პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არ გადაიხედება“

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არ გადაიხედება“

კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსი არ გადაიხედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგროც პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ტელეარხებზე გასული სიუჟეტებით დაინტერესდა, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები შეიმჩნეოდა. პრემიერს თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ კეთდება მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები და კიდევ[სრულად…]

2014/01/10 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას კანონიერ ქურდებს „გარჩევების“ ორგანიზებაში სასჯელაღსრულების  დაწესებულებების ხელმძღვანელობა ეხმარებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას კანონიერ ქურდებს „გარჩევების“ ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელობა ეხმარებოდა

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, კანონიერ ქურდებს “გარჩევების” ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელობა ეხმარებოდა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 9 იანვარს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სრულიად უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, რომ, თითქოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მხარს უჭერს ქურდულ სამყაროს[სრულად…]

2014/01/10 პოლიტიკა
სემეკ-ი ისევ თბილიში

სემეკ-ი ისევ თბილიში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თბილისში ბრუნდება. კომისიის გუშინდელ  საჯარო სხდომაზე ცვლილებები შევიდა “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებაში. კერძოდ, 2014 წლის პირველი თებერვლიდან კომისიის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქუჩა №19. “საქართველოს ენერგეტიკისა და[სრულად…]

2014/01/10 პოლიტიკა
“სინანულს გამოვთქვამ საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის გამო”

“სინანულს გამოვთქვამ საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის გამო”

“სინანულს გამოვთქვამ საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის გამო”, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტს. “სინანულს გამოვთქვამ საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის გამო. ღირსეული, თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაში სრულიად გაუმართლებელია ძალადობა ნებისმიერი საბაბით. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ურყევი ნება. ეს არაერთხელ ხაზგასმით უთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც. საქართველო ისტორიულად შემწყნარებლობის, განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა. სწორედ ამან[სრულად…]

2014/01/09 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თურქ კოლეგას შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი თურქ კოლეგას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი 20 იანვარს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება. როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს , ვიზიტის ფარგლებში ანკარაში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექთან.  გიორგი მარგველაშვილი ათათურქის მავზოლეუმშიც მივა და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალური[სრულად…]

2014/01/09 პოლიტიკა
C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტები მედიკამენტების შეძენას 60%-ით დაბალ ფასად შეძლებენ

C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტები მედიკამენტების შეძენას 60%-ით დაბალ ფასად შეძლებენ

C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის სამკურნალო მედიკამენტების შეძენა 60%-ით დაბალ ფასში იქნება შესაძლებელი, სასჯელაღსრულების სისტემა კი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს პატიმრებს უფასოდ მიაწვდის. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მისი მოადგილე მარიამ ჯაში, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, მისი მოადგილე არჩილ თალაკვაძე და[სრულად…]

2014/01/09 პოლიტიკა
დავით ნარმანია: „საუკუნის პროექტად წოდებული არხოტის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება“

დავით ნარმანია: „საუკუნის პროექტად წოდებული არხოტის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება“

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ 2014 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 250 კილომეტრ საავტომობილო გზას და 30 საავტომობილო ხიდს. აგრეთვე, აშენდება 5 ახალი ხიდი. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ერთდროულად წარიმართება 7 მონაკვეთზე, ჯამში 140 კილომეტრზე. მათ შორის დაიწყება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა – სამუშაოების[სრულად…]

2014/01/09 პოლიტიკა
მთავრობა ხვალ 2014 წლის პირველ სხდომას გამართავს

მთავრობა ხვალ 2014 წლის პირველ სხდომას გამართავს

საქართველოს მთავრობა ხვალ 2014 წლის პირველ სხდომას გამართავს. მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის სხდომა კანცელარიაში 10:00 საათისთვის არის ჩანიშნული. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაუძღვება. განსახილველი საკითხების რაოდენობა დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. 09.01.14   Please follow and like us:

2014/01/09 პოლიტიკა
“არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” ბენეფიციარებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ ჯანდაცვის სამინისტროს სახით აიღო”

“არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” ბენეფიციარებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ ჯანდაცვის სამინისტროს სახით აიღო”

სადაზღვევო კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” ბენეფიციარებზე, რომლებიც სერვისებს სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხით იღებდნენ, პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღო. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, კომპანიის გადარჩენის მრავალჯერადი მცდელობები, დროის მიცემით, დავალიანებებზე მორატორიუმის გამოცხადებით წარუმატებლად დამთავრდა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე[სრულად…]

2014/01/08 პოლიტიკა
მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტზე 5 ექიმი დაითხოვეს

მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტზე 5 ექიმი დაითხოვეს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო რეგულირების სამმართველომ, 2014 წლის 2 იანვარს, 12:30 წუთზე, სასჯელაღსრულების #19 ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში მსჯავრდებულ დათა გოგოხიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება და შემთხვევის შესწავლა დაასრულა. შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებულ დათა გოგოხიას, რომელიც მუცლის არეში ძლიერ ტკივილებს უჩიოდა, [სრულად…]

2014/01/08 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მართმადიდებელ მრევლს ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს. “ჩემო ძვირფასებო, მინდა, სულითა და გულით მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. მაცხოვრის შობის ყოველწლიური აღნიშვნით, მუდმივად ვცდილობთ დავუბრუნდეთ სიწმინდის საწყისს საკუთარ თავში, ვიპოვნოთ ძალა და ენერგია  სიყვარულისა და შენდობისთვის, სიკეთისა და თავმდაბლობისთვის. ამ საწყისს მუდმივად ებრძვის სისუსტე ჩვენი ბუნებისა, მაგრამ სწორედ კვლავ[სრულად…]

2014/01/06 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს. “ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, სულითა და გულით გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც სომხეთის წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 იანვარს აღნიშნავს. სომეხთა და ქართველთა მეგობრობა იმდენი ხნისაა, რამდენისაც ჩვენი ქვეყნების ისტორია. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები საუკუნეთა განმავლობაში დაუღალავად იღწვიან[სრულად…]

2014/01/06 პოლიტიკა
ლეონიდ თიბილოვმა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი შეიწყალა

ლეონიდ თიბილოვმა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი შეიწყალა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, ხელი მოაწერა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნის, თეიმურაზ ჯერაპოვის შეწყალების აქტს. ეთნიკური ოსი საქართველოს მოქალაქე, თბილისში განთავსებულ სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში მუშაობდა. ჯერაპოვი 2010 წლის აპრილში დააპატიმრეს. ამავე წლის ნოემბერში ცხინვალის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდებაში და 13 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ასეთი[სრულად…]

2014/01/06 პოლიტიკა
საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის

საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობაში საკადრო ცვლილება დაგეგმილი არ არის.  მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი გადაადგილებების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება და განმარტავს, რომ ერთადერთი, რაც უახლოეს დღეებში მოხდება, ახალი მთავარი პროკურორის წარდგენაა. “ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ვაცხადებთ, რომ უახლოეს[სრულად…]

2014/01/04 პოლიტიკა
კონკურსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე

კონკურსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე

დღეიდან ცხადდება კონკურსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე. პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა. კანდიდატს შეარჩევენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისგან, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან არაკომერციული იურიდიული პირების მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან. წარდგენა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში. არასამეწარმეო იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს კანდიდატი, თუ ის ბოლო 2[სრულად…]

2014/01/03 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: “ერთად დავდგეთ ამ ახალი ქვეყნის მშენებლობის პროცესში”

გიორგი მარგველაშვილი: “ერთად დავდგეთ ამ ახალი ქვეყნის მშენებლობის პროცესში”

გასულ წელს თავისუფალი, დემოკრატიული პროცესის შედეგად, ჩვენ შევძელით დემოკრატიის კონსოლიდაცია, პოსტსაბჭოთა ეპოქის დამთავრება და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება. მაგრამ, თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობა უნდა დაეფუძნოს ქართულ ღირებულებებს და ქართულ ტრადიციებს. მოსაფიქრებელი ბევრი არაფერი გვაქვს – უბრალოდ უნდა მივუბრუნდეთ საკუთარ თავს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.[სრულად…]

2014/01/01 პოლიტიკა
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას

2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში, ბატონი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ელჩი ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ხელს მოაწერენ ხელშეკრულების დაფინანსების თაობაზე, რომლის საერთო მოცულობა შეადგენს 27 მილიონ ევროს და რომლიც მიზნად ისახავს საქართველოში სიღარიბის შემცირებისა და მდგრადი ეკონომიკური[სრულად…]

2013/12/31 პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან გადადგომას ღირესეული ნაბიჯი უწოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან გადადგომას ღირესეული ნაბიჯი უწოდა

ოთარ ფარცხალაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა იყო ნამდვილად ღირსეული ნაბიჯი და სწორი გადაწყვეტილება , – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა. “მე აქვე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ პირველივე დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიოგრაფიაში არსებობდა ეს შავი ლაქა, ის მოვიდა, მაშინვე[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა

მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა

საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა. ამის შესახებ განცხადება უწყების ვებგვერდზე გავრცელდა. “ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა. დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: „ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი“

დავით უსუფაშვილი: „ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი“

ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განაცხადა. “რაც შეეხება ბატონი ფარცხალაძის მიმართ არსებულ ასპექტებს; გერმანიაში ნასამართლობის გამო მას ამ თანამდებობაზე დავნიშნავდი თუ არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ –  არა,[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი უკმაყოფილოა

დავით უსუფაშვილი უკმაყოფილოა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლების პასუხის “დროულობითა და სისრულით” უკმაყოფილოა. “ეს საკითხი ბოლო დროს ფართო განხილვის საგნად იქცა. ისიც მესმის, რომ ადამიანების ნაწილი, რომელსაც თავისი გაცილებით მძიმე დანაშაული აქვს დასამალი, ახლა ამ თემაზე ბევრს საუბრობს და სპეკულირებს, მაგრამ აქვე ვაცხადებ – არ აქვს მნიშვნელობა ვინ[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო სხდომაზე გასულ წელს შეაჯამებს

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო სხდომაზე გასულ წელს შეაჯამებს

მთავრობის კანცელარიაში დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭო გასულ წელს შეაჯამებს. გარდა ამისა, პოლიტსაბჭო დღევანდელ წელს ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კოდექსსა და საარჩევნო კოდექსზეც ისაუბრებს. 30.12.13 Please follow and like us:

2013/12/30 პოლიტიკა
დავით საგანელიძე: „მთავრობაში ცვლილებები აუცილებელიც არის“

დავით საგანელიძე: „მთავრობაში ცვლილებები აუცილებელიც არის“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ 2014 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობაში ცვლილებები მოხდეს. როგორც საგანელიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიაჩნია, რომ ალბათ ეს ცვლილებები აუცილებელიც არის. თუმცა, როგორც საგანელიძე აცხადებს, მას კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა მიმართულებებით შეიძლება მოხდეს ცვლილებები, არ აქვს. “მე არ მაქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა არ[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
დავით ნარმანია: „თბილისის ბიუჯეტთან მიმართებაში საკრებულოს სერიოზული კითხვები გააჩნდა“

დავით ნარმანია: „თბილისის ბიუჯეტთან მიმართებაში საკრებულოს სერიოზული კითხვები გააჩნდა“

თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა არ ნიშნავს, რომ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები არ დაფინანსდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა , დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტთან მიმართებაში საკრებულოს სერიოზული კითხვები გააჩნდა და ეს ლეგიტიმური იყო. “როცა ბიუჯეტთან დაკავშირებით არის კითხვები და როდესაც ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა, ასეთ შემთხვევაში აქვს[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვოლგოგრადში ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

გიორგი მარგველაშვილი ვოლგოგრადში ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვოლგოგრადში ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. როგორც გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ტერორიზმს გმობს. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომელთაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მხვერპლი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ერთმნიშვნელოვნად გმობს ტერორიზმს. ჩვენ მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ[სრულად…]

2013/12/30 პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: “მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს”

ირაკლი ღარიბაშვილი: “მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს”

მესტიას ტურისტების მიღება წელიწადში 365 დღის განმავლობაში შეუძლია და ჩვენ ამის პოპულარიზაციას უნდა შევუწყოთ ხელი, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნისას გააკეთა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა. “დღეს ზამთრის ტურისტული სეზონი იწყება, გილოცავთ ყველას. სიმბოლურია, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონს მესტიიდან[სრულად…]

2013/12/28 პოლიტიკა
საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ფულადი ჯარომა წესდება

საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ფულადი ჯარომა წესდება

საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ფულადი სანქციები წესდება. შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა . ცვლილებები “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში” აისახა, რომელიც პარლამენტს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესთავაზა.  მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით. თუმცა, თუ იგივე ქმედება წლის განმავლობაში განმეორდება,[სრულად…]

2013/12/28 პოლიტიკა

ირაკლი ალასანია: „აშკარა პოლიტიკური თავდასხმაა ნაციონალების მხრიდან პროკურატურის სისტემაზე“

ფარცხალაძესთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკური თავდასხმაა , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რაც შეეხება შეკითხვას ოთარ ფარცხალაძის წარსულთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ კითხვას დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს. “მინდა გითხრათ, რომ ეს არის პოლიტიკური თავდასხმა. წინა ხელისუფლებისთვის[სრულად…]

2013/12/27 პოლიტიკა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა

პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის ყოფილ და ახალ უფროსებს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა გელა ბეჟუაშვილს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა დავით სუჯაშვილს საპასუხისმგებლო პოსტზე. შეხვედრაზე პრემიერმა დაზვერვის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული უწყების განვითარება ქვეყნისთვის წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს. ირაკლი[სრულად…]

2013/12/27 პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: “შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღო“

ირაკლი ალასანია: “შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღო“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ხელმძღვანელობამ ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა , ირაკლი ალასანიამ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სტრატეგია ითვალისწინებს არსებულ გამოწვევებს, იმ წინააღმდეგობებს და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ასევე ითვალისწინებს იმას, როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს თავდაცვის სისტემამ. ალასანიას განცხადებით, ეს დოკუმენტი უახლოეს[სრულად…]

2013/12/27 პოლიტიკა