6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
21 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
21 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
21 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

მსოფლიო

ლუიზიანაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა

გუშინ, ლუიზიანაში, ქალაქ გისმარში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. ადგილზე ახლაც გრძელდება ცეცხლის აღმოფხვრის სამუშაოები. ახლომდებარე ქალაქებიდან დამატებითი სახანძროები არის გამოყვანილი. ქიმიური ქარხანა Williams Olefins ქალქის ცენტრიდან დაშორებით, სამრეწველო ზონაში მდებარეობს და პლასტმასს აწარმოებს. ეს არ არის პირველი აფეთქება ამეკაში ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 17 აპრილს, ღამით[სრულად…]

გოგონამ ბრიტანეთიდან თურქეთის საზღვარი სთამაშო პასპორტით გადაკვეთა

9 წლის ბრიტანელმა გოგონამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში, აეროპორტში საზღვარი სათამაშო პასპორტით გაიარა, რომელიც სათამაშო მარტორქას მოჰყვებოდა.  ემელი ჰარისის მშობლებმა, ბავშვს შემთხვევით ნამდვილი საბუთის მაგივრად, სათამაშო მარტორქის პასპორტი გაატანეს. ” ვერ მივხვდი, რა მოხდა, მანამ საბუთების ალაგება არ დავიწყე. პანიკამ ჩავვარდი, მეგონა გაგვაჩერებდნენ” – განაცხადა ბავშვის დედამ. მისი თქმით, სათამაშო პასპორტი[სრულად…]

იაპონიაში პლანეტის უხუცესი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

BBC-ის ცნობით, პლანეტის უხუცესი ადამიანი იაპონელი ძიროემონ კიმურა 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიმურა დაიბადა 1897 წელს. იგი იყო ყველაზე  ხანდაზმული  ადამიანი მსოფლიოში, და  მისი  დაბადების მოწმობა ექვემდებარება შემოწმებას. მან თავისი უკანასკნელი დაბადების დღე საკუთარ  სახლში აპრილში აღნიშნა. იაპონიაში ასევე ცხოვრობს პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი  115 წლის მისაო ოკავა. 13.06.13 Please[სრულად…]

ნელსოონ მანდელას მდგომარეობა გაუმჯობესდა

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, გასულ შაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფილტვებში ინფექციის რეციდივი დაუდგინდა. პრეზიდენტმა, პარლამენტში შეხვედრისას, განაცხადა, რომ მოხარულია მანდელას ჯანმრთელობის გაუმჯობესებით. მანდელას მდგომარეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ მძიმე იყო. “მოხარული ვარ, მადიბა (მანდელას, ერთ ერთი სახელი), დღეიდან დადებითად რეაგირებს მკურნალობას,: – განაცხადა ზუმამ. ყოფილი პრეზიდენტი წელს უკვე[სრულად…]

ლენინის დეპეშა ლონდონში 50 ათას ფუნტად გაიყიდა

ვლადიმირ ლენინის დეპეშა, რომელიც მისი შვეიცარიიდან რუსეთში დაბრუნების შესახებ ატყობინებდა, გუშინ Christie’s აუქციონზე 49,875 ფუნტად გაიყიდა.  “ლენინის დეპეშა 49,875 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, რაც მის რეალურ შეფასებას 20-30 ათასით აღემატება”, – აღნიშნეს აუქციონის წარმომადგენლებმა. დეპეშა, აუქციონის ” წიგნების და ხელნაწერების” სიაში შედიოდა. დეპეშის ტექსტი, 1917 წლის 6 აპრილს,ბერნში დაიწერა და მიმართავდა[სრულად…]

რომის პაპი: „კურიაში გეი-ლობზე საუბარი გამართლდა, იგი არსებობს“

 “კურიაში არიან როგორც ნამდვილად წმინდა ადამიანები, ისე კორუმპირებული ნაკადი. კერძოდ, გეი-ლობზე საუბარი გამართლდა, იგი არსებობს, ამის შესახებ განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა რომის კურიაშიმ. რომის პაპს იმედი აქვს რომ ამის გამკლავება შესაძლებელია, აქვეყნებს  აღნიშნულ ინფორმაციას Agence France-Presse-ი. პონტიფიკმა ირიბად დაადასტურა იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვატიკანის მაღალი რანგის ჰომოსექსუალები[სრულად…]

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონით აკრძალა ლგბტ პროპაგანდა

