფილტვებში ინფექციის რეციდივი დაუდგინდა. პრეზიდენტმა, პარლამენტში შეხვედრისას, განაცხადა, რომ მოხარულია მანდელას ჯანმრთელობის გაუმჯობესებით. მანდელას მდგომარეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ მძიმე იყო. “მოხარული ვარ, მადიბა (მანდელას, ერთ ერთი სახელი), დღეიდან დადებითად რეაგირებს მკურნალობას,: – განაცხადა ზუმამ. ყოფილი პრეზიდენტი წელს უკვე[სრულად…]

ლენინის დეპეშა ლონდონში 50 ათას ფუნტად გაიყიდა

ვლადიმირ ლენინის დეპეშა, რომელიც მისი შვეიცარიიდან რუსეთში დაბრუნების შესახებ ატყობინებდა, გუშინ Christie’s აუქციონზე 49,875 ფუნტად გაიყიდა.  “ლენინის დეპეშა 49,875 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, რაც მის რეალურ შეფასებას 20-30 ათასით აღემატება”, – აღნიშნეს აუქციონის წარმომადგენლებმა. დეპეშა, აუქციონის ” წიგნების და ხელნაწერების” სიაში შედიოდა. დეპეშის ტექსტი, 1917 წლის 6 აპრილს,ბერნში დაიწერა და მიმართავდა[სრულად…]

რომის პაპი: „კურიაში გეი-ლობზე საუბარი გამართლდა, იგი არსებობს“

 “კურიაში არიან როგორც ნამდვილად წმინდა ადამიანები, ისე კორუმპირებული ნაკადი. კერძოდ, გეი-ლობზე საუბარი გამართლდა, იგი არსებობს, ამის შესახებ განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა რომის კურიაშიმ. რომის პაპს იმედი აქვს რომ ამის გამკლავება შესაძლებელია, აქვეყნებს  აღნიშნულ ინფორმაციას Agence France-Presse-ი. პონტიფიკმა ირიბად დაადასტურა იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვატიკანის მაღალი რანგის ჰომოსექსუალები[სრულად…]