პოლიტიკა

დავით სერგეენკო: „ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ფოტოების ავთენტურობას სპეციალისტები დაადგენენ“

დავით სერგეენკო: „ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ფოტოების ავთენტურობას სპეციალისტები დაადგენენ“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელებული ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ფოტოების ავთენტურობას დაადგენენ.  ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. “მე ამ საქმის სპეციალისტი არ გახლავართ, რომ შეფასება გავაკეთო, ავთენტურია თუ არა ფოტოები. თუმცა, ვფიქრობ, რომ არსებობენ[სრულად…]

2014/03/20 პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტი და ვიზიტის შედეგების განხორციელების საკითხები განიხილეს. საუბარი საქართველო-ამერიკას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. 19.03.14 Please follow and like us:

2014/03/19 პოლიტიკა
ამერიკელ გენერალს ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა

ამერიკელ გენერალს ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრაიონი იმყოფება. დღეს, ამერიკელ გენერალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.  შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.  მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი[სრულად…]

2014/03/19 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „რასაც ორი ადამიანი ილაპარაკებს, აღარ უნდა მოვყვე მედიასთან“

გიორგი მარგველაშვილი: „რასაც ორი ადამიანი ილაპარაკებს, აღარ უნდა მოვყვე მედიასთან“

მე ასეთი ურთიერთობების მომხრე ვარ, რომ რასაც ორი ადამიანი ილაპარაკებს, აღარ მოვყვე მედიასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ პრეზიდენტი სასამართლოში მოწმეების დაკითხვის წესის გადავადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებდა. “ბიძინასა და ჩემს[სრულად…]

2014/03/19 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა ჩემთვის სასიამოვნო არ არის“

გიორგი მარგველაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა ჩემთვის სასიამოვნო არ არის“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.  როგორც პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მისთვის ივანიშვილის კრიტიკა მტკივნეულია. “ბიძინას კომენტარები, მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია. ვაფასებ მას, მაღალი შეფასება მაქვს, მისი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს დამოკიდებულება, ის, რომ[სრულად…]

2014/03/19 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას“

გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას“

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთის ქმედებები “მშვიდად, მაგრამ პრინციპულად შეაფასოს”.  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ავლაბრის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩვენ გვინდა, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია გუშინ ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა. გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ რეალურად, ის მოვლენები,[სრულად…]

2014/03/19 პოლიტიკა
მაისში საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვევა

მაისში საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვევა

13 მაისს საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისივე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები და პროგრამა ზუსტდება. ამასთან, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ გაზაფხულისთვის საქართველოში არაერთი მაღალი დონის ვიზიტი შედგება. 19.03.14 Please follow and like us:

2014/03/19 პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანი: “ჩემი ძმის კარიერული წინსვლისთვის მე ხელი თუ შემიშლია, თორემ მას არასოდეს დავხმარებივარ”

მიხეილ მაჭავარიანი: “ჩემი ძმის კარიერული წინსვლისთვის მე ხელი თუ შემიშლია, თორემ მას არასოდეს დავხმარებივარ”

ჩემს ძმასთან სულ კარგი ურთიერთობა მექნება და ამას არც ბიძინა ივანიშვილს და არც სააკაშვილს არ შევეკითხები, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას საპარლამენტო უცირესობის წარმომადგენელი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველის, ვენო მაჭავარიანის ძმა მიხეილ მაჭავარიანი. მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ძმასთან ურთიერთბა ყოველთვის პოლიტიკაზე მაღლა იდგა. “ჩვენი[სრულად…]

2014/03/19 პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა დანაპირები

ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა დანაპირები

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა თავისი დანაპირები, რომ იქნებოდა ობიექტურად კრიტიკული. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ “საქართველოს მთავრობის ღია მმართველობის” ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. “ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლამდე დიდი ხნით ადრე გამოაცხადა, რომ აპირებდა სამოქალაქო[სრულად…]

2014/03/19 პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდება

მაია ფანჯიკიძე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდება

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 19 მარტს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება და მას 70-ზე მეტი ამერიკული, საერთაშირისო და ქართული კომპანიების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებას უმასპინძლებს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე[სრულად…]

2014/03/18 პოლიტიკა
საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები ნატო-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები ნატო-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები ნატო-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს მართავენ. როგორც “თბილისი თაიმს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროს ევროპის და[სრულად…]