11 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ  საბოლოოდ დაამტკიცა კანონი „მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“, ამიერიდან 1 წლით პატიმრობა ემუქრებათ იმ პირებს, რომლებიც თავიანთი უმსგავსო ქმედებებით შეურაცხყოფენ მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს. ხოლო თუ ეს პირები ანტირელიგიურ საზიზღრობებს გამართავენ ეკლესიებთან, მეჩეთებთან ან სინაგოგებთან, მათთვის სასჯელის ვადა 3 წლამდე გაიზრდება.   აღნიშნული კანონი რუსეთის  სახელმწიფო სათათბიროში[სრულად…]

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: „ჩვენ აღარ მოვითმენთ თურქეთში საპროტესტო აქციებს“

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააფრთხილა აქციის მონაწილეები რომ, აღარ მოითმენს საპროტესტო აქციებს მან დაპირდა დაამთავრებდა დემონსტრაციებს. თავდაპირველად პოლიციამ გაასუფთავა ტაქსიმის მოედანი სტამბულში, სადაც მეორე კვირაა განუწყვეტლივ მიმდინარეობდა პროტესტი. თურქეთის ტელევიზიის გადმოცემისას პრემიერ მინისტრმა მიმართა პარლამენტს რომ მისი პოზიცია არის ურყევი. „ დემონსტრატები ტაქსიმის მოედნიდან უნდა დაიშალონ, ვინც ამას[სრულად…]

25 წლიანი ქორწინების შემდეგ ჩეხეთის მინისტრმა განცხადება გააკეთა განქორწინების შესახებ

ჩეხეთის მინისტრმა პეოტრ ნეჩასმა განაცხადა განქორწინების შესახებ,  მისივე განცხადებით უკვე შეიტანეს საბუთები სასამართლოში. ,,ჩვენ ვცდილობთ ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეთ ერთმანეთის და შვილებისადმი პატივისცემის გათვალისწინებით’’- განუცხადა ნეჩასმა ,,Reuters-ს’’. პრემიერის ქორწინება რადკო ნეჩესთან გრძელდებოდა 25 წელი. მათ ჰყავთ ოთხი შვილი. როგორც ცნობილია, გაშორების შემდეგ ბავშვები დარჩებიან დედასთან. პრემიერის განზრახვის შესახებ დიდი ხნის[სრულად…]

ჯოხარ დუდაევის შვილს ლიტვაში ყალბი პასპორტების დამზადებისთვის ბრალი წაუყენეს

ლიტვაში, კაუნასის საოლქო სასამართლო განიხილავს ყალბი საბუთების დამზადების საქმეს, რომელშიც ბრალი ედებათ იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟს დეგი დუდაევს და კიდევ სამ პირს. გარდა ამისა, დუდაევს წაყენებული აქვს ბრალი ნარკოტიკების შენახვისთვისაც. თავად დუდაევი  თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ საფრთხის ქვეშ მცხოვრებ კავკასიელებს ეხმარებოდა. „მე არაფერი ცუდი არ[სრულად…]

ლონდონში მუსილმანურ სკოლას ცეცხლი წაუკიდეს

დაუდგენელამ პირებმა ლონდონის ისლამურ სკოლაში ხანძარი გააჩაღეს მაშინ, როდესა იქ 128 ბავშვი და სკოლის პერსონალი იმყოფებოდა. ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით ბრიტანული ტელეარხი Sky News ავრცელებს. სკოლა-პანსიონატი „დარულ ულუმი” ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში ჩიზლჰერსტში მდებარეობს. ინციდენტის შედეგად ორი ბავშვი დაზიანდა. ისინი კვამლისგან მოიწამლნენ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. „ხანძარი[სრულად…]

ერაყში აფეთქბების სერიამ 30-მდე ადამიანი შეიწირა

ერაყში რიგირ აფეთქებების შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა  ოცდაათს მიაღწია, ხოლო ათობით ადამიანი დაიჭრა. პირველი აფეთქება ქალაქ ბაკუბაში სასურსათო ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა თევზის ბაზარზე, რომელიც ბაღდადის გარეუბანში  მდებარეობს. მოგვიანებით, რამდენიმე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქალაქ მოსულის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. ჯერ-ჯერობით პასუხისმგებლობა აფეთქებებზე არც ერთ ისლამურ დაჯგუფებას თავის თავზე[სრულად…]

