პოლიტიკა

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას

2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში, ბატონი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ელჩი ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ხელს მოაწერენ ხელშეკრულების დაფინანსების თაობაზე, რომლის საერთო მოცულობა შეადგენს 27 მილიონ ევროს და რომლიც მიზნად ისახავს საქართველოში სიღარიბის შემცირებისა და მდგრადი ეკონომიკური[სრულად…]

2013/12/31 პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან გადადგომას ღირესეული ნაბიჯი უწოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან გადადგომას ღირესეული ნაბიჯი უწოდა

ოთარ ფარცხალაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა იყო ნამდვილად ღირსეული ნაბიჯი და სწორი გადაწყვეტილება , – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა. “მე აქვე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ პირველივე დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიოგრაფიაში არსებობდა ეს შავი ლაქა, ის მოვიდა, მაშინვე[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა

მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა

საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა. ამის შესახებ განცხადება უწყების ვებგვერდზე გავრცელდა. “ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა. დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: „ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი“

დავით უსუფაშვილი: „ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი“

ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განაცხადა. “რაც შეეხება ბატონი ფარცხალაძის მიმართ არსებულ ასპექტებს; გერმანიაში ნასამართლობის გამო მას ამ თანამდებობაზე დავნიშნავდი თუ არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ –  არა,[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი უკმაყოფილოა

დავით უსუფაშვილი უკმაყოფილოა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლების პასუხის “დროულობითა და სისრულით” უკმაყოფილოა. “ეს საკითხი ბოლო დროს ფართო განხილვის საგნად იქცა. ისიც მესმის, რომ ადამიანების ნაწილი, რომელსაც თავისი გაცილებით მძიმე დანაშაული აქვს დასამალი, ახლა ამ თემაზე ბევრს საუბრობს და სპეკულირებს, მაგრამ აქვე ვაცხადებ – არ აქვს მნიშვნელობა ვინ[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო სხდომაზე გასულ წელს შეაჯამებს

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო სხდომაზე გასულ წელს შეაჯამებს

მთავრობის კანცელარიაში დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭო გასულ წელს შეაჯამებს. გარდა ამისა, პოლიტსაბჭო დღევანდელ წელს ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კოდექსსა და საარჩევნო კოდექსზეც ისაუბრებს. 30.12.13 Please follow and like us:

2013/12/30 პოლიტიკა
დავით საგანელიძე: „მთავრობაში ცვლილებები აუცილებელიც არის“

დავით საგანელიძე: „მთავრობაში ცვლილებები აუცილებელიც არის“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ 2014 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობაში ცვლილებები მოხდეს. როგორც საგანელიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიაჩნია, რომ ალბათ ეს ცვლილებები აუცილებელიც არის. თუმცა, როგორც საგანელიძე აცხადებს, მას კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა მიმართულებებით შეიძლება მოხდეს ცვლილებები, არ აქვს. “მე არ მაქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა არ[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
დავით ნარმანია: „თბილისის ბიუჯეტთან მიმართებაში საკრებულოს სერიოზული კითხვები გააჩნდა“

დავით ნარმანია: „თბილისის ბიუჯეტთან მიმართებაში საკრებულოს სერიოზული კითხვები გააჩნდა“

თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა არ ნიშნავს, რომ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები არ დაფინანსდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა , დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტთან მიმართებაში საკრებულოს სერიოზული კითხვები გააჩნდა და ეს ლეგიტიმური იყო. “როცა ბიუჯეტთან დაკავშირებით არის კითხვები და როდესაც ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა, ასეთ შემთხვევაში აქვს[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვოლგოგრადში ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

გიორგი მარგველაშვილი ვოლგოგრადში ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვოლგოგრადში ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. როგორც გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ტერორიზმს გმობს. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომელთაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მხვერპლი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ერთმნიშვნელოვნად გმობს ტერორიზმს. ჩვენ მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: “მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს”

ირაკლი ღარიბაშვილი: “მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს”

მესტიას ტურისტების მიღება წელიწადში 365 დღის განმავლობაში შეუძლია და ჩვენ ამის პოპულარიზაციას უნდა შევუწყოთ ხელი, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნისას გააკეთა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა. “დღეს ზამთრის ტურისტული სეზონი იწყება, გილოცავთ ყველას. სიმბოლურია, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონს მესტიიდან[სრულად…]

2013/12/28 პოლიტიკა
საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ფულადი ჯარომა წესდება

საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ფულადი ჯარომა წესდება

საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ფულადი სანქციები წესდება. შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა . ცვლილებები “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში” აისახა, რომელიც პარლამენტს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესთავაზა.  მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით. თუმცა, თუ იგივე ქმედება წლის განმავლობაში განმეორდება,[სრულად…]

2013/12/28 პოლიტიკა

ირაკლი ალასანია: „აშკარა პოლიტიკური თავდასხმაა ნაციონალების მხრიდან პროკურატურის სისტემაზე“

ფარცხალაძესთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკური თავდასხმაა , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რაც შეეხება შეკითხვას ოთარ ფარცხალაძის წარსულთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ კითხვას დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს. “მინდა გითხრათ, რომ ეს არის პოლიტიკური თავდასხმა. წინა ხელისუფლებისთვის[სრულად…]

