საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ეწვია და იერუსალიმის პატრიარქს, მის უწმინდესობა თეოფილოს III-ს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა მის უწმინდესობას მოახლოებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული მიულოცა და ქართველი სასულიერო პირებისთვის არაერთხელ გაწეული გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. 25.06.13 Please follow and like us:

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე 42 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული

გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, აბიტურინტებისთვის წელს ორი მნიშვნელოვანი სიახლეა – დაფინანსება და მიმართულებების არჩევის წესი. წელს აბიტურიენტებს შეეძლებათ აირჩიონ იმდენი ფაკულტეტი და უმაღლესი სასაწავლებელი, რამდენიც სურთ. მათ საბოლოო არჩევანის დაფიქსირება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყებიდან აპელაციის პროცესის დაწყებამდე შეუძლიათ. რაც[სრულად…]

რატი ამაღლობელი: “მთავარია ადამიანს წიგნი უყვარდეს და სად წაიკითხავს იგი მას, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია”

დღეს კომპიუტერიზაციის ეპოქაში, წიგნის აქტუალურობაზე და ოცდამეერთე საუკუნის ბავშვის და წიგნის ურთიერთობაზე, ასევე მშობლის ჩართულობაზე ამ პროცესში მწერალი, რატი ამაღლობელი ‘თბილისი თაიმსს“ ესაუბრა. მწერლის აცხადებს, რომ თანახმად ამაზონონის მონაცემებისა, რომელიც მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზიაა, უკვე 2011 წლის მიწურულს გაყიდული ელეკტრო წიგნების რაოდენობამ გაუსწრო ნაბეჭდი წიგნების გაყიდვებს. „მსოფლიოში წიგნის[სრულად…]

რატი ამაღლობელი მიესალმება განათლების სამინისტროს ინიციატივას – სკოლებში სასკოლო სახელძღვანელოების უფასოდ დარიგებას

„მივესალმები იმას, რომ არამარტო საქართველოს ქალაქებში არამედ, საქართველოს თითოეულ სოფელში ჩვენი მოწაფეები და მათი მშობლები ყოველწლურად აღარ გადაიხდიან ასობით ლარს სასკოლო სახელმძღვანელოებში,“-  ამის შესახებ  „თბილისი თაიმსს“  მწერალმა,რატი ამაღლობელმა განუცხადა. ამაღლობელი თვლის , რომ კონსტიტუციური უფლებაა ბავშვის, რომ მას უნდა ჰქონდეს უფასო ზოგადი განათლება. „ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, უნდა აღსრულებულიყო და[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის ლოცვა – კურთხევით, ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული ვითარება გამოსწორდება

 პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ერთად “ივენთ ჰოლში” “საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” პრეზენტაციას და საზეიმო კონცერტს დაესწრო. კონცერტის დასრულების შემდეგ ფონდის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ კათოლიკოს პატრიარქს და პრემიერ-მინისტრს ფონდის სიმბოლო – დემოგრაფიული ხე გადასცა. “მე მშობლების მეშვიდე შვილი ვარ. 7 ბედნიერი რიცხვია და ბედნიერია ის მშობელი, ვისაც[სრულად…]

საქართველო ისრაელისგან იარაღის შეძენას აპირებს

პორტალის”izrus”-ის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ისრაელში მომავალ კვირას იგეგმება (თუ არ გადაიდო პროფკავშირების გაფიცვების გამო) და საუბარი შეეხება სწორედ ისრაელისგან იარაღის შესყიდვის განახლებას. ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ შიმონ პერესთან შეხვედრების გარდა, ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავდაცვითი იარაღის მწარმოებელ კომპანიას მოინახულებს. აღსანიშნავია, რომ[სრულად…]

დღეს სულთმოფენობის დღესასწაული აღინიშნება

დღეს მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის[სრულად…]

ილია მეორე: „აჭარაში საოცრება ხდება – ინათლებიან გამუსულმანებული ქართველები”

