3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საზოგადოება

ამერიკელი ტურისტების ინტერესები ძირითადად კულტურულ ტურიზმზე მოდის

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოში ამერიკელი ტუროპერატორებისაგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც 12 წამყვანი ტურისტული კომპანიის 15 წარმომადგენელი და ერთი ჟურნალისტი არიან. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკელი ტურისტების ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა კულტურულ ტურიზმზე. ტურის განმავლობაში მონაწილეებმა დაათვალიერეს თბილისის ისტორიული ნაწილი, მცხეთა, კახეთის რეგიონი, კერძოდ სიღნაღი, წინანდალი, გრემის მონასტერი,[სრულად…]

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება ლაშა ჯაყელის წინააღმდეგ

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წინადადებით მიმართავს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ლაშა ჯაყელის წინააღმდეგ, შეისწავლოს და შეაფასოს მის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების ლეგიტიმური მოთხოვნის შეუსრულებლობის კანონიერება. როგორც სახალხო დამცველის აპარატში[სრულად…]

თბილისის მერიასთან აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან სოციალურად დაუველებისა და იპოთეკით დაზარალებულთა აქცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიასთან სამოგლოვიარო გვირგვინი, ცოცხზე მიმაგრებული ვარდები და გიგიუგულავას გადიდებული ფოტო სურათი მიიტანეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გლოვობენ თბილისის მერს, ვინაიდან თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. მათ მერიის თანამშრომელმა მოუწოდა, გვირგვინი და სურათი გაეტანათ მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან,[სრულად…]

“თბილისობა” წელს 4-6 ოქტომბერს აღინიშნება

“თბილისობა” წელს 4-6 ოქტომბერს აღინიშნება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ, “თბილისობა” წელს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება; დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები. “თბილისობა” 4 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში ახალბედა მუსიკალური ბენდების კონკურსით გაიხსნება. პროგრამის მიხედვით ძირითადი ღონისძიებები 5-6 ოქტომბერს გაიმართება. კერძოდ, მეიდანზე, გორგასლის მოედანზე, ტრადიციული საწნახელი მოეწყობა და ყურძენი დაიწურება. აბანოთუბანში ბავშვებისთვის[სრულად…]

ირაკლი ალასანია: “ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში გამგზავრებამდე ყველა ჯარისკაცი უნდა გაეცნოს მუსლიმური კულტურის ტრადიციებს”

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ. ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე ქართველი სამხედროები საქართველოში შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს ვაგიფ აქპეროვს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ვაგიპ აქპეროვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, მსგავსი შეხვედრა უპრეცენდენტოა, როდესაც ნატოს ფარგლებში ისლამის წარმომადგენლები, უშუალოდ[სრულად…]

ილია მეორე: ” საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს”

საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. ცენტრში აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლობის შეკრება გაიმართა. შეხვედრა პოეტმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, გენო კალანდიამ გახსნა და უწმინდესი შეკრებილი საზოგადოების დასალოცად მიიწვია.[სრულად…]

სამხედროებმა ქართველთა და აფხაზთა შერიგების ხატი სამებაში მიაბრძანეს

სოხუმის დაცემის 20 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა მოეწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების I და IV ქვეითი ბრიგადების მე-12 და 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალურად დაწერილი ხატი  “ყოველთა მწუხარეთა სიხარული” ტაძარში მიაბრძანეს. ხატი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შეიქმნა და  ქართველთა და  აფხაზთა შერიგების სიმბოლოს წარმოადგენს. სამების საკათედრო[სრულად…]

ილია მეორე 23 მაისს “აფხაზეთობის” აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა

აფხაზეთის ომში ყველა მხარე დამარცხებულია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. “ვინ არის გამარჯვებული? არც არავინ არ არის. ყველა წაგებულია- ქართველებიც, აფხაზებიც, რუსებიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში”, – აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, იგი 11 წლის განმავლობაში აფხაზეთში მიტროპოლიტად[სრულად…]

დიდ დიღომში მდებარე სუპერმარკეტებში ვადაგასული სურსათი იქნა ამოღებული

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდ დიღომში მდებარე რამდენიმე სუპერმარკეტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო. როგორც “თბილისი თაიმსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ი/მ “მევლუდ ტალახაძის” მარკეტსა და სუპერმარკეტ “ვეჯინში”ვადაგასული შებოლილი ძეხვი, სხვადასხვა წარმოების იოგურტი, რძე, კეფირი, არაჟანი, მაიონეზი, ბოსტნეულის კონსერვები და კარაქი გამოვლინდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვადაგასული პროდუქცია ამოღებულია რეალიზაციიდან და ექვემდებარება განადგურებას. 27.09.13[სრულად…]

დღეს ჯვართამაღლების დღესასწაული აღინიშნება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. საპატრიარქოს ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმ. ელენემ იერუსალიმში მოიძიეს[სრულად…]

