საზოგადოება

წითელას შემთხვევები გაზრდილია

წითელას შემთხვევები გაზრდილია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ წითელას შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია.  8 მაისის მონაცემებით წითელას შემთხვევები საქართველოს მასშტაბით 2940 აღწევს. აქედან 1900 შემთხვევა თბილისშია დაფიქსირებული. ავადობის ძირითადი აქტივობა 20 წლის ასაკის ზემოთ ფიქსირდება. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით საჭიროა აიცრას ყველა ის ბავშვი ვისაც ასაკობრივი აცრა გამოტოვებული აქვს, ასევე წითელასთან[სრულად…]

რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უძრავ-მოძრავი ქონება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა

რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა.  მთავრობის განკარგულება კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ 7 მაისით თარიღდება. დოკუმენტის თანახმად, სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, ხოლო კომისიის წევრები იქნებიან – ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი: „ოთარ მეღვინეთუხუცესი ჩვენი ეპოქის უდიდესი მსახიობი იყო“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი ბიძინა ივანიშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.  “კიდევ ერთი დიდი კაცი გამოგვაკლდა – ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა. თანაგრძნობას გამოვთქვამ და ვუერთდები ქართველი ხალხის მწუხარებას. ძლიერი და ღირსეული, ვაჟკაცური და რომანტიკული – ასეთი იყო ოთარ მეღვინეთუხუცესი და მისი გმირებიც მას ჰგავდნენ.[სრულად…]

საქართველოს გზა” მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 68–ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს გზა” მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 68–ე წლისთავს ულოცავს და მათ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებს .  როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ვეტერანების წვლილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ფაშიზმის საფრთხისაგან გადარჩენაში შეუფასებელია. “ჩვენ, მათი შთამომავლები, მუდამ მადლიერებით ვიხსენებთ მათ, ამ ტიტანურ ძალისხმევას. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მათი ცხოვრება უფრო[სრულად…]

მიხეილ სააკაშვილი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება.  ინფორმაცია ამის თაობაზე თსუ-ი ავრცელებს. პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდობის როლზე ისაუბრებს და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს. შეხვედრაზე დასწრების მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია წინასწარ sms.tsu.ge-ზე ან უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tsu.edu.ge/register უნდა გაიარონ. რეგისტრაცია 9 მაისს, 00.00 საათზე დასრულდება. რეგისტრირებული[სრულად…]

ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა.  საქართველოს და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს ოთარ მეღვინეთუხუცეს მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო , კოტე მარჯანიშვილის სახელობის და სხვა პრემიები. მსახიობს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ფილმში “დათა თუთაშხია” შესრულებულმა მთავარმა როლმა. ოთარ მეღვინეთუხუცესს შესრულებული აქვს 20-მდე როლი ფილმებში, მათ შორის: “ფატიმა”, “ვედრება”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “მთვარის[სრულად…]

სახალხო დამცველის ინსტიტუტი აირჩიეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ჯგუფის საკოორდინაციო კომიტეტის წევრად

ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის 26-ე შეხვედრაზე,  ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების რეგიონული ჯგუფების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი აირჩიეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ჯგუფის საკოორდინაციო კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით. აღნიშნული კომიტეტი ხელს უწყობს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ[სრულად…]

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების 70%-ი ავტოტრანსპორტია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის“ პირველი შეხვედრა გაიმართა. კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, შრომის,[სრულად…]

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. როგორც ცენტრში აცხადებენ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი, 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი და 25 000 – ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. აბიტურიენტთა უმეტესობამ, 30 000-მდე აპლიკანტმა, უცხო ენად ინგლისური[სრულად…]

ჰეიდარ ალიევის სახელობის მემორიალი სანაპიროზე გაიხსნა

საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გარაევი დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა ოფიციალური შეხვედრა კულტურის მინისტრსა და აზერბაიჯანის დელეგაციას შორის. ვიზიტის ფარგლებში მინისტრ გურამ ოდიშარიასთან ერთად აზარბაიჯანის დელეგაციამ გახსნა ჰეიდარ ალიევის სახელობის მემორიალი სანაპიროზე, ასევე დაათვალიერეს მისი სახელობის პარკი. დელეგაციის წევრებმა[სრულად…]

ნათია მოგელაძემ თანმდებობა დატოვა

სახელმწიფო აუდიტის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე, აპრილის ბოლოს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადასტურებს აუდიტის სამსახურის პრესსამსახური. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია და ჯერ-ჯერობით არც მოვალეობის შემსრულებელი დანიშნულა. ცნობისთვის, ნათია მოგელაძის სახელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გუშინ გაჟღერდა. გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორ[სრულად…]

დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა ყოფილი „ზაკვოს“ შენობა თავად დატოვეს

ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, „ზაკვოს“ პრობლემა მოგვარებულია. დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შენობის მეპატრონეს შორის დაწყებული მოლაპარაკება – წარმატებით და შეჭრილი მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ დასრულდა. დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა ვაკე-საბურთალოს გზაზე მდებარე თვითნებურად დაკავებული ყოფილი „ზაკვოს“ შენობა თავად დატოვეს. „ისინი დროებით საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით[სრულად…]

ფოთისა და ხობის ეპარქია პატრიარქის მოლოდინშია

ფოთისა და ხობის ეპარქია პატრიარქის მოლოდინშია. 10 მაისს ილია მეორე ხობის რაიონს ეწვევა, სადაც ახალ საეკლესიო კომპლექსს აკურთხებს. მეორე დღეს პატრიარქი ხობის ისტორიულ მონასტერში გადაინაცვლებს, სადაც პარაკლისს აღავლენს და საპატრიარქო რეზიდენციას დაათვალიერებს. 12 მაისს კი ილია მეორე ფოთის განახლებულ ტაძარს აკურთხებს. 08.05.13 Please follow and like us:

ცესკო: შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის მოხელეთა საარჩევნო უბნის სიახლოვეს ყოფნა დაუშვებელია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტი წარუდგინა. ცესკოს ინფორმაციით, პროექტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან რამდენიმე ცვლილებას და დამატებას მოიცავს, რომელთა აუცილებლობაც მიმდინარე წლის 27 აპრილის პარლამენტის შუალედური არჩევნებისას წარმოქმნილი ხარვეზების გამო გამოიკვეთა. ცესკოს მიერ წარდგენილ დოკუმენტში ცვლილებები და დამატებები რამდენიმე[სრულად…]

ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, მახათას მთაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე მსურველთა დასწრებისა და მონაწილეობის მიღების მიზნით, მოქალაქეებს მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები   მეტროსადგურ  “ვარკეთილი”-დან, ვარდების რეცოლუციის მოედანიდან, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან მახათას მთის მიმართულებით  15.00 საათიდან 21.00 საათამდე იმოძრავებენ., აცხადებენ მერიაში. 07.05.13 Please follow and like[სრულად…]

დღეს საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიხსნება

დღეს კონსვერვატორიის დიდ დარბაზში საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიხსნება. VIII საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე” ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის  თავარეპისკოპოსის,  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის  მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II  დაბადებიდან  80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლის იუბილეს. წელს ფესტივალი უკვე მერვედ იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი[სრულად…]

საქართველოს პრეზიდენტს ივანე ჯავახიშვილის და ილიას უნივერსიტეტები მიმართავენ

ივანე ჯავახიშვილის  და ილიას უნივერსიტეტები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს რომ ვეტო დაადოს 19 აპრილ პარლამენტის სამოქალაქო კოდექსში მიერ მიღებულ ცვლილებებს. მათი განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მთავრობას უფლებას აძლევს უხეშად ჩაერიოს უნივერსიტეტის ფუნქციონერებაში და მოახდინოს მათი რეორგანიზაცია. უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ მიმართვას „თბილისი თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ეს შესწორება უფლებას აძლევს მთავრობას უხეშად ჩაერიოს[სრულად…]

დღეს სოფო მოსიძის წარადგენა მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორამციო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორამციო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე მაუწყებლის გენ. დირექტორი დღეს სოფო მოსიძეს წარადგენს. შესაძლოა მოსიძემ თანამშრომლებს საინფორამციო სამსახურის ახალი მთავარი პროდიუსერიც წარუდგინოს. მთავარ პროდიუსერად მოამბეში რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა ჟურანალისტები გვარების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ. ამ დროისათვის ის არის ცნობილი, რომ მოსიძე განსაკუთრებულ საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. მოსიძის თქმით მისთვის[სრულად…]

სახალხო დამცველი მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის რეკომენდაციით მიმართავს

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეგულაციების რევიზიისა და ცვლილებების უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენის აპარატიs ინფორმაციით, “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეგულაციების რევიზია,[სრულად…]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! ,,აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი” (ზატიკი) ქრისტე აღდგა! ზეიმობს ანგელოზთა დასი. ქრისტე აღდგა! გუგუნებენ ეკლესიის ზარები. და ჩვენც, მოციქულთა მსგავსად, სიხარულით აღვსილნი ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა![სრულად…]

ილია მეორე: “ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტი ძალა ვერაფერს იზამს საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩვენ გვიცავს ღვთისმშობელი დედა, წმინდა გიორგი და ასიათასობით წმინდანი“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მოილოცა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი სადღესასწაულო წირვის შემდგომი ქადაგებისას ბრძანა, განსაკუთრებით ულოცავს იმ ადამიანებს, ვინც წმინდა გიორგის სახელს ატარებენ. “წმინდა გიორგი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი”, – ბრძანა უწმიდესმა. პატრიარქმა უფალს მადლობა შესწირა იმ მოთმინებისა და სიყვარულისთვის,[სრულად…]