უწმინდესმა ახალგაზრდებს ურჩია, რომ წაიკითხონ აკაკი წერეთლის მოთხრობა “მერცხლისა და ჭივჭავის ომი”, ყოველდღე უნდა ვიკითხოთ წიგნები და ბედნიერი ვიქნებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძრის ეზოში წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, წიგნი მხოლოდ შაბათს არ უნდა გაგვახსენდეს. უწმინდესმა ასევე[სრულად…]

არასამთავრობოები განმარტავენ თუ რატომ არ ესწრებოდნენ გუშინ შსს-ში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ჩვენებას

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ამ განცხადებას “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ, განვმარტოთ, თუ რა მიზეზებით განვაცხადეთ უარი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ნახვაზე. პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ გასული წლების განმავლობაში[სრულად…]

გიორგი ფარესაშვილი – გელა ხვედელიძის დასჯას და ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომას მოითხოვს

ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი ხელისუფლებასა და ძალოვან უწყებებს სამ მოთხოვნას უყენებს. როგორც გიორგი ფარესიშვილმა დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ მისი პირობები შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარესიშვილი ერთი კვირის შემდეგ ევროპის რომელიმე ქვეყნისთვის პოლიტიკური დევნილობის თხოვნას აპირებს. ჟურნალისტი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის დასჯას, მასთან დაკავშირებული საქმის რეალურ[სრულად…]

ჯონ კერი: „ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოსავლენად ქართველ სამართალდამცავთა ძალისხმევა შემცირდა“

საქართველო ქალების და გოგონების სექსუალური ტრეფიკინგის, ასევე ქალების და მამაკაცების იძულებითი შრომის ტრანზიტს, წყაროს და მიმართულებას წარმოადგენს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ადამიანთა ტრეფიკინგის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას. ჯონ კერის ინფორმაციით, ქალები ექცევიან სექსუალური ექსპლუატაციის ქვეშ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ – თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ[სრულად…]

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის რეიტინგი გაუმჯობესდა

“Freedom House”-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, “ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის და უფრო პლურალისატული პარლამენტის შექმნის თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის რეიტინგი გაუმჯობესდა”. ნათქვამია “Freedom House”-ის ყოველწლიურ ანგარიშში-“Nations in Transit 2013”, რომელიც 16 ივნისს გამოქვეყნდა და მასში ევროპისა და ევრაზიის ყოფილი კომუნისტური ბანაკის ქვეყნებში, მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიის თვალსზრისით არსებულ მდგომარეობას იკვლევს. ანგარიში 2012[სრულად…]

მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრმა დავით ნარმანიამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ჭელიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რას მოიცავს აღწერის პირველი ეტაპი და სად განხორციელდება იგი. „მოსახლეობის აღწერის მსოფლიოში გავრცელებული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის განხორციელებისთვის აუცილებელია შენობებისა და მათში[სრულად…]

პროფესიულ სასწავლებლებში მომავალი წლიდან სწავლა უფასო იქნება

პროფესიულ სასწავლებლებში მომავალი წლიდან სწავლა უფასო იქნება. ამის შესახებ ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში სტუდენტებთან შეხვედრისას განათლებისა და მეცნეირების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. ,,პროფესიული განათლება, სახელმწიფოს მიერ დაარსებულ კოლეჯებში, სწავლა სექტემბრიდან იქნება უფასო იმ ადამიანებისთვის ვინც გადალახავენ ბარიერს”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 21.06.13 Please follow and like us:

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ახალი ჩანაწერების საქმეზე დაკავებულმა პოლიციელმა თვითმკვლელობა სცადა

მოდულის შენობაში დაკითხვისას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ახალი ჩანაწერების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა თვითმკვლელობა სცადა. მან დაზიანებები მუცლის არეში მიიყენა. ბრალდებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღისა და ნარკოტიკების სამალავის საქმეზე, 19 ივნისს გამთენიისას 9 პირი დააკავეს. 3 მათგანი პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, 2 ყოფილი პოლიციელი,[სრულად…]

არჩილ თალაკვაძე: „საქართველოს ციხეებში გარდაცვალებათა 18%-ი გამოწვეულია C ჰეპატიტით“

დღეს, სასტუმრო  ”ქორთიარდ მერიოტში” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და      იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ და  ფონდმა  ”ღია საქზოგადოება-საქართველო” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამული დოკუმენტი წარმოდგინა. როგორც ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს, აღნიშნული პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემისთვის ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. მათივე განცხადებით, პროგრამული დოკუმენტის განხილვა მოხდა[სრულად…]

დავით ნარმანია: “ყოველთვის პრემია ყველას ნამდვილად არ ეძლევა“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, მის უწყებაში პრემიების საკითხის მოწესრიგება იგეგმება. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა სამინისტროებში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით. როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, პრემიებთან დაკავშირებით მის სამინისტროში მოქმედებს შემდეგი პრინციპი: დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩევს მის[სრულად…]

გურამ ოდიშარია: „ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის დროს იუნესკოს ბევრ რჩევა არ გაითვალისწინეს“

მთავარია, ბაგრატის ტაძარი საზოგადოებაში განხეთქილების მიზეზი არ გახდეს. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიაშარიამ განაცხადა. ოდიშარიას თქმით, პოლიტიკურ პარტიათა აზრებს მნიშვნელობა არ აქვს. მინისტრები მიდიან და მოდიან, მაგრამ ბაგრატი მარადიულია და ის რჩება. ბაგრატის რესტავრაცია მალე დამთავრდება და ის ფუნქციონირებას დაიწყებს, მაგრამ ეს ის ბაგრატი არ იქნება. ბაგრატი გახდება[სრულად…]

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი”: ,,იდენტობის“ წევრები განზრახ ახდენდნენ დაპირისპირების ხელშეწყობას, რაც ორიენტირებულია გრანტების მოზიდვაზე”

,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კვლევა მოამზადა. როგორც კვლევის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კვლევაში აღწერილ, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ორგანიზაციის 10 თანამშრომელი აკვირდებოდა. კვლევის თანახმად, სხვადასხვა სახის მძიმე და მსუბუქი დაზიანება მიიღო ლგბტ აქციის მოწინააღმდეგე აქციის ათობით წევრმა, მათ შორის არასრულწლოვანმა. მძიმედ დაზიანდა ერთ–ერთი ჟურნალისტი ხატია კალმახელიძე. ასევე, საშუალოდ[სრულად…]

ბაჩო ახალაია: „მოვითხოვ ბოდიშის მოხდას ჩემი და ჩემი ოჯახის სახელის დისკრედიტაციისთვის“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ე.წ უკანონო ჩანაწერებთან მისი სახელის დაკავშირების გამო “უპასუხისმგებლო ადამიანებისა თუ გამომცემლობებისგან” ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ახალაიას განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს მის სახელს აქტიურად იყენებენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში. აღნიშნული განცხადება ბაჩო ახალაიას “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა. “ბოლო ასეთი მცდელობა იყო ჩემი სახელის ხსენება ე.წ უკანონო ჩანაწერებთან[სრულად…]

რუსების მესამედი რუსეთის მიმართ ყველაზე მტრულად განწყობილ ქვეყანად საქართველოს მიიჩნევს

რუსეთის მოსახლეობის მესამედი ყველაზე მტრულ ქვეყანად საქართველოს მიიჩნევს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ლევადა ცენტრის გამოკითხვაზე დაყრდნობით იუწყება. გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიმართ ყველაზე მტრულად და აგრესიულად განწყობილ ქვეყანად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს. აშშ-ს ხმა 38%-მა მისცა, რუსების აზრით მეორე ადგილზე საქართველოა 33%-ით, შემდეგ ლატვია ლიტვა და ესტონეთი მოდიან, 21, 17, 16, პროცენტებით.[სრულად…]

UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრი ამოიღო

UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება UNESCO-მ 37-ე სესიაზე მიიღო. ამავე სესიის გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება. “მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, განიხილა რა დოკუმენტი (WHC-13/37.COM/7A, მცხეთის ისტორიული ძეგლები[სრულად…]

