18 საათის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
19 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
19 საათის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
19 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
19 საათის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

საზოგადოება

ომბუდსმენი “იდენტობის” ინიციატივას აფასებს

სახალხო დამცველი ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი შეშფოთებულია სასულიერო პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც შეიძლება გახდეს კონკრეტული ჯგუფის მიმართ ძალადობის წაქეზების საფუძველი. ხოლო, რაც შეეხება მუქარას და ძალადობის საფრთხეს, რის შესახებაც ორგანიზაცია 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამახვილებს ყურადღებას,[სრულად…]

საპატრიარქო “იდენტობის” ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის

საქართველოს საპატრიარქო არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა სახლის დაარსებას ეხება, განცხადებას ავრცელებს. “თბილისი ტაიმსი” საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობამ” განაცხადა, რომ აქვს სურვილი და უკვე შემოწირულობების შეგროვებაც დაიწყეს, მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის დასაარსებლად. “იდენტობა” ჰომოსექსუალთა და სხვა სქესობრივი უმცირესობების უფლებების დამცველი და[სრულად…]

გურამ ოდიშარია: რაბათის ციხეზე შესაძლოა, გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს

რაბათის ციხეზე შესაძლოა,  გუმბათის ფერი და გისოსები შეიცვალოს, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რაბათის ციხის რესტავრაციის პროცესში თურქი სპეციალისტები ითხოვდნენ, რომ გუმბათი ოქროსფრად არ შეღებილიყო. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ისტორიული გისოსები ჩანაცვლდა მოგვირისტებული, ჩახლართული გისოსებით, რომელიც ამ არქიტექტურისთვის დამახასიათებელი არ[სრულად…]

დავით სერგეენკო: “იდენტობის” ინიციატივა არ არის კოორდინირებული და მოქცეული საერთაშორისო დეკლარაციებთან და კანონმდებლობასთან

დავით სერგეენკო: “იდენტობის” ინიციატივა არ არის კოორდინირებული და მოქცეული საერთაშორისო დეკლარაციებთან და კანონმდებლობასთან “იდენტობის” ინიციატივა არ არის კოორდინირებული და მოქცეული საერთაშორისო დეკლარაციებთან და კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც უსახლკარო ბავშვების დახმარებისთვის არის მიმართული, თუმცა[სრულად…]

სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა

ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის საკითხზე შპს “ქართული კვების კომპანია” განცხადებას ავრცელებს. როგორც “თბილსის თაიმსს” კომპანიიდან აცნობეს, საქმეზე მოკვლევა დაწყებულია და გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას, რის გამოც ის “ქართული კვების კომპანიიდან” უკვე დათხოვნილია. “ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში გუშინ, 61-მა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტს ერთჯერადი[სრულად…]

ათეულობით გაფუჭებული ქათამი იქნა ამოღებული

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ი/მ “ზურაბ ჩხიკვაძის” სასურსათო მაღაზიიდან სარეალიზაციოდ გამოტანილი ათეულობით ქათამი ამოიღეს, რომელსაც  დამახასიათებელი სუნი ჰქონდა და ორგანოლეპტიკურად გაფუჭებული იყო. საგანტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროდუქტი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა. 13.11.13     Please follow and like us:

დღეს წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. როგორც „თბილისი თაიმსს“ დავითიანნიდან აცნობეს, დღეს, 13:00სთ-ზე მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის საზეიმო პარაკლისს 100 000 ქართველი მოწამის სახელზე. როგორც მოგეხსენებათ, მე-13 საუკუნეში, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, წმ. 100 ათასი[სრულად…]

აშშ-ს ფლოტის ფლაგმანი საქართველოშია

აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი, USS Mount Whitney 11 ნოემბერს “გეგმიური ვიზიტით” ბათუმის პორტს ეწვია, რომლის დროსაც საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნებს გამართავს, განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში. ქართული მხარის თანახმად, 12 ნოემბერს გემზე დაგეგმილია ერთობლივ ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნები, ასევე  სწავლებები საზღვაო ოპერაციების მართვის და ინფორმაციის გაცვლის ცენტრის შესახებ. გემი ბათუმს 13 ნოემბერს[სრულად…]

შეიარაღებული ძალები პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალისთვის აქტიურ მზადებას გადიან

საქართველოს შეიარაღებული ძალები პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალისთვის აქტიურ მზადებას გადიან. საზეიმო ცერემონიალზე სამხედრო ძალების ფაქტიურად ყველა კომპონენტი მიიღებს მონაწილეობას. ინაუგურაციაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ოფიცრებით დაკომპლექტებული ოცეული, ავიაციისა და საზღვაო ძალების სანაპირო დაცვის, ასევე სპეციალური დანიშნულების ძალების, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, ეროვნული გვარდიის, საწყისი საბრძოლო[სრულად…]