ორხან პამუკი მხარს უჭერს თურქ დემონსტრანტებს

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ორხან პამუკი მხარს უჭერს თურქ დემონსტრანტებს, რომლებიც თითქმის ორი კვირაა აწყობენ მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს თურქეთის ქალაქებში. ”ყველას, ვინც სტამბოლში ცხოვრობს, აუცილებლად აქვს ტაქსიმის მოედანთან დაკავშირებული დაუვიწყარი მოგონებანი, მე მესმის ამ ხალხის. მე პატივს ვცემ დემონსტრანტებს, მთელ მსოფლიოს ესმის მათი. თურქეთში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. ეს მოვლენები[სრულად…]

ნობელის პრემიის ლაურეატს ნელსონ მანდელას ფილტვების ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, პრეტორიის ჰოსპიტალში იმყოფება. მას ფილტვების ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების განცხადებით, მანდელას მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ სტაბილური და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ამჯერად მიერთებული არ არის. იმავე ინფექციის გამო მანდელა საავადმყოფოში აპრილშიც მოათავსეს და 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. პარასკევს მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ჰოსპიტალიზაცია კვლავ აუცილებელი[სრულად…]

თურქეთში საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ექვსმა პოლიციელმა ჩაიდინა თვითმკვლელობა

თურქეთში საპროტესტო აქციის დაწყებიდან ექვსმა პოლიციელმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, ამის შესახებ აცხადებს პოლიციის პროფკავშირის მეთაური ფარუკ სეზერი. პოლიციელების მიმართ იყო მძაფრი კრიტიკა იმის გამო, რომ მათ გამოიყენეს ძალა საპროტესტო აქციის დროს, თუმცა სეზერმა განაცხადა, რომ პოლიციელებიც იტანჯებიან, ვინაიდან მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა. პოლიციელებს, რომლებიც იყვნენ გადაყვანილები პროტესტის გამოხატვის ადგილებში სხვა ქალაქებიდან,[სრულად…]

მდინარე დუნაი უნგრეთს ჩაძირვით ემუქრება

ბუდაპეშტში მდინარე დუნაის წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ამის შესახებ BBC- ი ავრცელებს ინფორმაციას. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ახლად გაკეთებული დამბები საკმარისად საიმედო აღმოჩნდა. ამავე დროს, მათ შესწევთ უნარი  რათა გაუძლონ წყლის წნევით დარტყმას. ჩაძირვა ემუქრება ბუდაპეშტის ჩრდილოეთი მხარის რაიონებს, ასევე  დასახლებულ პუნქტებს გადაჭიმულს 200 კილომეტრამდე სანაპიროს გასწვრივ. მომხდარმა წყალდიდობამმ[სრულად…]

ნიკოლაი ცისკარიძე მოსკოვის დიდი თეატრიდან გაათავისუფლეს

მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტის მსახიობს ნიკოლაი ცისკარიძეს შეატყობინეს, რომ შრომით ხელშეკრულებას მასთან აღარ გააგრძელებდნენ. 1 ივლისიდან არტისტი აღარ იმუშავებს თეტრში – განუცხადა ჟურნაისტებს თეატრის პრეს-მდივანმა კატერინა ნოვიკოვამ. ახლანდელი შრომითი ხელშეკრულების ვადა ცისკარიძესთან იწურება 30 ივნისს. თვითონ არტისტი და ასევე მისი ადვოკატი კომენტარს არ აკეთებენ. ცისკარიძეს კონფლიქტი დიდი თეატრის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე[სრულად…]

ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პეროცესი გადაიდო

ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის  ჰოსნი მუბარაქის პროცესი ორშაბათამდე გადადო. მოსამართლემ ამის შესახებ მუბარაქის პროცესის დაწყებისთანავე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქმის განსახილველად სამხილი მასალების გაცნობა სჭირდება. პირველი ინსტანციის სასამართლომ მუბარაქს და მისი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ექსპრეზიდენტის ექვსი თანაშემწე გაათავისუფლა. 09.06.13 Please follow and like us:

