საზოგადოება

საქართველოში სასწავლო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში სასწავლო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში სასწავლო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის დელეგაცია იმყოფება. უმაღლეს სამეთაურო-საშტაბო კურსის მონაწილე, 20-მდე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა. როგორც თავდაცვის უწყებიდან “თბილისის თაიმსს” აცნობეს, ირაკლი ალასანიამ საერთაშორისო კურსის 50 მსმენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრისას მინისტრმა საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებზე,[სრულად…]

გურამ ოდიშარია ოპერის დასის წევრებს ხვდება

გურამ ოდიშარია ოპერის დასის წევრებს ხვდება

უკვე ერთი საათია კულტურის მინისტრი გურამ ოდისარია ოპერის დასის წევრებს ხვდება. ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გაირკვეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უწყება და შესრულდება თუ არა თეატრის სოლისტების, გუნდისა და ორკესტრის მოთხოვნა – გადადგეს გიორგი ჟორდანია. ოპერაში უკვე რამდენიმე დღეა ღია დაპირისპირებაა. დასის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოდიან. დღეს გიორგი ჟორდანიამ მათ[სრულად…]

სამხედრო ტერმინთა ელექტრონულ ლექსიკონზე მუშაობას იწყება

სამხედრო ტერმინთა ელექტრონულ ლექსიკონზე მუშაობას იწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ტერმინთა ელექტრონულ ლექსიკონზე მუშაობას იწყებს. ელექტრონული ლექსიკონის შექმნის პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ჩაერთვებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზნით, დღეს თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ[სრულად…]

ომბუდსმენის აპარატი უსახლკაროთა თავშესაფრების მონიტორინგს იწყებს

ომბუდსმენის აპარატი უსახლკაროთა თავშესაფრების მონიტორინგს იწყებს

სახალხო დამცველის აპარატი უსახლკაროთა თავშესაფრების მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგის ჩატარება საჩივრების საფუძველზე გადაწყდა. სახალხო დამცველის აპარატში შესულ განცხადებებში ძირითადად აღნიშნულია, რომ თავშესაფრებში არის ანტისანიტარია, წვიმის დროს ჩადის წყალი და არ აქვთ პირველადი მოხმარების საგნები. დღეს სპეციალური ჯგუფი მოსკოვის გამზირზე მდებარე თავშესაფარს დაათვალიერებს და რამდენიმე დღეში დასკვნას დადებს. დასკვნა იმ უწყებებს გადაეცემათ,[სრულად…]

ეკლესიის გზავნილი მრევლს – გასული კვირის მთავარი მოვლენა

ეკლესიის გზავნილი მრევლს – გასული კვირის მთავარი მოვლენა

საპატრიარქოს საშობაო გზავნილის ერთგვარი რეზიუმე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე:  მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური მრევლის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ, როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან დიდი პატივისცემით და მადლიერებით მიიღო პატრიარქის ეპისტოლე, რამდენიმე ადამიანში, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში გაჩნდა გარკვეული უკმაყოფილება, რაც განმარტებას საჭიროებს. ეკლესიისთვის თითეული ადამიანი ძალიან[სრულად…]

“არსებობს გამოსავალი ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან”

“არსებობს გამოსავალი ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან”

მრავალი ადამიანი ელოდება სამსახურს იმ დროს, როდესაც სამუშაო ადგილი ბევრია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქს სურს, ქართველმა ხალხმა იფიქროს მომავალსა და იმაზე, რა უნდა აკეთოს. “არსებობს ასეთი დევიზი – ვილოცოთ, ვიფიქროთ, წარმოვშვათ ახალი იდეები და ვიშრომოთ. თუ ამას გავაკეთებთ, ბედნიერი ვიქნებით. მინდა, ახალგაზრდობამ ასე იცხოვროს.[სრულად…]

რომელი ქვეყანა აფინანსებს ილია მეორის დისკრედიტაციის კამპანიას?

რომელი ქვეყანა აფინანსებს ილია მეორის დისკრედიტაციის კამპანიას?

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დასაწყისში, უცხოური ფონდებიდან დაფინანსებულმა ჯგუფებმა საქართველოში სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისა და სექტების უფლებების დაცვა დაიწყეს. მოგვიანებით, ტრადიციული რელიგიებისა თუ სექტების წარმომადგენლობამ საქართველოში ძლიერი დასაყრდენიც იშოვეს. შეიქმნა ,,თავისუფლების ინსტიტუტი და საქართველოში, მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის ხარჯზე, რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საქმე ფართოდ გაიშალა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს აიშვეს ე.წ ლიბერტარიანელებმა –[სრულად…]

რამდენი ემბრიონი იღუპება ხელოვნური განაყოფიერების დროს?

რამდენი ემბრიონი იღუპება ხელოვნური განაყოფიერების დროს?

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი განმარტავს, თუ რატომ ეწინააღმდეგება ეკლესია ხელოვნურ განაყოფიერებას. “ხელოვნურ განაყოფიერებას ეკლესია ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ადამიანი უმცირესად ორი ცოდვის თანაზიარია:პირველი ჩუკენობა (ონანიზმი), რომლის შესახებაც საღმრთო წერილი ბრძანებს, რომ მეჩუკნენი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენო, მეორე და უმთავრესი, შვილის მკვლელობა (აბორტი). ხელოვნური ჩარევის დროს ნაყოფიერდება არა ერთი ან ორი ან სამი[სრულად…]

მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში იკრძალება „სუროგატი დედობა“. რატომ?

მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში იკრძალება „სუროგატი დედობა“. რატომ?

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ რა ხდება ჩვენს ფარგლებს გარეთ და რომელი ქვეყნები კრძალავენ სუროგაციას, აღმოჩნდა, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში როგორიცაა – ავსტრია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, სკანდინავიის რამოდენიმე ქვეყანა, ჰონკონგი, იაპონია, უნგრეთი,  ისლანდია, იტალია,  და ამერიკის ზოგიერთი შტატი “სუროგატი დედობა” იკრძალება. საქრთველო 2001 წელს შეუერთდა საერთაშორისო კონვენციას «ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის[სრულად…]

ილია მეორე: „თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა“

ილია მეორე: „თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა“

 სრულიდ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში მრავალშვილიანობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ შვილთა სიმრავლე ბავშვის სწორად აღზრდის ერთ–ერთი გარანტიაა. “…ვითვალისწინებთ რა იმ მართლმადიდებელი ადამიანების დამსახურებას, რომელთაც ბოლო 20 წლის მანძილზე, ეკონომიურად მძიმე მდგომარეობის მიუხედვად, ჩვენს სამწყსოს 4 და მეტი შვილი შესძინეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი მშობლები[სრულად…]

ვახტანგ კაპანაძე ავღანელ კოლეგას შეხვდა

ვახტანგ კაპანაძე ავღანელ კოლეგას შეხვდა

ავღანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ავღანელ კოლეგას შეხვდა. როგორც “თბილისი თაიმსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი დაესწრო. გენერალმა შერ მოჰამად კარიმიმ ქართველ სტუმრებს ავღანეთის გენერალურ შტაბში უმასპინძლა. მხარეებმა ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, ორმხრივი თანამშრომლობის გამყარების, უსაფრთხოების სფეროში[სრულად…]

რატომ შეიცვალა უკუთვლის რეჟიმის მქონე შუქნიშნები

რატომ შეიცვალა უკუთვლის რეჟიმის მქონე შუქნიშნები

დედაქალაქში არსებული უკუთვლის რეჟიმის მქონე შუქნიშნების შეცვლასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, დედაქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. თითოეული მათგანი აღჭურვილია დეტექტორებითა და ვიდეოკამერებით, მიერთებულია მართვის ერთიან ცენტრთან, საიდანაც ხდება მათი ოპერატიული მართვა. “ახალი შუქნიშნები ავტომატიზირებულია და დეტექტორების მიერ,[სრულად…]

როცა პატრიარქმა ასეთი ბავშვების ,,განწირულობაზე” და ,,პრობლემატურობაზე” ისაუბრა, განა ამით გაწირა ისინი?

როცა პატრიარქმა ასეთი ბავშვების ,,განწირულობაზე” და ,,პრობლემატურობაზე” ისაუბრა, განა ამით გაწირა ისინი?