არქიმანდრიტ ბართლომემ საეკლესიო სასჯელი მიიღო

საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) მიერ რამდენიმე დღის წინ დადებულ წყევლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულის გამო მას ეპიტემია (საეკლესიო სასჯელი, რომლის გამოტანის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს აქვს;) დაედო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არქიმანდრიტს ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, თუმცა როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არ ჰქონდა უფლება აღნიშნული თვითნებურად[სრულად…]

აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების იუბილე ვაზიანის სამხედრო ბაზა “ალგეთი 2”-ზე აღინიშნა

აშშ-ის საზღვაო ქვეით ძალებს დაარსებიდან 238-ე წელი შეუსრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება სამხრეთ ვაზიანის სამხედრო ბაზა “ალგეთი 2”-ზე გაიმართა. ამერიკელ სამხედროებს დაბადების დღე შპს “ქართული კვების კომპანიის” დირექტორმა გიორგი როგავამ სადღესასწაულო ტორტით მიულოცა. დღესვე, ამერიკელმა ქვეითებმა შპს “ქართული კვების კომპანიის” ხელმძღვანელს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და “ალგეთი 2”-ის ბაზაზე[სრულად…]

ქართულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარების კურსი გაიხსნა

ქართულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარების კურსი გაიხსნა

წარმატების მიღწევა ქართველი ახალგაზრდებისთვის უდიდესი სურვილი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ჩვენს ქვეყანაში რეალურად ცოტაა წარმატებული ადამიანი, წარუმეტებელი კი ბევრი, სწორედ წარმატებს მოპოვების ფსიქოლოგიაზე საუბრით გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საჯარო ლექციათა კურსი, რომელიც ამავე უნივერსიტეტის თვითმმართველობის, კერძოდ კი განათლებისა და მეცნიერების კლუბის მიერაა ორგანიზებული. ლექციათა კურსი[სრულად…]

ილია მეორემ ქართველი ერი და ხელისუფლება დალოცა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველი ერი და ხელისუფლება დალოცა. საგურამოში, პარაკლისის შემდგომ ქადაგებისას პატრიარქმა წმინდა ილია მართლის ღვაწლზე ისაუბრა და მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა. პარაკლისს საგურამოს ეკლესიაში საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სამეფო გვარის შთამომავლები[სრულად…]

თბილისში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

თბილისში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მისი სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და წვიმა შენარჩუნდება, რაც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც გავრცელდება. იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. ხვალ ასევე იწვიმებს ქვეყნის უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისშიც. აღმოსავლეთ საქართველოში 11 ნოემბრიდან[სრულად…]

პრეზიდენტის ინიციატივა ორმაგი მოქალაქეობის გამარტივაზე ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს, ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ახორციელებს. როგორც “ახალგაზრდა ადვოკატები” მიიჩნევენ, ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და მხოლოდ პიარისთვის გამიზნული ნაბიჯია, რაც შესაძლოა მძიმე შედეგების მომტანი გახდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს პრეზიდენტს მსგავსი მასშტაბური[სრულად…]

ორი თვე თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ვილნიუსი უმასპინძლებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დღეიდან 2013 წლის ბოლომდე, ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი თანამედროვე ქართულ ხელოვნებას მასპინძლობს. დღეს, ლიტვის ეროვნული ფილარმონიული საზოგადოების მცირე დაბაზში, საფორტეპიანო ტრიოს „სემპრე“ კონცერტი იმართება. სამინისტროს ცნობით, თანამედროვე ქართული ხელოვნების, რაც შეიძლება სრულად წარმოჩენა ვილნიუსში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე დაიწყება, გაგრძელდება მის[სრულად…]

წამებაში ბრალდებული დავით ჩაგინავას ავსტრიიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა

წამების საქმეში ბრალდებულის, დავით ჩაგინავას ავსტრიიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებული დავით ჩაგინავა თბილისის, ანკარისა და ვენის ინტერპოლების თანამშრომლობის შედეგად 30 სექტემბერს ავსტრიის რესპუბლიკაში დააკავეს. იგი დაპატიმრებისა და ექსტრადიციის მიზნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 10 სექტემბრიდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის[სრულად…]

სახალხო დმაცველის რელიგიათა საბჭო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” რელიგიური გრძნობების შელახვასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ეთანხმება

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო პარლამენტს მიმართავს, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” რელიგიური გრძნობების შელახვასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანა არ დაუშვას. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და სიძულვილის გამოხატვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ხელს 19 რელიგიური ორგანიზაცია და ჯგუფი აწერს. აღნიშნულ განცხადებას “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “გვსურს, გამოვეხმაუროთ[სრულად…]

სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებისთვის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებები მისაღებია

საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განხილვის თემა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებები იყო. აღნიშნული ცვლილებები საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიების და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გააცნო. სამუშაო შეხვედრას მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების წარმომადგენლების გარდა, ასევე ესწრებოდნენ ლუთერანული ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის და მუსულმანთა[სრულად…]

ხვალ კშიშტოფ ჩიჟევსკი წაიკითხავ ლექციას თემაზე „ინტერკულტურული დიალოგის პრაქტიკა და ფილოსოფია“