2014/03/18 პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი როლან ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დავით უსუფაშვილი როლან ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი როლან ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე პარლამენტის თანხმობის საკითხის სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ  გაირკვა, რომ: “ა) საქართველოს პარლამენტს არ გააჩნია როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება (კონსტიტუციის 52-ე მუხლი) და[სრულად…]

2014/03/17 პოლიტიკა
“რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი “რეფერენდუმებით” ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე”

“რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი “რეფერენდუმებით” ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე”

საქართველოს პრეზიდენტი ყირიმში გამართულ ე.წ. რეფერენდუმის გამო შეშფოთებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ “რეფერენდუმს” არ შეიძლება, სამართლებრივი შედეგები ჰქონდეს. “უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში გამართული ე.წ. რეფერენდუმის გამო, რომელიც რეგიონის მომავალ სტატუსს უკავშირდებოდა. ასეთი ტიპის რეფერენდუმის გამართვას უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და მას არ შეიძლება ჰქონდეს[სრულად…]

2014/03/17 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში იმყოფებოდა

გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილის ავღანეთში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი , გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში იმყოფებოდა. ბრიტანული სამხედრო ბაზა “ბასტიონის” აეროდრომზე საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სარდალი, ბრიგადის გენერალი დანიელ იუ დახვდა. ამერიკელმა გენერალმა საქართველოს პრეზიდენტს მისიის მიმდინარეობის[სრულად…]

2014/03/17 პოლიტიკა
“უაღრესად მნიშვნელოვანია მუდმივი კონსულტაციები საბაჟო ადმინისტრაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის”

“უაღრესად მნიშვნელოვანია მუდმივი კონსულტაციები საბაჟო ადმინისტრაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა 2014 წლის კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იქცეს რეგიონში სტაბილურად განვითარებად, დემოკრატიულ ქვეყნად, უაღრესად მნიშვნელოვანია უმასპინძლოს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა 2014[სრულად…]

2014/03/17 პოლიტიკა
ოფიციალური თბილისი ყირიმის რეფერნდუმს არ სცნობს

ოფიციალური თბილისი ყირიმის რეფერნდუმს არ სცნობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულვებელყოფით შედგა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებათა ფარგლებში რუსეთის[სრულად…]

2014/03/17 პოლიტიკა
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

16-17 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზარარაჰმად ოსმანი და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია. 17 მარტს, 10:00 სთ-ზე გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან, რომლის დროსაც განხილულ იქნება საქართველო-ავღანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები. 11:00 სთ-ზე მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში შედგება ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან დათავდაცვის მინისტრთან. 16.03.14 Please follow and like us:

2014/03/16 პოლიტიკა
სამთავრობო კომისიამ პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე იმსჯელა

სამთავრობო კომისიამ პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე იმსჯელა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ისე – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მიერ წარმოდგენილი საკითხები. „ყველა წარმოდგენილი საკითხის გადაწყვეტა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმების ფარგლებში ჯდება,“[სრულად…]

2014/03/16 პოლიტიკა
გიორგი თარგამეძე პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს

გიორგი თარგამეძე პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს

გიორგი თარგამაძემ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტი დატოვა და აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთა. როგორც გიორგი თარგამაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. მან მადლობა გადაუხადა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყველა წევრსა და მხარდამჭერს და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ საქმიანობას კვლავ[სრულად…]

2014/03/15 პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენ ხაზი გავუსვით საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო ნავსადგურებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას”

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენ ხაზი გავუსვით საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო ნავსადგურებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუმინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო ნავსადგურებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე. პრემიერის თქმით, საინტერესო პერსპექტივებია[სრულად…]

2014/03/14 პოლიტიკა
ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე მიმართა

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე მიმართა

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს მიმართა წინადადებით მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და შეთანხმების სრულად ძალაში შესვლამდე, მისი დროებითი ამოქმედების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის კანონმდებლობის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივ მიზანს წარმოადგენს „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერა არაუგვიანეს 2014 წლის აგვისტოში.  ევროკავშირის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერისთვის აუცილებელია[სრულად…]

2014/03/14 პოლიტიკა
“მჯერა, რომ ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩაერთვება ამ დიალოგში და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სწორედ ევროპული სტანდარტების კანონს მივიღებთ”

“მჯერა, რომ ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩაერთვება ამ დიალოგში და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სწორედ ევროპული სტანდარტების კანონს მივიღებთ”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტი ევროპული სტანდარტების კანონს მიიღებს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კამპანიაში “ეს შენ გეხება”‘ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, აუცილებელია საკითხზე დიალოგი გაიმართოს და მასში ყველა მხარე აქტიურად ჩაერთოს. “მე დეტალურად გავეცანი იმ პოზიციას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით გააჩნიათ[სრულად…]

2014/03/14 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილს შვიდი ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა  რწმუნებათა სიგელი გადასცა

გიორგი მარგველაშვილს შვიდი ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ქვეყნის პირველ პირს გიოპრგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები შვიდი ქვეყნის: ომანის სასულთნოს, ირლანდიის, ავსტრალიის, სერბეთის, თურქმენეთის, ფილიპინებისა და მალტის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს. ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები[სრულად…]

2014/03/14 პოლიტიკა
ნილს სკოტი: “მედიაში გავრცელებული ინფორმაცია განსხვავდება ჩვენი პოზიციისგან”

ნილს სკოტი: “მედიაში გავრცელებული ინფორმაცია განსხვავდება ჩვენი პოზიციისგან”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა დღეს შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) რეზიდენტ-კოორდინატორთან ნილს სკოტთან. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონშიUNDP-ის საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების გაგრძელების მნიშვნელობას. “მე[სრულად…]

2014/03/14 პოლიტიკა
“ჩვენ შევძლებთ ადგილობრივი მოსახლეობა დავარწმუნოთ”

“ჩვენ შევძლებთ ადგილობრივი მოსახლეობა დავარწმუნოთ”

ჩვენ შევძლებთ,  ადგილობრივი მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ხუდონჰესი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, ხუდონჰესი მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან დიდი ინტერესი არსებობს საზოგადოებაში. “ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ადგილობრივი მოსახლეობა დავარწმუნოთ[სრულად…]

2014/03/14 პოლიტიკა
დღეს რუმინეთის პრემიერი თბილისს ეწვევა

დღეს რუმინეთის პრემიერი თბილისს ეწვევა

თბილისს დღეს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა ეწვევა. ამის შესახებ “თბილისი თაიმს” საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს. რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რუმინეთის მთავრობის მეთაურის პირისპირ შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით გაიმართება. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ პონტა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის მეთაური[სრულად…]

2014/03/14 პოლიტიკა
ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაურეკა საქართველოს პრემიერს და შეატყობინა, რომ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეები ორდინალური ანუ ჩვეულებრივი პასპორტებით 90 დღემდე უვიზოდ შესვლას შეძლებენ. “მოგეხსენებათ, იგი გახლდათ მისი ყოფილი კოლეგა და სწორედ პრემიერის მიერ 2013 წლის[სრულად…]

2014/03/14 პოლიტიკა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი გუნარ ვიგანდს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი გუნარ ვიგანდს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მისი შეხვედრა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელთან გუნარ ვიგანდთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ[სრულად…]

2014/03/14 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების წვრთნას დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების წვრთნას დაესწრო

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სპეციალური ოპერაციების ძალების კურსი მიმდინარეობს.  დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გეგმიურ წვრთნას  დაესწრნენ. ვაზიანის ბაზაზე იმყოფებოდა ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი. მათ სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და თეორიული კურსის პროგრამას გაეცნენ. წვრთნა მოიცავს[სრულად…]

2014/03/13 პოლიტიკა
ლიტვა დაეხმარება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმარულებით დასახული მიზნების მიღწევაში

ლიტვა დაეხმარება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმარულებით დასახული მიზნების მიღწევაში

“ლიტვა დაეხმარება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმარულებით დასახული მიზნების მიღწევაში,” – ამის შესახებ ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იოზას ოლეკამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ხათუნა სალუქვაძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა და  მასზე მხარეებმა  თავდაცვის სფეროში ლიტვა-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქ. ვილნიუსში ნატო-ს გაფართოების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი[სრულად…]

2014/03/13 პოლიტიკა