„რატომ დაინახეს პატრიარქის გამონათქვამში სუროგაციით გაჩენილი ბავშვების ან მათი მშობლების რაიმე სახით შეურცხოფა?“, – ამის შესახებ აცხადებს სვეტიცხოვლის მღვდელმსახური, დეკანოზი სერაფიმე დანელია. დეკანოზი სერაფიმე დანელია პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს, რომელსაც ,,თბილისი თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ. ,,საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეპისტოლეს ირგვლივ ატეხილი ხმაური, პირველ რიგში საერო და სამწუხაროდ, სასულიერო საზოგადოების სულიერი დონის[სრულად…]

“ცოდვა – სულიერი კარმა, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს” – აუტიზმი თუ ინდიგო?! არაოდრინალური განმარტებები ცხოვრებაზე

“ცოდვა – სულიერი კარმა, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს” – აუტიზმი თუ ინდიგო?! არაოდრინალური განმარტებები ცხოვრებაზე

სონია შატალოვა მშობლებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს, ის ამჟამად 18 წლისაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია. გოგონას აუტიზმია აქვს. ექიმების დიაგნოზით, “ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა”. სონიამ ძალიან მალე, ყველასგან მოულოდნელად დაიწყო კითხვა და წერა. აღმოჩნდა, რომ მას აქვს აბსოლიტური ცოდნა,  ფოტოგრაფიული მეხსიერება, საოცარი გაგება და აღქმა მთელი სამყაროს შესახებ. ექიმებს დიდი ხნის მანძილზე[სრულად…]

ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმე დაიხურა

ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმე დაიხურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ლესელიძე – 2014-ში” კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, რის გამოც საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა. როგორც სააგენტოდან „თბილისის თაიმსს“ აცნობეს, არაგეგმური ინსპექტირება შპს „ლესელიძე – 2014-ში” მას შემდეგ განხორციელდა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება რამდენიმე ადამიანის მწვავე ინტოქსიკაციის შესახებ.  პაციენტთა განცხადებით, მოწამვლის მიზეზი გახდა თბილისში,ლესელიძის N12-ში შეძენილი შაურმა. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა აიღეს შაურმის ნიმუშები და შესამოწმებლად ლაბორატორიას გადაუგზავნეს. კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში[სრულად…]

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ თანამდებობა დატოვა. ირაკლი კორძაია პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ,,ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა. “ახლობდება ერთი წელი რაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა. ზოგიერთი თქვენთაგანისთვის მითქვამს, რომ ამ სამსახურში სწორედ ერთი წლით მოვედი. სიტყა სიტყვაა. ჰოდა სიტყვის კაცი ვარ მე”, – წერს ირაკლი კორძაია.[სრულად…]

2013 წელს დანაშაულმა ქვეყნაში 25,7%-ით იკლო

2013 წელს დანაშაულმა ქვეყნაში 25,7%-ით იკლო

2013 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დანაშაულმა ქვეყნის მასშტაბით 25,7%-ით იკლო შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული 2013 სრული კალენდარული წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები კრიმინოგენულ მდგომარეობას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, რეგიონების მიხედვით ასახავს. 2013 წელს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დანაშაულის 10036 ერთეულით კლება დაფიქსირდა, რაც 25,7%-ს შეადგენს. გახსნის მაჩვენებელმა 40,9%-ით მოიმატა[სრულად…]

155 სამხედრო მოსამსახურე სამშობლოში დაბრუნდა

155 სამხედრო მოსამსახურე სამშობლოში დაბრუნდა

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მორიგი ნაკადი სამშობლოში დღეს დაბრუნდა. 155 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე  მიხეილ დარჩიაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცეს და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს. „დღეს ავღანეთიდან ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი  ბატალიონის[სრულად…]

დავით სერგეენკო: „გულსატკენია, რომ აბორტების თემას საზოგადოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“

დავით სერგეენკო: „გულსატკენია, რომ აბორტების თემას საზოგადოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოსაზრებით, ექსპერტები, რომლებმაც პატრიარქს სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რეკომენდაცია მიაწოდეს , ალბათ ვალდებულები იყვნენ, საკითხში უფრო ღრმად ჩაეხედათ. ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში რეალურად უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო წარმოჩენილი. დავით სერგეენკოს შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი აბორტის თემა იყო.  როგორც მინისტრმა აღნიშნა, გულსატკენია, რომ აბორტების თემას[სრულად…]

