საზოგადოება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.  შეზღუდვა გლდანის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება: ზაჰესის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, ბარისახოს, ანდრონიკაშვილის, ხანძთელის, ტრაპაიძის, სხვიტორის და უწერის ქუჩების მაცხოვრებლებს. ამასთან, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I[სრულად…]

ქართული სამზარეულო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოთხეულში მოხვდა

ქართული სამზარეულო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოთხეულში მოხვდა

ამერიკულმა ონლაინმედიამ –  Thrillist.com-მა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კვების, სასმელებსა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს, ამჯერად  ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც გამოირჩევიან უნიკალური სამზარეულოსა და სასმელების ასორტიმენტით.  საქართველო 48 ქვეყნიდან პირველ ოთხეულში შევიდა. გავეცნოთ რით მოხიბლა ქართულმა სამზარეულომ უცხოელები და როგორ გამოიყურება საუკეთესო ათეული. ,,ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველო,[სრულად…]

თბილისში ძლიერმა ქარმა 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 4 სარეკლამო ბილბორდი და 1 შუქნიშანი დააზიანა

თბილისში ძლიერმა ქარმა 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 4 სარეკლამო ბილბორდი და 1 შუქნიშანი დააზიანა

ძლიერი ქარის გამო, გუშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 68 შეტყობინება შევიდა, – აღნიშნული ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ძლიერი ქარის გამო, 2019 წლის 17 მარტის 15:00 საათიდან 18 მარტის 09:00-საათამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, თბილისის მასშტაბით, შემოსულია 68 შეტყობინება. ქარის გამო დაზიანდა: 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 14 ხე,[სრულად…]

„ნიუსვიქი“ – საქართველო ევროპის ახალი კულტურული ჰაბი

„ნიუსვიქი“ – საქართველო ევროპის ახალი კულტურული ჰაბი

საქართველო ევროპის ახალი კულტურული ჰაბი, – ამ სახელწოდებით სტატიას ამერიკული გამოცემა „ნიუსვიქი“ აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი მიიჩნევს, რომ 2019 წელს გამოცდილი მოგზაურებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად რჩება. „თბილისთან და ბათუმთან ერთად, მოგზაურების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს წინანდალი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე მიიჩნევდნენ ღვინის კულტურის სამშობლოდ.“ – წერს „ნიუსვიქი“. „საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა,[სრულად…]

მიჯაჭვულობის სინდრომი ბავშვებში

მიჯაჭვულობის სინდრომი ბავშვებში

სოციალური განვითარება ბავშვსა და დედას, მამას, ან სხვა მუდმივ მზრუნველს შორის მჭიდრო ემოციური ურთიერთობის დამყარებით იწყება. ამ ძლიერ, ხანგრძლივ, სოციალურ-ემოციურ ურთიერთობას მიჯაჭვულობა ეწოდება. ვინაიდან ბავშვებს არ შეუძლიათ თავის გამოკვება და დაცვა, მიჯაჭვულობის ყველზე ადრეული ფუნქცია ბავშვისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. ცხოველთა სამყაროს ზოგიერთ სახეობაში ახალშობილს ავტომატურად ებეჭდება მეხსიერებაში პირველივე მოძრავ ობიექტი, რომელსაც[სრულად…]

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კა-2 კოეფიციენტების გაყიდვისა და კოეფიციენტების მატების აკრძალვის საკითხი დაამტკიცა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კა-2 კოეფიციენტების გაყიდვისა და კოეფიციენტების მატების აკრძალვის საკითხი დაამტკიცა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კა-2 კოეფიციენტების გაყიდვისა და კოეფიციენტების მატების აკრძალვის საკითხი დაამტკიცა. აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. კა-2 კოეფიციენტების შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოსური განაშენიანების პროვოცირებას.[სრულად…]

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება, 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე იქნა მიღებული. ► 2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის[სრულად…]

დევნილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა

დევნილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 500 -ზე მეტი ბინა შეისყიდა. აქედან 509 ბინა თბილისში, ხოლო 38 ბინა კი გორში მდებარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ახალაშენებულ და მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა ღიად და გამჭვირვალედ, კონკურსის წესით, მოხდა. კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ დაადგინა. მშენებლობების[სრულად…]