ასეთ კინოს რომ ნახავ იმედი გიჩნდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტო შავი არ არის

ასეთ კინოს რომ ნახავ იმედი გიჩნდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტო შავი არ არის

გუშინ ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის კინოკლუბი „მზესუმზირა“, მოხუცთა თავშესაფარ „ბეთელი“-ს ეწვია და მოხუცებს ფილმი „ხელშეუხებელნი“ აჩვენა. კინოჩვენება კინოკლუბ „მზესუმზირა“-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მოხუცთა თავშესაფრებში, ბავშვთა სახლებსა და ლტოლვილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სტუმრობას, ახალგაზრდებთან შეხვედრას, ფილმის ჩვენებას და განხილვას. Please follow and like us:

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება იკრძალება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ე.წ. “მანოკების” გამოყენება იკრძალება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების (ე.წ. “მანოკების”) გამოყენება იკრძალება. სამინისტროს ინფორმაციით, აკრძალვა შეეხება ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე ელექტრონულ მოწყობილობებსაც. არსებული საკანონმდებლო რეგულირებისაგან განსხვავებით, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისათვის იმ შემთხვევაშიც[სრულად…]

მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზეა ილია მეორე

NDI-ის კვლევის თანახმად, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. პატრიარქი გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს. ილია მეორის საქმიანობას დადებითად აფასებს რესპოდენტთა 90 პროცენტი. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და[სრულად…]

იუსტიციის სასწავლო ცენტრში შრომის სამართლის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს

იუსტიციის სასწავლო ცენტრში შრომის სამართლის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს. სემინარს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩეველი ზურაბ სანიკიძე უძღვებიან. სწავლებას ესწრებიან სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მისი სამსახურების  თანამშრომლები და აღმასრულებელი მენეჯერები. ტრენინგის მონაწილეები ორი დღის მანძილზე განიხილავენ კანონში შესულ ცვლილებებსა[სრულად…]

NDI: მინისტრების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს მას კი მოსდევს, ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი

NDI-ის კვლევის თანახმად, მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. ირაკლი ალასანიას საქმიანობას 11% ძალიან კარგად, 38% კარგად , ხოლო 7% საშუალოდ აფასებს. მეორე ადგილზეა შს მინისტრი; ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 9% ძალიან კარგად, 34% კარგად აფასებს, საშუალოდ 39%. რეიტინგში მომდევნოა იუსტიციის მინისტრი; თეა წულუკიანის საქმიანობას 10% ძალიან კარგად,[სრულად…]

გამოკითხულთა 31%-ი თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელია, 31 პროცენტის აზრით – არა, 19 პროცენტის პოზიცია ამ კითხვაზე ნეიტრალურია , 19 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის. კითხვაზე – ვის აირჩევდით მეორე ტურში, მარგველაშვილს თუ ბაქრაძეს, 49 პროცენტი მარგველაშვილს, 24% ბაქრაძეს ასახელებს; მარგველაშვილს თუ ბურჯანაძეს – 50%[სრულად…]

გამოკითხულთა უმეტესობა საქრთველოს მომავალ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე – ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 39%-მა გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. მეორე ადგილზე 18 პროცენტით არის დავით ბაქრაძე, ხოლო მესამეზე – ნინო ბურჯანაძე 7 პროცენტით, შემდეგ ადგილებზე შალვა ნათელაშვილი – 3 პროცენტით, გიორგი თარგამაძე – 3 პროცენტით, არ ვიცი – 16 პროცენტი, სხვა – 4 პროცენტი.[სრულად…]

გამოკითხულთა 62%-ი ფიქრობს, რომ ივანიშვილის გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათზე გავლენას არ მოახდენს

NDI-ს კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოკითხულთა 62 პროცენტის არჩევანზე გავლენას არ მოახდენს. 17 პროცენტი აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ხმა მისცეს “ქართული ოცნების” კანდიდატს, ხოლო 8 პროცენტი ამბობს, რომ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ხმას არ მისცემს “ქართული ოცნების” კანდიდატს, 11 პროცენტი კი ამბობს რომ არ იცის. NDI-ის[სრულად…]

NDI: გიორგი მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი 11%-ით გაიზარდა

NDI-ს კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, 11 პროცენტით გაიზარდა და 56 პროცენტს შეადგენს. ბიძინა ივანიშილის მოწონების მაჩვენებელი უცვლელია და ისევ 69 პროცენტს შეადგენს. დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 60 პროცენტს მოსწონს. მოწონების რეიტინგში კვლავ პირველ ადილზეა პატრიარქი. უწმინდესი გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს. კიდევ ერთი[სრულად…]

დღეს წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღე აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები[სრულად…]

