საზოგადოება

საქართველოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

საქართველოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

საქართველოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა. კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე,[სრულად…]

საოკუპაციო ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონოდ დაფრინავდნენ — სუს

საოკუპაციო ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონოდ დაფრინავდნენ — სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონოდ დაფრინავდნენ. უწყებამ ფრენა დღეს, 24 სექტემბერს დააფიქსირა. “აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, — აღნიშნავენ სუს-ში. მათივე განმარტებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია Please follow[სრულად…]

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27 წელი, მამაკაცებისთვის კი, 30 წელია

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27 წელი, მამაკაცებისთვის კი, 30 წელია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ 23 202 შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 10 288. 2017 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვმა 23 684 შეადგინა, 2016-ში კი, 25 101. საქართველოში ქორწინებებისათვის ყველაზე პოპულარული სეზონი შემოდგომაა, რომელზეც ქორწინებათა[სრულად…]

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა — ბათუმელები

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა — ბათუმელები

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ბათუმელები წერს. გამოცემის ცნობით, იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ რივიერა ბათუმის ნაწილია, რომელიც სილქ როუდ ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანია ბათუმი რივიერა იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას[სრულად…]

კახა კალაძე – გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება

კახა კალაძე – გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დააფიქსირა, რომ მომხრეა ჭავჭავაძის რეაბილიტაცია გაგრძელდეს და თავადაც ეს სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. „ჩავატარეთ გამოკითხვა და facebook-ით გამოკითხული ადამინების უმრავლესობა, 90% ამბობს , რომ აუცილებლად[სრულად…]

მეშახტეები სახელფასო დავალიანების გაცემის მოთხოვნით აქციას მართავენ

მეშახტეები სახელფასო დავალიანების გაცემის მოთხოვნით აქციას მართავენ

ტყიბულის მერიასთან მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გაიცეს მათი სახელფასო დავალიანება. მეშატეები ასევე ითხოვენ ინფორმაციას ხელისუფლებისგან და კომპანიისგან, როდის აღდგება შახტაში საწარმო პროცესი. აქციაზე მეშახტეთა მხარდასაჭერად ადგილობრივი მოსახლეობა ბავშვებთან ერთად მივიდა. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს არ გაუშვებენ სკოლაში, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მეშახტეთა მოთხოვნები. 25 მეშახტე მინდელის და ძიძიგურის[სრულად…]

თბილისის ტრანსპორტის 15 წლიან გენერალურ გეგმას დანიური კომპანია მოამზადებს

თბილისის ტრანსპორტის 15 წლიან გენერალურ გეგმას დანიური კომპანია მოამზადებს

თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის, იგივე ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე დანიური კომპანია იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ გაიმარჯვა. „უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება.[სრულად…]

ბერთუბანში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი შენდება

ბერთუბანში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი შენდება

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტი ჩაინგრა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კი საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 105 გრძივ მეტრზე ბეტონის კედელი აშენდება. პროექტის ფარგლებში, იგეგმება გზიდან ეზოსთან დამაკავშირებელი რკინა-ბეტონის კიბის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 376 877 ლარია[სრულად…]

ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცემა

ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცემა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორმოცე ღონისძიება, საიუბილეო ასამბლეის ფარგლებში, მონრეალში 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ორი სერტიფიკატით დაჯილდოვდება. მათივე ცნობით, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის სერტიფიკატები საქართველოს სამოქალაქო[სრულად…]

თამარ ტალიაშვილი – „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას საქართველოს 4 მუნიციპალიტეტი შეუერთდა

თამარ ტალიაშვილი – „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას საქართველოს 4 მუნიციპალიტეტი შეუერთდა

დღეს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ. ქარტიის მიხედვით, თვითმმართველობები საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ღონისძიებების გატარების ვალდებულებას იღებენ. „ათეა“-ს ვიცე-პრეზიდენტმა, თამარ ტალიაშვილმა, ქარტიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქარტიას საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის –[სრულად…]

თბილისის მერია მძღოლებს ტაქსის ნიშნებს უფასოდ ნოემბრის დასაწყისიდან დაურიგებს

თბილისის მერია მძღოლებს ტაქსის ნიშნებს უფასოდ ნოემბრის დასაწყისიდან დაურიგებს

ტაქსის მანათობელი ნიშნები, რომლებიც თბილისის მერიამ შეისყიდა, მძღოლებს ნოემბრის დასაწყისიდან დაურიგდებათ, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მანათობელი ნიშნები უცხოეთში უკვე შესყიდულია, თუმცა ჩამოტანილი ჯერ არ არის. „ტაქსის მანათობელი ნიშნები, რომლებიც მუნიციპალიტეტმა შეისყიდა, გზაშია. დაახლოებით, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრის პირველ რიცხვებში დავიწყებთ მათ უფასოდ გაცემას ტაქსის ნებართვის მქონე[სრულად…]

ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები

ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები

მე-14 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით დიდი მუსლიმური სისხლიანი ლაშქრობების, თემურ ლენგის და სპარსეთის შაჰების მიერ საქართველოში განუწყვეტელი ომების შედეგად ათიათასობით ტყვე აღმოჩნდა ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში. ინდოეთში დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი ტყვეების მიმართ, მათ გურჯ მონებს – ღულამებს უწოდებდნენ. ინდოეთში სპარსეთიდან მათ შესახებ ბევრი ისეთი რამ სმენოდათ, რომ სურდათ საკუთარი[სრულად…]

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე აზომვითი სამუშაოები ჩატარდება

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე აზომვითი სამუშაოები ჩატარდება

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის კომისიების ექსპერტები დაათვალიერებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ მონაკვეთებს და გეოდეზიურ-აზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ. „2019 წლის 23 სექტემბერს საქართველოსა და[სრულად…]

2014 წელს თსუ-მ რექტორისგან მისივე წიგნი 24 ათას ლარად შეიძინა

2014 წელს თსუ-მ რექტორისგან მისივე წიგნი 24 ათას ლარად შეიძინა

2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იმჟამინდელი რექტორის, ვლადიმერ პაპავას ავტორობით გამოცემული წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი 23 829 ათას ლარად შეიძინა. როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, შესყიდვისას რამდენიმე კანონდარღვევა გამოვლინდა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ამ შესყიდვის დროს გამოვლენილია რექტორის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან წიგნის მიმწოდებელი, შემსყიდველი და ინიციატორი ერთი და იგივე პირი იყო. პაპავამ იყიდა[სრულად…]

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს მე-60 საყოველთაო ნათლობაა. ნათლობის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ახლად მონათლულები დალოცა. „გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის საიუბილეო დღე, მე-60 ნათლობა. 60-ჯერ ჩატარდა ნათლობა და ბავშვების რაოდენობამ 40 000-ს მიაღწია. ღმერთმა[სრულად…]

ხვამლის მთაზე უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს

ხვამლის მთაზე უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს

ხვამლის მთაზე, სადაც მეოთხე წელია არქეოლოგიური ექსპედიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს, არქეოლოგებმა უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს. როგორც „რეგიონულ კვირას“ ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით სულხანიშვილი  ექსკლუზიურად უყვება, არქეოლოგიური გათხრებისას ის ქვები აღმოაჩინეს, რომელზეც ემიგრაციაში წასული ექვთიმე თაყაიშვილი თავის ერთ-ერთ ნაშრომში აღწერს.  “1910 წელს ლეჩხუმში იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა (შედეგების  გამოქვეყნება აქ[სრულად…]

თბილისის მერიასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაამუშავებს ტრადიციულად გამოქვეყნებულ სტატისტიკას და დამატებით მონაცემებს, რომელიც მოიცავს: თბილისში საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების კლასიფიკაციას ვიზიტის ტიპების მიხედვით,[სრულად…]

ლევან კობერიძე: „მევენახე ყურძნის ნაცვლად ,ერთწლიანი კულტურების გაშენებას დაიწყებს და მერე გვიანი იქნება თავში ხელის შემორტყმა“

ლევან კობერიძე: „მევენახე ყურძნის ნაცვლად ,ერთწლიანი კულტურების გაშენებას დაიწყებს და მერე გვიანი იქნება თავში ხელის შემორტყმა“

„გლეხს არანაირად არ უნდა უჭირდეს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩაბარება გაცილებით უფრო მაღალ ფასად, ვიდრე 70 თეთრია. მაქვს მოსაზრება, რომ ვიღაცეებს აწყობთ, რომ რქაწითელის ფასი იყოს შედარებით დაბალი . მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საბრენდე მასალად ან საკონიაკე მასალად უნდათ იაფიანი ნედლეულის შესყიდვა, მათ ხელში უვარდებათ რქაწითელი იმაზე იაფად ვიდრე გლეხს აქვს სურვილი,[სრულად…]

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან[სრულად…]

“დროში გასული ტფილისი” – ბექა ბერიძის კრეატიული ნამუშევრები [ფოტოგალერეა]

“დროში გასული ტფილისი” – ბექა ბერიძის კრეატიული ნამუშევრები [ფოტოგალერეა]

“დროში გასული ტფილისი” – ამ სათაურქვეშ გაერთიანებული ნამუშევრები გრაფიკულ დიზაინერს, ბექა ბერიძეს ეკუთვნის, რომელმაც თბილისური წარსული და აწმყო ერთმანეთს საკმაოდ საინტერესოდ დაუკავშირა.   Please follow and like us:

“მიწაა ,ბატონო,ქართული მიწა!ჩემი წილი საქართველო თან დამაქვს მე!”

“მიწაა ,ბატონო,ქართული მიწა!ჩემი წილი საქართველო თან დამაქვს მე!”

