საზოგადოება

“სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის ხელფასი უნდა გაიზარდოს”

“სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის ხელფასი უნდა გაიზარდოს”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოეხმაურა სკოლებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების საკითხს და განაცხადა, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის – პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს. “ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურების საკითხი ძალიან სერიოზული თემაა და ჩემი პირადი აზრია, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალისრულად…

თეა წულუკიანი: სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლის ქვემოთ არ დაიწევა

თეა წულუკიანი: სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლის ქვემოთ არ დაიწევა

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობს. სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი,ხელმძღვანელობს. მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები იმ გამოწვევების გათვალისწინებით მომზადდა, რაც “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ იმპლემენტაციის პროცესში გამოვლინდა. “მათი მიზანია, კიდევ უფრო მოქნილი გახადოს საკანონმდებლო ბაზა და უკეთ შეუსაბამოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს,”- განაცხადა წულუკიანმა.სრულად…

ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებლად ბათუმში სასტუმროების მენეჯერებს შეხვდნენ

ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებლად ბათუმში სასტუმროების მენეჯერებს შეხვდნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სასტუმროების მენეჯერებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში არსებული მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროების მენეჯმენტი ესწრებოდა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება და რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმი დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრის მთავარი თემა იყო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება,სრულად…

ბრისტოლში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

ბრისტოლში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

ბრისტოლში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია გაიმართა. საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და  საქართველოს საპატიო კონსული, დერეკ პიკაპი წარუდგინა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა ბრისტოლში საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობაზე. ელჩმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და  კონსულს ამ მნიშვნელოვანი როლის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. დერეკსრულად…

38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად გადაეცემა

38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად გადაეცემა

38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ, ერთ ლარად გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ეს ოჯახები წყნეთის გზატკეცილზე ცხოვრობენ. „38 ოჯახი, რომელიც წყნეთის გზატკეცილზე მეხუთე კორპუსში ცხოვრობს, 90-იანი წლებიდან იქ იმყოფება და ყოველდღე ელოდება, რომ ესსრულად…

თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიის აღნიშნული პროექტი პირველი მარტიდან ამოქმედდება. „აქამდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გთხოვთ, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რომელი ქუჩებია,სრულად…

მერია ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

მერია ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

დღეიდან, 20 თებერვლიდან ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის აშენებაზე თბილისის მერია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძე განმარტავს, მერიის მოკვლევის შედეგად დადგინა, რომ დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა 10 ლოკაციაზეა შესაძლებელი, მათ შორის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. “კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელი იქნებასრულად…

გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ „112“-ის ახალი პროგრამა წარადგინეს

გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ „112“-ის ახალი პროგრამა წარადგინეს

დღეს, ევროპის მოედანზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ში, აღნიშნული პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით,სრულად…

მცირეწლოვანი თბილისში ჩუტყვავილას იშვიათი ფორმით გარდაიცვალა

მცირეწლოვანი თბილისში ჩუტყვავილას იშვიათი ფორმით გარდაიცვალა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მცირეწლოვანი თბილისში ჩუტყვავილას იშვიათი ფორმით გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. „პირველ რიგში, მინდა ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება დაცვის ღონისძიებებს, ამ დაწესებულებაში ჩატარებული იყო შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მოკვლევა დამთავრდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციებისრულად…

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში არიან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში არიან

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას (integrated Regulatory Review Service (IRRS)) მასპინძლობს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში მისიის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე შეხვდა. მისია მიზნად ისახავს საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემის შესწავლას და მისისრულად…

ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ქართულ ღვინოზე წიგნს წერს

ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ქართულ ღვინოზე წიგნს წერს

ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წიგნს წერს.  ცნობილი ღვინის პროფესიონალი ერთ თვეზე მეტია საქართველოში იმყოფება და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საოჯახო ტიპის მარნებსა და ღვინის საწარმოებს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ლიზა გრანიკი  ეწვია კახეთს, იმერეთს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, ქართლს, ასევე აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტს, გარემოს დაცვისა დასრულად…

ოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე: „გვიხარია, რომ ნოტარიუსის პროფესიისადმი ახალგაზდების ინტერესი დიდია”

ოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე: „გვიხარია, რომ ნოტარიუსის პროფესიისადმი ახალგაზდების ინტერესი დიდია”

ნოტარიუსთა პალატის პროექტი „პროფესია ნოტარიუსი“ გრძელდება. პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ამჯერად ბათუმისსახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და ნოტარიუსის პროფესიის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტურ წრებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს მათიპროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებულიკადრები. სტუდენტური პროექტების ინიცირებასრულად…