საქართველოს ეროვნულ სატყეო პროგრამას 7 პრიორიტეტი აქვს

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის განხილვა გაიმართა. როგორც  გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი, სხვადასხვა სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის პირები. შეხვედრაზე განხილული[სრულად…]

ირაკლი ალასანია: „სამხედრო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, საინჟინრო ხიდების გადების სისტემა იყოს ჩვენივე წარმოების“

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში თავდაცვის მინისტრსა  და სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს შორის  შეხვედრა გაიმართა. აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა პროექტის  ხიდგამდები „კავკასიონი – 07“ AVLB – T72 MLC – 85  პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე,[სრულად…]

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვარებში – ბერიძე ლიდერობს

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია ბერიძე, მამედოვი და კაპანაძე. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარების ათეული ასეთია: ბერიძე – 28 289; მამედოვი – 27 662; კაპანაძე – 18 966; ალიევი 18 687; გელაშვილი – 18 128; მაისურაძე – 16 175;[სრულად…]

მიკროავტობუსებში მძოლებთან შეთანხმებით კამერების მონტჟი გრძელდება

თბილისში სამგზავრო მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟება გრძელდება. კომპანია “თბილისის მიკროავტობუსმა” მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟების ახალი ეტაპი დაიწყო. სხვადასხვა სამარშრუტო ხაზებზე ეტაპობრივად 200 კამერა დამონტაჟდება. ამ დროისთვის ვიდეოკამერა უკვე დამონტაჟებულია 70-მდე მიკროავტობში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზანი მგზავრთა უსაფრთხო უზრუნველყოფა და მგზავრთა რეალური ნაკადის დადგენაა. მათივე ინფორმაციით, ვიდეოკამერები იმ მიკროავტობუსებში მონტაჟდება,[სრულად…]

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიიდან ვადაგასული პროდუქტი იქნა ამოღებული

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ი/მ “თინათინ ხატიაშვილის” სასურსათო მაღაზიაში ვადაგასული და სასაქონლო სახედაკარგული  სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. როგორც სააგენტოდან „თბილისი თაიმსს“ აცნობეს ამოღებულია ვადა გასული – მოხარშული შედედებული რძე, ბოსტნეულის კონსერვები, მაიონეზი, გახეხილი შინდი, მდნარი ყველი, ზეთისხილი, გახუხული პური, ხორბლის ქატო, ყველიანი ვარენიკი, ყველის, ხორცის[სრულად…]

EMC-ი “პოლიციის შესახებ” კანონპროექტის ინიციატორისგან კანონის დასაბუთებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, “პოლიციის შესახებ” კანონპროექტის მიღებამდე მნიშვნელოვანია , რომ ინიციატორმა სათანადოდ დაასაბუთოს პოლიციის პრევენციული უფლებამოსილებების გაზრდის საჭიროება და მიზანშეწონილება. EMC-ს ცნობით, ასევე, სისტემურად უნდა იქნეს შეფასებული და დაგეგმილი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებების გაფართოების პარალელურად კონტროლის ადეკვატური მექანიზმების შექმნის საკითხი. “კანონპროექტით მნიშვნელოვნად ფართოვდება პოლიციის[სრულად…]

წეროვნის ახალ დასახლებაში საბრძოლო მასალა იქნა ამოიღებული

მცხეთის რაიონის სოფელ წეროვნის ახალ დასახლებაში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შსს-ს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს წეროვნის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, “კალაშნიკოვის” სისტემის “ა-კა-ემ ეს”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 230 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და[სრულად…]

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის ციხიდან გაანთავისუფლეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი დავით ჩხიტუნიძე ათენის საექსტრადიციო ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჩხიტუნიძის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ განaცხადა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზეა ბრალდებული, საქართველოში დაბრუნებას და ჩვენებების მიცემას აპირებს. თალაკვაძის განმარტებით, ათენის ციხიდან ჩხიტუნიძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადვოკატებმა სასამართლოს მიაწოდეს დოკუმენტები, რომლითაც[სრულად…]

დავითიანნი საქართველოში უპრეცედენტო პროექტს აგრძელებს

ხვალ  16:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის კინოკლუბი ,,მზესუმზირა” ეწვევა მოხუცთა თავშესაფარ ,,ბეთელს” და გამართავს კინო ჩვენებას. რის შემდეგაც, ახალგაზრდები მოხუცებთან ერთად განიხილავენ ფილმს. “ეს არის საქართელოში უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ახალგაზრდების სტუმრობას, ფილმის ჩვენებასა და მის განხილვას”, აცხადებენ დავითიანნში. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს[სრულად…]

ფლორენციაში “თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი, “თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საბანაძის აყვანა ფლორენციაში  ორი დღის წინ მოხდა. “მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ინტერპოლის თბილისის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იტალიაში, ქ. ფლორენციაში სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი, 1974 წელს დაბადებული გიორგი[სრულად…]