10 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
16 საათის წინ
ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარება იმის დასტურია, რომ ეროვნული ვალუტა მყარი და ჯანსაღი ვალუტაა და ეკონომიკა მყარად ვითარდება
16 საათის წინ
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
16 საათის წინ
ნათია თურნავა კორონავირუსზე – გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის – ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ
2 დღის წინ
ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

რელიგია

,,მუსლიმმა უნდა იწამოს იესო“ – ისლამური ორგანიზაციის საშობაო მილოცვა

,,მუსლიმმა უნდა იწამოს იესო“ – ისლამური ორგანიზაციის საშობაო მილოცვა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  ,,აჰლი-ბეითის“ კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია მისალოც წერილს აქვეყნებს: ,, ,,აჰლი-ბეითის“ კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია,  რომელიც მარნეულის რაიონში მდებარეობს, სრულიად ქრისტიანულ და მუსლიმურ სამყაროს, ასევე, განსაკუთრებით, საქართველოს მოსახლეობისადმი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვას აქვეყნებს. იესო ქრისტე, როგორც ქრისტიანებისთვისაა წმინდანი და მნიშვნელოვანი, ასევე მუსლიმებისთვის არის წმინდანი და მნიშვნელოვანი.[სრულად…]

2016/01/07 რელიგია
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

დღეს ხარობს ყოველი სულდგმული, ცა და ქვეყანა, ხარობს ჩვენი სულები და სამყაროც ივსება ანგელოზთა საგალობლით: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”. – რა არის მიზეზი ამ საოცარი სულიერი ზეიმისა? – ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სამოთხისეული ნეტარების მოპოვებისა, დაკარგული სიწმინდის აღდგენისა და სულიერი განახლებისა. დღეს ძე[სრულად…]

სახალხო დამცველი სომეხ ხალხს ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

სახალხო დამცველი სომეხ ხალხს ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

6 იანვარს სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულებს აღნიშნავს. საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს სომეხხალხს ამ დიდ დღესასწაულებს და მათ ოჯახებს მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობასუსურვებს. სომეხთა და ქართველთა შორის საუკუნეების მანძილზე არსებული კეთილმეზობლურიდამოკიდებულება სამაგალითოა და ამ ძვირფას მონაპოვარს მომავალი თაობებიც უნდაუფრთხილდებოდნენ. ისტორიული განვითარების გზაზე ჩვენი ერები და ეკლესიები[სრულად…]

2016/01/06 რელიგია
,,მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, ღმერთს დააახლოვონ ადამიანი“

,,მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, ღმერთს დააახლოვონ ადამიანი“

ბოლო პერიოდში სასულიერო პირების მისამართით ხშირად ისმის უარყოფითი განცხადებები.  დავითა-ლაზარე ძოძუაშვილი ,,ფეისბუკზე“ შემდეგი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს: ,,არასდროს არ დამავიწყდება, მეგობარმა დამირეკა ბავშვი რეანიმაციაში მყავს ცუდადაა და მინდა მოვნათლოო, მაშინ 7 გზის ზეთისცხება იყო, ჩამოვიარე ოთხ ტაძარში და ავუხსენი მამაოებს პრობლემა, ყველასგან მივიღე უარი, იმის გამო, რომ დაღლილები იყვნენ, ბოლოს, გლდანში[სრულად…]

2016/01/06 რელიგია
“იგი არა მარტო ქრისტიანების, არამედ ჩემი სულიერი მამაცაა” – ერთი მუსლიმის მილოცვა პატრიარქს

“იგი არა მარტო ქრისტიანების, არამედ ჩემი სულიერი მამაცაა” – ერთი მუსლიმის მილოცვა პატრიარქს

საქართველოში მცხოვრები მუსლიმი  სტუდენტი – ჯეიხუნ  მუჰამედალი (ნარზალოვი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – ილია მეორეს 83 წლის იუბილეს საკუთარი ბლოგიდან ულოცავს: ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 83 წლის გახდა. 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში[სრულად…]

ილია მეორე: “ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას”

ილია მეორე: “ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას”

ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საახალწლო მილოცვისას განაცხადა. უწმინდესმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და სიკეთის კეთების დარიგება მისცა. “ჩემო სულიერო შვილებო, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას.[სრულად…]

2016/01/01 რელიგია
ვინ იზრუნებს „სოფლის კლუბად“ ქცეული ტაძრის აღდგენაზე?!

ვინ იზრუნებს „სოფლის კლუბად“ ქცეული ტაძრის აღდგენაზე?!

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის „ფეისბუკ“ გვერძე გავრცელდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, დაბა შაუმიანში მდებარე,  შაუმიანის სამნავიანი ეკლესიის სურათები, რომელზეც  კარგად ჩანს თუ როგორ მდგომარეობაშია დღეს საბჭოთა პერიოდში „სოფლის კლუბად“ გადაკეთებული ტაძარი. „სამწუხაროდ აქ დღემდეა შემორჩენილი ტაძარზე გარედან მიშენებული სალარო და ძველი საპირფარეშო. ხოლო შიდა ინტერიერში ვხვდებით სცენას და პარტერსა და ლოჟაში დამონტაჟებულ სავარძლებს.[სრულად…]

2015/12/29 რელიგია
რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა გართულებულია – სახალხო დამცველის ანგარიში 2015

რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა გართულებულია – სახალხო დამცველის ანგარიში 2015

საქართველოს სახალხო დამცველი აქვეყნებს ანგარიშს  საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, რომელიც ასევე მოიცავს რელიგიის  თავისუფლების სფეროში   არსებული სიტუაციის შეფასებას. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს გართულებულია რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა. კერძოდ: რელიგიური ნაგებობეის მშენებლობის ნებართვის მიღება,  სადავო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება,  საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში[სრულად…]

2015/12/28 რელიგია
პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი გავიდა

პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი გავიდა

25 დეკემბერს სარულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკატედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია შესრულდა. მსახურებას  სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსული მღვდელმთავრები  და  მთავრობის მოქმედი თუ ყოფილი წევრები ესწრებოდნენ. სადღესასწააულო მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. “ძველ რომაელებს აქვთ გამოთქმული ერთი სიბრძნე: “შეიცან თავი შენი”. აი,[სრულად…]

2015/12/26 რელიგია
კალენდარული საკითხები ქრისტე შობის აღნიშვნის თარიღზე

კალენდარული საკითხები ქრისტე შობის აღნიშვნის თარიღზე

დღეს საქართველოში მცხოვრები კათოლიკები ქრისტე შობის დღესასწაულს  აღნიშნავენ. ასევე 25 დეკემბერს, შობას აღნიშნავს კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები. ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის უძრავ დღესასწაულებს აღნიშნავს სხვადასხვა სამოქალაქო და საეკლესიო კალენდრული თარიღებით. მაგალითად: შობას – 25 დეკემბერს[სრულად…]

2015/12/25 რელიგია
„დადგება დრო, როცა ქართული ეკლესია განიწმინდება უღირსთაგან” – მამა ბასილ მკალავიშვილი

„დადგება დრო, როცა ქართული ეკლესია განიწმინდება უღირსთაგან” – მამა ბასილ მკალავიშვილი

გლდანის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი „თბილისი თაიმსს“ საპატრიარქოსთან დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებსა და ქართულ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ვინ აძლევს საბაბს „მოღალატეებს“ გაილაშქრონ ეკლესიის წინააღმდეგ და რაზე აფრთხილებდა ის საპატრიარქოს ამას ჩვენი იტერვიუდან შეიტყობთ. მამა ბასილ, როგორც “თბილისი თაიმსისთვის” ცნობილია რთული გულის ოპერაცია გადაიტანეთ. როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა? ახერხებთ[სრულად…]

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი სხდომის ოქმს აქვეყნებს: ”წმ. სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II. წმინდა სინოდის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარის, ზუგდიდისა[სრულად…]

საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამ საიუბილეო წელი „გულმოწყალების კარის“ გახსნით აღნიშნა

საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამ საიუბილეო წელი „გულმოწყალების კარის“ გახსნით აღნიშნა

წლევანდელი წელი რომის კათოლიკურმა ეკლესიამ საგანგებო საიუბილეო წლად გამოაცხადა  და  ამასთან დაკავშირებით, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „გულმოწყალების კარს“  ხსნიან. „წმინდა წელი“ საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამაც აღნიშნა. თბილისის კათოლიკურ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. „გულმოწყალების კარის“  მნიშვნელობასა და  საიუბილეო წლის[სრულად…]

2015/12/10 რელიგია
„პატრიარქის როლი ჩემს მოქცევაში გადამწყვეტია“ – მამა გურამ ოთხოზორია

„პატრიარქის როლი ჩემს მოქცევაში გადამწყვეტია“ – მამა გურამ ოთხოზორია

„თბილისი თაიმსი“ გაგაცნობთ, როგორ გახდა ათეისტურ საზოგადოებაში აღზრდილი, შემდეგში სხადასხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გურამ ოთხოზორია მართამდიდებელი სასულიერო პირი. ვისი დახმარებით გაეცნო სახარებას, ბიბლიას და რა როლი მიუძღვის კათოლიკოს პატრიარქს მის „მოქცევაში“ ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ: მამა გურამ, გვიამბეთ თქვენზე? როგორ ოჯახში აღიზარდეთ? სად[სრულად…]

2015/12/09 რელიგია
ებრაელ ხალხს ხანუქა პრემიერ-მინისტრმა მიულოცა

ებრაელ ხალხს ხანუქა პრემიერ-მინისტრმა მიულოცა

გუშინ საქართველოში მცოხვრებმა ებრაული თემის წარმომადგენლებმა ხანუქას-მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის–დღესასწაულის დაწყება აღნიშნეს. დღესასწაული თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ მორწმუნეებს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა, ებრაელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. მან პირველი სანთელიც აანთო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც ხაზი გაესვა ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ საერთო ღირებულებებს, რაც მრავალსაუკუნოვანი[სრულად…]

2015/12/07 რელიგია
საპატრიარქო პატრიარქის ინიციატივაზე განმარტებებს აკეთებს

საპატრიარქო პატრიარქის ინიციატივაზე განმარტებებს აკეთებს

პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განმარტებას აკეთებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს: “ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა,[სრულად…]

2015/12/07 რელიგია
რას ასწავლიან მუსლიმურ მედრესეებში საქართველოში?

რას ასწავლიან მუსლიმურ მედრესეებში საქართველოში?

„თბილისი თაიმსი“ დასავლეთ საქართველოს მუფთ ბეგლარ ქამაშიძეს ისლამის რელიგიური სასწავლებლების შესახებ ესაუბრა. ვფქირობთ, დღეს როცა ქართველი მუსლიმების ქვეყნიდან გადინების გამომწვევი მიზეზები  აქტიური განხილვის საგანი გახდა, საინტერესოა, თუ რა იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე ხდება მედრესებში მოსწავლეების აღზრდა. მედრესეები სრულად უზრუნველყოფენ მოზარდებს კვებით, განათლებით და საცხოვრებლის პირობებით. ფაქტიურად ისინი პანსიონის სახით არსებობენ და სოფლად მცხოვრები[სრულად…]

პატრიარქი მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა

პატრიარქი მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შორის, რომელსაც რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეც ესწრებოდა. შეხვდერზაე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ისლამს არანაირი კავშირი არ აქვს ტერორიზმთან. პატრიარქმა ბოლო დროს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს,[სრულად…]

2015/12/02 რელიგია
„მარხვა ცოდვების სინანულია, როცა საჭმელი არ გახსოვს”

„მარხვა ცოდვების სინანულია, როცა საჭმელი არ გახსოვს”

ქრისტესშობის დღესასწაულისთვის მზადება მორწმუნე საზოგადოებამ მარხვით დაიწყო.  მარხვის პერიოდის დადგომა სხვადსხვა ფორმით აისახება ხოლმე ჩვენს საზოგადოებაში. მოთხოვნადი ხდება პროდუქტი ეტიკეტით „სამარხვო“, კვების ობიექტებში „სამარხვო კერძები“, ხშირად გვესმის ფრაზა „მარხვაზე ვარ“ და ა.შ.  ეს ყველაფერი,  რომ მეორეხარსხოვანია ამაზე ალბათ აღარავინ დაობს, მაგრამ საინტერესოა, რამდენ ჩვენგანს აქვს გაცნობიერებული „მარხვის“ მნიშვნელობა? გვესმის კი[სრულად…]

„გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ ისლამი საზოგადოებას შეაძულონ “- დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე

„გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ ისლამი საზოგადოებას შეაძულონ “- დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე

დღეს, 25 ნოემბერს „კვირას“ პრესკლუბში გაიმართა დასავლეთ საქართველოს მუფთის ბეგლარ ქამაშიძის პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრა “ისლამური სახელმწიფოს” ქართველი მებრძოლების ვიდეომიმართვასა და ისლამისა და ტერორიზმის გამიჯვნის აუცილებლობაზე. მან დაგმო ყოველგვარი  ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც  ისლამის ქვეშ ამოფარებული ტერორისტები მიმართავენ. „პირველ რიგში უნდა გაიმიჯნოს ისლამი და ტერორიზმი ერთმანეთისგან. მუსლიმთა სამმართველო და ყველა მუსლიმი სასულიერო[სრულად…]

2015/11/25 რელიგია
გიორგობას მუსლიმები და მართმადიდებლები ერთად ზეიმობენ

გიორგობას მუსლიმები და მართმადიდებლები ერთად ზეიმობენ

ახალი არ არის, რომ ქართველებს წმინა გიორგი განსაკუთრებულად უყვარს. “ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა.“- აღნიშნავდა ზვიად გამსახურდია. თავისი ღვაწლის, უფლისადმი თავგანწირვის გამო ჩვენი წინაპარი უდუდეს პატივს მიაგებდა და ამას  სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა.[სრულად…]

„რელიგია“ და მისი კლასიფიკაცია

„რელიგია“ და მისი კლასიფიკაცია

რელიგია კაცობრიობის ისტორიის თანამდევი მოვლენაა და მსოფლიო მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოიცავს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ნაკლებად ესმით ან არასწორად იგებენ სიტყვა – „რელიგიის“ არსს. ალბათ, ბევრი  ეთანხმება ვოლტერის სიტყვებს: „რელიგია, რომ არ არსებულიყო მისი გამოგონება მოგვიწევდა“, რადგან ის უპირველესად ღმერთთან ურთიერთკავშირზე მიანიშნებს და ამდენად, ადამიანის სულის  ნაწილია, მისი სულიერი ცხოვრებაა.[სრულად…]

ვინ არიან ანგელოზები?

ვინ არიან ანგელოზები?

დღეს, 21 ნოემბერს  მართმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს. „ანგელოზი“, „მათავარანგელოზი“, საინტერესოა რა დატვირთვასა და შინაარსს ატარებენ ისინი ქრისტიანულ სწავლებაში. „თბილისი თაიმსი“ შეეცადა გაერკვია, როგორია ამ სიტყვების ეტიმოლოგიური მნიშვნელობა, ვინ არიან და რისგან გვიფარავენ ანგელოზები.   სიტყვა ,,ანგელოზი” ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს „მაცნეს“. ქრისტიანულ ეკლესიას ყოველთვის სწამდა ანგელოზური სულების არსებობის ჭეშმარიტება და[სრულად…]

რელიგიის სააგენტომ ტოლერანტობის ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა

რელიგიის სააგენტომ ტოლერანტობის ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, მთავრობის ადმინისტრაციაში,  ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ტოლერანტობის ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა.  ესენი არიან:  ტოლერანტო პოლიტიკოსი:   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი;  საქართველოს იძულებით გადააგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრი სოზარ სუბარი; საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი;[სრულად…]

ბერი ერმოლაოსის წერილი დედას – „ახარე, დედა, ყველას…“

ბერი ერმოლაოსის წერილი დედას – „ახარე, დედა, ყველას…“

წერილი ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველმა ბერმა ერმოლაოსმა, (ერისკაცობაში პაატა ჭეჟია) ბერად აღკვეცის შემდეგ მისწერა დედას, სადაც უზიარებს თავის უდიდეს სიხარულს და თხოვს  ოჯახს,  სამშობლოს ახაროს, რომ „ყოვლაწმინდა უფალმა თავის ჯარისკაცად აკურთხა“. იგი 2002 წლის თებერვალში ფეხით მივიდა ათონის წმინდა მთაზე, ივერონის მონასტერში, მაგრამ იქ არ მიიღეს და პანტელეიმონის მონასტერში[სრულად…]

“იეჰოვას” მოწმეთა ორგანიზაციის წარმომადგენლებზე განხორციელებულ კრიმინალურ საქმეებს გამოიძიებენ

“იეჰოვას” მოწმეთა ორგანიზაციის წარმომადგენლებზე განხორციელებულ კრიმინალურ საქმეებს გამოიძიებენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ ვითარებაზე. სააგენტოს წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებას აღუთქვეს დახმარება ყველა იმ საკითხის მოგვარებაში, რომელიც რელიგიური გაერთიანებისთვის პრობლემას წარმოადგენს. შეხვედრის ორგანიზატორი, საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების იურისტი მანუჩარ ციმინტია „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას[სრულად…]

2015/11/17 რელიგია
მართმადიდებელთა სოლიდარობა საფრანგეთს!

მართმადიდებელთა სოლიდარობა საფრანგეთს!

მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი, გალიის მიტროპოლიტი ემანუელი: “კიდევ ერთხელ შეძრა პარიზი უპრეცენდენტო ტერორისტული აქტების სერიამ. საფრანგეთის მიტროპოლიისა და ქვეყნის მართლმადიდებელი ეპისკოპატის სახელით ვგმობთ ამ ბარბაროსულ აქტებს და ვლოცულობთ ტერაქტის მსხვერპლთა და მათი ოჯახებისათვის. ეს ტრაგიკული მოვლენები მოგვიწოდებენ საფრანგეთის ნაციონალური ერთობისა და ჩვენი რესპუბლიკის ფასეულობათა, მშვიდობიანი თანაცხოვრების დაცვისაკენ. მოვუწოდებ, საფრანგეთის ყველა[სრულად…]

2015/11/16 რელიგია
საქართველოს მუფთი: “ისლამი არ არის მოძალადე რელიგია, ისლამი გმობს ყოველგვარ ტერორიზმს”

საქართველოს მუფთი: “ისლამი არ არის მოძალადე რელიგია, ისლამი გმობს ყოველგვარ ტერორიზმს”

ისლამი არ არის მოძალადე რელიგია, ისლამი გმობს ყოველგვარ ტერორიზმს და ძალადობას, ვგმობთ ტერაქტებს და არც ერთ მორწმუნეს არ სიამოვნებს, როცა ასეთ დანაშაულს ისლამის სახელით ჩადიან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებს. მუფთმა კომენტარი გააკეთა ასევე თვითმხილველების მონათხრობზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ შეიარაღებული ადამიანები თეატრში შეჭრისას “ალლაჰუ[სრულად…]

2015/11/14 რელიგია
კინომსახიობი კერი-ტაგავა მარლთმადიდებლურად ინათლება – გადაწყვეტილების მიზეზი განსახიერებული როლია

კინომსახიობი კერი-ტაგავა მარლთმადიდებლურად ინათლება – გადაწყვეტილების მიზეზი განსახიერებული როლია

ფილმი „იერეი-სანის“ სცენარისტი, მღვდელი ივანე ოხლობისტინი ფეისბუქის თავის კედელზე წერს: „ქრისტეს ნათელი განანათლებს ყოველთა! კერი ტაგავა, რომელმაც ფილმში „იერეი-სან“ იაპონელი მარლთმადიდებელი მღვდლის როლი შეასრულა, ბევრი ფიქრისა და სულიერი განცდების შემდეგ მარლთმადიდებლობის მიღება გადაწყვიტა“. მღვდელი გვამცნობს, რომ ნათლობის საიდუმლოს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი -ილარიონ ალფეევი აღასრლებს. კერი-ტაგავა იაპონური წარმოშობის ამერიკელი მსახიობია, რომელიც ძირითადად[სრულად…]

2015/11/13 რელიგია
მართმადიდებლობისთვის ერთ დღეს შეწირული ასი ათასი ქართველი

მართმადიდებლობისთვის ერთ დღეს შეწირული ასი ათასი ქართველი

13 ნოემბერს მართმადიდებლური ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.  ჩვენი ერის ისტორიის ეს ტრაგიკული, სისხლიანი დღე არის მსოფლიო ერთა შორის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 000-მა  ქართველმა თავი გასწირა მართმადიდებლობისათვის,  მტკიცედ დაიცვა საკუთარი მრწამსი და არ შეურაცხყო, ფეხქვეშ არ გათელა სალოცავი სიწმინდეები. 1227 წელს ხვარაზმელებმა, ჯალალედდინის ბრძანებით მტკვრის ხიდის თავში[სრულად…]