რელიგია

რას ნიშნავს მირქმა: უფლისადმი მიგებების დღესასწაული

რას ნიშნავს მირქმა: უფლისადმი მიგებების დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 15 თებერვალს, მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ის უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს, ან მტრედის ხუნდს. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და[სრულად…]

2019/02/15 რელიგია
რელიგიის სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მირქმის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მირქმის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს მირქმის დღესასწაულს ულოცავს. „დღეს, 15 თებერვალს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას – მაცხოვრის მიგეგებას აღნიშნავენ. ამ დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს სვიმეონ მართალი მიეგება და „მიირქვა მან მკლავთა თვისსა“ (ხელში აიყვანა) – სვიმეონ მიმრქმელს[სრულად…]

2019/02/15 რელიგია
სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს

სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს მირქმის დღესასწაულს მიულოცავს და ქადაგებით მიმართავს. ტაძარში წინასწარ მომზადებულია სუფრა პურებითა და ტკბილეულით, რომელსაც პატრიარქი წირვის შემდეგ აკურთხებს. ნაკურთხი პური და[სრულად…]

2019/02/15 რელიგია
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მირქმას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მირქმას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მირქმას ულოცავს. „დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულს, მირქმას – უფლის მიგებებას აღნიშნავს, დღეს, როცა იესო იერუსალიმის ტაძრად მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს[სრულად…]

2019/02/14 რელიგია
ბენტლი, რომელშიც ვზივარ, ჩემი არ არის. ყველას ერთი სული აქვს, ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს — მამა ათანასე

ბენტლი, რომელშიც ვზივარ, ჩემი არ არის. ყველას ერთი სული აქვს, ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს — მამა ათანასე

Facebook-ზე გავრცელდა ფოტო, სადაც არქიმანდრიტი ათანასე კარანაძე ბენტლის მართავს. თავად არქიმანდრიტი გავრცელებულ ფოტოსა და კომენტარებს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა.  ათანასე კარანაძე აცხადებს, რომ „ბენტლი“, რომლითაც ის თბილისში დააფიქსირეს, მას არ ეკუთვნის და საჭესთან ცნობისმოყვარეობის გამო დაჯდა. „გუშინ დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა[სრულად…]

2019/02/13 რელიგია
ილია მეორე – წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამია, ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი

ილია მეორე – წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამია, ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი

მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა, – ამის შესახებ საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისა განაცხადა. “ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო[სრულად…]

2019/02/10 რელიგია
ილია მეორე – ადამიანი ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრობს ვერასდროს ადგება, მაგრამ ამ დროს უფალი თვითონ მიდის ადამიანთან და აყენებს მას

ილია მეორე – ადამიანი ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრობს ვერასდროს ადგება, მაგრამ ამ დროს უფალი თვითონ მიდის ადამიანთან და აყენებს მას

ადამიანმა განვითარება საკუთარი თავით უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ ადამიანის განვითარებაზე და ამ პროცესში არსებულ სირთულეებზე იქადაგა. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა, პირველ რიგში “თვისთა ცოდვა განიცადოს”. “ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა ადამიანმა განვითარება საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. რატომღაც ჩვენ[სრულად…]

2019/02/10 რელიგია
პატრიარქი გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს

პატრიარქი გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მის შვილს, მარიამ მეღვინეთუხუცესს, ოჯახისწევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „ქალბატონ გურანდა გაბუნიას გარდაცვალებას მთელი საზოგადოება და ჩვენც გულისტკივილით შევხვდით. ყველასთვის დასანანია, ასაკის მიუხედავად, ენერგიით სავსე დიდ ხელოვანთან, ერთგულ, პირდაპირ და სიკეთით გამორჩეულ ამ ადამიანთან განშორება. ბატონი ოთარი და ქალბატონი გურანდა ამქვეყნად განუყრელი[სრულად…]

2019/02/07 რელიგია
მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი – ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი – ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მეუფე ემანუელმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „ეს იყო ძმური შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის“. „განსაკუთრებული სიხარული მინდა გამოვხატო, რომ ჩვენ ვართ საქართველოში და მოგვეცა საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვედროდით სრულიად[სრულად…]

2019/01/31 რელიგია
საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებაზე – აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებაზე – აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს

უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად[სრულად…]

2019/01/30 რელიგია
ჯვრის მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობა განახლდა

ჯვრის მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობა განახლდა

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა განახლდა. მოვაჭრეებმა იქ განთავსებულ დახლებზე საკუთარი პროდუქცია დღეს დილიდან განალაგეს. მათი განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე მათ არახელსაყრელი წინადადება შესთავაზეს, რადგან ტერიტორია, სადაც გარევაჭრობის უფლებას მისცემენ, მოშორებით და ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც ტურისტებს გავლა არ უწევთ. მოვაჭრეების თქმით, რამდენიმე დღით საქმიანობის შეჩერებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნათ, ამიტომ[სრულად…]

2019/01/28 რელიგია
ილია მეორე – ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს

ილია მეორე – ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიოსთან ერთად წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი, მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს და სრულიად საქართველოს ნინოობა მიულოცა. ამასთან, პატრიარქმა ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს ნინოობას.[სრულად…]

2019/01/28 რელიგია
მამა ანდრია ჯაღმაიძე – ვინც უკრაინის ეკლესიის ახალ სტრუქტურას მხარს უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ

მამა ანდრია ჯაღმაიძე – ვინც უკრაინის ეკლესიის ახალ სტრუქტურას მხარს უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეკლესიის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობა ძალიან გამძაფრებულია, ვინც უკრაინის ეკლესიის ახალ სტრუქტურას მხარს უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ, – ამის შესახებ პირველი არხის კითხვის საპასუხოდ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიის დაჩქარების მცდელობა, რომ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებაზე პოზიცია გამოხატოს,[სრულად…]

2019/01/22 რელიგია
ილია II-აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა“

ილია II-აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა“

„აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი“, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. „გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდი დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია. მეტად[სრულად…]

ჯვრის მონასტრის საძმო -გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად იასახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას

ჯვრის მონასტრის საძმო -გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად იასახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას

ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონასტრის დაკეტვა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების[სრულად…]

მცხეთის ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია

მცხეთის ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია

მცხეთის ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია. ტურისტებსა და მომლოცველებს მონასტრის  ტერიტორიაზე ტურისტები შემოვლითი გზით შედიან. მას შემდეგ, რაც ადგილზე მისული ტურისტები მონასტრის დაკეტილი კარიდან ვერ ახერხებენ მონასტრის ეზოში შესვლას, ღობეზე გადადიან და ტერიტორიაზე ამგვარად შედიან. როგორც მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე პირები აცხადებენ, გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. ისინი აცხადებენ, რომ არ არღვევენ არანაირ[სრულად…]

ილია II – ახალი იდეები, აზრები, გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება

ილია II – ახალი იდეები, აზრები, გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება

ახალი იდეები, აზრები, გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საახალწლო პარაკლისს აღავლენს. „გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი გზები[სრულად…]

2019/01/15 რელიგია
სიონის ტაძარში პატრიარქს სამადლობელ პარაკლისს გადაუხდიან

სიონის ტაძარში პატრიარქს სამადლობელ პარაკლისს გადაუხდიან

სიონის ტაძარში, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება, მრევლთან ერთად პატრიარქს სამადლობელ პარაკლისს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი ყიფშიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, პარაკლისი 18:00 საათზე დაიწყება. „15 იანვარს, 18:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში მცხეთა-თბილისის სამღვდელოება მრევლთან ერთად ვიკრიბებით, რომ საქართველოს პატრიარქს, რომელსაც უდიდესი[სრულად…]

2019/01/15 რელიგია
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მცხეთის ჯვრის მონასტერი გარევაჭრობის გამო დაიკეტა

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მცხეთის ჯვრის მონასტერი გარევაჭრობის გამო დაიკეტა

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვა გარევაჭრობას უკავშირდება. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, ტაძრის დაკეტვის მიზეზი არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობა, რომელიც ტურისტებისთვის არასახარბიელო გარემოს ქმნის . „გარევაჭრობამ მონასტრისთვის შეუფერებელი, ძალიან უსახური ფორმა მიიღო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მამა კონსტანტინეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი, მაგრამ არ მოხერხდა ამის გადაწყვეტა და შემდგომ მიიღო ასეთი ზომები.[სრულად…]

