საზოგადოება

მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენეს

“ცენტრ პოინტი ჯგუფი” დაყადაღებულია. მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება “ცენტრ პოინტი ჯგუფის” მიერ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მიმდინარე გამოძიებას, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხები უკანონოდ დაისაკუთრეს. აღნიშნულში იმხილებიან რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და ივანე ცაგურიაც,[სრულად…]

ილია მეორე: “არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს“

“ღვთის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება. არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს“, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამთაწყაროს მუსლიმი და მართლმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა. სამთაწყაროელებმა პატრიარქს მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვეს, რათა გაყიდული სახნავ-სათესი მიწები ისევ მოსახლეობას დაუბრუნდეს. “სოფელში[სრულად…]

ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩაში სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში იკრძალება

შსს  სამინისტრო ინიციატივით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის.  კერძოდ, პროექტის თანახმად  „ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩაში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით  გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობასი ყოფნა გამოიწვევს [სრულად…]

ქრისტიანოფობია – გეი-პარადის გასაპროტესტებლად გამოსულ ადამიანებს გეი აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ

სიეტლში გამართულ გეი-პარადის გასაპროტესტებლად გამოსულ ორად ორ ადამიანს, მოხეტიალე მქადაგებლებს გეი აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მქადაგებლები აცხადებდნენ, რომ ისინი პარადისთვის ხელის შეშლას არ აპირებდნენ, უბრალოდ სურდათ, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ, თუმცა აღლუმში მონაწილე აქტივისტებმა ჩათვალეს, რომ ისინი “სიძულვილის ენას” ქადაგებდნენ და გადაწყვიტეს, მათთვის ჭკუა ესწავლებინათ. მქადაგებლებს ჯერ ტრანსპარანტები, რომელზეც ეწერა “იესო გვიხსნის[სრულად…]

2007-2012 წლებში სახელმწიფო ქონება საჩუქრად ცნობილმა პოლიტიკოსებმაც მიიღეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2007-2012 წლებში, პირდაპირი წესით, სახელმწიფო ქონების 1 ლარად გასხვისების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და[სრულად…]

ირაკლი ალასანიამ სამხედრო ბაზები მოინახულა

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მონიტორინგის პროცესის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზები მოინახულა. ირაკლი ალასანიამ აღმოსავლეთ ოპერატიულ სარდლობაში შემავალ ყველა ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. მშენებლებმა თავდაცვის მინისტრს  მიმდინარე სამუშაოები გააცნეს და მათი დასრულების გრაფიკის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს. თავდაცვის მინისტრთან ერთად, ბაზების ინსპექტირებაზე იმყოფებოდნენ  თავდაცვის მინისტრის მოადგილე[სრულად…]

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დარღვევები აღმოაჩინა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დარღვევები აღმოაჩინა , – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას იკვეთება რიგი კომპანიები, რომლებიც არასრულფასოვნად ასრულებენ გზის საფარის მოწყობას. ნარმანიას ინფორმაციით, იმ მონაკვეთებზე სადაც დარღვევებია[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი: “ვულოცავ წმინდა რამაზანის თვის დადგომას ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს!“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს. “ვულოცავ წმინდა რამაზანის თვის დადგომას ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს! მინდა შევუერთდე ამ დიდ დღესასწაულს და გავიზიარო ეს სიხარული. საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს ვუსურვებ სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას და ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას, რომელიც სამშობლოა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. ყველას გილოცავთ[სრულად…]

ილია მეორემ საპატრიარქოში აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის წარმომადგენლები მიიღო

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრას 20-მდე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ესწრებოდა, საქართველოში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. შეხვედრას აზერბაიჯანელ მუსლიმთა რელიგიური საბჭოს თავმჯდომარე აზიზ ნაბიევი და კულტურულ-საგანმანათლებლო-რელიგიური ცენტრის, “ალულბეითის” ხელმძღვანელი ფაიგ ნაბაევი ესწრებოდნენ. აზიზ ნაბიევმა უწმინდესს ირანში მოქსოვილი ხალიჩა გადასცა, რომლის ორივე მხარეს ილია მეორის პორტრეტი აბსოლუტური სიზუსტითაა[სრულად…]

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის პრიორიტეტია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება და საცხოვრებელი პირობები. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მისია აგრეთვე მხარს უჭერს დიალოგს ყველა მხარეს შორის ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მეშვეობით. ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ[სრულად…]

ვლადიმერ ბედუკაძე ხვალ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე მზად არის პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს, მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან და ე.წ.”ციხის კადრების” საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. როგორც ბედუკაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, ის ხვალ 12:00 სათზე მედია სისტემა “რეპორტიორში” პრეს-კონფერენციას გამართავს. “ხვალ,10 ივლისს 12 სათზე მედია სისტემა “რეპორტიორში” (იოსებიძის ქ. 57) მზად ვარ პასუხი[სრულად…]

საქართველოს სავიზო რეჟიმი შეიცვლება

იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი,  კომისიის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო  უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სამთავრობო კომისიის სხდომაზე საქართველოში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს. სახელმწიფო უწყებებმა იმ რეგულაციებზე იმსჯელეს, რომლებსაც კანონის ახალი ვერსია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის[სრულად…]

საქართველოს მოქალაქეები სასამართლოს, მედიასა და პარლამენტს ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად მიიჩნევენ

„საერთაშოისო გამჭვრივალობა – საქართველოს“ მიერ  წარმოდგენილმა კვლევამ  რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივ აზრს კორუფციაზე აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები სასამართლოს, მედიასა და პარლამენტს ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად მიიჩნევენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“  ახალი გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4%  ადასტურებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი გადაუხდია. ( 2010 წლის  გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ვამაყობთ, რომ მსოფლიო ბანი, ოპერის ვარსკვლავი – პაატა ბურჭულაძე ჩვენი ქვეყნის შვილია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს სასცენო მოღვაწეობის 35-ე წლისთავს ულოცავს. “დღეს მთელი საქართველო და მსოფლიო საოპერო საზოგადოება თქვენი სასცენო მოღვაწეობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. ძნელად თუ მოიძებნება კაცი, რომელსაც თავისი ერის ესოდენ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს. თქვენ თქვენი შემოქმედებით მსოფლიოში გაუთქვით სახელი ჩვენს ქვეყანას, უდიდესი აღიარება მოიპოვეთ[სრულად…]

ბორჯომ-ბაკურიანის ტყის 90 000 ჰექტარზე ჩატარდება ინვენტარიზაცია

გარემოს დაცვის სამინისტომ ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ ანგარიში, სასტუმრო “რედისონში” მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მჭედლიშვილთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, რატი ჯაფარიძესთან, სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე, ბიძინა გიორგობიანთან და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს, ირაკლი მუკნიშვილთან ერთად წარმოადგინა. ხათუნა გოგალაძის განცხადებით,[სრულად…]

რა პროცედურების გავლაა საჭირო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩასართავად?

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა ნებისმიერ, მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. როგორც საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსუდან გოგოლაშვილმა აღნიშნა, გეგმიური და ონკოლოგიური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარმა გამოკვლევა იმ კლინიკაში უნდა ჩაიტაროს, სადაც მას ამ მომსახურების მიღება სურს. ასევე, აიღოს საჭირო დიაგნოზის პასუხი და ფორმა N100.[სრულად…]

“არც სტუდენტებმა, არც მშობლებმა იციან, ვინ გეგმავს მათი შვილების პროფესიულ მომავალს” – ინტერვიუ „ილიაუნის“ ყოფილ ლექტორთან

“არც სტუდენტებმა, არც მშობლებმა იციან, ვინ გეგმავს მათი შვილების პროფესიულ მომავალს” – ინტერვიუ „ილიაუნის“ ყოფილ ლექტორთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ყოფილი ლექტორის მეგი ქურდაძის განცხადებით, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობებიდან უკანონოდ, დაუსაბუთებლად პროფესიონალი კადრები დაითხოვა და აღნიშნული ქმედების პროტესტის ნიშნად, თითქმის ყველა პროფესორ-მასწავლებელმა ფაკულტეტი დატოვა”. მისი თქმით, „ილიას უნივერსიტეტიდან 20–ზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრის წასვლის მიუხედავად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არანაირ კომპრომისზე არ წასულა და[სრულად…]

თავდაცვის სამინისტროში ფილმის “ნეტავ იქ თეატრი არის?!” ჩვენება გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს კლუბში „შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების“ მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმის “ნეტავ იქ თეატრი არის?!” ჩვენება გაიმართა. კინოჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პირველი ერთობლივი პროექტია. ფილმის ჩვენებას რეჟისორ ნანა ჯანელიძესა და მსახიობ კახი კავასაძესთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. „ეს მემორანდუმი გაფორმდა ჯარის მეგობართა საზოგადოების[სრულად…]

ხვალ წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი სეზონის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

ხვალ  11:30სთ–ზე, წიგნის სახლში (ბახტრიონის ქ. 11 ბ) ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი და ინტელექტუალური კლუბი ,,წიგნის მეგობრები” წიგნის კითხვისადმი მიძღვნილ სეზონის დასკვნით ღონისძიებას გამართავენ.  როგორც დავითიანიდან „თბილისი თაიმსს“ განუცხადეს, 12:00სთ–ზე ღონისძიებაზე მობრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მათთივე ინფორმაციით, ხვალინდელი დღე მიეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებას. სულხან-საბას ეპოქას, შემოქმედებასა და ცხოვრებას, დამსწრე[სრულად…]

SOS: “სექსუალური უმცირესობების საერთაშორისო ორგანიზაციის” მანიფესტი -“ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ დაგვგმობს, დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთები სიმპათიური ჭაბუკები არიან”

17 მაისს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაიარა ბეწვის ხიდზე. ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ლამის დიდ შარად და ხათაბალად გვექცა. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაქოქილმა, მხარდაჭერილმა და მათივე მეცადინეობით უცხოური გრანტებით დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დარაზმეს “სრულიად საქართველოს სექსუალური უმცირესობა” და რუსთაველზე აღლუმის ჩატარება მოისურვეს, აღლუმის დასასრულს კი პარლამენტის შენობასთან მიტინგის გამართვა უნდოდათ.[სრულად…]

გიგი უგულავა: „მიმდინარე წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კუთვნილი 80 ავტომობილი, ახალი მანქანებით შეიცვლება“

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახალი ავტომანქანებით შეცვლება აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა საკუთარ „ფეისბუქის” გვერდზე წერს. „მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „Fiat”-მა გაიმარჯვა. თბილისის მერია ავტოპარკის სრულად განახლებას ოქტომბერში გეგმავს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კუთვნილი 80 ავტომობილი, ახალი მანქანებით შეიცვლება, რაც მოსახლეობის დროულ[სრულად…]

თეა წულუკიანი – პირველი ბლოგერი მინისტრი

თეა წულუკიანი პირველი ბლოგერი მინისტრია, იუსტიციის მინისტრი ბლოგერი გახდა. თეა წულუკიანის ბლოგზე დღეს პირველი ჩანაწერი გაჩნდა, სადაც მინისტრი საქართველოს მოსახლეობას შრომის ახალი კოდექსის მიღებას ულოცავს, თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ახალი კოდექსის შესახებ და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მინისტრი თვლის, რომ დღეისათვის ბლოგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებასთან პირდაპირი და გულწრფელი ურთიერთობისათვის.[სრულად…]

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის განცხადებას საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით თბილისის მერია ავრცელებს. განცხადებას  “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ: “2013 წლის 3 ივლისს, თბილისში კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ ლარს ო. მოლინმა კომიტეტის შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. ,,ადგილობრივ დონეზე არჩეული ხელისუფლების[სრულად…]

რელიგიური კონფესიების დაფინანსებაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფინანსების მხრივ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ლიდერობს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, 2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონამდე ლარს შეადგენს. “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის[სრულად…]

გამოცდის წინ პედაგოგებს “შპარგალკები” ჩამოართვეს

ეროვნული გამოცდების პარალელურად, პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდაც დაიწყო. დღეს პირველი გამოცდა დაწყებითი კლასების პედაგოგებმა ჩააბარეს. აბიტურიენტების გამოცდებისგან განსხვავებით, პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდის პირველივე დღე ექსცესებით დაიწყო. რეგისტრაციის დროს ბევრ პედაგოგს ე.წ. ‘’შპარლგაკები’’ აღმოუჩინეს. მათ შორის, ზოგიერთ მასწავლებელს ‘’შპარგალკა’’ ფეხზეც ჰქონდა დაწერილი. პოლიციის თანამშრომლებმა პედაგოგებს “შპარგალკები” ჩამოართვეს და გამოცდაზე გასვლის უფლება მისცეს. გამოცდების[სრულად…]

ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში სასმელი წყლის სისტემა გაუმჯობესდება

დღეს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კონტრაქტორ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონიალი ქუთაისში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ოფისში შედგა. ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ[სრულად…]

მარიამ ჯაშმა ჟენევაში მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა შვეიცარიაში, ჟენევაში მაღალი დონის შეხვედრაში “მოსახლეობის პრიორიტეტები 21-ე საუკუნეში” (Enabling choices: Population Priorities for the 21st Century) მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული შეხვედრა გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (UNECE) ეგიდით იყო დაგეგმილი და ორი  დღე  გაგრძელდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გააკეთა მოხსენება საქართველოს ჯანდაცვის[სრულად…]

დღეს აშშ-ი 237-ე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

237 წლის წინ, აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაცია – ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებდნენ, ერთხმად, მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში მიიღეს. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ახალი სახელმწიფო – ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნა. დეკლარაციის მიღების დღე – 4 ივლისი აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება. დეკლარაცია[სრულად…]

მიკრო ავტობუსი: „მძღლებს კონდიციონერის ჩართვის მითითება მიცემული აქვთ“

კომპანიაში “თბილისის მიკროავტობუსი” აცხადებენ, რომ კონდიცირების სისტემა ყველა მირკოავტობუსში გამართულია და მძღლებს მათი ჩართვის მითითება მიცემული აქვთ. ეს განცხადება კომპანიაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას მიმართვის შემდეგ გაკეთდა. სამუშია კომპანიისგან კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და კონდიცირების სისტემის ჩართვის მოთხოვნით მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მერიისგან კონტრაქტის გაუქმებას მოითხოვს. 04.07.13   Please[სრულად…]

გოგი დოლიძის ხსოვნის საღამო თსუ-ში გაიმართება

7 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გოგი დოლიძის ხსოვნის საღამო გაიმართება. საღამოზე გოგი დოლიძის მეგობრები და ქართული ესტრადის წარმომადგენლები – ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, დათუნა სირბილაძე, „ქართული ხმები“, „უნივერსიტეტი“, „თსუ გორდელა“, „სეფას ბიჭები“ და სხვები ქალაქურ და ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ. საღამოს წაიყვანს გია ჭირაქაძე. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის[სრულად…]