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია „სასაზღვრო ხელოვნების, კულტურებისა და ეთნოსების“ ცენტრის ხელმძღვანელს კშიშტოფ ჩიჟევსკის შეხვდა. პოლონეთში ვიზიტის შემდეგ, მინისტრის მოწვევით, „სასაზღვრო ხელოვნების, კულტურებისა და ეთნოსების“ ცენტრის დირექტორი კშიშტოფ ჩიჟევსკი, 8 ნოემბერს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, წაიკითავს საჯარო ლექციას თემაზე „ინტერკულტურული დიალოგის პრაქტიკა და ფილოსოფია“. კშიშტოფ[სრულად…]

ირაკლი ღარიბაშვილი თელავს სახალხო დღესასწაულ „ერეკლეობა“-ზე ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თელავს სახალხო დღესასწაულ „ერეკლეობა“-ზე ეწვია. მინისტრი ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ქართველი მეფის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრო თელავის ცენტრში, ერეკლე მეორის მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებებს. სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ მეფე ერეკლე მეორის იუბილის აღსანიშნავად თელავში ტრადიციულად, ყოველი წლის 7[სრულად…]

შოთა მურღულია: „ყვარელში 8 დიდ სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნებათ“

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ყვარელს წელს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 3 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება გამოეყო. „ეს შარშანდელ დაფინანსებაზე 1 მილიონ 300 ათასი ლარით მეტია,“ – განაცხადა შოთა მურღულიამ, – „წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში გადაიჭრება 8 დიდი სოფლის[სრულად…]

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამა ამოქმედდება

უახლოეს პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამა ამოქმედდება. აღნიშნული პროგრამის შემუშავება სასჯელაღსრულების სამინისტროს , არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა დღეს დაიწყეს. ევროკავშირის ოფისში სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე სასჯელაღსრულების მინისიტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პროგრამის განხორციელება დაწესებულებებში სუიციდის შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისი თქმით, ამ დროისათვის დაწესებულებებში არსებული ინფორმაციით, ასამდე პირია, რომელიც[სრულად…]

სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებასთან ერთად, მანქანებში შუქგამტარობის სხვა ფორმით შეზღუდვაც აეკრძალებათ

მძღოლებს, სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებასთან ერთად, მანქანებში შუქგამტარობის სხვა ფორმით შეზღუდვაც აეკრძალებათ. ამას “ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა. მოქმედი კანონის გათვალისწინებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშეა დამუქებული, მძღოლის 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს. პროექტის[სრულად…]

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელე სამხედროებთან შეხვედრა შედგა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ სამხედროებთან შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა საავიაციო ბრიგადაში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბანიამინ კასიმოვმა ჯარისკაცებს მშობლიურ ენაზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სამხედროებმა სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ[სრულად…]

დავით ნარმანია: „საქართველომ 10 წელი დაკარგა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიმართულებით“

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა (GEOSTAT) და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ხელმძღვანელები დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაერთიანებული[სრულად…]

გიორგობის დღესასწაულზე პატიმრების შეწყალება არ მოხდება

23 ნოემბრისთვის, გიორგობის დღესასწაულზე პატიმრების შეწყალება არ მოხდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობის შექმნას გიორგობისთვის ვერ მოასწრებს, რადგან ვილნიუსში წასასვლელად ემზადება. თევდორაძე დარწმუნებულია, რომ 23 ნოემბრისთვის შეწყალების კომისიის არანაირი სხდომა არ გაიმართება, თუმცა რას გადაწყვეტს ახალი პრეზიდენტი და როდის[სრულად…]

„ახალგაზრდა ადვოკატების” მორიგი პროექტი

„ახალგაზრდა ადვოკატები”, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, პროექტის: “ადგილობრივი ლიდერები” – განხორციელებას იწყებს. “ახალგაზრდა ადვოკატების” ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ფართო დიალოგის წარმოება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან, მათთვის სამართლებრივი ცნობიერებისა და სამოქალაქო ღირებულებების უპირატესობის დასაბუთება, განსაკუთრებული ნიჭით[სრულად…]

კონკურსი სახელწოდებით “ქართული კალიგრაფია” გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით, კონკურსი “ქართული კალიგრაფია” გამოცხადდა. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ განაცხადეს, კონკურსის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების[სრულად…]

ნარკოტიკული საშუალების გადამტანად ჩვილი გამოიყენეს

საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლოს“ ტერიტორიაზე,  სომხეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე მ.ა.,  ჩვილ ბავშვთან ერთად. მებაჟე ოფიცრების მიერ  ფიზიკური დათვალიერების დროს,  ჩვილს შარვლის ჯიბეში, ხოლო ქალბატონს ქურთუკის ჯიბეში აღმოაჩნდათ სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება -მარიხუანა, საერთო მოცულობით 51 გრ. 06.11.13 Please follow and like us: