საზოგადოება

მიმდინარე თვიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გადაცემის წესი და პირობები შეიცვალა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გადაცემის წესი და პირობები იცვლება. ამიერიდან იმპორტის ნებარტვის აღება ბევრ ისეთ პროდუქტს დასჭირდება, რომელიც აქამდე ნებართვის გარეშე შემოდიოდა ქვეყანაში, ამის თაობაზე გაზეთი „საქართველოს ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს. ამიერიდან თევზეულის, ხორცპროდუქტების, კონხერვების შემოტანებმა წინასაიმპორტო ნებართვები უნდა აიღონ. აქამდე აღნიშნულ პროდუქტებზე ნებართვები საჭირო არ იყო, ნებართვის ღირებულება კი[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს ბიძინა ივანიშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს, იურგენ ბოსს და ვიცე-პრეზიდენტს, ტობიას ვოსს შეხვდა. შეხვედრა პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა. მხარეებმა საგამომცემლო სფეროსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი თბილისში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის[სრულად…]

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩინეთის მთავრობისგან გრანტის სახით 30 ერთეულ თანამედროვე ტექნიკას საჩუქრად მიიღებს

დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჩენ გიან ფუმ ოფიციალურად ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობისგან გრანტის სახით, საჩუქრად 30 ერთეული თანამედროვე ტექნიკა მიიღო. ,,მელიორაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლილს მეურნეობაში. დღეს, აქტიურად მიმდინარეობს მაგისტრალური არხების წმენდა და რეაბილიტაცია. საუბარია[სრულად…]

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე პრეზიდენტი იურგენ ვოსი და ვიცე–პრეზიდენტი ტობიას ვოსი საქართველოში არიან . ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებების გაგრძელება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სტუმრები დღეს საქართველოს კინოცენტრსა და ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან. რის შემდეგაც დაგეგმილია მათი ვიზიტი მწერალთა სახლში და სხვადასხვა გამომცემლობებში. იურგენ ვოსი და[სრულად…]

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ნაწილში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ნაწილში ჭერი ჩამოინგრა. შენობის ნული სართულის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ჭერის ჩამონგრევის მიზეზი სახანძრო მილის დაზიანება გახდა. პარლამენტის აპარატის უფროს ზურაბ მარაქველიძის ინფორმაციით, წყლის ძლიერ ნაკადს კედელმა ვერ გაუძლო და ნაწილობრივ ჩამოიშალა. ფლიგელში, სადაც შემთხვევა მოხდა, განთავსებულია გარემოს დაცვის, დარგობრივი ეკონომიკის, ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების სამუშაო ოთახები.[სრულად…]

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება სადაც აღნიშნულია, რომ ქართულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ქართული ჯარი ირანში წარმოებული კვერცხით იკვებება სიმართლეს არ შეესაბამება. „შეიარაღებულ ძალების კვებას უზრუნველყოფს ორი კომპანია – “ქართული კვების კომპანია” რომელსაც შემოაქვს “კოდას” კვერცხი და კომპანია “ელფი” რომელსაც შემოაქვს “სავანეთი” წარმოებული პროდუქტი. თავდაცვის სამინისტრო პრიორიტეტს ანიჭებს საქართველოში[სრულად…]

გურამ ოდიშარია: „ნიკა მემანიშვილის საწინააღმდეგოდ წლის დასაწყისში ჩვენთან 33 ადამიანის საჩივარი შემოვიდა“

კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გამოვლენილი დარღვევების შესახებ დეტალურად არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული შესწავლის საგანია. “ჯერჯერობით შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ვაანალიზებთ და ვსწავლობთ, აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განუცხადა გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს საკითხზე კომენტირებისას რამდენად აპირებს უწყება ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გამოვლენილი დარღვევების თაობაზე[სრულად…]

პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსა დელეგაცია ჯანდაცვის უწყებას სტუმრობს

ჯანდაცვის სამინისტროს დღეს პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსა და შეზღუდული შესაძლებლობების სახელმწიფო ფონდის დელეგაცია ესტუმრა. სამინისტროს ინფორმაციით,  ვიზიტის მიზანია სხვადასხვა სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარება. ეს პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ფინანსდება. დელეგაციების შეხვედრის დროს გამოიკვეთება თუ რა კონკრეტული დახმარება შეუძლია გამოწიოს პოლონურმა მხარემ საქართველოს ამ მიმართლებით, აცხადებენ ჯანდაცვაში. პოლონელი[სრულად…]

მარეკ დუდაევი რომელსაც 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თავისუფალია

ქართული საპატიმროდან გათავისუფლებული მარეკ დუდაევი უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთში, საკუთარ სახლში იმყოფება. ამის შესახებ სააგენტო “რესი” ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტისა და დე ფაქტო მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. “მარეკ დუდაევი, რომელიც 2004 წლის მარტში ქართულმა სპეცსამსახურებმა მშობლიური სოფელ არცევიდან გაიტაცეს, ქართული ციხიდან გუშინ საღამოს გაათავისუფლეს და ამჟამად სამხრეთ ოსეთში,[სრულად…]

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი უსამძიმრებს თითოეული გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი უსამძიმრებს თითოეული გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და განცხადებას ავრცელებელ. ახალგაზრდული პარლამენის წევრები იმედს გამოთქვამენ,  რომ მსოფლიოს თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხოებისათვის შეწირული მათი სიცოცხლე, რეალურ შედეგს გამოიღებს ტერორიზმიზს გლობალური საფრთხის დასამარცხებლად, ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადევბაში ახალგაზრდულ პარლამენტის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  მნიშვნელოვანია ქართველი სახმედროების მსახურება[სრულად…]

დავით ნარმანიამ საჩხერესა და ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან და ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ მალხაზ წერეთელთან ერთად, საჩხერესა და ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მინისტრმა, მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით,[სრულად…]

ილია მეორე – “ჩვენ შევწირეთ ჯერ სამი, შემდეგ შვიდი ჯარისკაცი. უნდა გავაკეთოთ ანალიზი, რატომ მოხდა ეს და რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო.“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს შეასრულებს. გარდაცვლილ ჯარისკაცებს სამების საკათედრო ტაძარში 18:00 საათზე მიასვენებენ, ხოლო პანაშვიდი 19:00 საათზე დაიწყება. დღეს საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქი ავღანეთში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა “დღეს მთელი საქართველო გლოვობს, დასტირის ჩვენს ჯარისკაცებს. შევთხოვთ უფალს, ნათელში დაამკვიდროს მათი[სრულად…]

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო პანაშვიდი 9 ივნისს 19:00 სათზე სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. შვიდი ქართველი გმირის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის. ავღანეთში დაღუპული ქართველი მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013[სრულად…]

საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი გაავრცელა

6 ივნისს ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო, საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს. “დიდია ჩვენი მწუხარება და გულისტკივილი ავღანეთში ა.წ. 6 ივნისს გარდაცვლილი საქართველოს ჯარისკაცების გამო. ვწუხვართ დაჭრილთა და ყველა იმ დაზარალებულთათვის, რომელთაც მიიღეს სხეულის დაზიანება. აღვავლენთ ლოცვებს თეიმურაზ ორთავიძის, გიორგი ადამოვის, ზურაბ გურგენაშვილის, მიხეილ ნარინდოშვილის, ბორის ცუგოშვილის, ზვიად სულხანიშვილის და გიორგი[სრულად…]

საიამ სამინისტროებში პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემის დანერგვის მონიტორინგის დროს სხვადასხვა ხარვეზები აღმოაჩინა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სამინისტროებში ჩატარებული კვლევის შედეგად რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოავლინა. საიას ინფორმაციით, კვლევის – ,,საქართველოს სამინისტროებში პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემის დანერგვის მონიტორინგი” შედეგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად კანონის მოთხოვნებისა, დღემდე არ არის დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებისა, სამინისტროების უმრავლესობა არ აწარმოებს ფაილურ სისტემას და ფაილური[სრულად…]

ხვალ დავითიანნისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის “წიგნის მეგობრების” პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ  12:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში, გაიმართება ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის “წიგნის მეგობრების” პრეზენტაცია. როგორც დავითიანიდან  „თბილისი თაიმს“ აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდება პროექტის მონაწილეებს და დალოცავს მათ. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, შაბათი დღე, წიგნის კითხვის დღედ გამოცხადდა.  უწმინდესმა აღნიშნული ინიციატივა 2[სრულად…]

გუშინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “საზოგადოებრივ მაუწყებელი“ განცხადებას ავრცელებს

“საზოგადოებრივ მაუწყებელში” ინახება მხოლოდ ტელეკომპანია “პირველი კავკასიურის” (პიკ-ის) საეთერო შეფუთვით გასული მასალა, ხოლო ყველა მასალის ორიგინალი კვლავ ინახება ტელეკომპანია “პიკ”-ში. ამის შესახებ ნათქვამია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, გუშინ, ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში მომხდარ ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ ანტიქართულ ვიდეოში გამოყენებული იყო “ტელეკომპანია პიკის” ვიდეომასალა, რომელიც,[სრულად…]

ტურიზმის ადმინისტრაციას გიორგი სიგუა უხელმძღვანელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ამ თანამდეობას დღეიდან გიორგი სიგუა დაიკავებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური თითქმის 6 თვის განმავლობაში იყო. გიორგი სიგუას განცხადებით, უპირველეს ყოვლილსა აუცილებელია, განისაზღვოს სახელმწიფო სტრატეგია და ის, თუ რა ადგილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმს. ამის შემდეგ კი უნდა განვითარდეს[სრულად…]

ცეზარ ჩოჩელს ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მილიონობით დოლარს „ახევდნენ“

მცხეთა – მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი  ცეზარ ჩოჩელი  გაზეთ „ალიასთან“ საუბარში აღიარებს , რომ მას ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მილიონობით დოლარს „ახევდნენ“. სქემა მარტივი და „ეფექტური“ იყო – სპეციალურად იჭერდნენ მის ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს  და შემდეგ  უფორმებდნენ საპროცესოებს, ხოლო ფულს ცეზარ ჩოჩელს ახდევინებდნენ.  ბიზნესმენი „ალიას“ იმ ადამიანების სიას აწვდის [სრულად…]

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პირველადი ჯანდაცვის მოდელის გავრცობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ჩამოყალიბდა მხარეებს შორის გამართული თანმიმდევრული მოლაპარაკებების საფუძველზე და ეფუძნება პენიტენციურ სისტემაში პირველადი ჯანდაცვის საჭიროებათა შეფასების შედეგებსა და[სრულად…]

2013 წელს 9 500-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი დარეგისტრირდა

2013 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად 9 500-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდა 9-10 ივლისს ჩატარდება. “2400-მდე მაგისტრობის მსურველმა A ტიპის ტესტი აირჩია, 1400-მდე აპლიკანტმა კი – B ტიპის. დაახლოებით ამდენივემ მონიშნა D ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმრავლესობა კი (3 500-მდე) გამოცდაზე E ტიპის ტესტს[სრულად…]

თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს ბენდი ეწვია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, საზღვაო ქვეითთა პორტსმუთის „სამეფო ბენდს“ უმასპინძლა. დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღისა და მისი კორონაციიდან 60 წლისთავის აღსანიშნავად, თავდაცვის სამინისტროს ეზოში ღონისძიება გაიმართა. „სამეფო ბენდთან” ერთად მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელმა ბენდმაც მიიღო.ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და[სრულად…]

ჯგუფი “დიფ ფარფლ” დღეს თბილისში ჩამოდის

ჯგუფი “დიფ ფარფლ” დღეს თბილისში ჩამოდის. ლეგენდარული ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს მუსიკალურ ფესტივალ “თბილისი ოუფენ ეარში”. მელომანები მუსიკოსების დასახვედრად ემზადებიან. ჯგუფს დატვირთული დღეს აქვს. 04.06.13 Please follow and like us:

რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილი ხადურები გაათავისუფლეს

რუსი მესაზღვრეების მიერ რამდენიმე დღის წინ დაკავებული მამა-შვილი ხადურები გაათავისუფლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავთანდილ და კახი ხადურების გათავისუფლება შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, “ცხელი ხაზის” მეშვეობით მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა. შს სამინისტროს ცნობით, გორის რაიონის სოფელ ქვეშის მაცხოვრებლები – ავთანდილ და კახი[სრულად…]

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით 200-მდე ადამიანი თბილისში პარლამენტის შენობასთან აქციას მართავს

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, რომელშიც 200-მდე ადამიანი მონაწილეობს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლექსო მაჭავარიანმა “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა, დღევანდელი აქციით სოლიდარობას უცხადებენ იმ პატიმრებს, რომლებიც მარიხუანას მოხმარებისთვის არიან ციხეში. „დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას და ბუნებრივია, რომ არალეგალებული ქმედებისთვის სახელმწიფო რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც შეინარჩუნებს ჯარიმებს.[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილმა თბილისში მცხოვრებ სომხებს საიათნოვასადმი მიძღვნილი დღესასწაული ვარდატონი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში მცხოვრებ სომხებს საიათნოვასადმი მიძღვნილი დღესასწაული ვარდატონი მიულოცა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს დღე ქართველი და სომეხი ხალხის საერთო დღესასწაულია. პრემიერის თქმით, საიათნოვა ქართულ-სომხური ურთიერთობების სიმბოლოა. ივანიშვილის განცხადებით, საიათნოვა შუა საუკუნეების გვიანი პერიოდის სომხური პოეზიისა და სასულიერო კულტურის სახელოვანი წარმომადგენელი იყო. მისივე თქმით, თბილისში[სრულად…]

ილია მეორე: „ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ შაბათი ლოცვასთან ერთად წიგნის დღეც იქნება“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შაბათი წიგნის დღედ დააწესა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა , ადამიანებმა ტელევიზიისა და პრესის მიხედვით ბევრი რამ იციან, თუმცა მათი ცოდნა ზედაპირულია. “რით განსხვავდება ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდნა – ისინი ღრმად აზროვნებდნენ, ჩვენ კი ყველაფერს ზერელედ ვუყურებთ. ბევრი რამ ვიცით,[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენი ვალია ვიზრუნოთ ჩვენს მომავალ თაობაზე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. “დღეს, პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ამ დღეს. საქართველოსთვის, ისევე როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობისათვის ზრუნვას, მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის ხელშეწყობას”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. მისივ თქმით, ბავშვებზე[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა კახი კალაძეს იმ სპორტული წარმატებისთვის რაც მან ქვეყანას მოუტანა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს პოლიტიკაში ისეთივე წარმატებული კარიერა უსურვა, როგორიც მას ფეხბურთში ჰქონდა. კახი კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა და მას მადლობა გადაუხადა. “დღეს ჩვენ ფეხბურთიდან ვაცილებთ ჩვენ საყვარელ კახა კალაძეს, მინდა მოკლედ შეგახსენოთ როგორ შემოვიდა ის პოლიტიკაში. მინდა პირველი დღე გავიხსენო ჩვენი პირველი შეხვედრის,[სრულად…]

ილია მეორე: “ღვთის დიდი სასწაულია, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, წმინდა ნინომ იქადაქა აქ და ამ მიწაზე დადიოდა”

სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით წირვა შესრულდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს მიულოცა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება,  რისი მფლობელები ვართ, რა მოგვცა ღმერთმა, რას ვაკეთებთ და სად მივდივართ. “ღვთის დიდი სასწაულია, რომ საქართველო[სრულად…]