რელიგია

დღეს შენდობის კვირაა

დღეს შენდობის კვირაა

შენდობის კვირას, დღეს, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. საპატრიარქოდან ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით[სრულად…]

2015/02/21 რელიგია
რელიგიის სააგენტო სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს

რელიგიის სააგენტო სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, 23 თებერვალს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს გაწეული საქმიანობისა და საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წლის მაისში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით[სრულად…]

2015/02/20 რელიგია
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლიბიელი ჯიჰადისტების მიერ 21 ქრისტიანი კოპტის მკვლელობაზე მწუხარებას გამოთქვამს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლიბიელი ჯიჰადისტების მიერ 21 ქრისტიანი კოპტის მკვლელობაზე მწუხარებას გამოთქვამს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლიბიელი ჯიჰადისტების მიერ 21 ქრისტიანი კოპტის მკვლელობაზე მწუხარებას გამოთქვამს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მორიგი არაადამიანური აქტი განახორციელა. “ლიბიელი ჯიჰადისტების მიერ 21 ქრისტიანი კოპტის საზარელი მკვლელობა და შემდეგ მათი დახოცვის კადრების გავრცელება, გარდა სასტიკი დანაშაულისა, ტერორისტთა მხრიდან ცინიზმისა და[სრულად…]

2015/02/16 რელიგია
“არც ერთ სასულიერო პირს და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში ითხოვდეს თანხას”

“არც ერთ სასულიერო პირს და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში ითხოვდეს თანხას”

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, არც ერთ სასულიერო და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში თანხას ითხოვდეს. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას ეკლესიის სახელით ფულის თხოვნასთან დაკავშირებით აფრთხილებს. “ბოლო დროს გახშირდა ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობის მიზნით ან სოციალურად დაუცველთათვის დახმარების მოტივით სტიქაროსნების ან სასულიერო პირების მიერ ფულის[სრულად…]

2015/02/14 რელიგია
“ეს არის თქვენი დიდი მოღვაწეობის მწვერვალი” – ილია მეორემ პაატა ბურჭულაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა

“ეს არის თქვენი დიდი მოღვაწეობის მწვერვალი” – ილია მეორემ პაატა ბურჭულაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა. პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებული შეხვედრა საპატრიარქოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მასში ავსტრიიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქეყნებიდან ჩამოსული უცხოელი სტუმრები, ხელოვანები, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ესწრებიან. შეხვედრის დასაწყისში უწმინდესმა საზოგადოებას მიმართა[სრულად…]

2015/02/12 რელიგია
დიასპორის სამინისტრო ქაშუეთის ეკლესიას ღვთისმშობლის ხატს “შენ ხარ ვენახი” შესწირავს

დიასპორის სამინისტრო ქაშუეთის ეკლესიას ღვთისმშობლის ხატს “შენ ხარ ვენახი” შესწირავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ქაშუეთის ეკლესიას ღვთისმშობლის ხატს “შენ ხარ ვენახი” შესწირავს. როგორც “თბილისი თაიმსს” დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ხატი სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით, ქართული დიასპორის სახელზე, გასული წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას შეიძინეს. “2014 წლის 14 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში[სრულად…]

დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება

დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვას დღეს კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლენს. წირვა ტაძრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10:00 საათზე დაიწყება. გუშინ საღამოს კი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის[სრულად…]

ვინ დაუდგება გვერდში ქრისტიანებს?

ვინ დაუდგება გვერდში ქრისტიანებს?

რატომ არის მსოფლიო ჩუმად, როდესაც ქრისტიანები იხოცებიან ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში? ევროპასა და ამერიკაში ჩვენ გვაქვს დამოწმებული დემონსტრაციები პალესტინელების სიკვდილზე, რომელთაც ჰამასი-ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ღაზას, ცოცხალ ფარებად იყენებდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აქვს წამოწყებული მრავალი გამოძიება და თავისი ყურადღება და რისხვა გადააქვს ისრაელის დასაცავად, იბრძვის ამ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ. მაგრამ[სრულად…]

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. წყალს უწმინდესი აკურთხებს და ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში[სრულად…]

2015/01/19 რელიგია
“დაუშვებელი და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე საერთოდ ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა”

“დაუშვებელი და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე საერთოდ ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა”

დაუშვებელი და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე საერთოდ ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა, – ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადება დღეს საზოგადოებას საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. საქართველოს საპატრიაქოს განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა, სხვა ფასეულობების დაცვის[სრულად…]

მთავრობა ბათუმში მედრესეს შენობას შეისყიდის, დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობას კი მუსლიმ თემს გადასცემს

მთავრობა ბათუმში მედრესეს შენობას შეისყიდის, დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობას კი მუსლიმ თემს გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აჭარის მუსლიმური ლიდერების მიმართვის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობას შეისყიდის. ასევე, თვის ბოლომდე მოხდება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობის შესყიდვა, რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის „ორთა ჯამეში“ გამოათავისუფლებს დამატებით[სრულად…]

2015/01/15 რელიგია
ილია მეორე: “უპირველეს ყოვლისა, ფერი უნდა ვიცვალოთ ჩვენ თვითონ, ჩვენ თვითონ უნდა ჩავხედოთ ჩვენს გულს”

ილია მეორე: “უპირველეს ყოვლისა, ფერი უნდა ვიცვალოთ ჩვენ თვითონ, ჩვენ თვითონ უნდა ჩავხედოთ ჩვენს გულს”

ყოველ ახალ წელს ადამიანი ახალ მადლს ელოდება და ჩვენც შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. “ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წყალობა არ მოგვაკლოს, გამთლიანდეს საქართველო. უპირველეს ყოვლისა, ფერი უნდა ვიცვალოთ ჩვენ თვითონ, ჩვენ თვითონ უნდა ჩავხედოთ ჩვენს[სრულად…]

2015/01/14 რელიგია
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 00:00 საათზე დაიწყო. წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე[სრულად…]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო…, ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ! ,,მოხედნა[სრულად…]

ილია მეორის კურთხევით, ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს,  მრევლს თევზის მიღება შეეძლება

ილია მეორის კურთხევით, ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს, მრევლს თევზის მიღება შეეძლება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს,  მრევლს თევზის მიღება შეეძლება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მარხველებისთვის თევზის მიღება მხოლოდ 31 დეკემბრის ბოლო საათებში და პირველ იანვარს არის შესაძლებელი. “ვინაიდან 2 იანვარი პარასკევია, ამდენად 2 იანვარს მმარხველებისთვის თევზის მიღებაზე კურთხევა არ არის”, – აცხადებენ საპატრიარქოში. 40-დღიანი საშობაო მარხვა წელს[სრულად…]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინტრონიზაციის 37-ე წელი შესრულდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინტრონიზაციის 37-ე წელი შესრულდა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 37-ე წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ტარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად[სრულად…]

2014/12/25 რელიგია
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. საქართველოს საპატრიარქოში სინოდის მორიგი სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მდივნად დაინიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია[სრულად…]

ილია მეორე: “შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს გაამთლიანოს საქართველო”

ილია მეორე: “შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს გაამთლიანოს საქართველო”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამთლიანება შესთხოვა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია. პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზი ყოველთა ქართველთა, დიდ კათალიკოსად,[სრულად…]

2014/12/19 რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის[სრულად…]

2014/12/17 რელიგია
ილია მეორე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი”

ილია მეორე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი”

ძალადობა, რომელიც ადამიანთა შორის, ოჯახებში ხდება, ურწმუნოებით არის გამოწვეული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა სამების ტაძარში ქადაგებისას ძალადობის დაძლევის გზებსა და განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა. განათლებასთან ერთად პატრიარქმა ქადაგებისას სულიერი სამყაროს გაძლიერებას გაუსვა ხაზი. “ძველმა რომაელებმა თქვეს – დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად.[სრულად…]