,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“

,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“

კითხვა ადამიანის ერთგვარი თავშესაქცევია. როდესაც წიგნს კითხულობ, თითქოს სხვა სამყაროში ინაცვლებ, ყოველგვარ ამქვეყნიურს ეთიშები და პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობ, ფანტაზიას იღვივებ და ყოველ მოქმედ გმირს შენეულად წარმოიდგენ. შეიძლება დრო გავიდეს, წიგნისა თუ პატარა ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსი ზედმიწევნით აღარ გახსოვდეს, მაგრამ ოდესღაც წაკითხული ქვეცნობიერში მაინც ილექება და ადამიანს იმ საუნჯეს აძლევს, რასაცსრულად…

საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს

საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამუშაო შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის თაობაზე რეკომენდაციები განიხილეს. შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიის  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე და პარლამენტარი რატი იონათამიშვილი ესწრებოდნენ. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმასრულად…

მშენებლობებზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის, მათ შორის ჩაფხუტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

მშენებლობებზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის, მათ შორის ჩაფხუტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა, 30 000 ლარი გახდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი, კახა კალაძის განცხადებით, საუბარია ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე, მათ შორის ჩაფხუტის გარეშე მუშაობაზეც. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტსსრულად…

ვიზალიბერალიზაციით 220 000-მა ადამიანმა ისარგებლა

ვიზალიბერალიზაციით 220 000-მა ადამიანმა ისარგებლა

ვიზალიბერალიზაციით 220 000-მა ადამიანმა ისარგებლა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში განუცხდა, სადაც ამ წუთებში ცენტრის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ვიზიტები ძირითადად ტურისტული მიზნით, ბიზნეს და კულტურული კავშირების დასამყარებლად განხორციელდა. “ვიზალიბერალიზაციით ისარგებლა ძალიან ბევრმა ადამიანმა,სრულად…

მოქალაქეებს საერთაშორისო სიმბარათის აღება იუსტიციის სახლშიც შეუძლიათ

მოქალაქეებს საერთაშორისო სიმბარათის აღება იუსტიციის სახლშიც შეუძლიათ

  იუსტიციის სახლში უკვე დანერგილ 400-მდე მომსახურებას, გლობალ სელის საერთაშორისო სიმ-ბარათების გაცემის სერვისიც დაემატა. საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ბიომეტრიული პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევადა და საერთაშორისო სიმბარათი ერთ სივრცეში(იუსტიციის სახლში) აიღონ. ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი აუქციონის წესით შეირჩა. მომხმარებლებს გლობალ სელის საერთაშორისო სიმბარათის შეძენა 15 ლარად შეეძლებათ. ნინო ზარიძესრულად…

თბილისში ელექტრომანქანების დატენვა შეიძლება ფასიანი გახდეს

თბილისში ელექტრომანქანების დატენვა შეიძლება ფასიანი გახდეს

საქართველოში ელექტრომანქანების დამტენი სადგურების რაოდენობა ყოველწიურად იზრდება, ამის პარალელურად კი, 2019 წლიდან,  დედაქალაქში ავტომობილის  დატენვა შესაძლოა ფასიანი გახდეს. ,,გახდება თუ არა „ქალაქის დამტენები“ ფასიანი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ამას ბაზარიც გვკარნახობს. დღეს, კონკურენტი არ გყავს, მოთხოვნა მზარდია, ამიტომ შეიძლება ფასიანიც გახდეს“-აღნიშნა კომპანია „E-space“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სულხან გვალიამ. მისივე თქმით, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოსახლეობისსრულად…

Construction Deal XXL

სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები 22 თებერვლიდან ამოქმედდება

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები უკვე შევიდა. ცვლილებების შედეგად, ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, იქ არსებული ხეების აღრიცხვა და გამწვანების ახალი გეგმის წარდგენა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. ასევე, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად დეველოპერებს საწყის ეტაპზევე დასჭირდებათ სატრანსპორტო კვლევისა და სატრანსპორტოსრულად…

ხანძარი ყოფილი “მიხაილოვის საავადმყოფოში”

ხანძარი ყოფილი “მიხაილოვის საავადმყოფოში”

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი “მიხაილოვის საავადმყოფოს” შენობას ცეცხლი უკიდია. ადგილზე 7 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის დროს შენობაში არავინ იყო. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ბათუმში უპატრონო ძაღლებისთვის მცირე ზომის სახლებს დადგამენ

ბათუმში უპატრონო ძაღლებისთვის მცირე ზომის სახლებს დადგამენ

ორგანიზაცია „თათი“ ბათუმის ქუჩებში უპატრონო ძაღლებისთვის მცირე ზომის სახლების, ე.წ. „პეტ ჰაუსების“ განთავსების ინიციატივით გამოდის. საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ახლახან დარეგისტრირდა ორგანიზაციად, უკვე მიმართა ბათუმის მერიას თხოვნით, დაეხმარონ პროექტის განხორციელებაში და მისცენ განსაზღვრულ ადგილებში 15 „პეტ ჰაუსის“ განთავსების უფლება.  ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. ორგანიზაციის წევრების განმარტებით, 15 სახლის ასაშენებლად მათ უკვე მოიპოვესსრულად…

