პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება – ჟენევის მოლაპარაკებებზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატოში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე

რუსეთის საგარეო უწყება – ჟენევის მოლაპარაკებებზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატოში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ყურადღების ფოკუსში აღმოჩნდა ქართულ-სამხრეთ ოსურ სასაზღვრო რაიონის სოფელ წნელისთან დაძაბულობა, რომლის პროვოცირებაც გამოიწვია თბილისის გადაწყვეტილებამ, განეთავსებინა პოლიციის პოსტი უშუალოდ ამ სოფელთან. ამან აიძულა ცხინვალი, მიეღო საპასუხო ზომები, თავისი ბლოკპოსტის განთავსებისა და საქართველოსთან საზღვრის დროებით ჩაკეტვის ჩათვლით. ჩვენ გავაცანით მხარეებს[სრულად…]

2019/10/10 პოლიტიკა
მალხაზ მაჩალიკაშილი – ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდე და შალვა თადუმაძეს დავუსვა კითხვები

მალხაზ მაჩალიკაშილი – ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდე და შალვა თადუმაძეს დავუსვა კითხვები

ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდე და შალვა თადუმაძეს დავუსვა კითხვები, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის შესასვლელთან განაცხადა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მის სახელზე დაშვებულია საშვი, თუმცა პოლიციის თანამშრომლები შენობაში არ უშვებენ. „თუ მექნება უფლება, დავსვამ კითხვას, თუ არა – მოვუსმენ. მე მინდა, რომ დავესწრო სხდომას და ყველა ვხედავთ, რომ ეს[სრულად…]

2019/10/09 პოლიტიკა
გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შედგება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.[სრულად…]

2019/10/09 პოლიტიკა
გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო

გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო

ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებებია დაგეგმილი. პრეზიდენტები ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებენ. საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკვე საკანონმდებლო ორგანოში გაემგზავრება. გერმანიის პრეზიდენტს[სრულად…]

2019/10/07 პოლიტიკა
გიორგი გახარია – საქართველოს სრული ინტეგრირება ნატო-ში არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური თანამშრომლობით მივაღწიოთ ამ მიზანს

გიორგი გახარია – საქართველოს სრული ინტეგრირება ნატო-ში არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური თანამშრომლობით მივაღწიოთ ამ მიზანს

ნატო-სა და საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, როუზ გოტმიულერს საქართველოს მეგობრობისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს სრული ინტეგრირება ნატო-ში ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი[სრულად…]

2019/10/04 პოლიტიკა
როუზ გოტმიოლერი – შევთანხმდით, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გავაუმჯობესოთ, მოკავშირეებმა მეტი რესურსის გამოყოფის პირობა დადეს

როუზ გოტმიოლერი – შევთანხმდით, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გავაუმჯობესოთ, მოკავშირეებმა მეტი რესურსის გამოყოფის პირობა დადეს

ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებითი პაკეტი გავაუმჯობესოთ, მოკავშირეებმა მეტი რესურსის გამოყოფის პირობა დადეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ასევე მივესალმეთ საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. თქვენ შეძელით თავდაცვის სფეროს რეფორმების გატარება და შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს სამხედრო ხარჯების[სრულად…]

2019/10/04 პოლიტიკა
„გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა

„გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „შმაქსი“ ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა. „შმაქსის „ პრეზენტაცია წიწამურში გაიმართა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, „შმაქსში“ გაწევრიანებული იქნებიან მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ და მსურველებს „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაიყვანენ, ამავდროულად მათ გირჩის იდეებს გააცნობენ თავისუფლებას შესახებ. მგზავრობის საფასური კი, მიღებული ინფორმაციის მიხედვით გაიზომება. წიწამურიდან წამოსული „შმაქსისტების“ კოლონა პატრულმა თბილისის[სრულად…]

2019/10/04 პოლიტიკა
როუზ გოტმიულერი – თქვენ მოახერხეთ ინსტიტუტების გაძლიერება, მხარს გიჭერთ იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც საქართველოს აახლოებს ნატო-სთან

როუზ გოტმიულერი – თქვენ მოახერხეთ ინსტიტუტების გაძლიერება, მხარს გიჭერთ იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც საქართველოს აახლოებს ნატო-სთან

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიულერმა სხდომის დასრულებისას მედიასთან კომენტარის გაკეთებისას ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებზე და განაცხადა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება სამხედრო განვითარებაში. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების კუთხით. „ჩვენ დღეს ვზეიმობთ ხუთი წლის იუბილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმოწერის შემდეგ,[სრულად…]

2019/10/04 პოლიტიკა
როუზ გოტმიოლერი – მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

როუზ გოტმიოლერი – მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი ემსახურება ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას და იმის უზრუნველყოფას, რომ შავი ზღვა იყოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წყარო რეგიონში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენი ვიზიტი გახლავთ ნატო-ს მიმდინარე ვალდებულებების ნათელი დემონსტრირება და ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფორმების ხუთი წლისთავს. ეს[სრულად…]