თურქეთის საბაჟოზე,როცა ჩანთებმა კონტროლი გაიარეს,პოლიციელმა გამაჩერა და მეუბნება ერთ-ერთ ჩანთაზე,–გახსენიო…გავხსენი ჩანთა უსიტყვოდ…. დაიხარა და… ამომხედა ისე,რომ წელში არც გამართულა… —ეს რა არის?… —მიწაა ,ბატონო,ქართული მიწა!…. —და რად გინდა? —ჩემი წილი საქართველო თან დამაქვს მე!…..ეს კი ჩემი საქართველოა….. სული და გული….ჰაერი და სუნთქვა….ცა და მიწა…. სულ ჩემი მინდა და მაქვს ყველაფერი…აი,ეს[სრულად…]

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მოხვდა

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მოხვდა

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მე-7 ადგილს იკავებს. ამის შესახებ ვებგვერდი Chefspencil-ი წერს. ავსტრალიურ გამოცემას აინტერესებდა რამდენად პოპულარულია დიეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამისთვის მათ სერვის Google Trends-ს მიმართეს. მისი მეშვეობით გარკვეული სიტყვის ძიების პოპულარობის დადგენა შეიძლება. სერვისი სხვადასხვა ენაზე გაკეთებულ მოთხოვნებს ითვალისწინებს. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი „დუკანის დიეტა“ აღმოჩნდა, რომლის მიმდევრებიც[სრულად…]

91 წლის ქართველ ბებოს  ოცნება აუხდა- ოჯახმა პარიზული მოგზაურობა მოუწყო[ფოტო/ვიდეო]

91 წლის ქართველ ბებოს ოცნება აუხდა- ოჯახმა პარიზული მოგზაურობა მოუწყო[ფოტო/ვიდეო]

91 წლის ქართველ მოხუც ბებოს, ოჯახმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანა. როგორც ოჯახის წევრები წერენ, ნათელა ფარემუზაშვილი, 52 წლის გამავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა და პარიზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა შორიდან… ეიფელის კოშკთან მისულმა 91 წლის ქალმა ოჯახს ამ ოცნების ასრულებისთვის, მადლობა გადაუხადა. „გვიან, მაგრამ[სრულად…]

სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საცხოვრებელი ფართები სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს გადაეცემა

სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საცხოვრებელი ფართები სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს გადაეცემა

სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დღეს საცხოვრებელი ფართები სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები 500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. „ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული პრობლემების გამო, ვერ ახერხებდნენ დაკანონებას.[სრულად…]

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, წელს ფესტივალს სამი ახალი მიმართულება დაემატება. „ფესტივალს დაემატა არტ-მარკეტი. გარდა ამისა, ბრიტანული სეზონის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალის პირველი კოპროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან, ხოლო თბილისობას, 6 ოქტომბერს, ფესტივალი საჰაერო[სრულად…]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში „ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში „ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა

„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“, – ამ სათაურით გამოცემა „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“​ ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. „ღამის კლუბები, კაფე-ბარები, ინოვაციური სივრცეები, ეს ყველაფერი თბილისს უმაგრეს ადგილს ხდის. თბილისი ეკლექტიკური, დინამიური ქალაქია, ძველი[სრულად…]

„კოკა-კოლას“ ოფისში, სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარეს, დაკავებულია ერთი პირი

„კოკა-კოლას“ ოფისში, სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარეს, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ამავე დროს, იყო შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ს.ს. „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან[სრულად…]

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “თბილისი თაიმსი” ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “თბილისი თაიმსი” ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი თაიმსი“ (ttimes.ge) ჟურნალისტური საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის აცხადებს 3 თვიან სტაჟირებას.    „თბილისი თაიმსში“  სტაჟირება მოიცავს: პრაქტიკულ მუშაობას – აქტუალური თემის მოძიება, დამუშავება, რესპონდენტის შერჩევა და ინტერვიუს მომზადება; სტატიის წერის პრინციპს; სხვადასხვა ღონისძიბაზე დასწრებას, მასალის შეგროვებას და შემდეგ მის დამუშავებას და მომზადებას; წერისა და რედაქტირების ტექნიკას;  მედია ეთიკას. კანდიდატების[სრულად…]

„ვამატებთ ახალ სერვისს – თმის შეღებვას“ – სალონი ცხოველებისთვის

„ვამატებთ ახალ სერვისს – თმის შეღებვას“ – სალონი ცხოველებისთვის

„გრუმინგ სალონი“ – სულ რაღაც 2 წლის წინ,  ვაკეში გაიხსნა სალონი, რომელიც შინაური ცხოველების მოვლაზე, სილამაზესა და სისუფთავეზეა ორიენტირებული. დაახლოებით, ერთი წინ, საბურთალოზე მისი კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა. ამ ეტაპზე, მეტი ფილიალი სალონს არ გააჩნია, თუმცა- იგეგმება მესამე. სალონის დაარსების იდეაზე, ხელმისაწვდომ სერვისებსა და იმ მიზეზებზე, რის გამოც ადამიანებმა საკუთარი[სრულად…]

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია. კვლევის თანახმად, კითხვაზე: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 38 % აცხადებს, რომ დასაქმებულია. ამასთან, კვლევის თანახმად იმ რესპონდენტების 13%, ვინც ამბობს, რომ დასაქმებულია, საჯარო სექტორში მუშაობს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის[სრულად…]