„უწმინდესის წერილი მომაწოდეს, მე უფრო გავძლიერდი – დოდო გუგეშაშვილი

„უწმინდესის წერილი მომაწოდეს, მე უფრო გავძლიერდი – დოდო გუგეშაშვილი

ჯერ საერთოდ, რატომ უნდოდა, რომ ჩემი ოჯახი ამოწყვეტილიყო, ესეც არ იცი, მაგრამ ფაქტი იყო ერთი, რომ ეს მახინჯი ვიღაცის დავალებას ასრულებდა, – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დოდო გუგეშაშვილმა ისაუბრა, როდის გაიცნო თავდამსხმელი სახელად ზურა, რომელმაც მისი თქმით, უკრაინიდან თურქეთში ძვირფასი ქვის – ქარვის გადატანაშისრულად…

ჰოლანდიური გამოცემა: უახლოეს მომავალში საქართველო ჰოლანდიელ ტურისტთა დიდ ნაკადს უნდა ელოდოს

ჰოლანდიური გამოცემა: უახლოეს მომავალში საქართველო ჰოლანდიელ ტურისტთა დიდ ნაკადს უნდა ელოდოს

ჰოლანდიური გამოცემა Adformatie აქვეყნებს სტატიას სათაურით-“  Wie is de Mol-მა საქართველო ტურისტულ რუკაზე წარმოაჩინა.“ Wie is de Mol-ი ცნობილი ჰოლანდიური რეალითი შოუა, რომლის მე-18 სეზონიც საქართველოში გადაიღეს. როგორც გამოცემა წერს, ლოკაციების შესარჩევად ჩამოსული ჯგუფი საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებით აღფრთოვანდა და იმის ნაცვლად რომ დაგეგმილი 5 ეპიზოდი ხორვატიაში გადაეღოთ, ათივე ეპიზოდის საქართველოშისრულად…

ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს

ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს

  2017 წლის განმავლობაში “დელტა” არსებული კონტრაქტების შესრულებას ახორციელებდა, 2018 წლის მდგომარეობით კი ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს. ამის შესახებ სსსტც „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემა “საქმის კურსში” განაცხადა, გასული 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „გასული 2017 წლის განმავლობაშისრულად…

ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დამტკიცდა

ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დამტკიცდა

სამთავრობო კომისიის სხდომაზე „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ იმსჯელეს. კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ასევე, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების ხელმძღვანელები შედიან, ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომისიის წევრებსსრულად…

შალვა ნათელაშვილს დაევალა, საჯაროდ განაცხადოს, რომ თეა წულუკიანისადმი გაკეთებული განცხადებები იყო ცილისწამება

შალვა ნათელაშვილს დაევალა, საჯაროდ განაცხადოს, რომ თეა წულუკიანისადმი გაკეთებული განცხადებები იყო ცილისწამება

თბილისის საქალაქო სასამართლომ თეა წულუკიანის სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს იმ სამაუწყებლო კომპანიების მეშვეობით, სადაც იუსტიციის მინისტრის მისამართით 2016 წლის 19 ოქტომბრსა და 23 ნოემბერს ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, საკუთარი ყალბი განცხადებების უარყოფა მოუწევს. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე წულუკიანის არგუმენტები და მოცულობითი დოკუმენტური მასალა იმასთანსრულად…

დედაქალაქს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება

დედაქალაქს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შედეგად, დედაქალაქს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება. განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გააკეთა. მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი 35 მლნ ლარით იზრდება და აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი თბილისისთვის ახალი, მოდერნიზებული ავტობუსების შეძენას მთლიანად მოხმარდება. „დედაქალაქის ბიუჯეტისრულად…

საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტთან ერთად საგამოცდო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობას განაგრძობს. შესაბამისად, 2017-2018 წლის ბოლოს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. სიახლეს წარმოადგენს ის, რომ შემოღებული იქნება ჩააბარა/არ ჩააბარა  (Pass/Fail) შეფასების სისტემა, რაც გამსვლელი ბარიერის  გადალახვას გულისხმობს. ახალი ფორმატით, გამოცდისთვის დაწესებულ ბარიერი (5,5) არ იცვლება, გამოცდისსრულად…

საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება

საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება

საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება. რბოლა საქართველოში 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდება და მისი ორგანიზატორი ცნობილი ავტომრბოლელი ზოე ვითაკერია. ზოე ვითაკერს ისეთ ცნობილ რბოლებში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორებიცაა RAC/Chrysler, Alpine Chalange და Paris Tu Marrakesh. ღონისძიების ფარგლებში ქვეყანაში სხვადასხვა მედია საშუალება და ბრიტანელი კოლექცინერები ჩამოვლენ. ზოეს თავგადასავალს მოკლემეტრაჟიანსრულად…

ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება

ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება

„იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლოდანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ. მნიშვნელოვანია,რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიულიდამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორისსამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომლებიც წამყვან დემოკრატიულქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული,“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმასრულად…