რელიგია

მეუფე პეტრე – შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ ვაპირებ – ვითხოვე, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ

მეუფე პეტრე – შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ ვაპირებ – ვითხოვე, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განმწესდა, არ აპირებს. შესაბამისი განცხადება მეუფე პეტრემ ეპარქიის ახალ ხელმძღვანელ მიტროპოლიტ გრიგოლ კაციასთან, სხვა სასულიერო პირებსა და მრევლთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც პეტრე ცაავა აცხადებს, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა. „შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ[სრულად…]

2019/11/01 რელიგია
მეუფე გრიგოლი – უზენაესი მოსამართლე ღმერთია და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მოსამართლეები

მეუფე გრიგოლი – უზენაესი მოსამართლე ღმერთია და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მოსამართლეები

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო წირვის შემდეგ იქადაგა. მისი თქმით, უზენაესი მოსამართლე ღმერთია და სასულიერო პირები არ უნდა იყვნენ ერთმანეთის მოსამართლეები. „ძალიან დიდი სირთულეების წინაშე იმყოფება კაცობრიობა, თვით მართლმადიდებელი ეკლესიები. ჩვენს საზოგადოებასთან განსაკუთრებული სიყვარულით უნდა მივიდეთ და მივუტანოთ ის მემკვიდრეობა,[სრულად…]

2019/11/01 რელიგია
შალვა კეკელია პატრიარქს: თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატიათ ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება

შალვა კეკელია პატრიარქს: თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატიათ ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება

დეკანოზი შალვა კეკელია ილია მეორეს Facebook-ით მიმართავს: „თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია: ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება, ერის შემოტრიალება, ტაძრების აშენება, ამდენი ნათლული, რომლეიბიც თქვენი უსაზღვრო სიყვარულით დაიბადნენ, სასულიერო პირების გამრავლება, სემინარიების და აკადემიების გახსნა, დაუღალავი ლოცვა, უძილო ღამეები ერზე ფიქრში გატარებული,“- წერს კეკელია. „რომ ჩამოვთვალო ის ყველაფერი რაც თქვენ ჩვენ ქვეყნისთვის გიკეთებიათ ალბათ მთელი[სრულად…]

2019/11/01 რელიგია
ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, ის რჩება ეპარქიაში და ელოდება თავისი შემცვლელის, მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას

ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, ის რჩება ეპარქიაში და ელოდება თავისი შემცვლელის, მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას

ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ საეკლესიო გაფართოებული სხდომის ჩატარება აუცილებელია. “მიუხედავად იმისა, რომ დებულების თანახმად, პატრიარქის არჩევის ან რაღაც სხვა დებულების ცვლილების შემთხვევაში ხდება მოწვევა გაფართოებული სხდომისა, მე ვფიქრობ, რომ იმდენად კრიზისული მდგომარეობაა, ერთ-ერთი გამოსავალია ნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა… ამას არ გააკეთებენ. სინოდი წლის განმავლობაში მხოლოდ[სრულად…]

2019/11/01 რელიგია
პეტრე ცაავა – ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, ატარო ჯვარი

პეტრე ცაავა – ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, ატარო ჯვარი

ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, გაუმკლავდე და ატარო ჯვარი, –  ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მარტვილის საკათედრო ტაძარში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. პეტრე ცაავას ტაძარში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებენ. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ[სრულად…]

2019/11/01 რელიგია
ილია მეორე – პეტრე იყო გამორჩეული მღვდელთმთავარი, მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება

ილია მეორე – პეტრე იყო გამორჩეული მღვდელთმთავარი, მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება

მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელთმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება, – წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სინოდის სხდომაზე განაცხადა. „მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების[სრულად…]

2019/11/01 რელიგია
ილია მეორე – ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო ერი არ დაბრკოლდეს

ილია მეორე – ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო ერი არ დაბრკოლდეს

ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო ერი არ დაბრკოლდეს, – ამის შესახებ სინოდის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისთვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. დღეს შევიკრიბეთ[სრულად…]

2019/11/01 რელიგია
ილია მეორე – ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოიჩინა

ილია მეორე – ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოიჩინა

ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოიჩინა ,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, წმინდა სინოდის თავმჯდომარე ილია მეორემ  სინოდის დღევანდელ სხდომაზე, მისასალმებელი სიტყვის დროს განაცხადა. „დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში. ერთ-ერთი ასეთი[სრულად…]

2019/11/01 რელიგია
რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა

რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა

რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მას მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს. წმინდა სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავრად დაინიშნა. ქუთაის-გაენათის ეპარქია მღვდელთმთავრის გარეშე ივნისში დარჩა,[სრულად…]