ილია მეორე მახათას მთაზე ხვალ ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მახათას მთაზე ხვალ ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის. ფონდის  “ივერიისას” ცნობით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული მახათას მთაზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს უკვე მესამე წელია განსაკუთრებულად აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ყოველ ოჯახში შებრძანდება ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ილია მეორის მიერ შექმნილი ლოცვაა დატანილი: “მეოხებითა[სრულად…]

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით , 5 და 6 მაისს სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 5-6 მაისს სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით , 5 და 6 მაისს, 08:00-დან 19:00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურებათ. კერძოდ, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გავლენ მეტროსადგურ “დიდუბის” ზედა გამოსასვლელიდან; “სადგურის მოედნიდან” და “მარჯანიშვილიდან” –[სრულად…]

საპატრიარქო: „ორშაბათს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს საფლავებზე გასვლის კურთხევა იმის გამო მისცა, რომ აღდგომა გლოვის დღედ არ აქციონ“

გიორგობის დღესასწაულის გამო, 6 მაისს  მიცვალებულთა საფლავზე გასვლასთან დაკავშირებით აკრძალვა არ არსებობს. საპატრიარქოს განცხადებით, მართლმადიდებლური წესით, მიცვალებულთა მოსახსენიებლად და საფლავზე გასასვლელად ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგი სამშაბათია დადგენილი. აღდგომის შემდეგ ორშაბათს კი,  კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს საფლავებზე გასვლის კურთხევა იმის გამო მისცა, რომ აღდგომა გლოვის დღედ არ აქციონ. “საერო კალენდრით, აღდგომის შემდეგი დღე დასვენებაა.[სრულად…]

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მონიტორინგის სამსახურის ათეულობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ეკა ალიხანაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, გუშინ, 1-ელ მაისს, 15:00 საათისთვის უთხრეს, რომ 18:00 საათზე ტესტირება უნდა გაევლოთ. “30 აპრილს გაგვაცნეს ბრძანება, რომ მიმდინარეობდა რეორგანიზაცია. 1-ელ მაისს კი, 15.00 საათისთვის გვითხრეს, 18.00 საათზე ტესტური გამოცდა გვაქვს[სრულად…]

დღეს დიდი პარასკევია

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღისას, ორ საათზე[სრულად…]

ბიძინა ივანიშვილი: ქუთასს სრულიად გამორჩეული ადგილი და როლი აქვს ქართული სახელმწიფოს ისტორიაში

საქართველოს პრემიერ მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა  ქუთაისლებს ქუთაისის ქალაქის დღესასწაული მიულოცა. „დღეს ქუთაისობაა, ქუთაისის ქალაქის დღესასწაული და მინდა ყველა ქუთაისელს მივულოცო ეს დღე! 2 მაისს, გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს, ზეიმობს ქუთაისი, ქუთაისელებითავისი უძველესი ქალაქის დღეს აღნიშნავენ. მათ ნამდვილად ბევრი აქვთ საამაყო. ქუთაისს სრულიად გამორჩეული ადგილი და როლი აქვს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს[სრულად…]

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, დეპარტამენტის თავმჯდომარედ დავით შავლიაშვილი დაინიშნა. დავით შავლიაშვილი დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ახალი თავმჯდომარე განათლებით იურისტია სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ფლობს ორ უცხო ენას ინგლისურსა და რუსულს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 02.05.13 Please follow and like us:

ავთო ვარსიმაშვილი: თავისუფალი თეატრი ერთადერთია რომელსაც სახელმწიფო დაფინანსება არ გააჩნია

,,თავისუფალი თეატრი” 13 წლის გახდა. როგორც მისი მეპატრონე და სამხატვრო ხელმძღვანელი, ავთო ვარსიმაშვილი, აღნიშნავს, ეს თეატრი ერთადერთია, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსება არ გააჩნია, ამის შესახებ ვარსიმაშვილი გაზეთ „გზასთან“  საუბრობს. აცხადებს, რომ თავის პოლიტიკურ შეხედულებებს სპექტაკლებისა და ფილმების საშუალებით გამოხატავს. მისი აზრით, მსახიობი, რეჟისორი და ა.შ. პოლიტიკოსებთან დაახლოებული არ უნდა იყოს, ცალკე[სრულად…]

ილია მეორე: ჭაბუა ამირეჯიბი არის ეტალონი სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანის

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საპატიო აკადემიკოსებად მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი (ბერი დავითი), მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მედიკოსი სერგეი მირონოვი აირჩიეს. აკადემიის საერთო კრებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა. უწმინდესი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსია. პატრიარქმა აკადემიკოსებს მიმართა და დასახელებული კანდიდატების მიმართ საკუთარი მხარდაჭერა[სრულად…]