შვედეთის პრინცესა მადლენი ბიზნესმენზე თხოვდება

სტოკჰოლმში დღეს შედგება ტახტის მეოთხე მემკვიდრეს, პრინცესა მადლენსა და ინგლისური წარმოშობის ამერიკელ  ბიზნესმენის, კრისტოფელ ონილს შორის ჯვრისწერის ცერემონია. 30 წლის შვედეთის პრინცესა დედაქალაქში ნიუ-ორკიდან დაბრუნდა, სადაც ორი წლის წინ მომავალი მეუღლე გაიცნო. ცერემონია არ იქნება ისეთი მაშტაბური როგორიც 2010 წელს მისი დის ვიქტორიას ქორწილი იყო. სამეფო ოჯახი, განსაკუთრებით კი პრინცესა[სრულად…]

დაღესტანი – რუსეთის ყველაზე საშიში რეგიონი

მოსკოვი იმედოვნებს, რომ რეგიონის სტაბილიზაციის შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასია უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი რაიონი გახდება დღეს დაღესტანი რუსეთის ყველაზე საშიშ რეგიონად გადაიქცა. სადაც თითქმის ყოველდღე ხდება სხვადასხვა სახის ტერაქტები, ისმის სროლის და აფეთქებების ხმა. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დაღესტანი ბოსტონის მარათონის აფეთქებაში ეჭვმიტანილის ტამერლან ცარნაევის სამშობლოა, მოსკოვი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა.[სრულად…]

„მსახურება სიჩუმეში“, ანუ10 რამ, რომელიც უნდა ვიცოდეთ აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოზე

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) მილიონობით ადამიანის სატელეფონო საუბრიდან ყოველდღიურად აგროვებს ინფორმაციას. Verizon (უმსხვილესი ოპერატორი ამერიკაში) უზრუნველყოფს ყველა სატელეფონო ზარის ჩაწერასა და მათ ბაზაში განთავსებას 19 ივლისამდე, სანამ სატელეფონო საუბრების ჩაწერის შესახებ ბრძანება ძალაშია. მაგრამ, ზუსტად არავინ იცის, რა არის ეს სააგენტო? ვინ ხელმძღვანელობს? ან რა არის მათი მისია? 1) ეროვნული[სრულად…]

დედოფალ ელიზაბეტ მეორის მეუღლეს ოპერაცია გაუკეთდა

ინგლისის დედოფლის ელიზაბეტ მეორის მეუღლეს პრინც ფილიპს დიაგნოსტიკური ოპერაცია გაუკეთეს, იტყობინება ბუკინგემის სასახლე. ამჟამად ქირურგიული ჩარევის შედეგებს ექიმები აანალიზებენ. შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ  დედოფლის მეუღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოთხშაბათს ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ  პრინცი ფილიპი, ედინბურგის ჰერცოგი გადაყვანილია სტაციონარში მუცლის ღრუს დიაგნოსტიკური ოპერაციისათვის. პრინც ფილიპს მალე 92 წელი შეუსრულდება. 08.06.13 აჩიკო კერესელიძე[სრულად…]

30 წლიანი ქორწინების შემდეგ პუტინებმა განცხადება გააკეთეს გაშორების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა მეუღლემ ლიუდმილამ 30 წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორების შესახებ განცხადება გააკეთეს. ამის შესახებ რუსეთის პეზიდენტმა ხუთშაბათს, კრემლში გამართული საბალეტო დადგმის შემდეგ ერთობლივი ინტერვიუს დროს განაცხადა, რაც  სამთავრობო ტელეარხით გადაიცა. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრება საკმაოდ აქტიური და საჯაროა, რაც ლიუდმილასთვის მძიმე[სრულად…]

თურქეთის ხელისუფლება ვერ აიტანს საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას

თურქეთის ხელისუფლება ვერ აიტანს ქვეყანაში საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას, განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა, სტამბულის აეროპორტში, ჩრდილოეთ აფრიკის რიგ ქვეყნებში საერთაშორისო ტურნედან დაბრუნებისას. ”პარკ გეზის აქციების დროს, ჩვენ დავკარგეთ სამი მოქალაქე, ორი ახალგაზრდა და ერთი პოლიციის კომისარი”-თქვა პრემიერმა იგი დაპირდა მოსახლეობას, შეტაკების მიზეზების დეტალურ გამოძიებას. ერდოგანის სიტყვებით ხელისუფლება გაანალიზებს და[სრულად…]