2019/10/04 პოლიტიკა
ანა დოლიძე – გავაკრიტიკებ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც მგრძნობიარე არ იქნება თემის მიმართ, რომ საჯარო სივრცეში ქალი და მამაკაცი არის თანასწორი

ანა დოლიძე – გავაკრიტიკებ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც მგრძნობიარე არ იქნება თემის მიმართ, რომ საჯარო სივრცეში ქალი და მამაკაცი არის თანასწორი

მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარო პირი თავის გამოსვლებში მუდმივად ხაზს უსვამდეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ფასეულობას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, იურისტმა ანა დოლიძემ, „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიმართ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა. ანა დოლიძის თქმით, ის ყოველთვის კრიტიკულია, როდესაც საქმე ეხება გამონათქვამებს, რომელიც ქალისა და[სრულად…]

2019/10/04 პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე – მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა

მამუკა ხაზარაძე – მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა

მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მოძრაობის კიდევ 12 წევრის წარდგენის შემდეგ განუცხადა. კითხვაზე, ვის გულისხმობდა შესავალ სიტყვაში მამუკა ხაზარაძე, როცა თანამდებობის პირებსა და მათ მიერ საქმის კეთებაზე საუბრობდა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ნებისმიერს. „თუნდაც მაია ცქიტიშვილს, რომელსაც წარმოდგენა არ[სრულად…]

2019/10/03 პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე – ორ თვეში პარტიას დავაფუძნებთ და შესაბამისად, ჩვენს ხედვასაც წარვადგენთ

მამუკა ხაზარაძე – ორ თვეში პარტიას დავაფუძნებთ და შესაბამისად, ჩვენს ხედვასაც წარვადგენთ

უახლოეს ორ თვეში ჩვენ პარტიას დავაფუძნებთ და შესაბამისად, ჩვენს ხედვასაც წარვადგენთ, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც საზოგადოებას 12 ახალი წევრი გააცნო. მისი თქმით, პარტიის დაფუძნების შემდეგ პროგრამულ ხედვას წარადგენენ, რაზეც ჯგუფები უკვე მუშაობენ. „ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე წარვადგენთ.[სრულად…]

2019/10/03 პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი – სააკაშვილმა საბოლოოდ უთხრა თავის ამომრჩეველს, რომ გაემიჯნონ ბოკერიას დაჯგუფებას

თაკო ჩარკვიანი – სააკაშვილმა საბოლოოდ უთხრა თავის ამომრჩეველს, რომ გაემიჯნონ ბოკერიას დაჯგუფებას

პარტია „სამართალი და კანონის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ გიგა ბოკერიას შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება უძლიერესი პოლიტიკური სვლა იყო. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, სააკაშვილმა საბოლოოდ უთხრა თავის ამომრჩეველს, რომ გაემიჯნონ ბოკერიას დაჯგუფებას. „თბილისი პატარაა და ჩვენ ყველას რაღაცები გვსმენია, მაგრამ არასოდეს ვიჯერებ იმას, რაშიც თავად არ დავრწმუნდები და ლოგიკურ ჯაჭვს არ[სრულად…]

2019/10/02 პოლიტიკა
დავით ნარმანია – სემეკ-ის თავმჯდომარის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე პარლამენტში დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება

დავით ნარმანია – სემეკ-ის თავმჯდომარის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე პარლამენტში დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება

სემეკ-ის თავმჯდომარის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე პარლამენტში დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება​, – ამის შესახებ სემეკ-ის თავჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. ნარმანია ვარაუდობს, რომ პროცედურული საკითხები დაახლოებით, ორ კვირაში დაზუსტდება და კენჭისყრაზე დაბრუნდება. „საკითხი გარკვეული პროცედურული შეუთანხმებლობიდან გამომდინარე გადაიდო. როგორც ჩანს, გარკვეული ვაკუუმია, რომელიც უნდა გასწორდეს და[სრულად…]

2019/10/02 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ – მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი

„ქართული ოცნება“ – მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი, – ამის შესახებ აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შვიდი წელია, ქართველი ხალხი ყოველ არჩევნებზე ადასტურებს პირველი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას და მთელ მსოფლიოს უდასტურებს, რომ ძალადობრივი რეჟიმი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს დაბრუნდება, ქართული საზოგადოება რევანშს არ[სრულად…]

2019/10/01 პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი

მიხეილ სააკაშვილი – მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი

საქართველოში სანამ არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არ გავჩერდები და ვაპირებ უახლოეს თვეებში ჩამოსვლას,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართველ ხალხთან ერთად დაასრულებს ივანიშვილის მმართველობას საქართველოში“. „მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, მე ვარ პატრიოტი ქართველი. ერთხელ გადავკვეთე უკრაინის[სრულად…]

2019/09/30 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ჟაკ შირაკის დაკრძალვას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი ჟაკ შირაკის დაკრძალვას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საეკლესიო მსახურებასა და დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ჟაკ შირაკის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და 30-მდე ქვეყნის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში 26[სრულად…]

2019/09/30 პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოვიდე

მიხეილ სააკაშვილი – უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოვიდე

უახლოეს თვეებში მე ვაპირებ საქართველოში ჩამოვიდე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჩამოსვლის შემთხვევაში მას დააპატიმრებენ თუ არა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. „უახლოეს თვეებში მე ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ… ახლა ოდესაში[სრულად…]

2019/09/30 პოლიტიკა
ეკა ბესელია – ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა მას შემდეგ, რაც 10-კაციანი სიიდან 5 მოსამართლის გაყვანაზე უარი ვთქვი

ეკა ბესელია – ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა მას შემდეგ, რაც 10-კაციანი სიიდან 5 მოსამართლის გაყვანაზე უარი ვთქვი

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეხვედრა შედგა, სადაც მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სიიდან ხუთი კანდიდატის, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურის გაყვანა სთხოვეს. “კადრები გავრცელდა 27 იანვარს, ეს მოხდა 25-ში. ლოგიკას სადამდე მივყავართ, ეს ყველას ინდივიდუალური აზროვნების სივრცეა. მე მაინც მუდმივად ფაქტებს ვეძებ,[სრულად…]

2019/09/27 პოლიტიკა
ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბესელია ზარდიაშვილს ხელით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო. დეპუტატებს შორის, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა. უფრო კონკრეტულად, დეპუტატებს შორის ჩხუბი ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა ბესელიას შესახებ მაშინ, როცა გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას[სრულად…]

2019/09/27 პოლიტიკა
ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძეც იყო, ივანიშვილმა მოსთხოვა

ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძეც იყო, ივანიშვილმა მოსთხოვა

შეხვედრა შედგა, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დავთანხმებულიყავი 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან, მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო მიხეილ ჩინჩალაძე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა და ის შეხვედრა გაიხსენა, სადაც ბესელიას სთხოვდნენ დეკემბერში წარდგენილი 10-კაციანი სიიდან 5[სრულად…]

2019/09/27 პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა

სალომე ზურაბიშვილი – ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა

ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს ის ვითარება გააცნო რომელიც ოკუპირებულ და ადმინისტრაციული საზღვრის მიდმებარე ტერიტორიებზეა. „როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ[სრულად…]

2019/09/26 პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს

საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სახელმწიფოებმა უნდა იპოვონ ერთიანი მიდგომა მიგრაციის პრობლემისადმი. „მიგრაცია ჩვენი საერთო მდგომარეობა გახდა, რომელიც ყველგან შიშსა და შფოთვას[სრულად…]

2019/09/26 პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი, მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი, მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით

ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ყველა აღნიშნული მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაუხვევია კურსიდან. „ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით[სრულად…]

2019/09/26 პოლიტიკა
გიორგი გახარია – „ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“

გიორგი გახარია – „ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. „მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა და ჩვენებას მისცემს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიას[სრულად…]

2019/09/20 პოლიტიკა
პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს

პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11 % „ძალიან კარგად“, 34 % – „კარგად“, 37 % – „საშუალოდ“, 10 % – „ცუდად“ და 5 % – „ძალიან ცუდად“ აფასებს. ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც[სრულად…]

2019/09/19 პოლიტიკა
პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “მე პირადად გამომდინარე ამ ვითარებიდან რაც შედგა, პრეზიდენტისთვის და ეს არის ჩემი სურვილი, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ, როგორ იქნება. წესები შემუშავდება ან ჩემ დროს ან შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორ იქნება შეწყალება”, — აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ[სრულად…]

2019/09/18 პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „მოძრაობაში საკმაოდ სერიოზული ადამიანები არიან წარმოდგენილი“. „ლელოს“ წევრები არიან: 1. ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლელოს” იურისტი; 2. ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი; 3. თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი; 4. კახა კოჟორიძე- იურისტი; 5. მედეა მეტრეველი- ფილოლოგი; 6. გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი;[სრულად…]

2019/09/18 პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს დღეს  წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია

მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს დღეს წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის 12 წევრს დღეს წარადგენს. ხაზარაძის პრესკონფერენცია 13:00 საათისთვის არის დაგეგმილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 12 წევრს შორის იქნებიან – იურისტი, „ევროპის ფონდის” წარმომადგენელი საბა ბუაძე; მწერალი თეონა დოლენჯაშვილი; იურისტი კახა კოჟორიძე; ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ქეთი ენუქიძე; ბიზნესმენი გია მორდეხაშვილი; პოლიტოლოგი ელენე მელიქიშვილი; ფილოლოგი მანანა[სრულად…]

2019/09/18 პოლიტიკა
ნათია თურნავამ და ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები განიხილეს

ნათია თურნავამ და ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები განიხილეს

საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს თბილი მიღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია, ამდენად, საქართველო დიდ[სრულად…]

2019/09/18 პოლიტიკა