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

ამერიკულმა საიტმა The Top Tens გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც „საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების“ ათეული უნდა დასახელებულიყო. შეფასებების მიხედვით საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ორი ადგილი საბერძნეთსა და ეგვიპტეს ერგოთ. შემდეგი პოზიციები კი რომმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, სპარსეთმა, აცტეკებისა და სპარტის იმპერიებმა დაიკავეს. ბოლო ადგილებზე კი კელტები, შუასაუკუნოვანი ინგლისი და ეთიოპია აღმოჩნდნენ. რეიტინგის კრიტერიუმები[სრულად…]

„კუკუშკა“ თუშეთამდე – ალვანიდან ომალომდე შესაძლოა ვიწრო რკინიგზა აშენდეს

„კუკუშკა“ თუშეთამდე – ალვანიდან ომალომდე შესაძლოა ვიწრო რკინიგზა აშენდეს

ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობას თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმა ითვალისწინებს, რომელიც თუშეთის განვითარებისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. პროექტის ავტორი, არქიტექტორი გია აბულაძე „მთის ამბებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობის საპროექტო იდეას, თუშეთში მთელი წლის განმავლობაში გარანტირებული მიმოსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გია აბულაძის თქმით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო[სრულად…]

კახა კალაძე: გენერალურ გეგმას დაეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება და ჩვენ სამომავლოდ აღარ დავუშვებთ შეცდომებს

კახა კალაძე: გენერალურ გეგმას დაეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება და ჩვენ სამომავლოდ აღარ დავუშვებთ შეცდომებს

თბილისის მერმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა კიდევ ერთხელ შეაფასა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა „სითი ინსტიტუტს“, თბილისის საკრებულოს წევრებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე, მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ გენერალური გეგმის შემუშავებაში. „ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მას დაეფუძნება ქალაქის განვითარება. რაც მთავარია, სწორი[სრულად…]

კახა კალაძე- ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის

კახა კალაძე- ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი თაბორის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკითხს შეეხო, რომელიც პარლამენტარ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. კახა კალაძის თქმით, მიუხედავად ტერიტორიის მესაკუთრესთან მეგობრობისა და იმ ფაქტისა, რომ იმ ზონებით, რომელიც ნაკვეთს ადევს, შესაძლებელია მშენებლობა, თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის. „ეს მიწის ნაკვეთი პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია.[სრულად…]

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი – თუ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დაადასტურებს, რომ არასდროს გამოიყენებს საქართველოს სამეფო სახლის სახელს, დავას შევწყვეტთ

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი – თუ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დაადასტურებს, რომ არასდროს გამოიყენებს საქართველოს სამეფო სახლის სახელს, დავას შევწყვეტთ

თუ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წერილობითი ფორმით დაადასტურებს, რომ იგი მომავალში არასდროს გამოიყენებს საქართველოს სამეფო სახლის სახელს, ჩვენ მზად ვართ, ეს დავა შევწყვიტოთ, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გორელაშვილის თქმით, გუშინ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომლისთვის არსებული ინფორმაცია იმის თანხვედრაშია რასაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მხარე[სრულად…]

Stairway To Heaven ?! ანუ როგორ ჩაიბარა მერიამ უხარისხო სამუშაოები

Stairway To Heaven ?! ანუ როგორ ჩაიბარა მერიამ უხარისხო სამუშაოები

ბეტონის ვიწრო და აქა- იქ დაზიანებულ გზას სამოთხემდე ნამდვილად არა , მაგრამ შავი ზღვის სანაპირომდე მივყავართ . ბულვარის ნაწილი, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლზე მოეწყო, ჯამში 4 მილიონზე მეტი ლარი დაჯდა. მისი მოწყობა კი გეგმით დადგენილ ვადას საგრძნობლად გადასცდა . მოხვდებით თუ არა ამ ერთი შეხედვით „ მიტოვებულ „ ადგილას, უჩვეულო[სრულად…]

ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნა

ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ დამთვალიერებლებისთვის დღეიდან ღიაა. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „გამოფენა დამთვალიერებლებისთვის დღეიდან ღიაა. 15 მარტს გაიმართება საზეიმო ოფიციალური გახსნა, რომელსაც საქართველოსა და იაპონიის მთავრობების[სრულად…]

C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ საქართველოში პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთია

C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ საქართველოში პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთია

2018 წლის აპრილ-ოქტომბრის მონაცემებით, C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ სამეგრელო-ზემო სვანეთი საქართველოში პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგიონში ჩატარებული საპილოტე პროექტის შედეგად გამოიკვეთა. უფრო კონკრეტულად, 2018 წლის აპრილ-ოქტომბერში C ჰეპატიტზე სკრინინგი 88 178-მა პირმა ჩაიტარა, საიდანაც სკრინინგ დადებითი 2 279 აღმოჩნდა. საბოლოოდ, კონფირმაციული ტესტით[სრულად…]

საქართველოსა და ფიჯის კუნძულებს შორის უვიზო მიმოსვლა გაფორმდა

საქართველოსა და ფიჯის კუნძულებს შორის უვიზო მიმოსვლა გაფორმდა

საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამიერიდან, თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკრველი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 ( ოთხმოცდაათი)[სრულად…]

ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018 წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა

ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018 წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018 წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა. თუმცა, აზერბაიჯანიდან ინვესტიციები თითქმის განახევრებულია, რაც მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებას უკავშირდება. საქსტატის ცნობით, შარშან აზერბაიჯანიდან ინვესტიციების მოცულობამ 240 მილიონი დოლარი შეადგინა, გაერთიანებული სამეფოდან 203 მილიონი დოლარი, ნიდერლანდებიდან 167.9 მილიონი დოლარი, აშშ-დან 103.7 მილიონი დოლარი,[სრულად…]

ქალები საქართველოდან

ქალები საქართველოდან

8 მარტს საქართველოში ქალთა დღე აღინიშნება, ამიტომ აუცილებელია თვალი გადავავლოთ სულ რამოდენიმე ისტორიას ქალებზე, რომლებიც კიდევ ერთხრლ დაგვარწმუნებს, რომ არ არსებობს სუსტი სქესი და არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ქალი ვერ გაუძლებს! მალო კოტუა, 27 წლის, გალის რაიონი, საბერიო/ზუგდიდი „13 წლამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან, საბერიოში. ჩემმა და-ძმამაც[სრულად…]

“-20%”-ღვინო, რომლის ჩამოსხმის იდეა საოკუპაციო ხაზმა განსაზღვრა

“-20%”-ღვინო, რომლის ჩამოსხმის იდეა საოკუპაციო ხაზმა განსაზღვრა

“-20%” – ასე ჰქვია ღვინოს, რომელიც დღევანდელ ქართულ რეალობას სულ რაღაც ერთი წელია, ასახავს. იდეა საოკუპაციო ხაზთან გაჩნდა და, სულ მალე, გახორციელდა კიდეც. სამომავლოდ, რეალიზების მასშტაბების გაზრდა და ღვინის უცხო ქვეყნებში გატანა იგეგმება. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს ნიკა მარკოზაშვილი პასუხობს. საიდან გაჩნდა იდეა, რომ ღვინო ფორმატით გეწარმოებინათ? ოჯახში, ტრადიციულად, ვაწარმოებთ ღვინოს[სრულად…]

„112“-ის მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაემატა

„112“-ის მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაემატა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, „112“-ის მობილურ აპლიკაციაში დღეიდან ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევების მოძიებაც არის შესაძლებელი. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „112“-ის აპლიკაციის სასარგებლო რჩევებს ოჯახში ძალადობის განყოფილება დაემატა. მისი დახმარებით დაინტერესებული პირები მარტივად მოიძიებენ ინფორმაციას, რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები, ასევე,[სრულად…]

ტრაგედია “უგმიროდ”, ანუ ხარვეზები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში

ტრაგედია “უგმიროდ”, ანუ ხარვეზები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში

ტრაგედიები გმირების გარეშე, დანაშაულები დამნაშავეების გარეშე, კითხვები უპასუხოდ და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო უამრავი პრობლემითა თუ ხარვეზით – ეს დღევანდელი სოციალური სურათის მცირე ფრაგმენტია, რომელიც მეტნაკლები სიცხადით წარმოადგენს არსებულ რეალობას . არის დილემები და არის კლასიკური დილემები, რომლებიც არასდროს კარგავენ აქტუალობას. მათ შორისაა ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში არსებული კითხვები და პასუხები, რომელიც[სრულად…]

რამდენად უსაფრთხოა საბავშვო სათამაშოები?!

რამდენად უსაფრთხოა საბავშვო სათამაშოები?!