2013/12/27 პოლიტიკა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა

პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის ყოფილ და ახალ უფროსებს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა გელა ბეჟუაშვილს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა დავით სუჯაშვილს საპასუხისმგებლო პოსტზე. შეხვედრაზე პრემიერმა დაზვერვის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული უწყების განვითარება ქვეყნისთვის წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს. ირაკლი[სრულად…]

2013/12/27 პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: “შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღო“

ირაკლი ალასანია: “შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღო“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ხელმძღვანელობამ ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა , ირაკლი ალასანიამ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სტრატეგია ითვალისწინებს არსებულ გამოწვევებს, იმ წინააღმდეგობებს და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ასევე ითვალისწინებს იმას, როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს თავდაცვის სისტემამ. ალასანიას განცხადებით, ეს დოკუმენტი უახლოეს[სრულად…]

2013/12/27 პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: „მომავალი წელი იქნება სერიოზული გამოწვევების წელი“

მომავალი წელი იქნება სერიოზული გამოწვევების წელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისივე აზრით, მომავალ წელს, სავარაუდოა რუსეთის მხრიდან საქართველოზე “სერიოზული ზეწოლები”. “სერიოზული ზეწოლები იქნება სავარაუდოდ და ამისთვის სერიოზულად ვემზადებით. ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში ვართ,[სრულად…]

2013/12/27 პოლიტიკა
დავით ზალკანიანი ხვალ პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა

დავით ზალკანიანი ხვალ პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ხვალ პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიაბეულ სხდომაზე წარსდგება. დავით ზალკალიანი დეპუტატებს ინფორმაციას მიაწვდის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის, ძირითადი მიმართულებების და მოლაპარაკების პროცესში მიღწეული შდეგების თაობაზე. „მიმდინარე წელს  ამ ფორმატში  გაიმართა 4 რაუნდი, საგარეო საქემთა სამინიტრო პარლამენტს[სრულად…]

2013/12/26 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: “უმაღლესი განათლების შესახებ“  კანონში არავითარი ტერმინოლოგიური ცვლილება არ არის“

გიორგი მარგველაშვილი: “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში არავითარი ტერმინოლოგიური ცვლილება არ არის“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვარაუდობს, რომ “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში არავითარი ტერმინოლოგიური ცვლილება არ არის. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, იგი გადაამოწმებს ადრე როგორ იყო მოხსენიებული კანონებში ის გამყოფი ტერიტორია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დანარჩენ საქართველოს შორის არის გავლებული. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს ტერიტორიები[სრულად…]

2013/12/26 პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: „პროკურორის თემა ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას“

მთავარი პროკურორის თემა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მედიის წარმომადგენლები საქართველოს პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დიპლომითა და მისი შესაძლო ნასამართლობის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ განათლებასთან დაკავშირებით კითხვა მასთან არაადეკვატურია, რადგან არც არქივში მუშაობს და არც ის ადამიანია, რომელიც დიპლომებს[სრულად…]

2013/12/26 პოლიტიკა
არასამთავრობოები: „საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადებას“

არასამთავრობოები: „საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადებას“

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადებას. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და კონსტიტუციის 42-ე მუხლი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ,[სრულად…]

2013/12/26 პოლიტიკა
სსმ-ის მეურვეობის 5 კანდიდატი უკვე შერჩეულია

სსმ-ის მეურვეობის 5 კანდიდატი უკვე შერჩეულია

პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევა გრძელდება. ნინია კაკაბაძე და ქეთი მსხილაძე უმცირესობის მიერ ბორდის წევრობის კანდიდატებად უკვე დასახელდნენ. სამეურვეო საბჭოს მესამე წევრზე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბორდის წევრობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია საპარლამენტო უმრავლესობას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონსულტაციები დღის ბოლომდე გაგრძელდება. სახალხო დამცველმა[სრულად…]

2013/12/26 პოლიტიკა
ზაზა გაბუნია: “მინდა ვკითხო გიგი უგულავას, ახსოვს თუ არა, რომ პირადად მან 5 თვის მანძილზე მხოლოდ სატელეფონო ხარჯებისთვის 100 000 ლარამდე გამოიყენა“

ზაზა გაბუნია: “მინდა ვკითხო გიგი უგულავას, ახსოვს თუ არა, რომ პირადად მან 5 თვის მანძილზე მხოლოდ სატელეფონო ხარჯებისთვის 100 000 ლარამდე გამოიყენა“

გიგი უგულავამ 2012 წლის სექტემბერში 28 714 ლარი, 2012 წლის დეკემბერში 17 815 ლარი, 2013 წლის აპრილში 15 279 ლარი, ხოლო 2013 წლის მარტში 36 674 ლარი ანუ ჯამში 98 482 ლარი მობილური კავშირით მომსახურებაზე დახარჯა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, გიგი უგულავამ[სრულად…]

2013/12/26 პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს 27 მილიონ ევროს დახმარების სახით გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 27 მილიონ ევროს დახმარების სახით გამოუყოფს