საპატრიარქო საშობაო ეპისტოლეს შესახებ განმარტებებს აკეთებს

საპატრიარქო საშობაო ეპისტოლეს შესახებ განმარტებებს აკეთებს

ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც მიიჩნევს, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი , რომელიც საზოგადოებას პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ გააცნო.  “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი ნაწილი კი, გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებსა[სრულად…]

საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

საქართველოში დღეიდან თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების თქმით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში წვიმა, მთაში კი მცირე ნალექის სახით თოვლია ნავარაუდევი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ცალკეულ რაიონებში თოვლი მოვა. სინოპტიკოსები გამოდარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 11 იანვრიდან ელოდებიან. 08.01.14 Please follow and like us:

ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.  როგორც “თბილისი თაიმსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჰელმანდის პროვინციაში, საზღვაო ქვეითების ბაზა “ლეზერნიკზე” განლაგებულ 31-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობის დღესასწაული საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და[სრულად…]

თბილისში შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა

თბილისში შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა

თბილისში შაურმით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ინფექციურ საავადმყოფოში ერთი და იმავე სიმპტომებით ცხრა ადამიანია მოთავსებული. ერთერთი მათგანი მცირეწლოვანია. ყველა მოწამლული აცხადებს, რომ ცუდად ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთერთ საშაურმეში შეძენილი შაურმის მირთმევის შემდეგ გახდნენ. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ, ინფორმაციას კი ჯგუფური მოწამვლის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ[სრულად…]

კახა ლომაიას ახალი სამსახური

კახა ლომაიას ახალი სამსახური

კახა ლომაია ნიუ-იორკში საქმიანობას აგრძელებს, დიპლომატი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა. გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი კახა ლომაია გენერალური ასამბლეისა და გაერთიანებული ერების უფროსი ოფიცერი პოლიტიკურ საკითხებში. ლომაიას აღნიშნული თანამდებობა უკვე მიულოცეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში დიპლომატს წარმატებას უსურვებს, „ჩვენს უახლოეს მეგობარს, ერთ-ერთ ღირსეულ ადამიანს, ალექსანდრე კახა ლომაიას ვულოცავ ახალ[სრულად…]

საშობაო ეპისტოლე

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II საშობაო ეპისტოლე  ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, – მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო! ,,ნუ გეშინიათ, აჰა, მე გახარებთ დიდ სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა[სრულად…]

„თბილისი თაიმსი“  გილოცავთ  ქრისტეს  შობის ბრწყინვალე დღესასწაულს

„თბილისი თაიმსი“ გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს

„თბილისი თაიმსი“  გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას და დიდ წარმატებას მშვიდობიან საქართველოში! უფალი ფარავდეს თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს! 07.01.14 Please follow and like us:

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გუშინ  23:00 საათზე, დაიწყო. წაიკითხულ იქნა საშობაო ეპისტოლე, ხოლო 00:00 საათზე საზეიმო წირვა[სრულად…]

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისში ქუჩები გადაიკეტება

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისში ქუჩები გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტრო შობის დღესასწაულზე დედაქალაქში ავტოსაგზაო მოძრაობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, 7 იანვარს საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: დილის 09:00 საათიდან ვარდების მოედანი, ხოლო 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილისა და სამრეკლოს ქუჩები. აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე[სრულად…]

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით  მეტროპოლიტენი 23:00 – 04:00 საათამდე მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენი 23:00 – 04:00 საათამდე მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი 04.00 საათამდე იმუშავებს. როგორც “თბილისი თაიმს” თბილისის მერიიდან აცნობეს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 6 იანვარს, მეტროპოლიტენის მუშაობა 4 საათით გახანგრძლივდება და დილის 4 საათამდე იმუშავებს. ამასთან, 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მეტროპოლიტენი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. 06.01.14 Please follow and like us:

საპატრიარქომ მამა გაბრიელის საფლავზე განვითარებული მოვლენების გამო განცხადება გაავრცელა

საპატრიარქომ მამა გაბრიელის საფლავზე განვითარებული მოვლენების გამო განცხადება გაავრცელა

ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. საპატრიარქო ამ დღეებში მამა გაბრიელის საფლავზე განვითარებული მოვლენების გამო განცხადებას ავრცელებს. “თბილისი თაიმსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს,[სრულად…]