ერთი შეხედვით სრულიად უწყინარ ნივთებსაც შეუძლიათ დიდი და მავნებელი ზეგაველის მოხდენა. მით უფრო, თუ საქმე ბავშვებს ეხება, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან მიმდინარე მოვლენებისა თუ საგნების მიმართაც, რომელსაც ხშირად იყენებენ ყოველდღიურად. მათ შორისაა საბავშვო სათამაშოები, რომელსაც მეცნიერული დასკვნების მიხედვით, დიდი როლი აკისრია ბავშვების გონებრივი განვითარებისა და გაძლიერების საქმეში. თუმცა გარდა ფსიქოლოგიური[სრულად…]

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გარკვეული დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გარკვეული დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას საქარე მინაზე ხუთ მილიმეტრამდე დიამეტრის სამი წერტილოვანი დაზიანება დღეიდან ხარვეზად აღარ ჩაითვლება. როგორც ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა პირველ არხს განუცხადა, ცვლილებები შეეხება ინსპექტირების ღირებულებასაც, თუმცა მხოლოდ ელექტრომობილების შემთხვევაში, მათი მფლობელებისთვის სტანდარტული გადასახადი 20%-ით, 60 ლარიდან 48 ლარამდე შემცირდება. „ცვლილებები შევიდა მთავრობის ორ დადგენილებაში.[სრულად…]

როგორ ვისწავლოთ ჟესტური ენა?

როგორ ვისწავლოთ ჟესტური ენა?

დღეს არის ის საუკუნე, რომელშიც კომუნიკაციისა და ურთიერთობების ბარიერები ბოლომდე გამქრალი თუ არა, მაქსიმალურად შემცირებული მაინც უნდა იყოს. არსებულ რეალობაში, ზოგ ადამიანს შეზღუდული აქვს სმენის, მხედველობის, საუბრის, ან – სხვა უნარები. რაც უფრო მეტად გაიაზრებენ სხვა ადამიანები მათთვის გარკვეული ხელშეწყობის საჭიროებას, ყველას გაგვიმარტივდება, ერთმანეთს ჩვენი აზრები და სურვილები გავაგებინოთ. არც[სრულად…]

თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მმდინარეობს

თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მმდინარეობს

თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ხელისუფლების და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები აქტიურად ახორციელებენ. შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახაოსა და ონოღიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრო. მან ადგილობრივებს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად სახელმწიფო პროგრამა გააცნო და მეთხილე ფერმერებს მასში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა. კამპანია მიზნად თხილის მოსავლის[სრულად…]

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო[სრულად…]

თბილისის მერიამ გენგეგმის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა

თბილისის მერიამ გენგეგმის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა

დედაქალაქის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს დღეს გადაუგზავნის. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დოკუმენტში მთლიანად იქნა გათვალისწინებული ყველა ის შენიშვნა, რაც საკრებულოს ჰქონდა და ხარვეზები გამოსწორებულია. „დასრულდა დედაქალაქის მერიის და „სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. ამ[სრულად…]

10 ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მსოფლიოში

10 ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მსოფლიოში

მსჯელობა იმის შესახებ თუ რამდენად ჭკვიანია ადამიანი ძალიან სუბიექტური საკითხია. ეს განისაზღვრება “ინტელექტის კოეფიციენტით” თუ მიღწევებით? ადამიანების დაახლოებით 50 პროცენტს აქვს IQ 90-დან 110-მდე, 2, 5 პროცენტი ითვლება ნონებრივად ჩამორჩენილი – IQ 70-ზე დაბალი ოდენობით, ასევე 2, 5 პროცენტი აღემატებიან უმეტესობას IQ–ს 130-ზე მეტი ოდენობით, ხოლო 0, 5 პროცენტი ითვლებიან[სრულად…]

შეკვეთილში გამორიყულ დელფინს, დაზიანებები ფრინველების ან სხვა ძუძუმწოვრების მიერ აქვს მიყენებული

შეკვეთილში გამორიყულ დელფინს, დაზიანებები ფრინველების ან სხვა ძუძუმწოვრების მიერ აქვს მიყენებული

სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა შესაბამისმა კვლევამ აჩვენა, რომ დელფინს ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა რაიმე საგნით დაზიანება არ აღენიშნება. 25 თებერვალს, მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინი ჩანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველი ვიდეოში აღნიშნავს, რომ დელფინი ტყვიით არის მოკლული. აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა[სრულად…]