2014/12/01 რელიგია
ილიაუნის ადმინისტრაცია მღვდელ თეოდორე გიგნაძეს უპირისპირდება

ილიაუნის ადმინისტრაცია მღვდელ თეოდორე გიგნაძეს უპირისპირდება

(დეკანოზი თეოდორე გიგნაძე) ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილიას უნივესრსიტეტის ადმინისტრაცია მართლმადიდებელ მღვდელმსახურს, დეკანოზ, თეოდორე გიგნაძეს და სტუდენტთა ნაწილს დაუპირისპირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სტუდენტები ავრცელებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების თხოვნით და თვითმმართველობის ინიციატივით უკვე დაწყებული იყო შეხვედრების ციკლი  – „მე ვარ ჭეშმარიტება“. ლექციათა ციკლი რელიგიურ თემატიკაზე, ერთი წლის განმავლობაში დეკანოზ თეოდერე გიგნაძეს უნდა[სრულად…]

დღეიდან მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყო

დღეიდან მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყო

დღეიდან მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა 40 დღე გაგრძელდება. იგი მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის მოამზადებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. შემდეგ თევზით ხსნილია მხოლოდ 31 დეკემბრის საღამოს და[სრულად…]

2014/11/28 რელიგია
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც პაქსაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად მიიღო და არავის გადაუყენებია. პაქსაძე თანამდებობის დატოვებას ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნის. “მინდა განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე პოსტიდან გადამაყენეს, არასწორია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მივიღე გადაწყვეტილება მუფთის პოსტი დამეტოვებინა. ბოლო დროს მკურნალობის[სრულად…]

2014/11/24 რელიგია
მართმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს

მართმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვა-ლოცვას დღეს, 10.00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა[სრულად…]

2014/11/23 რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. მთავარანგელოზობას წმინდა მთავარანგელოზების: მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა – გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ. წმინდა მთავარანგელოზების კრების აღნიშვნა IV საუკუნის დასაწყისში ლაოდიკიის კრებაზე გადაწყდა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა. ანგელოზთა დასი სამ იერარქიად[სრულად…]

2014/11/21 რელიგია
რელიგიური დაპირისპირებების საკითხზე მსჯელობა გაიმართა

რელიგიური დაპირისპირებების საკითხზე მსჯელობა გაიმართა

ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა NX-თან ერთად დაიწყო დისკუსიების ციკლი – საქართველოში რელიგიური უმცირესობებისა და  ტოლერანტობის პრობლემაზე. რამოდენიომე დღის წინ, ონოვაციებისა და განვითრების ფონდში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე:  ”რელიგიური უმცირესობებისა და ტოლერანტობის პრობლემა საქართველოში” დისკუსიაში მონაწილე მხარეები იყვნენ: მამა ბიძინა გუნია, სომხური ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ისახანიანი, საქართველოს აზერბაიჯანელ სტდენტთა[სრულად…]

ილია მეორე: “ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების მიმართ”

ილია მეორე: “ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების მიმართ”

ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მისმა უწმინდესობამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ტოლერანტობის დღე.[სრულად…]

2014/11/16 რელიგია
“15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება, არც კათოლიკოს-პატრიარქისა და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ იმართება”

“15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება, არც კათოლიკოს-პატრიარქისა და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ იმართება”

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება, არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ იმართება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “როგორც ცნობილია, ა.წ. 15 ნოემბერს თბილისში იმართება აქციაც და კონტრ-აქციაც. გარკვეულწილად ორივე მხარე ცდილობს, ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში. იმ აზრსაც ავრცელებენ,[სრულად…]

2014/11/14 რელიგია
ილია მეორე, ხვალ 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის

ილია მეორე, ხვალ 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის

100 ათასი მოწამის ხსენების დღეს, 13 ნოემბერს, მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნიდან” აცნობეს, ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისკენ ლოცვითი მსვლელობები გაიმართება. კერძოდ, 14:00 საათზე, მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვითი მსვლელობა დაიწყება დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიიდან, 15:00[სრულად…]

2014/11/12 რელიგია
ილია მეორე: ” ჩვენი მომავალი ღვთის მადლით ნათელია და კურთხეული”

ილია მეორე: ” ჩვენი მომავალი ღვთის მადლით ნათელია და კურთხეული”

ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. პატრიარქმა თბილისობის დღესასწაული მიულოცა ყველას, მიესალმა პრეზენტაციაზე მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას და აღნიშნა, რომ როდესაც ვსაუბრობთ “თბილისობაზე” უპირველესად[სრულად…]

2014/10/25 რელიგია