მაიკლ ჯექსონის შვილმა თავის მოკვლა სცადა

პოპ ვარსკვლავის მაიკლ ჯექსონის ერთადერთმა ქალიშვილმა პერის ჯექსონმა თავის მოკვლა სცადა, ინფორმაცია დაადასტურა  ჯექსონების ოჯახის  წარმომადგენელმა ენჯელ ხოვანსკიმ. პერის ჯექსონის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი. ამერიკული საინფორმაციო მედია საშუალებების ინფორმაციით გოგონა სახლიდან ღამის ორ საათზე წაიყვანეს. ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი პერის ჯექსონის მიკრობლოგზე გამოქვეყნებულია თორმეტი საათის უკან – აბზაცი[სრულად…]

თურქეთში ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა პრემიერ მინისტრის მოადგილეს მოთხოვნების სია გადასცეს

თურქეთში ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა პრემიერ მინისტრის მოადგილეს მოთხოვნების სია გადასცეს, რომელშიც აქციების დარბევაზე პასუხისმგებელი პოლიციელების დასჯაც შედის. ოთხშაბათს პრემიერის მოადგილე ბულენტ არინცი დემონსტრანტებს შეხვდა, რომლებიც აქციის დროს დაპატიმრებული მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათ ასევე სურთ მთავრობამ სტამბოლში პარკის დანგრევაზე უარი თქვას. გასულ პარასკევს სტამბოლში პარკის მშენებლობის საპროტესტო აქციამ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები გამოიწვია.[სრულად…]

ბარაკ ობამას ეროვნული უშიშროების საკითხებში ახალი მრჩეველი ეყოლება

გადადგა ტომ დონილონი, პრეზიდენტ ობამას მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში. მას შეერთებული შტატების ელჩი გაეროში, სიუზან რაისი შეცვლის. თეთრი სახლი აღნიშნულ საკადრო ცვლილებებს პრეზიდენტის მიერ მოგვიანებით დაგეგმილ, ოფიციალურ განცხადებამდე ადასტურებს. ტომ დონილონი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი იყო. ის პოსტს სავარაუდოდ ივლისში დატოვებს. სიუზან რაისი გასულ წელს სახელმწიფო[სრულად…]

ლატვია მომავალ წელს ევროზონის ბლოკის მეთვრამეტე წევრი გახდება

ლატვია მომავალ წელს ევროზონის ბლოკის მეთვრამეტე წევრი გახდება. ეს ღირშესანიშნავი მოვლენა  რეგიონში ეკონომიკურ კრიზისს და უმუშევრობის რეკორდულ მაჩვენებლებს ემთხვევა. ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს -ევროკომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ბალტიისპირეთის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ევროზონის მოთხოვნებს შეესაბამება. ევროკომისიის ეკონომიკის ხელმძღვანელის ოლი რენის განცხადებით, ლატვიის ევროზონაში შესვლა კიდევ ერთხელ განამტკიცებს აზრს, რომ[სრულად…]

კომპანია “ეფლმა” ნავთობმწარმოებელ კომპანია “ექსონს” პირველობა დაუთმო

კომპიუტერებისა და ეგრეთწოდებული, სმარტფონების მწარმოებელმა კომპანია “ეფლმა” ნავთობმწარმოებელ კომპანია “ექსონს” პარასკევს პირველობა დაუთმო. ექსონმა ყველაზე ძვირდაღირებული კომპანიის ადგილი მოიპოვა. ახალი აიფონ 5-ის გაყიდვაში გამოსვლიდან რამდენიმე თვეში, “ეფლის” აქციების ფასმა ეტაპობრივი კლება დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა აიფონმა დიდი მოგება მოუტანა კომპანიას. ინვესტორბი ეჭვის თვალით უყურებენ კომპანიას, მას შემდეგ რაც ეფლის[სრულად…]

წითელი ჯვარი ავღანეთიდან გასვლას გეგმავს

წითელი ჯვარი ავღანეთიდან საერთაშორისო ჯგუფის გამოყვანას გეგმავს. ამის მიზეზი   ჯალალაბადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ოფისზე თავდასხმა გახდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავღანეთში 25 წელია ფუნქციონირებს და ამ ხნის მანძილზე ეს  პირველი ინციდენტია. ორგანიზაციას არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობის თანამშრომელს გამოიწვევს ავღანეთიდან.  წითელი ჯვრის პრესცენტრის განცხადებით, ორგანიზაცია გააგრძელებს ორთოპედიულ მომსახურებას, ყანდაარის საავადმყოფოს მომარაგებას და დაკავებულთა[სრულად…]