2019/10/31 რელიგია
პეტრე ცაავა – პატრიარქმა მითხრა, რომ მონასტერში უნდა წავსულიყავი სინანულისთვის

პეტრე ცაავა – პატრიარქმა მითხრა, რომ მონასტერში უნდა წავსულიყავი სინანულისთვის

პატრიარქს ვუთხარი, რომ თქვენ ხართ მამა და უპირობო კერპს ქმნიან თქვენგან, მაგრამ მე ჯერ მიყვარს უფალი იესო ქრისტე, მისი სიმართლე, სამშობლო, საქართველო და შემდეგ თქვენ, როგორც მაღალი იერარქი, ღმერთზე და სამშობლოზე წინ ვერ დაგაყენებთ,- ამის შესახებ ჭყონდიდის უკვე ყოფილმა  მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა. ამასთან, პეტრე ცაავას თქმით, პატრიარქმა უთხრა, რომ[სრულად…]

2019/10/31 რელიგია
წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს

წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს

წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გათავისუფლების შესახებ, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. Please follow and like us:

2019/10/31 რელიგია
მეუფე პეტრე – პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან განმაყენა

მეუფე პეტრე – პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან განმაყენა

მეუფე პეტრეს განცხადებით, წმინდა სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ საპატრიარქოსთან, წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდემთავრობიდან“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ. Please follow and like us:

2019/10/31 რელიგია
მეუფე გრიგოლი – ვფიქრობ, ჩემი არყოფნა სინოდის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს

მეუფე გრიგოლი – ვფიქრობ, ჩემი არყოფნა სინოდის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს

საპატრიარქოში მიმდინარე წმინდა სინოდის სხდომას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი არ ესწრება. მეუფე გრიგოლმა მედიასთან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც სხდომაში ვერ მონაწილეობს და აღნიშნა, რომ მისი არყოფნა სინოდის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს. „საეკლესიო დებულების თანახმად, წერილობით მივმართე წმინდა სინოდის თავმჯდომარეს და ამ წერილში მივუთითეთ მიზეზი ჩემი არყოფნის.[სრულად…]

2019/10/31 რელიგია
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს. საპატრიარქოში შესვლამდე მღვდელთმთავრებს კონკრეტული კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუ რა გადაწყვეტილებები შეიძლება, მიიღონ წმინდა სინოდის შეკრებაზე. თუმცა, წმინდა სინოდის წევრთა ნაწილმა დაადასტურა, რომ სინოდის სხდომაზე საუბარი იქნება პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებზე.[სრულად…]

2019/10/31 რელიგია
31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა. ბოტკოველის განცხადებით, სინოდის სხდომის გამართვის გადაწყვეტილება ილია მეორემ მიიღო. მისივე ინფორმაციით, სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება, რომელიც სინოდის წევრია. მას არ დაუსახელებია ის საკითხები, რასაც სინოდის სხდომაზე განიხილავენ, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი მეუფე[სრულად…]

2019/10/30 რელიგია
მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომას ვერ დაესწრება

მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომას ვერ დაესწრება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც იმართება საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭება საპატიო დოქტორის წოდება. „სამწუხაროდ, ამ მოვლენის გამო, რასთან დაკავშირებითაც აქ იმართება ღონისძიება, უბრალოდ შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. რა[სრულად…]

2019/10/30 რელიგია
მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას კათოლიკოს-პატრიარქმა ხელი მოაწერა

მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას კათოლიკოს-პატრიარქმა ხელი მოაწერა

მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ხელი მოაწერა. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქომ გამოსცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხელმოწერით ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გათავისუფლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან. „28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს[სრულად…]

2019/10/29 რელიგია
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი თანამდებობას ტოვებს. “მოსული ვიყავი სპეციალურად იმისთვის რომ პატრიარქი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება რომ გადავდგე ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე. ვრჩები ეპარქიაში. მრევლსა და ერს  ყველას ერთად გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ[სრულად…]

2019/10/28 რელიგია
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – სამწუხაროდ, ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, ღმერთმა გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – სამწუხაროდ, ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, ღმერთმა გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული

სამწუხაროდ, ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, ღმერთმა გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „შევევედროთ უფალს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ერთობა და ერთიანობა. მოგეხსენებათ, ერთობლივ ლოცვას როგორი დიდი ძალა აქვს. ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით, თუნდაც ბიბლიიდან, როგორ გადარჩა ბევრი ქალაქი და[სრულად…]

2019/10/28 რელიგია
მეუფე მელქისედეკი – აუცილებელია სინოდის სხდომის ჩანიშვნა, ბევრი კითხვაა დაგროვილი და აუცილებლად უნდა მივიღოთ პასუხები, რადგან მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა

მეუფე მელქისედეკი – აუცილებელია სინოდის სხდომის ჩანიშვნა, ბევრი კითხვაა დაგროვილი და აუცილებლად უნდა მივიღოთ პასუხები, რადგან მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა

აუცილებელია სინოდის სხდომის ჩანიშვნა, ბევრი კითხვაა დაგროვილი და აუცილებლად უნდა მივიღოთ პასუხები, რადგან მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა,- ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა განაცხადა, რითაც მეუფე იაკობის ინტერვიუს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მან არაფერი იცოდა, ასევე მეუფე მელიქისედეკისთვის გაუგებარია, რატომ იყო საკითხის გარშემო ამ დრომდე დუმილი. „უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია[სრულად…]

2019/10/28 რელიგია
მეუფე გრიგოლი – ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმატში ხდება შეხვედრები და ეს ძალიან ბუნებრივია

მეუფე გრიგოლი – ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმატში ხდება შეხვედრები და ეს ძალიან ბუნებრივია

ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმატში ხდება შეხვედრები და ეს ძალიან ბუნებრივია, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პერიოდულად სხვადასხვა შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან იმართება, მაგრამ შეხვედრა, რომელზეც მეუფე იაკობი საუბრობს არ შემდგარა. ,,ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია და სხვადასხვა ფორმატში[სრულად…]

2019/10/28 რელიგია
მეუფე გრიგოლი – ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ხელს უწყობს ეკლესიის ავტორიტეტის რყევას

მეუფე გრიგოლი – ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ხელს უწყობს ეკლესიის ავტორიტეტის რყევას

ჩვენ ვხედავთ, როგორ იღვრება არაერთი ინფორმაცია მედიასივრციდან, ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და გარკვეულწილად ხელს უწყობს ეკლესიის ავტორიტეტის რყევას და ზიანს აყენებს მას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ხელისუფლება „ციანიდის საქმეში“ ჩართული, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ[სრულად…]

2019/10/28 რელიგია
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური – კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა სხვისთვის ბოროტის მსურველი იყოს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური – კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა სხვისთვის ბოროტის მსურველი იყოს

კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში, რომელიც არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის მისამართით გაკეთებულ კომენტარს ეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ფაქტი უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. “ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა[სრულად…]

2019/10/25 რელიგია
ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. პატრიარქი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისადმი წერილში აღნიშნავს, რომ გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ უნდა შეუშინდნენ განსაცდელს და მთავარია, სწორი პასუხი გასცენ გამოწვევებს. „გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული[სრულად…]

2019/10/21 რელიგია
რუსეთის ეკლესია მთავარეპისკოპოს იერონიმესთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება, თუ საბერძნეთის ეკლესია ევქარისტიულ ურთიერთობას დაიწყებს უკრაინის ეკლესიასთან

რუსეთის ეკლესია მთავარეპისკოპოს იერონიმესთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება, თუ საბერძნეთის ეკლესია ევქარისტიულ ურთიერთობას დაიწყებს უკრაინის ეკლესიასთან

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმესთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება, იმ შემთხვევაში თუ საბერძნეთის ეკლესია ევქარისტიულ ურთიერთობას დაიწყებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხუთშაბათს საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც მიიღეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მოსკოვი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას „ერთ-ერთ უკრაინულ სქიზმატურ დაჯგუფებად“ მიიჩნევს, რაც ნიშნავს, რომ ის საეკლესიო[სრულად…]

2019/10/18 რელიგია
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე  მეუფე პეტრესთან დაპირისპირების დეტალებზე  არ საუბრობს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრესთან დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრესთან დაპირისპირების დეტალებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მომხდარი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, აცხადებს, რომ “ამასთან არ არის დაკავშირებული”. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა. Please follow and like us:

2019/10/14 რელიგია
ილია მეორე – საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი

ილია მეორე – საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი

საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, “ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ”. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი[სრულად…]

2019/10/14 რელიგია
მეუფე გრიგოლი – სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

მეუფე გრიგოლი – სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც თავად მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ,[სრულად…]

2019/10/14 რელიგია
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის იერარქების რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ, საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი ამიერიდან უკრაინელ მთავარეპისკოპოს ეპიფანიოსს რელიგიური მსახურების დროს მოიხსენიებს და იგი მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრად ჩაითვლება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიამ გაავრცელა. Please[სრულად…]

2019/10/14 რელიგია
რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას პასუხობს

რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას პასუხობს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიია საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით გარკვეულ „შედეგებს“ პროგნოზირებს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე მიტროპოლიტის წინადადების მიუხედავად, რომ თავი შეეკავებინათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან, ელადის ეკლესიის სამღვდელმთავრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის[სრულად…]

2019/10/14 რელიგია