სამართალი

ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 10 სექტემბერს ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების[სრულად…]

შსს რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს

შსს რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ შსს-დან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 4 ლოკაციაზე ამოქმედდა: 1. მე-17 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი)[სრულად…]

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭს უყრის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭს უყრის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად ორ კენჭისყრას დღეს ჩაატარებს. კანონის მიხედვით, საბჭო 49-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით შეარჩევს 20 კანდიდატს, ამის შემდეგ კი, მონაცემები საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. კანონის თანახმადვე, საბჭოში კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც, სათითაოდ ეყრება კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს, იმის გასარკვევად, უნდა წარედგინოს[სრულად…]

სეზონის გახსნიდან დღემდე უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა

სეზონის გახსნიდან დღემდე უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებბმა 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად უკანონო ნადირობის 100-ზე მეტი ფაქტი დააფიქსირეს. სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ნადირობის 5, ქვემო ქართლში 1, სამცხე-ჯავახეთში 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 9 ფაქტი[სრულად…]

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აეკრძალათ საქართველოს დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი[სრულად…]

შსს – დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ოთხი პირი

შსს – დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ოთხი პირი

20-21 ივნისისი მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. ამასთან, დღეს შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21[სრულად…]

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. მათი ცნობით, ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს. როგორც პარტიაში განაცხადეს, ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა ავტომობილით გადაადგილდებოდა. ამასთან, ოქრუაშვილის დაკავების შესახებ[სრულად…]

პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს

პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს

პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა სალომე ჩიქობავამ განაცხადა. პროკურატურის ცნობით, უწყებამ გამოიტანა დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018[სრულად…]

შსს – გამოვლენილია პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა

შსს – გამოვლენილია პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა

გამოვლენილია პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა. შესაბამისი განცხადება შსს-ში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. “გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი,[სრულად…]

დღეს 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავენ

დღეს 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავენ

დღეს 11:00 საათზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, ირაკლი ოქრუაშვილი[სრულად…]

სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

სტრასბურგის სასამართლო დღეს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სტრასბურგის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდება – ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს[სრულად…]

გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა

გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პროკურატურის ყველა კითხვას პასუხი გასცა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, დაისვა ყველა კითხვა, რომელიც აინტერესებდა გამოძიებას. „მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო და შესაბამისად ჩემი მხრიდან იყო პასუხი გაცემული. რამდენჯერაც[სრულად…]

სადახლოზე, სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

სადახლოზე, სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით​ ​საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20,640 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14[სრულად…]

ნათია მეზვრიშვილი: პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს – ეს ჩვენი მანდატი არ არის

ნათია მეზვრიშვილი: პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს – ეს ჩვენი მანდატი არ არის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებზე გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს და ეს გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს. ,, სამოხელეო დანაშაულს და პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს და ვერც[სრულად…]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – არ ვარ ტერორისტის მამა, აღიარონ, რომ მათ ბინა შეეშალათ

მალხაზ მაჩალიკაშვილი – არ ვარ ტერორისტის მამა, აღიარონ, რომ მათ ბინა შეეშალათ

არ ვარ ტერორისტის მამა, აღიარონ, რომ მათ ბინა შეეშალათ, – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პროკურატურის დადებული პირობა, რომ ორ თვეში საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დადებდა საგამოძიებო უწყება, არ შესრულდა. „6 მაის იყო პირობა დადებული პარლამენტთან შეთანხმებით, რომ ორი თვის განმავლობაში შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დადებდნენ თემირლანის საკითხთან[სრულად…]

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება

20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის[სრულად…]

პროკურატურა – სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება გრძელდება

პროკურატურა – სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება გრძელდება

20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე პროკურორმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დეტალურად აღრიცხავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც მოქმედებდნენ საპოლიციო დანაყოფები. „ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, რუთაველის[სრულად…]

შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობენ. „უგულავამ, ბარამიძემ და ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად შსს-ში მოსვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების[სრულად…]

მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ

მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ

მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას ამიერიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ. როგორც „თბილისი თაიმსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აგრძელებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას. მათივე ცნობით, პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს – POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი – ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია.~ „ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას[სრულად…]

ადვოკატი – ნიკა მელია იქნება პირველი, ვის მიმართაც ელექტრონული სამაჯურის გამოყენება მოხდება

ადვოკატი – ნიკა მელია იქნება პირველი, ვის მიმართაც ელექტრონული სამაჯურის გამოყენება მოხდება

ნიკანორ მელია არის პარლამენტის წევრი და მას ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტით ვერ შეუჩერდება პარლამენტარის უფლებამოსილება, – ეს განცხადება ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. კონდახაშვილმა აქცენტი ელექტრონულ სამაჯურზეც გააკეთა და განმარტა, რომ ნიკა მელია იქნება პირველი, ვისი მონიტორინგიც ელექტრონულად მოხდება. „პირველ რიგში, ფაქტია ის, რომ გენერალური პროკურორის შუამდგომლობა არ[სრულად…]

ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ ამ წუთებში გამოაცხადა. სასამართლო დარბაზში მყოფი ნიკა მელიას მხარდამჭერები და პოლიტიკოსები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ. Please follow and like us:

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს. ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის[სრულად…]

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობას სთხოვს. საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით[სრულად…]

პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს

პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნულიდადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან. როგორც „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები აპროტესტებდნენ, რომ[სრულად…]

პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დეპუტატ ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გააცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტის წინ, 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში დღეს, 10:00 საათზე, ბრალდების წარდგენის მიზნით დაბარებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.[სრულად…]

აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა

აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა. „25 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა – პატიმრობის ვადა  51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51[სრულად…]

საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. „ინტერპრესნიუსი“ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის[სრულად…]

აქციის დაშლაში მონაწილე 2 სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა-შსს

აქციის დაშლაში მონაწილე 2 სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა-შსს

აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, – ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია,[სრულად…]

აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, – ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც[სრულად…]

პროკურატურამ აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20-21 ივნისს, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, – ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და[სრულად…]