ალექსი პეტრიაშვილი და ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირისგან საქართველოსთვის 27 მილიონი ევროს დახმარების გადმოცემის თაობაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს დღეს, 13:30 საათზე, მთავრობის კანცელარიაში მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირისგან საქართველოსთვის 27 მილიონი ევროს დახმარების გადმოცემის თაობაზე შეთანხმებას[სრულად…]

2013/12/26 პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს უბრუნდება

საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს უბრუნდება

პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს უბრუნდება. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს დღეს, მეორე მოსმენით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი განიხილავს. გამორიცხული არ არის თვითმმართველობის კოდექსი დღესვე მეორე მოსმენით რიგგარეშე სესიაზე გავიდეს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს. როგორც ცნობილია, თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ იმ ქალაქებს[სრულად…]

პრეზიდენტმა მთავრობას კომუნიკაციების კომისიის წევრობის 3 კანდიდატი წარუდგინა

პრეზიდენტმა მთავრობას კომუნიკაციების კომისიის წევრობის 3 კანდიდატი წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად სამი კანდიდატურა წარუდგინა.  როგორც “თბილისი თაიმსს” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობასთან შესათანხმებლად წარდგენილია თამაზ ინაშვილის, კახი ბექაურისა და სერგო შავგულიძის კანდიდატურები. მათგან საქართველოს პარლამენტი ერთს შეარჩევს. საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას შესათანხმებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატი[სრულად…]

მიხეილ სააკაშვილი: „სამწუხაროდ ჩემს მეორე სამშობლოში – უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობა აღარ მექნება“

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უახლოეს კვირებში ჩემს მეორე სამშობლოში – უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობა აღარ მექნება. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მისთვის შესვლის აკრძალვას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება. “სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უახლოეს კვირებში ჩემს მეორე სამშობლოში – უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობა არ მექნება. მაგრამ ჩემი გული და სული ჩემს უკრაინელ დებთან და ძმებთან[სრულად…]

ოთარ ფარცხალაძე: „2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან“

საქართველოს მთავარი პროკურორი ადასტურებს, რომ 2000 წელს გერმანიაში პოლიციელთან ინციდენტი შეემთხვა, თუმცა განმარტავს, რომ კონფლიქტს მის მიმართ იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია.  მთავარი პროკურორის განცხადებას “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო დროს ჩემს მიმართ გააქტიურებულმა ბინძურმა პოლიტიკურმა კამპანიამ პიკს მიაღწია. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ, როგორც ჩანს ჩვენი ოპონენტები[სრულად…]

გამოცემა Le Poin-მა ბიძინა ივანიშვილს ამოუცნობი ადამიანი უწოდა

გამოცემა Le Poin-მა ბიძინა ივანიშვილს ამოუცნობი ადამიანი უწოდა

საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ანახლებს, – ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა Le Point ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 57 წლის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის მონაცემებით მსოფლიოში რიგით 153-ე მილიარდერია, ამოუცნობი ადამიანია. “მას საფრანგეთის პასპორტი აქვს და კარგად ფლობს მოლიერის ენასაც, თუმცა არ საუბრობს ფრანგულად.[სრულად…]

გურულების ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

სამი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან, – ბრძანებდა ილია. ერთ-ერთი საუნჯე ენააო, ანუ ქართული ენა. უფრო ადრე, მე-10 საუკუნის დიდმა ქართველმა მწერალმა იოანე ზოსიმემ ოდა უძღვნა ქართულ ენას – „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ზოსიმე მსოფლიო ენათა შორის ქართულ ენას განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა. მსოფლიოს არა ერთი ენათმეცნიერი აღიარებს ქართულ ენას-ღმერთების ენად,[სრულად…]

რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შანსები არის ძალიან მცირე, შეიძლება ითქვას თეორიულიც კი“

”როგორც სპრინტერებთან არის მიღებული,  გამოცდილი სპორტსმენები არ ჩქარობენ  და სხვების გადასწრებას ფინიშთან ახერხებენ, სწორედ ასეთი სტრატეგია აირჩია გიორგი მარგველაშვილმა. გაამართლებს თუ არა იგი, ამას უკვე ოქტომბერი გვიჩვენებს“, აცხადებს „თბილისი თაიმსთან“  საუბრისას – ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე. ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით საქართველოში დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიას? როგორია თქვენი აზრით თითოეული კანდიდატის[სრულად…]

სნოუდენის გამო შეიძლება NATO-ში მიგვიღონ

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანალიტიკოსს ედუარდ სნოუდენს რუსეთმა დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. დოკუმენტების მიხედვით, სნოუდენი დროებითი თავშესაფრით 2014 წლის 31 ივლისამდე ისარგებლებს. აშშ სენატის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ში მძაფრი რეაქცია მჰოყვა რუსეთის ამ ნაბიჯს. მწვავე განცხადებით გამოვიდა სენატორი მაკკეინი, რომელმაც ობამას ადმინისტრაციას მოსთხოვა რუსეთთან ურთიერთობის კარდინალური გადახედვა: ”რუსეთის[სრულად…]