2019/01/15 რელიგია
ილია II- ღმერთმა ინებოს, მშვიდობა, სიხარული და სიმშვიდე სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში

ილია II- ღმერთმა ინებოს, მშვიდობა, სიხარული და სიმშვიდე სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში

მართლმადიდებელი ეკლესიამ 13 იანვარს   წმინდა მეფის, დავით წინასწარმეტყველის (მეფსალმუნის) ხსენების დღე აღნიშნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ წირვის შემდეგ დავით წინასწარმეტყველის ცხოვრებაზე ისაუბრა. „ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება მაცხოვრის ნათესავებისა, დავით მეფისა, მეფსალმუნისა. დღეს მე მინდა, ვისაუბრო დავით მეფის შესახებ, რომელიც ყველაზე ახლობელია ჩვენთვის. ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ მის ფსალმუნებს. განსაკუთრებულია[სრულად…]

2019/01/14 რელიგია
ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

რაც შეეხება ოჯახს, ანუ მცირე ეკლესიას: ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ იგი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. ყველამ ვიცით ისიც, რომ ოჯახში უსიამოვნებებიც ხდება, მაგრამ როგორც ცოლი, ისე ქმარი უნდა ეცადოს, რთული სიტუაცია მალევე განმუხტოს და, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დღე ისე არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ.[სრულად…]

2019/01/07 რელიგია
ილია II-დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა

ილია II-დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა

დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა.-ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში “ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოც დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა. ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (გალატ.4,6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი[სრულად…]

2019/01/07 რელიგია
საშობაო ეპისტოლე-ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია

საშობაო ეპისტოლე-ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია

საქართველოს კათoლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში საქართველოდან მშობლების სამუშაო მიზნით მიგრაციის საკითხს გამოეხმაურა. პატრიარქის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულ მშობლებს შვილებისთვის ცოტა დრო რჩებათ, აღზრდის ფუნქცია სკოლის პედაგოგებმა უნდა შეასრულონ. „ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც[სრულად…]

2019/01/07 რელიგია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის საშობაო ეპისტოლე გავრცელდა. გთავაზობთ ეპისტოლეს ტექსტს სრულად: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ ,,მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად[სრულად…]

2019/01/07 რელიგია
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა. ისტორიული ცერემონია დღეს სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში შედგა. როგორც უკრაინული მედია წერს, ხელის მოწერამდე ეკლესიაში უკრაინის ეკლესიის ახლადარჩეულ წინამძღოლ ეპიფანესთან ერთად მოკლე ლოცვა უკრაინულ ენაზე აღევლინა. ცერემონიას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მღვდელთმსახურების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა[სრულად…]

2019/01/05 რელიგია
ილია II- მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის

ილია II- მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის

მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ გუშინდელ მიღებაზე განაცხადა, რომელიც მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა. პატრიარქმა შეკრებილ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა. „პავლე მოციქულს ასეთი სიტყვები აქვს დაწერილი: ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ სჯული ქრისტესი. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ,[სრულად…]

2019/01/05 რელიგია
პატრიარქს დაბადების დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს

პატრიარქს დაბადების დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იუბილარია. საქართველოს პატრიარქი გამორჩეული ფიგურაა მართლმადიდებელ სამყაროში, ჩვენი ქვეყნისთვის კი – მშვიდობის, სიყვარულის, ერთობის გარანტია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს[სრულად…]

2019/01/04 რელიგია
ილია მეორეს ხვალ  86 წელი შეუსრულდება

ილია მეორეს ხვალ 86 წელი შეუსრულდება

86 წლის წინ, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის  ოჯახში დაიბადა ილია მეორე,  ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. „თვით ჩემი ოჯახი იყო მორწმუნე და მშობლები ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ღვთის სიყვარულს… ყოველ საღამოს, ძილის[სრულად…]

2019/01/03 რელიგია
პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა

პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი[სრულად…]

2018/12/25 რელიგია
ილია II  სიონის ტაძარში ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას აღავლენს

ილია II სიონის ტაძარში ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას აღავლენს

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა სრულდება. საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში,[სრულად…]

2018/12/19 რელიგია