2014-2017 წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტი ისევ სოციალურ სფეროზე იქნება ორიენტირებული

2014-2017 წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტი ისევ სოციალურ სფეროზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ დღეს, დღეს  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. ლომიძის განმარტებით, მომდევნო წლებშიც ჯანდაცვის ბიუჯეტი სიღარიბის შემცირებაზე, საპენსიო რეფორმაზე და შშმპ, ვეტერან და მარჩენალდაკარგულთა დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. შეხვედრა, რომელზეც 2014 წლის ძირითადი მიმართულებებისა[სრულად…]

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”: „ ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო“

 “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბედუკაძის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება “განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ”. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” გაერო-ს კონვენციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაუშვებელია უმაღლესი[სრულად…]

მარჯანიშვილის თეატრის წინ გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნება

21 ივნისს მარჯანიშვილის თეატრის წინ რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა  მამუკა ქაცარავამ განაცხადა. “21 ივნისს გაიხსნება მისი ვარსკვლავი. ეს ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებდა. ამაზე ყველა შეთანმხებული ვიყავით, თუმცა სამწუხაროდ, მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მოგვცა საშუალება, თავად ბატონი გიგა დასწრებოდა ამ ვარსკვლავის[სრულად…]

ილია მეორე აჭარაში სამდღიან ვიზიტს განაგრძობს

ილია მეორე აჭარაში სამდღიან ვიზიტს განაგრძობს. დღეს უწმინდესი ხიჭაურში წმინდა ტბელაბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვევა, სტუდენტებს სიტყვით მიმართავს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უწმინდესი ასევე საზეიმო ვითარებაში დიპლომებს გადასცემს. Please follow and like us:

აშშ–ის საელჩო და ფინანსთა სამინისტრო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ

საქართველოში აშშ–ის საელჩო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები მოლაპარაკებას აწარმოებენ კომპანია “მაიკროსოფტის” და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან, რათა საქართველოს სამთავრობო კომპიუტერული სისტემა სრულ შესაბამისობაში იქნას მოყვანილი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მოთხოვნებთან. “ინტელექტუალური საკუთრების უფლების მტკიცედ და განუხრელად[სრულად…]

მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენციამ მუშაობა დაასრულა

მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენციამ მუშაობა დაასრულა. გუშინ მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე 205 ხმით აირჩია. ფარული კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა კონფერენციაში მონაწილე 224 მოსამართლიდან 222-მა მიიღო. აქედან 205-მა ლევან მურუსიძეს მისცა ხმა. 17 ბიულეტენი კი ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ცნო. კენჭისყრის დაწყების წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის ოთხმა[სრულად…]

გამოცდის ტესტებს დღეს რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ

ერთიანი ეროვნული, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტებს დღეს, აეროპორტიდან, კერძოდ, “საქართველოს ფოსტის” საბაჟო ტერმინალიდან თბილისისა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2013 წლის გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია “სტივენ ოსტინმა” დაბეჭდა. 1768 წელს დაფუძნებული კომპანია “სტივენ[სრულად…]

კვლევამ – „რით გამოირჩევიან მოზარდები, რომლებიც ერთსქესიან ოჯახებში აღიზარდნენ“ შოკისმომგვრელი შედეგები აჩვენა

ვიდრე, უშუალოდ თანამდროვე მსოფლიოში მიმდინარე სექსუალური რევოლუციისა და მის მიერ გამოწვეული მორალური კრიზის შესახებ ვისაუბრებდეთ, უპრიანი იქნება  განვმარტოთ ესა თუ ის ტერმინოლოგიური დეფინიცია. (ბერძ. Homos – მსგავსი; ლათ. Sexsualis – სქესობრივი)- მამაკაცის სექსუალური ლტოლვა მამრობითი სქესის წარმომადგენლის მიმართ. მამაკაცთა ჰომოსექსუალიზმთან ერთად არსებობს ქალთა ჰომოსექსუალიზმიც – ლესბიანიზმი (საბერძნეთის კუნძულ „ლესბოსის“ სახელწოდების[სრულად…]